მთავარი,სიახლეები

ცნობილი მწარმოებლების პროდუქტში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა – კვლევა

15.08.2019
ცნობილი მწარმოებლების პროდუქტში არასაკვები საღებავი აღმოჩნდა – კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” [momxmarebeli.ge], რომელიც სურსათის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, სურსათის 6 ნიმუშში აღმოჩნდა საღებავები, რომლებიც არასაკვები დანიშნულებისაა.

momxmarebeli.ge-მ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეიძინა 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები და გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად.

შემოწმების შედეგად 42 დასახელების პროდუქტიდან არასაკვები საღებავები 6 დასახელების პროდუქტში აღმოჩნდა.

ეს პროდუქტებია:

[checklist]

  • წითელი ტყემალი, კლასიკური, შპს „გსქ კულა“ -აღმოჩნდა 53 მკგ/კგ სუდან 1
  • ტრადიციული წითელი ტყემალი, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ – აღმოჩნდა 210 მკგ/კგ სუდან 1
  • ტომატის საწებელი Supremo, შპს „ფუდსერვისი“  – აღმოჩნდა 580 მკგ/კგ სუდან 1
  • ეს აჯიკა, შპს „ეს“  – აღმოჩნდა 250 მკგ/კგ სუდან 1
  • ჩილი სოუსი ცხარე, შპს Soledo –  აღმოჩნდა 84 მკგ/კგ სტაფილოსფერი 2 (Orange II)
  • მშრალი აჯიკა, თეთნულდი – აღმოჩნდა 2000 მკგ/კგ-ზე მეტი სუდან 1

[/checklist]

 

პროდუქტები, რომლებშიც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა

momxmarebeli.ge-ს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ არასაკვები საღებავები უმეტესად მცირე ოდენობითაა ზემოთ მითითებულ სურსათში აღმოჩენილი,  ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას.

„სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისთვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზანოს. ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა, რის გამოც მოცემული ინიციატივა განვახორციელეთ.

„კვლევის შედეგების თაობაზე იგზავნება წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის მეწარმეებთან. ჩვენ თვალს მივადევნებთ იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვება ჩვენს მიმართვებსა და, ზოგადად, ამ პრობლემის მოგვარებას,“ – ნათქვამია momxmarebeli.ge-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: