ბათუმში გამართულ ეროვნული ლიგის 34-ე მატჩი ბათუმის დინამოსა და ბოლნისის სიონს შორის, დინამოს გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2:0. პირველი გოლი პირველი ტაიმის 24-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ გაიტანა. მეორე ტაიმში, თამაშის 48-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა ნავალოვსკის პასი გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახდა. ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმის “დინამოს” 67 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა.
Author Archives: მანანა ქველიაშვილი
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის უცხოური გემი დააჯარიმეს
თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურთან ახლოს ზღვაში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაუშვა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გემის კაპიტანი ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 000 ლარით დააჯარიმა, რასაც დაემატა 5306,40 ლარი – გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
ქვეყანაში დასაბრუნებელი მოწმობის ასაღებად პოლიციისთვის მიმართვა საჭირო არ არის – სააგენტო
ახალი წესი, რომელიც ბიომეტრიული პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში მოქალაქეს ავალდებულებს პოლიციას მიმართოს და შემდეგ მოითხოვოს ახალი დოკუმენტი, არ ვრცელდება საქართველოში დასაბრუნებელ დროებით მოწმობაზე. „თუ დასაბრუნებელ მოწმობაზე გააკეთებს განცხადებას და არ მოითხოვს პასპორტის შეცვლას, იქ ეს პროცედურები [პოლიციისთვის მიმართვა] საერთოდ არაა რელევანტური და საერთოდ არ უქმნის არავის პრობლემას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ზურაბ …
ქართველი მეზღვაურის გატაცება დადასტურდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
გავრცელებული ინფორმაცია მეკობრეების მიერ ერთი ქართველი მეზღვაურის გატაცების შესახებ დადასტურდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გადამოწმდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ტოგოს დროით დაახლოებით დილის სამ საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. გემი ამჟამად გაჩერებულია ტოგოში ლომეს პორტში. თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გატაცებულ იქნა 4 …
Continue reading “ქართველი მეზღვაურის გატაცება დადასტურდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო”
რას იყიდი 10 ლარად: ბრინჯი, ზეთი, წიწიბურა, ყველი გაძვირდა – ნახეთ რამდენით
2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა 1 წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 6.2 პროცენტით გაიზარდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფასები გაიზარდა პირველადი საჭიროების …
Continue reading “რას იყიდი 10 ლარად: ბრინჯი, ზეთი, წიწიბურა, ყველი გაძვირდა – ნახეთ რამდენით”
„დინამო“ ბათუმის სპონსორმა გუნდის მიტოვება გადაიფიქრა
საფეხბურთო კლუბ “დინამო“ ბათუმის სპონსორი არჩილ ბერიძე ამბობს, რომ გუნდის მიტოვება გადაიფიქრა. წასვლის შესახებ განცხადება მან დღეს, 1-ელ ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, მას შემდეგ გააკეთა, რაც „დინამო” ბათუმი საჩხერის “ჩიხურასთან” დამარცხდა. გულშემატკივართა აზრით, მათი ფავორიტი გუნდის მარცხის მიზეზი მსაჯის შეცდომებია – მათ მიაჩნიათ, რომ მსაჯმა „დინამოს“ სასარგებლოდ „პენალტი“ არ დანიშნა და, ზოგადად, “ცუდად იმსაჯა”. “ბათუმელები” …
Continue reading “„დინამო“ ბათუმის სპონსორმა გუნდის მიტოვება გადაიფიქრა”
“ბათუმის დინამოს” მფლობელი გუნდზე სავარაუდოდ უარს ამბობს
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ხვალ გავაკეთებთ სპეციალურ განცხადებას და სავარაუდოდ დავტოვებთ ქართულ ფეხბურთს და დინამო ბათუმს,” – ამ განცხადებას საფეხბურთო კლუბ “დინამო ბათუმის” მფლობელი არჩილ ბერიძე აკეთებს. ბერიძის განცხადება “დინამო ბათუმის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. დამატებითი განმარტებებისგან არჩილ ბერიძე ამ ეტაპზე თავს იკავებს. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ბერიძემ ეს გადაწყვეტილება დღეს გამართული საფეხბურთო მატჩის შემდეგ მიიღო. „ბათუმის …
Continue reading ““ბათუმის დინამოს” მფლობელი გუნდზე სავარაუდოდ უარს ამბობს”
ხელვაჩაურში სარიტუალო დარბაზის წინ გაჩერებული ავტომანქანების მინები ჩაამსხვრიეს
ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სარიტუალო დარბაზ “დავითთან” ავტომანქანების მინები ჩაამსხვრიეს. შსს-ს ინფორმაციით, ავტომანქანებიდან არაფერი მოუპარავთ. “ბათუმელების” ინფორმაციით, ჩამსხვრეულია ოთხი სხვადასხვა ავტომანქანის შუშა. ადგილობრივები “ბათუმელებთან” ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით …
Continue reading “ხელვაჩაურში სარიტუალო დარბაზის წინ გაჩერებული ავტომანქანების მინები ჩაამსხვრიეს”
რა მოხდა სინოდის სხდომაზე – მეუფე პეტრეს ვერსია
„გმირი თუ ანტიგმირი, ისტორია განსჯის ამას მხოლოდ, მაგრამ მჯერა ღვთის წყალობის, რომ ეს იქნება უახლესი ისტორია და არ დაგვიანდება შეფასება. წყალგამყოფი გმირობასა და ანტიგმირობას შორის აუცილებლად გამოჩნდება,“ – ასე დაიწყო თავისი პირველი საჯარო ინტერვიუ მეუფე პეტრე ცაავამ, რომელიც დღეს კათოლიკოს პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. პეტრე ცაავასთან ინტერვიუ „მთავარმა არხმა“ ჩაწერა. ინტერვიუს დაწყებამდე, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ …
Continue reading “რა მოხდა სინოდის სხდომაზე – მეუფე პეტრეს ვერსია”
92 წლის დამსახურებული პედაგოგი: 4 წელია სოციალური დახმარების გარეშე ვცხოვრობ
92 წლის ტატიანა ჩიჩუას სოციალური მომსახურების სააგენტომ შემწეობა მოუხსნა. მარტოხელა მოხუცი ძველ ბათუმში ცხოვრობს, სხვის სახლში – ოთახის მესაკუთრე მას ქირას არ ახდევინებს. ჰყავს დისშვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს. „მეცხრე სკოლაში ვმუშაობდი. ჩემი საყვარელი მოსწავლეები იყვნენ რეჟისორი ზაზა ხალვაში, ლევან ბერძენიშვილი – გენიოსი ბიჭია. რენე თანდილავა – ქირურგია. დამსახურებული პედაგოგი ვიყავი. ბევრი ცნობილი ადამიანი იყო ჩემი …
Continue reading “92 წლის დამსახურებული პედაგოგი: 4 წელია სოციალური დახმარების გარეშე ვცხოვრობ”
ბეტონის ფარდა – ბათუმი, რომელიც ყოველდღე იცვლება [ფოტო]
ეს ბათუმია. ქალაქი, რომელიც ყოველდღე იცვლება. ქალაქი, სადაც შენდება ახალი შენობები, მაგრამ ენერგოკომპანიას არ აქვს რესურსი, ეს შენობები ქსელში ჩართოს. ეს არის ახალი ბათუმი, საპარკინგე ადგილის, ეზოებისა და საბავშვო მოედნების გარეშე.
აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი: ჩვენ არ დავთმობთ სარედაქციო დამოუკიდებლობას
25 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭო გეგმავს აირჩიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭოს წევრები. ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესს. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე დგას. „ვფიქრობდით, რომ უმაღლეს საბჭოში, რომელსაც ეს მაღალი პასუხისმგებლობა დაეკისრა, ჯერ კომისიის წევრების და შემდეგ მრჩევლების შერჩევის, ჩვენი განცხადება იქნებოდა …
Continue reading “აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი: ჩვენ არ დავთმობთ სარედაქციო დამოუკიდებლობას “
აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტმა გადაცემის წაყვანაზე ერთი დღით უარი თქვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა „სათქმელის“ წამყვანმა ირინა ყურუამ ერთი დღით გადაცემის წაყვანაზე უარი თქვა. მიზეზი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს არჩევნებში მონაწილე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი კანდიდატი სოსო სტურუაა. ირინა ყურუამ 2014 წელს ტელევიზია სწორედ სოსო სტურუასთან კონფლიქტის გამო დატოვა. ჟურნალისტმა თქვა, რომ ის არ წაიყვანდა გადაცემას და არ დაუსვამდა კითხვებს სტუმარს, …
Continue reading “აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტმა გადაცემის წაყვანაზე ერთი დღით უარი თქვა”
ხვალ ბათუმში ნატოს 3 გემი შემოვა – წვრთნები შავ ზღვაზე
25 ოქტომბერს შავ ზღვაში ამერიკული საზღვაო ხომალდის USS Porter-ის ეკიპაჟი და საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახური ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და სანაპირო დაცვას არაჩვეულებრივი სტუმართმოყვარეობისათვის. ხვალ ვგეგმავთ ერთობლივი წვრთნების ჩატარებას სანაპირო დაცვასთან ერთად, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს,“ – განაცხადა USS Porter-ის მეთაურმა ქრეიგ ტრენტმა ბათუმის პორტში ჟურნალისტებთან. 25 …
Continue reading “ხვალ ბათუმში ნატოს 3 გემი შემოვა – წვრთნები შავ ზღვაზე”
“თავისუფლების ჩემპიონი” – ამერიკული სამხედრო გემი ბათუმშია
ამერიკის შეერთებული შტატების 154-მეტრიანი საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურშია. ეს გემის მეორე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას. “ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე საქართველოში. გემის სლოგანია “თავისუფლების ჩემპიონი”, ზუსტად თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რასაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა და ეს არის საქართველოსა და ამერიკას შორის …
Continue reading ““თავისუფლების ჩემპიონი” – ამერიკული სამხედრო გემი ბათუმშია”
ანიმაციური ფილმების ფესტივალი “თოფუზი” დაიწყო
დღეიდან, 21 ოქტომბრიდან, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი თოფუზი იწყება. ფესტივალი სტარტს ხულოში იღებს. ვორქშოფის შემდეგ, 15:00 საათზე, საუკეთესო საბავშვო ფილმს ხულოს კულტურის ცენტრში აჩვენებენ. ჩვენებები გაიმართება ასევე 22 ოქტომბერს ქედაში, ქედის კულტურის ცენტრში, 23 ოქტომბერს ხელვაჩაურში – ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, 24-26 ოქტომბერს კი ბათუმში, რამდენიმე ადგილას. 24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში ფესტივალის ოფიციალური გახსნაა …
Continue reading “ანიმაციური ფილმების ფესტივალი “თოფუზი” დაიწყო”
დინამო ბათუმმა გორის დილასთან ფრედ 0:0 ითამაშა
დღეს, 20 ოქტომბერს, გამართული ეროვნული ლიგის 31-ე მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის ფრედ დამთავრდა. ეს უკვე მეორე თამაშია, რომელიც ბათუმის „დინამომ“ ფრედ დაამთავრა. წინა თამაში თბილისის „დინამოსთან“ ასევე ფრედ, 1:1 დასრულდა. 31 თამაშის შედეგით, ბათუმის „დინამო“ 63 ქულით ეროვნული ლიგის გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზეა და გათამაშების ლიდერია. მას 62 ქულით თბილისის „დინამო“ მოსდევს, …
Continue reading “დინამო ბათუმმა გორის დილასთან ფრედ 0:0 ითამაშა”
ხანძარი ხულოში – სოფელ ძირკვაძეებში სახლი დაიწვა
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ძირკვაძეებში გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც “ბათუმელებს” სოფელ ძირკვაძეებში მერის წარმომადგენელმა, ვაჟა თავართქილაძემ უთხრა, სახლი მიტოვებული იყო. “ცეცხლი სადღაც ექვსი საათისკენ განჩდა. წლების მანძილზე მიტოვებული იყო ეს სახლი, მეპატრონეები საგარეჯოში ცხოვრობენ და ძალიან იშვიათად ჩამოდიან სოფელში. ვვარაუდობთ, რომ ელექტროგაყვანილობისგან გაჩნდა ცეცხლი,” – უთხრა “ბათუმელებს” ვაჟა თავართქილაძემ. …
Continue reading “ხანძარი ხულოში – სოფელ ძირკვაძეებში სახლი დაიწვა”
“განდაგანას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ცეკვა “განდაგანას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაადასტურეს. „განდაგანა“ სატრფიალო ცეკვაა. ცეკვაში ქალის პარტია განი-გან სრულდება. სწორედ აქედან წარმოდგება მისი სახელწოდება. აჭარულ ცეკვაში მხარისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრების ელემენტებია გადმოცემული. სხვადასხვა ანსამბლი ცეკვას სხვადასხვაგვარად ასრულებს. ორიგინალ ვერსიაში კი აჭარულის ცეკვას ქალი იწყებს. ხორუმის და განდაგანას ისტორია
მესხიშვილის თეატრი ქუთაისში მოსკოვის თეატრს მასპინძლობს – აქტივისტები აქციას გეგმავენ
დღეს, 19 ოქტომბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრი მოსკოვის თეატრს „ნიკიტკის კარიბჭეს“ მასპინძლობს. აფიშის მიხედვით თეატრმა ქუთაისში ორი სპექტაკლი უნდა ითამაშოს – „არ დამივიწყო“ 19 ოქტომბერს, ხოლო „ჩვენი ეზოს სიმღერები“ 20 ოქტომბერს. დაგეგმილი გასტროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, პროტესტი მოჰყვა ქუთაისში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტებში. მოქალაქეები, ამბობენ რომ დაუშვებელია ოკუპანტი ქვეყნის თეატრის მსახიობებმა ქუთაისში სპექტაკლი ითამაშონ. …
ნავთობი მდინარე ბარცხანაში – ზღვასთან ახლოს
მდინარე ბარცხანაში, შავი ზღვის შესართავთან ახლოს ნავთობის კერა ისევ გაჩნდა. მდინარის სანაპირო ნავთობპროდუქტებითაა დაბინძურებული. მდინარის გვერდით მდებარე არხის მთელ სიგრძეზე ნიადაგსა და მცენარეულ საფარზეც ასევე ნავთობპროდუქტებიაა. სპეციალისტები ამბობენ რომ ეს იტორიული დაბინძურების ზონაა. იმისათვის რომ ნავთობი ზღვაში არ ჩავიდეს, მდინარის კალაპოტში ნავთობის დაღვრის საწინააღმდეგო საშუალებაა, ე.წ. ბონური ზღუდეებია მოწყობილი. „ეს მოწყობილობები არის იმისათვის რომ ნავთობი …
Continue reading “ნავთობი მდინარე ბარცხანაში – ზღვასთან ახლოს”
„ადგილობრივები არ გვყავს?“ – დეპუტატი „ჩამოსულების“ აჭარაში დასაქმებაზე
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ მიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყების აჭარის ტელევიზიასა და რადიოში „ჩამოსული“ ადამიანი მაღალ თანამდებობებს არ უნდა იკავებდეს. ეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა „სათქმელში“ განაცხადა. „მე კიდე მაინტერესებს, რატომ უნდა იყოს აჭარის ტელევიზიის იდეოლოგი თემურ ქორიძე, რატომ უნდა ღებულობდეს 3 ათას ლარს ხელფასს, ადგილობრივი არ გვყავს? დავიჯერო ასეთი …
Continue reading “„ადგილობრივები არ გვყავს?“ – დეპუტატი „ჩამოსულების“ აჭარაში დასაქმებაზე”
თურქეთის საელჩო საქართველოში: არ მიიღოთ სარწმუნოდ პროვოკაციული პოსტები
თურქეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს. „თურქეთის რეპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ბატონ ჰულუსი აქარის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქ გვერდები, სადაც პროვოცირების მიზნით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების, თურქეთის საზღვრებში მოქცევის შესახებ. გთხოვთ, არ მიიღოთ სარწმუნოდ, ყალბი გვერდები ან პროვოკაციული პოსტები და დაეყრდნოთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საელჩოს მიერ …
Continue reading “თურქეთის საელჩო საქართველოში: არ მიიღოთ სარწმუნოდ პროვოკაციული პოსტები”
81 კილომეტრი სუფთა ტუალეტის გარეშე – ტურისტების პრობლემა აჭარაში
ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილებს შორის ბათუმი და მთელი აჭარის რეგიონი მეორე ადგილზეა უცხოელ ტურისტებში. მსგავსად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიც მილიონობით ლარს ხარჯავს ბათუმისა და აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებაზე. დეპარტამენტის ბოლო წლების სტრატეგია ტურისტების მთიანი აჭარით დაინტერესებაა. ბათუმიდან დაბა ხულომდე 81 კმ-ია. გზის არც ერთ მონაკვეთზე არ არის მოწესრიგებული საპირფარეშო – არც …
Continue reading “81 კილომეტრი სუფთა ტუალეტის გარეშე – ტურისტების პრობლემა აჭარაში”
ტრამპის წერილი ერდოღანს: “ნუ იქნები სულელი”
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს წერილით მიმართავს. წერილი ტელეკომპანია FOX-ის ბიზნესის რეპორტიორმა თრიშ რეგანმა მოიპოვა და ტვიტერზე გაავრცელა. წერილში ტრამპი ერდოღანს ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. “ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, მოდი დავიწყოთ მუშაობა გარიგებისათვის. შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე აიღო პასუხისმგებლობა და მე არ მსურს, თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი – …
Continue reading “ტრამპის წერილი ერდოღანს: “ნუ იქნები სულელი””
ტყუილია, თითქოს თურქეთის თავდაცვის მინისტრი ბათუმზე პრეტენზიას აცხადებს
ფეისბუქში თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის სახელით გავრცელებული რუკა, დეზინფორმაციაა. დეზინფორმაციული რუკა, თანდართული ტექსტით, ფეისბუქზე 14 ოქტომბერსაა გამოქვეყნებული. რუკის მიხედვით, თურქეთი პრეტენზიას აცხადებს ბულგარეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიების ნაწილზე. ფეისბუქგვერდი, რომელზეც აღნიშნული რუკა გამოქვეყნდა, სინამდვილეში არ ეკუთვნის თურქეთის თავდაცვის მინისტრს. ამას მოწმობს ისიც, რომ გვერდს არ აქვს ოფიციალური გვერდის ნიშანი. თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში …
Continue reading “ტყუილია, თითქოს თურქეთის თავდაცვის მინისტრი ბათუმზე პრეტენზიას აცხადებს”
აჭარის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნები ჩაიშალა, 1 პირი პოლიციაში გადაიყვანეს
დღეს, 16 ოქტომბერს, ბათუმში, საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნებზე დაპირისპირება მოხდა, შედეგად საერთო კრება ჩაიშალა, კავშირის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ალექს წეველიძე კი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა გამოსაკითხად. წეველიძის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანას წინ უძღოდა ორსაათიანი დაპირისპირება საერთო კრებაზე. ალექს წეველიძე ასევე უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია. ის და საერთო კრების ზოგიერთი მონაწილე არჩევნების სამი …
ხმაური და დაპირისპირება აჭარის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნებზე
უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალში დღეს, 16 ოქტომბერს, კავშირის თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნები ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე რეზო მაისურაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციის “უსინათლოთა ხმის” წარმომადგენელს ალექს წეველიძეს შორის. ალექს წეველიძე ასევე თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია. ის და საერთო კრების ზოგიერთი მონაწილე არჩევნების ორი თვით გადადებას ითხოვს, რადგან, მათი თქმით, ორი …
Continue reading “ხმაური და დაპირისპირება აჭარის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნებზე”
სულხან სალაძის წიგნი “უცნობი ძველი აჭარა” პრემია „საბას“ ფინალისტებს შორისაა
გაზეთ „ბათუმელების“ მიერ გამოცემული სულხან სალაძის წიგნი „უცნობი ძველი აჭარა“ ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტებს შორის მოხვდა, ნომინაციაში „წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა“. წიგნი „ბათუმელებმა“ 2018 წლის სექტემბერში გამოსცა. წიგნში გამოქვეყნებულია რჩეული სტატიები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში იბეჭდებოდა გაზეთ „ბათუმელებში“, სულხან სალაძის საავტორო რუბრიკაში აჭარის წარსულის შესახებ. „უცნობი ძველი აჭარა“ დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, რომელიც XX …
Continue reading “სულხან სალაძის წიგნი “უცნობი ძველი აჭარა” პრემია „საბას“ ფინალისტებს შორისაა”
ქურთები და ასადის მთავრობა შეთანხმდნენ – ჩრდილოეთ სირიაში სამთავრობო ძალები შევიდნენ
სირიაში მცხოვრებმა ქურთებმა შეთანხმებას მიაღწიეს იმის თაობაზე, რომ სირიის მთავრობამ გაგზავნოს არმია ჩრდილოეთ სირიაში და დაეხმაროს ქურთებს თურქეთის წინააღმდეგ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ სირიის სამთავრობო ძალები უკვე ქვეყნის ჩრდილოეთშია განლაგებული. ქურთებსა და სირიის მთავრობას შორის გარიგება მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, რომ აშშ-ს ჯარისკაცები, რომლებიც სირიაში რჩებოდნენ, გაეყვანა კონფლიქტის …
დაღუპულია 1 თურქი სამხედრო და 342 მოწინააღმდეგე – სამხედრო ოპერაცია სირიაში
ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაცია გრძელდება. თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარის განცხადებით, უკვე „342 ტერორისტია განეიტრალებული“. „ოპერაცია გრძელდება წარმატებით, როგორც იყო დაგეგმილი,“ – აცხადებს აქარი. თურქეთის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, მათი სამიზნე მხოლოდ „ტერორისტები, მათი თავშესაფრები, პოზიციები, საბრძოლო მასალები და მოწყობილობებია“. „ჩვენ ვცდილობთ, ზიანი არ მივაყენოთ ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ ადგილებს. სამოქალაქო, უდანაშაულო ადამიანების საცხოვრებლებს, ასევე, მეგობარი, …
Continue reading “დაღუპულია 1 თურქი სამხედრო და 342 მოწინააღმდეგე – სამხედრო ოპერაცია სირიაში”
ნობელის პრიზი ლიტერატურაში პოლონელმა და ავსტრიელმა მწერლებმა მიიღეს
ლიტერატურის დარგში ნობელიანტების ვინაობა ცნობილია. ნობელის პრიზის 2018 წლის მფლობელი პოლონელი ავტორი ოლგა ტოკარჩუკი გახდა, 2019 წლის პრიზის მფლობელი კი ავსტრიელი ავტორი – პიტერ ჰანდკე. ოლგა ტოკარჩუკის შესახებ ნობელის კომიტეტი წერს, რომ მას პრიზი გადასცეს “წარმოსახვითი ნარატივისთვის, რომელიც ენციკლოპედიური ვნებით წარმოგვიდგენს საზღვრების გადაკვეთას – როგორც ცხოვრების წესს “. რაც შეეხება პიტერ ჰანდკეს, მას ნობელი გადაეცა …
Continue reading “ნობელის პრიზი ლიტერატურაში პოლონელმა და ავსტრიელმა მწერლებმა მიიღეს”
1:1- ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს შეხვედრა ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგის 30-ე მატჩი ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს შორის ფრედ 1:1 დასრულდა. გუნდები ერთმანეთს ანგისის საწვრთნელ ბაზაზე დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში, 56-ე წუთზე, თბილისის დინამოს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბათუმის დინამოს თავდამსხმელმა ჯოვინო ფლამარიონმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:0 გახდა. 82-ე წუთზე გოლი გავიდა ბათუმის დინამოს კარში. თბილისის დინამოს თავდამსხმელმა …
Continue reading “1:1- ბათუმის დინამოსა და თბილისის დინამოს შეხვედრა ფრედ დასრულდა”
დინამო VS დინამო – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება
დღეს, 6 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, ანგისის საფეხბურთო ბაზაზე დინამო ბათუმი თბილისის დინამოს დაუპირისპირდება. ეროვნული ლიგის 30-ე მატჩი ბათუმელებისათვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. ორივე გუნდს დღევანდელი მდგომარეობით 29 თამაში აქვს ჩატარებული და თითოეულს 61-61 ქულა აქვს. ორი ლიდერი გუნდის დაპირისპირებას რუმინელი მსაჯები განსჯიან. მთავარი მსაჯი მარსელ ბირსანი იქნება. ბათუმის ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ გულშემატკივრები, რომლებიც ქალაქში საქართველოს …
Continue reading “დინამო VS დინამო – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება”
„დინამო“ ბათუმმა ქუთაისის „ტორპედოს“ მოუგო – 2:1
ეროვნული ლიგის 28-ე მატჩში ბათუმის „დინამო“ ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა. მატჩი წყალტუბოში გაიმართა. ანგარიში „ტორპედოელებმა“ გახსნეს მატჩის მე-12 წუთზე ზაზა ციცქიშვილის გოლით. ანგარიში მალევე გათანაბრდა, მეთხუთმეტე წუთზე გოლი „ტორპედოელების“ კარში ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველმა გიული მანჯგალაძემ გაიტანა გიორგი ნავალოვსკის პასით. 39-ე წუთზე გიორგი მანჯგალაძის ჩაწოდებული კუთხურის შედეგად „ტორპედოს“ მცველს გოდერძი მაჩაიძეს ბურთი ხელზე მოხვდა. მატჩის არბიტრმა გიორგი …
Continue reading “„დინამო“ ბათუმმა ქუთაისის „ტორპედოს“ მოუგო – 2:1”
ერთი ფანჯრის პრინციპი საქართველოს პორტებში – პროექტს აშშ-ის საელჩო აფინანსებს
საქართველოს საზღვაო პორტებში ერთი ფანჯრის პრინციპის დასანერგად მუშაობა იწყება. დღეისათვის საქართველოს ნავსადგურებში გემებისა და ტვირთების მიღება/გაფორმებას რამდენიმე უწყებასთან კონტაქტი და დრო სჭირდება. ახალი პროექტის მიხედვით კი ყველაფერი ციფრულ ფორმატში გადავა და გაიოლდება. „ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა საქართველოს პორტებში, პირველ რიგში, შეამცირებს გემების მოცდის დროის მაჩვენებელს, გაზრდის ჩვენი პორტების ეფექტურობას და ტვირთნაკადებს ჩვენს ნავსადგურებში. გემთმფლობელებს აღარ …
Continue reading “ერთი ფანჯრის პრინციპი საქართველოს პორტებში – პროექტს აშშ-ის საელჩო აფინანსებს”