პროკურატურა გზების დეპარტამენტის საქმეს იძიებს – ენმ ჩინოვნიკებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

პროკურატურა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობას იძიებს. საქმე ეხება სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც აჭარის  გზების დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოებში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. საუბარია 2016-2017 წლებში განხორციელებულ სამუშაოებზე. დღეს, 23 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საქმესთან დაკავშირებული პირების  თანამდებობიდან ჩამოშორება …

სექტემბრის ბოლოს ბათუმში ფრანების ფესტივალი გაიმართება

28-29 სექტემბერს ბათუმში ფრანების ფესტივალი გაიმართება. ზღვის სანაპიროზე [ცენტრალური პარკის პირდაპირ] ფესტივალი დღის 12 საათზე დაიწყება. ორგანიზატორები 100-მდე სხვადასხვა სახისა და ზომის ფრანის გაშვებას  გეგმავენ. სტუმრებს შეეძლებათ თავადაც გაუშვან თავიანთი ფრანები. ფესტივალზე მისული სტუმრებისთვის გაიმართება მასტერკლასები სამოყვარული ფრანების გაშვებასა და ხელნაკეთი ფრანების აწყობაში. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებენ მოწვეული დიჯეები. დასწრება და მონაწილეობა თავისუფალია. ორგანიზატორების განცხადებით,  უამინდობის შემთხვევაში ფესტივალი გაიმართება ამინდის გამოსვლისთანავე. …

რა სჭირდება გადასარჩენად ბოშათა პირველ ბენდს საქართველოში

„მუსიკა ჩემი ცხოვრებაა. რომ იყოს რამე  ისეთი, მუსიკასთან დაკავშირებული, მთაზე ავალ  და იქ დავუკრავ,“ – ასე იწყებს საუბარს მურმან დერბიში. მურმანი მუსიკოსია. 10 წლის წინ, ბიძამისმა, ნიკოლოზ ალიმოვმა, მუსიკალური ბენდი შექმნა, “მიქსი” დაარქვა და მუსიკოსები შემოიკრიბა. „ექვსნი ვიყავით თავიდან ბენდში – მე, ბიძაჩემი კოლია, იურა შაბანოვი, იურა ალიმოვი,  ჯამბულ მელამედოვი და ზურა ძნელაძე. მერე ზურა …

“საკმარისია კედელი, რაც ქალაქსა და ზღვას შორის აღმართეთ” – დღეს ბათუმში აქცია გაიმართება

დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმში, საზოგადოება „ბათომი“ რივიერას ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს. აქცია – „არა ბათუმის ჩაბეტონებას!“ –  მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან, „ვარდების სკვერში“, 17:00 საათზე დაიწყება. აქტივისტები ითხოვენ შეჩერდეს პროექტი, რომელიც ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. აქტივისტები ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, კარგად შეაფასონ ის ეკოლოგიური საფრთხეები, რომლებიც ბათუმს ემუქრება ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში. …

ბათუმში იაპონელი მეზღვაურების ფოტოგამოფენა გაიმართება

23  სექტემბერს, ბათუმში, იაპონელ მეზღვაურთა ჯგუფის (Hato-Kai) ფოტოგამოფენა გაიმართება სახელწოდებით Beyond the Horizon. გამოფენაზე მეზღვაურების მიერ გადაღებული ფოტოები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც გემზე მეზღვაურთა ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. გამოფენა საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის რიგით 26-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართება. საერთაშორისო საზღვაო ლექტორების ასოციაცია – IMLA – აერთიანებს საზღვაო ლექტორებს მსოფლიო მასშტაბით.  კონფერენციის მონაწილე ლექტორები ერთმანეთს გაუზიარებენ საზღვაო სფეროში …

ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონია

ყაზახეთში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მოჭიდავემ ლაშა გობაძემ ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ლაშა გობაძე 82 კგ წონით კატეგორიაში ჭიდაობდა და აზერბაიჯანელი მოჭიდავე ჰუსეინოვი დაამარცხა. გუშინ, 14 სექტემბერს, მან უზბეკი ხაშიმბეკოვი დაამარცხა და  მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ბრძოლის უფლება მიიღო.

ბათუმის თოჯინების თეატრი 83-ე თეატრალურ სეზონს კარნავალით გახსნის

ხვალ, 15 სექტემბერს, ბათუმის თოჯინების თეატრი 83-ე თეატრალურ სეზონს ხნის. სეზონს სპექტაკლი „ვეშაპი-კო“ გახსნის, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება. სპექტაკლის შემდეგ პატარებს და მათ თანმხლებებს შეეძლებათ მოიწყონ ფოტოსესია და დაათვალიერონ ძველი თოჯინები და აფიშები. ძველი თეატრალური აფიშები ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. თეატრალური სეზონის გახსნასთან დაკავშირებით,  სტუმრებს მათი დათვალიერების საშუალება თოჯინების თეატრში ექნებათ. 19:00 საათზე …

ანაკლია ქვიშის მტვერს მიაქვს, უცნობია რას აპირებს ხელისუფლება [ვიდეო]

ანაკლიაში სტუმრად რომ მიხვალ, სანამ მასპინძელი სკამს შემოგთავაზებს, ჯერ მშრალი ტილოთი წმენდს მასზე სქლად დადებულ მტვერს. მტვერია ყველგან, ყველა სახლში – იატაკზე, ფანჯრებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე. ახლა ანაკლიაში ყველაზე მეტად ამინდის პროგნოზი ფასობს – ადგილობრივები დღეში რამდენჯერმე აკონტროლებენ როგორია ქარის სიჩქარე. ძლიერი ქარი ნიშნავს, რომ მათი სახლები ისევ ქვიშით აივსება. ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის 5 მილიონი კუბი …

ყველაფერი ნატოში შესვლასთან დაკავშირებით [მოკლედ]

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 10 სექტემბერს, თბილისში ვიზიტისას თქვა, რომ შეცდომა იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) არ მიცემა. ამას  გარდა რასმუსენმა სიტყვასიტყვით თქვა: “მე ვფიქრობ, თქვენ საქართველოს შიგნით უნდა გქონდეთ დისკუსია, მისაღებია თუ არა ალიანსში საქართველოს გაწევრიანება იმ პირობით, რომ მე-5 მუხლმა დაფაროს მხოლოდ საქართველოს …

იტალიელი და აზერბაიჯანელი მწერლები ზემო აჭარაში ლიტერატურულ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას

19-22 სექტემბერს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში  ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ იტალიელი, აზერბაიჯანელი და ქართველი მწერლები, გამომცემლები და კარიკატურისტები. იტალიელი მწერალი დომენიკო პოლიტო, მხატვარი ალესანდრო ალეგრა, აფაგ მესუდა გამომცემელი და მწერალი აზერბაიჯანიდან, მწერალი და მთარგმნელი იმირ მამედლი, ასევე აზერბაიჯანიდან და კარიკატურისტი – კემო საქართველოდან. ასეთია წელს ფესტივალში მონაწილეთა შემადგენლობა. საფესტივალო დღეებში ჩატარდება საჯარო …

სასკოლო ასაკის 10 ბავშვი ერთ ოჯახში – რატომ ვერ მიდის ყველა სკოლაში

Batumelebi.ge  იწყებს კამპანიას „ბოშები გელაურიდან“. კამპანიის ფარგლებში გაეცნობით ქობულეთში, სოფელ გელაურში მცხოვრები ბოშების ყოველდღიურობას, საქმიანობას, ადათებს. დღეს მოგითხრობთ ბოშების ერთ ოჯახზე, სადაც 12 ბავშვი ცხოვრობს. მათგან ათი სკოლაში დადის. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა რამდენიმე დღეში დაიწყება, ბავშვებს სკოლაში წასასვლელად საჭირო ნივთები ჯერ კიდევ არ აქვთ. ეს დარიკო მელამედოვაა. ცხოვრობს გელაურში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დარიკო ბოშაა. იღებდა …

ზღვაზე ძებნა-გადარჩენა – ბათუმში მასშტაბური წვრთნები იგეგმება

13 სექტემბერს შავ ზღვაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩატარდება. წვრთნების მიზანი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობის მე-2 დონის დაღვრისას ბრძოლისათვის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობის შემოწმებაა, ასევე, იმის შემოწმება, თუ რამდენად კოორდინირებულად იმოქმედებენ შესაბამისი ორგანოები ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციისას. წვრთნებს კოორდინაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი გაუწევს. წვრთნები ორ ადგილას …

რა ელით ოცნების ქალაქში დაჯარიმებულებს – მთავრობის თავმჯდომარის განმარტება

„ჩემი ინფორმაციით ეს არის ძველი ადმინისტრაციული წარმოებები და, რა თქმა უნდა, როგორც შიდა ადმინისტრაციული მოკვლევით, ასევე, სასამართლო წესით მოხდება ამ ყველაფრის გადახედვა. კონკრეტული თანამდებობის პირის ჩარევა მიზანშეწონილი არაა,“ – ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „ოცნების ქალაქში“ დაჯარიმებული მოქალაქეების საკითხს. გასულ კვირას „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მათზე დაკისრებული ჯარიმები გააპროტესტეს. …

რატომ შემცირდა უცხოური ინვესტიციები აჭარაში – თორნიკე რიჟვაძის განმარტება

აჭარაში 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,4 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. “ბათუმელებმა” აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ჰკითხა, რა არის ინვესტიციების შემცირების მიზეზი. “2018 წლის პირველი კვარტალიდან დაწყებული ჩვენ გვქონდა კლების ტენდენცია და შემდეგ უკვე 2019 წლის პირველ კვარტალში გვქონდა 209 %-იანი ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების.  რაც შეეხება …

TV იმედი ტორესა მოსიმ და პაატა შამუგიამ დატოვეს

ტელეკომპანია „იმედიდან“ ორი თანამშრომელი – პაატა შამუგია და ტორესა მოსი წავიდა. ტელევიზიიდან თანამშრომლების წასვლა „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს – „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“  უკავშირდება. ფილმში 2008 წლის აგვისტოში განვითარებულ მოვლენებში ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის შედეგად „ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი მოიპოვა“. „სამი მოთხოვნა მქონდა სულ – წაშლილიყო ვიდეო, არხს მოეხადა …

ბათუმში გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას გააპროტესტებენ

#სირცხვილია –  გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის  კანდიდატად დასახელებას ბათუმში გააპროტესტებენ. საპროტესტო აქცია დღეს, 3 სექტემბერს, 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება. „დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია გადაყენების ნაცვლად, დააწინაურა. საკუთარი მოქალაქეების დამასახიჩრებელი, დამნაშავე მინისტრის დაწინაურება არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა ღია ომი გამოუცხადა სამოქალაქო საზოგადოებას. ხელისუფლებამ თავისივე ბოტების შექმნილი რეალობა დაიჯერა, რომ მათ საამისოდ მინიმალური …

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 3 ლარზე მეტი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, დღეს, 3 სექტემბერს, 1 აშშ დოლარი 2,9614 ლარი, ხოლო 1 ევრო 3,2481 ლარი ღირს [გუშინ ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო: 1 აშშ დოლარი – 2,9457, ხოლო 1 ევრო – 3,2523 ლარი]. ხვალინდელ ოფიციალურ გაცვლით კურსს ეროვნული ბანკი დღეს საღამოს გამოაცხადებს. კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 3 ლარზე მეტია. …

Naec.ge-მ მასწავლებელთა და სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეთა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პრაქტიკოსი მასწავლებლების, მასწავლებლობის მსურველებისა და  საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეების აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. დაინტერესებულ პირებს შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ. წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო. გასწორებული 38 000 ნაშრომიდან გასაჩივრდა სულ 2 400 ნაშრომი. დამოუკიდებელი …

7 წელი და 5 პრემიერ-მინისტრი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე საქართველომ ოთხი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა და მეხუთეს მოლოდინშია. 2012 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გახდა, რომელიც ამ პოსტს 2013 წლის 17 ნოემბრამდე იკავებდა. ივანიშვილი ქვეყანას პრემიერის რანგში 13 თვის განმავლობაში მართავდა. 2013 წლის ნოემბერში, მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელები ერთხმად სთხოვდნენ არ წასულიყო, ივანიშვილი თანამდებობიდანაც გადადგა და პოლიტიკიდანაც …

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გადადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა.  გადადგომის შესახებ განცხადება პრემიერმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა. „ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს”, – წერს ბახტაძე. მამუკა …

#სირცხვილია, ბათუმშიც სირცხვილია – ანტისაოკუპაციო აქცია ევროპის მოედანზე

დღეს, 1-ელ სექტემბერს ბათუმში, ევროპის მოედანზე ანტისაოკუპაციო ფლიმარკეტი [ერთგვარი ბაზრობა] გაიმართა. აქციის მონაწილეები დღეს ბათუმში რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ და 20 ივნისის მოვლენების  გამო დაკავებულების, მათ შორის  ბათუმელი  სოსო ბაჯელიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ. “ხალხმრავალ ბათუმში კიდევ უფრო ხმამაღლა  უნდა ისმოდეს პროტესტის ხმა. ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებთან, ჯგუფებთან, რომლებიც აპროტესტებენ უმაქნისი ხელისუფლების  ქმედებებს, გვინდა  გვქონდეს კავშირი, რომ გამოვიდეს საერთო მძლავრი პროტესტი. …

“არა ქიმიურ ტერმინალს” – საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან კარვებით

დღეს, 1-ელ სექტემბერს, ბათუმის პორტში მშენებარე ტერმინალის წინააღმდეგ აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები “ქიმიური შეტევა ბათუმზე” და “მწვანე მომავალი საქართველოსთვის” წევრები იყვნენ. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის წინ კარავი გაშალეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „მწვანე მომავალი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, ზაალ ლუხუტაშვილი ამბობს, რომ კარავი მთავრობის სახლის წინ ორ დღეს იქნება, შემდეგ კი პორტთან გადაინაცვლებენ და იქ …

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი იწყება

ხვალ, 2 სექტემბერს, აჭარაში აჭარა ფრინველებზე დაკვირვების მერვე საერთაშორისო ფესტივალი დაიწყება. მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას ბათუმში დიდი ბრიტანეთიდან „Birdfair“ – ის დამფუძნებელი ტიმ ეპლტონი და “Raptor Retrea” – ის წარმომადგენელი მაიკ ჰენდერსონი უცხოელ და ქართველ კოლეგებთან ერთად დააკვირდებიან. ფესტივალის ფარგლებში დღის განმავლობაში დაგეგმილია გასვლითი ტურები ფრინველთა დაკვირვების პუნქტებზე, საღამოობით კი ლექცია-სემინარები. სემინარებზე უცხოელი და ქართველი ექსპერტები ერთმანეთს …

შსს: აჭარაში 80 აბი „მეტადონი“ და 143 აბი „სუბოქსინი“ ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით  აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება  ამოიღეს.  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.გ. და 1978 წელს დაბადებული რ.ც. დააკავეს. “სამართალდამცველებმა გ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, 80 აბი „მეტადონი“ და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. რ.ც.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას …

ივლისის თვეში 1 126 900, ანუ გასულ წელთან შედარებით 44 183-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა

2019 წლის ივლისის თვეში საქართველოში 1 126 900 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1 082 717 ვიზიტი განხორციელდა. ჯამში 44 183 ტურისტით  მეტი, ვიდრე შარშან. ქვეყნების მიხედვით, ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი – 243 389 რუსეთის ფედერაცია – 217 454 სომხეთი – 211 726 თურქეთი – 184 295 ევროკავშირის ქვეყნები – 73 453 გარდა ამისა, …

ბათუმში ავტომობილების ქურდობის ფაქტზე პოლიციამ 3 პირი დააკავა

პოლიციამ ბათუმში ავტომობილების ქურდობის ფაქტზე 3 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 2001 წელს დაბადებული ნ.ც., 2001 წელს დაბადებული გ.ხ. და 1999 წელს დაბადებული ბ.ხ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ხ.-მ და ბ.ხ.-მ მიმდინარე წლის აგვისტოში, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომიდან ჯგუფურად მოიპარეს მოქალაქის კუთვნილი ტოიოტას მარკის ავტომობილი. სამართალდამცველებმა …

ანტისაოკუპაციო ფლი მარკეტი ბათუმში კვირას გაიმართება

კვირას, 1 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ანტისაოკუპაციო ფლი მარკეტი გაიმართება. “საქართველოში მოქმედი სტარტაპები თავიანთ პროდუქციას გაყიდიან და შემოსული თანხის 20%-ს ნებაყოფლობით ჩარიცხავენ აქციების ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე,” – ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ ტექსტში. ფლი მარკეტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუ გსურთ, თქვენც გაიტანოთ პროდუქცია გასაყიდად, საჭიაროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა, სადაც აღწერთ თუ რა ტიპის პროდუქციას გაიტანთ და ასევე …

ბათუმში ქალი ოჯახის წევრმა კისრის არეში დაჭრა – კაცი დაკავებულია

ბათუმში ოჯახური კონფლიქტის შედეგად ოჯახის წევრმა ქალი კისრის არეში ბასრი იარაღით დაჭრა.  ქალს, რომელსაც კისერში ჭრილობა ჰქონდა,  კლინიკა “მედალფაში” გაუწიეს სამედიცინო დახმარება.  მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ქალს  რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული კისრის არეში, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა მხრიდან. ექიმი ამბობს, რომ  ქალი ამბულატორიულ მკურნალობას ექვემდებარება და მალე გაწერენ კლინიკიდან. შსს-ს ინფორმაციით კაცი, რომელმაც ქალი დაჭრა, ცხელ …

რატომ ღირს თხილი სამეგრელოში 6 ლარი და აჭარაში 3 ლარი – ფერმერების აქცია მთავრობასთან

ქობულეთის სოფლების – ქაქუთის, ლეღვას, მუხაესტატეს, წყავროკას, ჩაქვის მცხოვრები ფერმერები დღეს, 30 აგვისტოს, აჭარის მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ. ფერმერებთან ერთად იყვნენ ქობულეთის საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გუშინ, 29 აგვისტოს, განაცხადა, რომ  სოფლის მეურნეობის მინისტრს სამთავრობო ჯგუფის შექმნა და თხილის მოსავლის ჩაბარების საკითხის კოორდინირება დაავალა. ფერმერები მთავრობის სახლთან იმის გასაგებად შეიკრიბნენ, …

რა უნდოდა ტრაქტორს დამსვენებლებით სავსე პლაჟზე – ქობულეთის მერის განმარტება

დამსვენებლებით სავსე ქობულეთის პლაჟზე ტრაქტორი დღეს, 24 აგვისტოს, დილით გამოჩნდა. პლაჟზე მოსიარულე ტრაქტორის ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქობულეთის მერიას განმარტების გაკეთება მოუწია. „დილით სანაპირო ზოლზე გამოირიყა ნატანი და ხის კუნძები. ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ფაქტის დაფიქსირებისთანავე, დილიდან ალაგებდნენ პლაჟს. რამდენიმე მონაკვეთზე ზღვამ ხის დიდი კუნძები გამორიყა. რომლის ამოღებაც დამატებით ტექნიკას საჭიროებდა. სანაპირო ზოლზე ტრაქტორის …

0:4 დინამო ბათუმმა სიონი დაამარცხა

0:4 ამ ანგარიშით დამთავრდა ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩი დინამო ბათუმსა და “სიონს” შორის. პირველი გოლი თამაშში 50-ე წუთზე ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა “სიონის”  კარში. მეორე  გოლი 71-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა. მერე გოლიდან მალევე, 79-ე წუთზე მესამე გოლი ჯამბულ ჯიღაურმა გაიტანა. თამაშის მიწურულს, 84-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა დუბლი შეასრულად და ტაბლოზე ანგარიში 0:4 დაფიქსირდა. დღევანდელი მოგებით დინამო …

ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვა აქციის მონაწილე ქალებმა ოთხჯერ სცადეს

აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვა რამდენიმე წუთით მოახერხეს. სიტუაცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბადრაგმა 4 ბრალდებული სასამართლო შენობიდან გამოიყვანა. დაკავებულების ახლობლები სწორედ მათ პატიმრობას აპროტესტებენ დღეს დილიდან სასამართლოსთან და მათ უკანონო პატიმრებს უწოდებენ. პოლიციელები ცდილობდნენ ბრალდებულების ახლობლებისთვის ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვის საშუალება არ მიეცათ, მაგრამ აქციის მონაწილე კაცებთან საუბრის დროს ქალებმა ქუჩის გადაკეტვა …

სასამართლოსთან ბრალდებულების ახლობლებმა ვაჟა-ფშაველა გადაკეტეს [ვიდეო]

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ოთხი ბრალდებულის ახლობლებმა ვაჟა-ფშაველას ქუჩა გადაკეტეს. ისინი ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვას ცდილობენ, რის უფლებასაც  მათ პოლიცია არ აძლევს. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის ამ ფორმას ყურადღების მისაქცევად მიმართეს. მათ მიაჩნიათ, რომ ბრალდებულები უდანაშაულოები არიან. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში 2 მარტს მომხდარი ინციდენტის საქმეს. 2 მარტს რესპუბლიკური …

“ბათუმის ფოტოდღეები” – აგვისტოს ბოლოს ბათუმში ფოტოფესტივალი გაიმართება

30 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით ბათუმი ფოტოფესტივალს  – „ბათუმის ფოტოდღეები” – უმასპინძლებს. „ბათუმის ფოტოდღეების“ მთავარი გამოფენის თემაა Mirror Land – „სარკისებრი სამყარო“, რომელიც იმ ყალბ ფასეულობებსა და სახეცვლილ რეალობას ეხმიანება, რაშიც ადამიანებს დღევანდელ სამყაროში უწევთ ცხოვრება და რისი გამომწვევიც სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენებია ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. მთავარი გამოფენა 30 აგვისტოს, 18 საათზე, სასტუმრო „გალოგრეში“  გაიხსნება. …

საპროტესტო აქცია სასამართლოსთან – „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ჩხუბის საქმე

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში მომხდარ ჩხუბში მონაწილე ოთხი პირის სასამართლო პროცესი იმართება. სასამართლოს შენობის წინ დაკავებულთა ახლობლები შეიკრიბნენ და სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება სთხოვეს. “ეს ბიჭები არიან უდანაშაულონი. შიშველი ხელებით იყვნენ. არაფერი ისეთი არ ჩაუდენით, რომ ციხეში იჯდნენ, ” – ამბობს ერთ-ერთი განსასჯელის დედა ლიანა ტაკიძე. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ ჩხუბი 2 …

Exit mobile version