მთავარი,სიახლეები

გომარდულში მოხალისეებისთვის ბანაკი მოეწყო

06.08.2019
გომარდულში მოხალისეებისთვის ბანაკი მოეწყო

ავტორი: მარიამ მუთიძე

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეებისთვის 2-4 აგვისტოს შუახევში, კურორტ გომარდულში, საზაფხულო ბანაკი მოეწყო.

 საზაფხულო ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების ძირითადი საკითხების შესახებ, სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობისა და საჭიროების გააზრება; თავისუფალი აზრის გამოხატვისა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 პირველ დღეს მშვიდობის კორპუსის მოხალისე ქენდალ დობინსი მონაწილეებს ესაუბრა ადვოკატირებაზე. საღამოს გაიმართა ფილმის – „დამალული ფიგურების“ ჩვენება და დისკუსია. 

ფილმის ჩვენება და დისკუსია საზაფხულო ბანაკში

  ბანაკის მეორე დღეს ბათუმის ამერიკული კუთხის კოორდინატორი მამუკა საფარიძე უძღვებოდა. მისი ძირითადი სასაუბრო თემები შეეხებოდა ტოლერანტობასა და განსხვავებების პატივისცემას, სემინარი დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით.

 მესამე დღის ძირითადი თემა არაფორმალური განათლება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა იყო.

მონაწილეებმა  სხვადასხვა პრაქტიკული  სავარჯიშო შეასრულეს, გაეცნენ  ყალბ ინფორმაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის  საკითხებს.

 მონაწილეებისთვის შედგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა, საგანმანათლებლო კომპონენტის მიღმა მათ ჰქონდათ საშუალება სპორტულ ღონისძიებებში ჩაბმულიყვნენ და ერთმანეთი სხვადასხვა სიტუაციური თამაშებით უკეთ გაეცნოთ. საღამოობით კი ფილმის  ჩვენებები იმართებოდა.

 საზაფხულო ბანაკის მხარდამჭერები: 

„მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“; „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA); ბიზნესმენი მიხეილ გელაძე; შ.პ.ს. „ბაკურის“ დამფუძნებელი ნონა ბაკურიძე; შ.პ.ს „გალტამი“; ბიზნესმენი გოჩა ირემაძე.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: