ბათუმში გამართულ ეროვნული ლიგის 34-ე მატჩი ბათუმის დინამოსა და ბოლნისის სიონს შორის, დინამოს გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 2:0.
პირველი გოლი პირველი ტაიმის 24-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ გაიტანა. მეორე ტაიმში, თამაშის 48-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა ნავალოვსკის პასი გამოიყენა და ანგარიში 2:0 გახდა.
ამ გამარჯვების შემდეგ ბათუმის “დინამოს” 67 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა.