საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები იზღუდება

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება.  ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით …

“ის გაკოტრებული ადამიანია” – აჭარის მაუწყებლის მრჩეველი სახალხო დამცველზე

„საქართველოს ჰყავს ყველაზე არაკომპეტენტური სახალხო დამცველი, რაც აქამდე ჰყოლია. მე პირადად არანაირი ნდობა ნინო ლომჯარიას მიმართ არ მაქვს. ის არც კომპეტენტურია, არც მიუკერძოებელი და არც ყველას უფლებას არ იცავს,“ – ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა საბჭოს სხდომაზე გააკეთა. „ეს ბევრჯერ დავადასტურე მე. პირველი, რაც მინდა ვთქვა, დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. …

კორონავირუსი ესპანეთიდან ჩამოსულ პირს დაუდგინდა: მე-15 შემთხვევა

9 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით საქართველოში 15 პირია ინფიცირებული. ბოლო 24 საათში ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ორიდან ერთი, ე.წ. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებული პირია, მეორე მოქალაქე კი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ესპანეთიდან ჩამოსულ პირს ესპანეთში კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან. „მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტები ჰქონდა იტალიელებთან. ამიტომ ამ ეტაპზე ვერ …

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში 15-მდე გაიზარდა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი საქართველოში 15-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზეა განთავსებული. ვებგვერდი საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციისთვის შექმნა. ვებგვერდის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 141 პირია გადაყვანილი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 51 ადამიანი რჩება.

აქცია გონიოში საკარანტინო ზონის გადატანის მოთხოვნით ისევ გაიმართა

ხმაური იყო დღეს გონიოში, იმ სასტუმროს წინ, სადაც კარანტინში მყოფი ადამიანები არიან მოთავსებული. სასტუმროს მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებას კარანტინში მყოფი მოქალაქეების სხვა ადგილას გადაყვანას სთხოვს. „ეს სასტუმრო, რომელშიც კარანტინის ხალხია, მდებარეობს მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში. ეს ადამიანები აივანზე გამოდიან, სიგარეტს ეწევიან და ნამწვავებს ეზოში გვიყრიან. ამ ეზოში კი ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. გვინდა, რომ ეს საკარანტინო …

ავარია გვირაბთან – ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

დღეს, 7 მარტს, ავარია მოხდა ბათუმში, ჩაქვის გვირაბთან. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურის ცნობით, ოთხი დაშავებულიდან სამი სხვადასხვა კლინიკში გადაჰყავთ, ხოლო ერთმა პირმა უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების …

ბათუმში კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა – ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სამი პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგები კორონავირსუზე უარყოფითია. ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ახლახან [18:31] გახდა ცნობილი. სამი პირი, რომლებსაც იტალიაში მოგაზურობის ისტორია აქვთ, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ მოათავსეს. ერთი პირი სარფის საბაჟოდან შემოვიდა, ორი კი თვითიზოლაციაში იყო, ანუ უფრო ადრე დაბრუნდნენ …

გიორგი კოხრეიძე: ჯერ არ ვიცი, ვინ წაიყვანს 8-საათიან საინფორმაციოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ჯერ არ იცის, ვინ წაიყვანს არხზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებას. „იქნება ყველაფერი ისე, როგორც  საჭიროა. გადავწყვიტავთ. პრობლემა არ იქნება,“ –  ამბობს გიორგი კოხრეიძე. რვასაათიანი საინფორმაციო გამოშვება „მთავარს“ წამყვანი 6 მარტის შემდეგ აღარ ჰყავს – გიორგი კოხრეიძემ გუშინ შეუჩერა თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით. „ბათუმელებმა“ გიორგი …

პაატა დიასამიძე საიას აჭარის ფილიალის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ახალი თავმჯდომარე პაატა დიასამიძე გახდა. პაატა დიასამიძე 6 მარტს, საიას აჭარის ფილიალის გამგეობამ ხუთკაციანი შემადგენლობით, ერთხმად აირჩია. “ვფიქრობ რთული წლები იქნება. 2020 წლის არჩევნები გვაქვს წინ. ამასთან, აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, ყველაზე აქტიური რეგიონი ამ წუთისთვის აჭარაა. ჩვენს ორგანიზაციას ყველა გამოწვევაზე ექნება ექნება შესაბამისი რეაგირება და …

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში 12-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზეა განთავსებული. ვებგვერდი საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციისთვის შექმნა. ვებგვერდის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 140 პირია გადაყვანილი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 42 ადამიანი რჩება.

“ევექსის” გენერალურ დირექტორს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა

სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” გენდირექტორს ნიკოლოზ გამყრელიძეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ნიკა გამყრელიძემ ვირუსის დადასტურების  შესახებ, თავის ფეისბუქ გვერდზე დაწერა. “მეგობრებო, როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონა ვირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი გადავედით თვით იზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამომდინარე და იქიდან …

გატაცებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, 20 თებერვალს, ნიგერიის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია.  ისინი საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან. “საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მეზღვაურების გატაცების დღიდან ჩართული იყო პროცესში. საკითხის კონფიდენციალურობიდან და მეზღვაურების პირადი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისაგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და …

გაეროს მოსახლეობის ფონდის რეკომენდაციები ორსულებს – კორონავირუსის პრევენცია

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) რეპროდუქციული ასაკის და ორსულ ქალებს COVID-19-თან დაკავშირებული პოტენციური რისკების შესახებ ინფორმაციას აწვდის. ასევე გაიცა რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა მიიღონ მათ დროული სამედიცინო დახმარება. „ჯერჯერობით არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, არიან თუ არა ორსული ქალები უფრო მეტად მოწყვლადი COVID-19 ვირუსის მიმართ. თუმცა ორსულობა ფიზიკურ ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზოგიერთი ორსული ვირუსული რესპირატორული ინფექციებისადმი უფრო …

„მე არასდროს ვნებდები“ – მოჭიდავე ამირან შავაძე ტრავმებსა და ტრიუმფით დაბრუნებაზე

ნახევარსაათიანი ინტერვიუსას ყველაზე ხშირად თქვა ფრაზა – „არ მიყვარს დანებება“. 26 წლის ამირან შავაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 2019 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2020 წლის თებერვალში კი მან რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მძიმე ტრავმების, ოპერაციის და თითქმის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, მისგან ამ შედეგს არავინ ელოდა. თავად კი …

საგანგებო: ბათუმის რესპუბლიკურში სასწრაფოს პაციენტები აღარ გადაჰყავს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანებს პაციენტები აღარ შეჰყავთ. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაუდასტურეს. “არ ხდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტებით გადატვირთვა, რადგან საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი საკარანტინო ზონად მომზადება გახდეს აუცილებელი,” – უთხრეს “ბათუმელებს” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებიც ადასტურებენ, რომ უკვე მესამე დღეა საავადმყოფოში …

“ბოტების ქარხანა” – აჭარის მთავრობის სახლზე ფლაერები გააკრეს

“ტროლები გაიფაქტნენ”, “ტროლი ბიძინა – ბოტი ქოცი”, “თორნიკე რიჟვაძე – ბიძინას პინგვინი” – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით მივიდნენ დღეს, 2 მარტს, აჭარის მთავრობის სახლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები და საპროტესტო აქცია გამართეს. “ეს პატარა ბოტები მოვუტანეთ თორნიკე რიჟვაძეს, ნიშნად იმისა, რომ ის არის ივანიშვილის პატარა ბოტი და დღეს ნაცვლად იმისა, რომ ფულს ხარჯავდნენ მოშიმშილე ბავშვების …

„რესპუბლიკური საავადმყოფო“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს – დირექტორი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე “ბათუმელებთან” ადასტურებს, რომ ბათუმში საკარანტინო სივრცე უნდა მოეწყოს და ამ სივრცისთვის ერთ-ერთ ვერსიად „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალაშენებული კორპუსი განიხილება. ბათუმის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დირექტორი, მალხაზ ხალვაში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ  საავადმყოფოს დაცლის მითითება მიიღეს. “თბილისის რესპუბლიკურმა მიიღო ასეთი მითითება. არ არის გამორიცხული, მსგავსი მითითება ჩვენც მივიღოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ასეთი მითითება …

ნინო ხაჟომია მაუწყებელში რედაქტორის თანამდებობას ტოვებს – აჭარის ტელევიზია

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ხაჟომია საკუთარი განცხადების საფუძველზე მაუწყებელს ტოვებს ახალი ამბების რედაქტორის პოზიციას. ნინო ხაჟომია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციოს რედაქტორად რამდენიმე დღის წინ, 24 თებერვალს დაინიშნა. მაუწყებლის ინფორმაციითვე, ახალი ამბების რედაქტორის მოვალეობას ფირუზ ბოლქვაძე შეასრულებს. ნინო ხაჟომიას მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორად დანიშვნას, ტელევიზიაში სკანდალი მოყვა. მას ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ. __________ შენიშვნა: თავდაპირველად …

კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადის

თბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა. როგორც  საქართველოს რკინიგზაში განგვიცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდა რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვა. ისინი ბაქანზე იცდიან. თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის არც …

„ივანიშვილის ცენზორი“ – აქცია-პერფორმანსი აჭარის ტელევიზიასთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ აქცია-პერფორმანსი გამართა. აქტივისტებმა ტელევიზიის წინ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ფოტოები მიიტანეს, წარწერით „ივანიშვილის ცენზორი“, პირზე შავი ლენტები აიკრეს და ამ ფორმით გააპროტესტეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები. „ივანიშვილის რეჟიმი უხეშად ერევა სიტყვის თავისუფლებაში. დღეს ჩვენ არ ვცხოვრობთ ტოტალიტარულ სახელმწიფოში, თუმცა რეალობა ისაა, რომ გვიწევს ამ რეჟიმში ცხოვრება, …

ბარავს ბოსტნებს, ეზიდება ტვირთს – როგორ ცხოვრობს აგვისტოს ომის მონაწილე ჯარისკაცის ოჯახი 

ნესტან არძენაძე ორ შვილთან და ქმართან, რუსლან არძენაძესთან ერთად ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურში, ფიცრულ ქოხში ცხოვრობს. მისი ქმარი ყოფილი ჯარისკაცია, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. ოჯახი ადრე ქალაქში ცხოვრობდა და ბინას ქირაობდა, თუმცა ომის  შემდეგ, ქმარი ჯარიდან წამოვიდა, ოჯახმა ქირა ვერ გადაიხადა და იძულებული გახდნენ თავი ქოხისთვის შეეფარებინათ. რუსლან არძენაძე „ბათუმელებს“ სახლში არ დაგვხვდა. მისი …

მეთამბაქოეები: შემოსავლებიდან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ თამბაქოს ჩამოგვართვამენ

დღეს, 18 თებერვალს, აჭარის მთავრობის სახლის წინ, მეათამბაქოეებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მეთამბაქოები ამბობენ, რომ დღეს, დღის პირველ ნახევარში, მათ სავაჭრო წერტილებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და სიტყვიერად გააფრთხილეს. „მოვიდნენ, გვითხრეს, თუ არ დააფასოებთ თამბაქოს და აქციზს არ დაადებთ, ხვალიდან დაგაჯარიმებთო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გასულ წელს მოგვცა დაპირება, რომ ჩვენს თამბაქოს რეგულაცია არ შეეხებოდა. აქედან …

სექსუალური ორიენტაციის გამო ძმაზე ძმა ძალადობდა – რა გადაწყვიტა სასამართლომ 

პირი,  რომელიც ოჯახის წევრზე სექსუალური ორიენტაციის გამო ძალადობდა, სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. მსხვერპლს საია იცავდა. საიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოძალადე მსხვერპლს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო სისტემატიურად ამცირებდა, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც დაზარალებული იძულებული გახდა, შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 29 ოქტომბერს გამოიტანა განაჩენი და მოძალადე დამნაშავედ ცნო სისხლის …

„მეღსი ბოკუ მესიე ლაშა“ – მაღალჩინოსნების პარიზში ვიზიტს პერფორმანსით გამოეხმაურნენ

ბათუმის მერიასთან დღეს, 13 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალატერნატივამ“ კრუასანები მიიტანა. ორგანიზაცია ასე გამოეხმაურა ბათუმის მერის, ლაშა კომახიძისა და მთავრობის წევრების ვიზიტს ბიუჯეტის ხარჯებით პარიზში. აქციის მონაწილეებს სურდათ კრუასანები მერიის შენობაში შეეტანათ, თუმცა მათ დაცვამ ამის ნება არ მისცა. პარიზში ქართველი მხატვრების გამოფენაზე იმყოფებიან: ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი, ასევე, უმაღლესი საბჭოს ორი წევრი, …

“დაგვიბრუნეთ პროპორციული არჩევნები” – აქცია ბათუმში აჭარის მთავრობასთან

დღეს, 12 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ აჭარის მთავრობის სახლთან პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია გამართა. „დაგვიბრუნეთ პროპორციული არჩევნები”, „კორუმპირებული მთავრობა“, „სისტემა ყარს“ – ეწერა საპროტესტო პლაკატებზე. „როგორც რიჟვაძემ უთხრა 2019 წელს ენმ-ს „ჩაო ნაციონალურო მოძრაობაო“, ისე ეტყვის ქართველი ამომრჩეველი ქართულ ოცნებას ჩაოს 2020-ის არჩევნებზე, ” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლაშა შავაძემ. აქციის მონაწილეებმა …

პირველი თოვლი ბათუმის ახალ სტადიონზე [ფოტო/ვიდეო]

ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობა თითქმის დასრულდა. სტადიონზე უკვე დამონტაჟებულია სკამები, ამჟამად კი განათების მონტაჟი სრულდება. წუხელ, 8 თებერვალს, სტადიონის ბალახის საფარი თოვლით დაიფარა. გთავაზობთ ფოტოებს დათოვლილი ბათუმის ახალი სტადიონიდან. დღევანდელი ბათუმი:   See more

თოვა ზღვაზე [ფოტო]

ბათუმში თოვს. თოვა წუხელ, 8 თებერვლის საღამოს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ნახეთ, როგორ გამოიყურება თოვლიანი შავი ზღვის სანაპირო.  

50 ლარით მაინც რომ დამეხმაროს ვინმე – მარტოხელა ქალი გათბობის და საკვების გარეშე

ეთერ (მეხფულე) გერძაძე ბათუმთან ახლოს, სალიბაურში ცხოვრობს. 71 წლის ქალი მარტოხელაა. ამბობს, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს და ახლა მხოლოდ პენსიის იმედზეა დარჩენილი. სჭირდება საკვები და ჰიგიენის საშუალებები. სახლში ქურთუკით დაგვხვდა, ცეცხლს მხოლოდ საღამოობით ანთებს, შეშას ზოგავს. ყველაზე მეტად ხელებზე სცივა, ამიტომ ხელებს პატარა გაზის ბალონზე ითბობს, ეს იმ შემთხვევაში, თუ ბალონში შევსებულია. ვერ სარგებლობს უფასო …

დედა: როცა რამეს ვერ ვყიდულობ, შვილები მეუბნებიან – დე, მაინც არ გვინდოდა

ლერმონტოვის ქუჩაზე, მრავალსართულიანი ბინებით გარშემორტყმულ შიდა ეზოში, ათამდე ბარაკის ტიპის სახლია.  ყველა სახლიდან კვამლი ამოდის, აქ ადამიანები ჯერ კიდევ შეშის ღუმელით თბებიან. ბარაკებს ოთხი ქუჩა ესაზღვრება – თაყაიშვილი, ლერმონტოვი, ჭავჭავაძე და პუშკინი. დასახლება ქუჩებიდან არ ჩანს. თუ სპეციალურად არ მიხვალ, ვერაფერსაც ვერ შენიშნავ – აქ ყველა ღარიბია. ლია ბოლქვაძე სამი შვილის მარტოხელა დედაა. ბარაკის ტიპის …

“თავებს დაგიტეხთ” – დეპუტატი საპროტესტო აქციის მონაწილეებს

აჭარის  უმაღლესი  საბჭოს დეპუტატი მერაბ ბლადაძე ბათუმის მერიასთან დღეს გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ “თავებს დაუტეხს” თუ ვინმე მისთვის “სირცხვილის კორიდორის”  მოწყობას გადაწყვეტს. “დიდება ღმერთს, რომ დღეს სესიას, საპატიო მიზეზის გამო ვერ დავესწარი… დედის საფლავს გეფიცები, “სირცხვილის კორიდორი”, არც გაბედოთ, თორემ თავებს დაგიტეხთ თუნდაც მანდატის დატოვება მომიწიოს. არ ცხოვრობ ისე, რომ ეგ მაკადროთ!!! მომავალ …

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს ჩინეთიდან თურქეთი გამოიყვანს

თურქეთი ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუს” მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის 34 მოქალაქესთან ერთად დაგეგმილია საქართველოს შვიდი,  აზერბაიჯანის შვიდი და  ალბანეთის ერთი მოქალაქის ევაკუაციაც. თურქეთში დაბრუნების შემდეგ ყველა მათგანს კარანტინში გააჩერებენ.  ვუჰანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება თურქეთმა ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო მიიღო. სამხედრო თვითმფრინავი ანკარაში მდებარე სამხედრო ბაზიდან ჩინეთში დღეს, …

მეთევზეების სეზონი შავ ზღვაში [ფოტო]

წლის მანძილზე ათი თვე ზღვაში არიან. თუმცა არც ერთი მათგანი არასდროს ყოფილა შორეულ ნაოსნობაში. „ჩვენ მებადურები ვართ, მებადური მეზღვაურები“, – ამბობენ ისინი, თევზსაჭერ სეინერ „ბეშუმის“ ეკიპაჟის წევრები. სეინერი „ბეშუმი“ მისმა მეპატრონემ ბათუმში ააგო და ზღვაში 5 წლის წინ ჩაუშვა. ეკიპაჟი ექვსი წევრისაგან შედგება, კაპიტანი და ხუთი მებადური. სეინერი ზღვაში მხოლოდ კარგ ამინდში გადის. ყველა გასვლას …

ფოთის პორტში, რეიდზე დგას ჩინური გემი, რომელმაც ჩინეთი 24 ნოემბერს დატოვა

ჩინური დროშის ქვეშ მცურავი გემი JI XIANG SONG-ი, რომელიც ფოთის პორტში ხვალ, 29 იანვარს შემოვა, ჩინურ პორტში ბოლოს ორი თვის წინ, 24 ნოემბერს იმყოფებოდა. გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 24 იანვარს შემოვიდა და ოთხი დღეა ფოთის საზღვაო აკვატორიაში, რეიდზე დგას. ფოთის პორტში ყოველდღიურად რამდენიმე გემი შემოდის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ცურავენ. დღეს, 28 იანვარს, სხვადასხვა …

პირი ALS-ის დიაგნოზით, რომელიც ხულოს ააიპიდან გაუშვეს, კერძო კომპანიამ დაასაქმა

ბიჭი, რომელსაც ALS -ის დიაგნოზი აქვს, სამშენებლო კომპანია „ნექსთ ორენჯიმ“ მარკეტინგის სამსახურში დაასაქმა. 22 წლის იმედა ბოლქვაძე სამსახურის გარეშე 2019 წლის სექტემბერში დარჩა. ის ხულოს მუნიციპალიტეტის ააიპ „კურორტ ბეშუმის“ პიარმენეჯერი იყო. იმედას ყველა მცდელობა, ხულოს მერიას სამსახურში აღედგინა, უშედეგოდ დამთავრდა. იმედა ბოლქვაძის შესახებ სტატია „ბათუმელებმა“ ცოტა ხნის წინ მოამზადა. სწორედ სტატიიდან შეიტყო კომპანია „ნექსთ ორენჯის“ …

ენმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ეკონომიკის მინისტრს დებატებში იწვევს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის ეკონომიკის მინისტრს დებატებში იწვევს. დებატებისთვის საეთერო დროის გამოყოფას კი ენმ-ს წევრი,  გიორგი კირთაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სთხოვს. დებატებში გამოწვევის შესახებ ინფორმაცია დღეს, 27 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ გაავრცელა. „უტიფარ ტყუილებში აჭარის მთავრობამ თავის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსაც კი გადაასწრო. სასაცილოა მთავრობის წევრების დაჟინებული …

რატომ გადაწყვიტა ბათუმელმა მომღერალმა “თურქეთის ხმის” კონკურსში მონაწილეობა

ბათუმელი მომღერალი თათია კობალაძე „თურქეთის ხმაში“ O Ses Türkiye-ს  მონაწილეა. მომღერალმა რთული შესარჩევი კასტინგი გაიარა და ოთხი სკამის კონკურსზე  ჟიურის ოთხივე წევრის  შემოტრიალება შეძლო. „გასულ წელს ჩემპიონი არ გამხდარა და ამიტომ ვთვლი, რომ ერთად გავხდებით ჩემპიონები, ამიტომ ვირჩევ ბატონ ბეიაზს,“ – ასე უპასუხა თათიამ წამყვანის კითხვას, თუ ვის გუნდში სურდა მოხვედრა. https://www.youtube.com/watch?v=Hs3FBmaU4NM&feature=youtu.be&fbclid=IwAR0Y_dy_hkI_rkARIWwi5D8ZolEfQjDiOeiqh5MYdYI6Jb-uNrC8Ayq4Umk „ბათუმელები“ თათიას სტამბოლში …

Exit mobile version