მთავარი,სიახლეები

“თავისუფლების ჩემპიონი” – ამერიკული სამხედრო გემი ბათუმშია

22.10.2019
“თავისუფლების ჩემპიონი” – ამერიკული სამხედრო გემი ბათუმშია

ამერიკის შეერთებული შტატების 154-მეტრიანი საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78)  ბათუმის ნავსადგურშია. ეს გემის მეორე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას.

“ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე საქართველოში. გემის სლოგანია “თავისუფლების ჩემპიონი”, ზუსტად თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რასაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა და ეს არის საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და პრიორიტეტი. დიდი მადლდობა მასპინძლობისათვის,” – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკული ხომალდის მეთაურმა ქრეგ ტრენტმა.

ხორუმის მოცეკვავეები ელოდებიან  ამერიკული გემის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დაწყებას

გემის ეკიპაჟს ბათუმის პორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მოცეკვავეებმა განდაგანა და ხორუმი იცეკვეს, მოგვიანებით კი მრავალჟამიერის ფონზე გემის ეკიპაჟს თითო ფიალა  ღვინო მიართვეს.

USS Porter-ის მეთაური ქრეგ ტრენტი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ბათუმის ნავსადგურში ქართულ ღვინოს აგემოვნებენ
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას.

USS Porter (DDG 78)  Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს შეუძლია მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.

აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.

ხომალდი USS Porter-ი წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.

ამერიკის შეერთებული შტატების 154-მეტრიანი საზღვაო ხომალდი USS Porter ბათუმის ნავსადგურში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: