რა სირთულეებს აწყდებიან ქართველი მეზღვაურები დასაქმებისას

საქართველოს საზღვაო შრომის ბაზარი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას. მეზღვაურები, რომლებსაც „ბათუმელები“ შეხვდა და ესაუბრა, ამბობენ, რომ დასაქმება რთულია სტუდენტისთვის, რომელიც ამთავრებს საზღვაო სასწავლებელს და არ აქვს გემზე მუშაობის გამოცდილება. ისტორია 1 ჯაბა მგზავრიძემ ბათუმის საზღვაო აკადემია 2016 წელს დაამთავრა. ორი წელია არ დაუტოვებია ბათუმში არც ერთი საკრუინგო კომპანია, სადაც არ მივიდა და განაცხადი არ …

მოქალაქეს 5 450 კუ სარფის საბაჟოზე არალეგალურად გადაჰყავდა

სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს,  რომელსაც თურქეთში საქართველოდან 5 450 წყლის კუ არალეგალურად გადაჰყავდა. მოქალაქეს წყლის კუები მსუბუქი ავტომობილის კარებში ჰყავდა დამალული. ავტომანქანაში დამალული კუები თურქმა მესაზღვრეებმა სპეციალური სკანერით აღმოაჩინეს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს შემოსავლების სამსახურს. ჩვენ დავინტერესდით, როგორ გაიარა ავტომანქანამ შემოწმება საბაჟოზე ისე, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა კონტრაბანდული ტვირთი ვერ შენიშნეს. შემოსავლების სამსახურის პასუხს მიღებისთანავე …

ABC News-მა გააშუქა ბათუმელი ძაღლის ამბავი, რომელსაც ბავშვები ზებრაზე გადაჰყავს

ბათუმელი ქუჩის ძაღლი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. ABC News-ი აქვეყნებს ძაღლის ვიდეოს  სათაურით “ქუჩის ძაღლი აცილებს ბავშვებს გადასასვლელზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა საქართველოში”. See more ვიდეო ბათუმელმა ბექა ცინაძემ გადაიღო. როგორც ბექა ამბობს, ძაღლი რამდენიმე წელია მელიქიშვილის ქუჩაზე გამოჩნდა და ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში ცხოვრობს. მზიან ამინდში ძაღლი მელიქიშვილზე, ცენტრალური პარკის წინ მდებარე გადასასვლელზე შეგიძლიათ ნახოთ. See …

სტამბოლში 4 წლამდე ასაკის ბავშვების დედები ავტობუსით უფასოდ იმგზავრებენ

სტამბოლის მუნიციპალიტეტი 4 წლამდე ასაკის ბავშვების დედებს უფასო ტრანსპორტს სთავაზობს. გადაწყვეტილება სტამბოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პარასკევს, 17 იანვარს მიიღო. სტამბოლის მერის, ერკემ იმამოღლუს თქმით, შეღავათით მილიონზე მეტი დედა ისარგებლებს. „დაახლოებით 1 მილიონ 160 ათასი დედა მიიღებს სპეციალურ სამგზავრო ბარათს უფასო მგზავრობისათვის,“ – თქვა სტამბოლის მერმა. სტამბოლის მუნიციპალიტეტში 2019 წელს 1.3 მილიარდმა ადამიანმა ისარგებლა მუნიციპალური ტრანსპორტით. წყარო: …

2 გარდაცვლილი და 1 დაშავებული – ხანძარი ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სახლში მყოფი ორი შუახნის მოქალაქე გაიგუდა. სახლში მყოფი კიდევ ერთი პირი კი  დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე ხანძრის ლოკალიზებისთვის სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ნათლისღება მრევლმა ზღვაში შესვლით აღნიშნა

დღეს, 19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები ნათლისღებას აღნიშნავენ. ბათუმში მრევლმა ნათლისღება ტრადიციულად ზღვაში შესვლით აღნიშნა. ადამიანები, სიცივის მიუხედავად ზღვაში შევიდნენ და წყალში ჩაყვინთეს. ამ პროცესს “ზღვაში შთაფლვას” უწოდებენ. ნათლისღება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია. სახარების მიხედვით იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მდინარე იორდანეში მონათლა.  

სამარხებში ნეშტების აღმოჩენიდან 1 წლის შემდეგ დამარხვის საკითხი ისევ გადაუწყვეტელია

ბათუმის მესამე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი 150 ნეშტის ბედი ისევ გაურკვეველია. უკვე მესამე წელია დახვრეტილთა ნეშტები (ძვლები) სპეციალურ ხის ყუთებშია ჩასვენებული და ბათუმის საკათედრო ტაძრის სარდაფშია განთავსებული. სპეციალურ კომისიას, რომელიც საკითხის შესწავლის და გადაწყვეტის მიზნით შეიქმნა, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია. ერთადერთი რისი გაკეთებაც ამ დროისთვის მოხერხდა, ნეშტებიდან დნმ-ის ნიმუშების აღებაა. აჭარის მთავრობამ ამ მიზნით სარეზერვო …

საკენკი პროკურატურასთან – აქცია-პერფორმანსით ბათუმში შოთაძის კანდიდატურა გააპროტესტეს

ბათუმში, აჭარის პროკურატურასთან დღეს, 18 იანვარს, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. მათ ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარდგენა და მისი ამ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა პროკურატურის შენობასთან საკენკი მიიტანეს, მათი თქმით, შოთაძის კანდიდატურის დასახელება, ხელისუფლების მხრიდან მორიგი საკენკია. „დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ნათლად ჩანს, რომ პროკურატურას ჰქონდა უხეში გადაცდომები პირადად ირაკლი შოთაძის …

ნუნუ გომეში და ივან კამპო ბათუმში ჩამოდიან – ზამთრის თასი იწყება

წელს პირველად დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასს ბათუმი უმასპინძლებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 19 იანვარს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში გულშემატკივარი ლეგენდარული ფეხბურთელების ტურნირს იხილავს. 2020 წლის გათამაშებაში ზამთრის თასისთვის  საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებთან ერთად ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, უეფას და ფიფას გუნდები იბრძოლებენ. “ა” ჯგუფში ერთმანეთს ესპანეთის, უკრაინისა და თურქეთის ვეტერანი ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან, “ბ” ჯგუფში კი …

ბათუმის საკათედრო ტაძარი ხარაჩოებში – ფრესკების რესტავრაცია დაიწყო [ფოტო]

ბათუმში საკათედრო ტაძრის ფრესკების რეაბილიტაცია დაიწყო. ტაძრის ინტერიერი უკვე ხარაჩოებშია ჩასმული. ფრესკების რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შეიძინა, სამუშაოებს კი ფონდ „ქართუსთან“ არსებული „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის“ ფონდი აფინანსებს. სამუშაოების ღირებულება 300 ათასი ლარია. „სამუშაოები  დეკემბრის ბოლოს დაიწყო. სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ზუსტად არ არის განსაზღვრული, როდის დასრულდება რესტავრაცია.  სამუშაოები ჩატარდება ისე, რომ  ეკლესიის …

დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს,  დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველს, ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. საპატიო წოდების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ საახალწლო კონცერტზე გააცნო მოქალაქეებს. “დღეიდან მას აქვს სრული უფლება, ატაროს მეორე სახელი. არა უბრალოდ ნიკოლოზ რაჭველი, არამედ ნიკოლოზ ბათუმელი,”- თქვა ლაშა კომახიძემ “დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის. ამ საპატიო  წოდებას ვიყოფ ჩემს მუსიკოსებთან ერთად,” …

საახალწლო კონცერტი ბათუმში 23:00 საათზე დაიწყება – ავტობუსები უფასო იქნება

ბათუმის ბულვარში საახალწლო გალა კონცერტისთვის ემზადებიან, რომელიც დღეს, 31 დეკემბერს, საღამოს 23:00 საათზე დაიწყება.  კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ორკესტრმა რეპეტიცია უკვე გაიარა.  ბათუმში დაგეგმილ კონცერტზე დღეს საღამოს ქართველი შემსრულებლები გამოვლენ. მათ შორის: ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე და ბენდი, სოფო ხალვაში, გიორგი ცაგარელი, ნიკა კოჩაროვი, სვანსიხი, …

„ამბასადორი ბათუმს“ ბულვარში 15 სართულიანი კომპლექსის აშენებაზე უარი უთხრეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ “ამბასადორ ბათუმს”, რომელსაც ბათუმის ბულვარში 15 სართულიანი კომპლექსის აშენება სურდა, უარი უთხრა. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ფეისბუქში დაწერა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის პროექტის ესკიზურ ვარიანტზე გუშინ, 30 დეკემბერს იმსჯელა, თუმცა არ შეითანხმა. პროექტის განხილვას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერდნენ, რომ დაუშვებელია …

6 ყველაზე რეიტინგული ვიდეო “ბათუმელებზე” 2019 წელს

2019 წლის ბოლოს გთავაზობთ „ბათუმელებზე“ გამოქვეყნებულ ყველაზე პოპულარულ  ვიდეოებს, რომელიც ასიათასობით ადამიანმა ნახა.  ქალები მარწყვის ბაღიდან   See more 100 წლის ამირან ბოლქვაძე See more რას ამბობენ დაღუპული 25 წლის მუშის ოჯახში – შრომის უსაფრთხოება See more ქალი, რომელმაც გერმანიაში თავშესაფრის ძიების შემდეგ სამშენებლო ბიზნესი დაიწყო See more   თხილის საკრეფად საქართველოდან თურქეთში See more …

როგორ გამოიყურება საახალწლოდ მორთული ბათუმი [ფოტო]

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 26 დეკემბერს ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. საახალწლო ღონისძიებები წელს ბათუმის ბულვარში იმართება, მთავარი სცენა საზაფხულო თეატრის წინაა დამონტაჟებული. თუმცა კონცერების ნაწილი გაიმართება ასევე ბულვარში, კოლონადებისა და ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ყოველ საღამოს პროგრამას დიჯეები დაასრულებენ. საახალწლო გასართობი პროგრამა 31 დეკემბერს დღის …

რას ამბობს ახალი მუფთი სამუფთოს არჩევნებში სუსის შესაძლო ჩარევაზე – ინტერვიუ

ადამ შანთაძე ორი დღის წინ სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთი გახდა. ის ამ თანამდებობაზე მუსლიმთა სამმართველოს მეჯლისმა 5 წლის ვადით აირჩია. მუფთის არჩევნებმა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. როგორ შეირჩა ადამ შანთაძის კანდიდატურა და ჩაერია თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური [სუსი] რელიგიური ლიდერის არჩევნებში – ეს და სხვა კითხვები „ბათუმელებმა“ ახლადარჩეულ მუფთს დაუსვა. ბატონო ადამ, სამუფთოს …

მუფთის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ მის დაშინებას ცდილობენ

მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, სრულიად საქართველოს ყოფილი მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის მრჩეველი თემურ გორგაძე ამბობს, რომ მის დაშინებას ცდილობენ.  „ბათუმელებმა“ თემურ გორგაძეს მომხდარი ფაქტის დეტალები გამოკითხა. „გუშინ, 26 დეკემბერს, ძველ ბათუმში, დაახლოებით ოთხი საათისკენ, საქმე მქონდა და მანქანას ვაპარკინგებდი. პატარა ადგილი იყო, ძლივს ჩავაყენე მანქანა. ამ დროს გვერდით ამომიდგა შავი მანქანა,ზუსტი მოდელი არ ვიცი, ტოიოტა ქამრის …

“ხელისუფლებამ მუსლიმი თემი კიდევ ერთხელ შეურაცხყო” – ტარიელ ნაკაიძე

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთის არჩევას ფეისბუქზე ეხმაურება. “დღეს მუსლიმთა სამმართველოში საოცნებო „არჩევნები“ ჩატარდა, საბჭოთა კავშირში თვით კომუნისტურ პარტიასაც შეშურდებოდა ასეთი „არჩევნები“. ღამის პირველ საათზე სუსის კანტორაში მიღებული გადაწყვეტილება დღის 3 საათზე სუსის მიერ დაკომპლექტებულმა სამმართველოს ეგრეთ წოდებულმა წევრებმა მუფთად დაამტკიცეს ადამ შანთაძე. პრაქტიკულად, ზაზა ვაშაყმაძემ დაინიშნა საკუთარი წარმომადგენელი მუსლიმ …

„მუფთად ადამ შანთაძე აირჩია სუსმა და არა მეჯლისმა“ – დაპირისპირება სამუფთოში

სრულიად საქართველოს მუფთი დღეიდან ადამ შანთაძე იქნება. მუფთის არჩევნები ბათუმში დღეს, 25 დეკემბერს, გაიმართა. მეჯლისის 19 წევრიდან შანთაძის არჩევას 12-მა დაუჭირა მხარი. მუფთის არჩევნებში  სამი კანდიდატი მონაწილეობდა: ყოფილი მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის მოადგილე ადამ შანთაძე, ადიგენის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დამფუძნებელი რეზო მიქელაძე. სრულიად საქართველოს  მუსლიმთა სამმართველოს ორმა თანამშრომელმა, რეზო მიქელაძემ და თემურ …

როგორ ცხოვრობს და იბრძვის 22 წლის იმედა მძიმე დიაგნოზით [ვიდეო]

22 წლის იმედა ბოლქვაძე ხულოში, სოფელ განახლებაში ცხოვრობს. ის თვითნასწავლი გრაფიკული დიზაინერი და ვებდეველოპერია. „ბავშვობიდან ჩემი მეგობრები იყვნენ კოდები და  კომპიუტერი. სამი პროფესია მაქვს – ერთი მოქმედი  და ორი არამოქმედი. მოქმედია მარკეტინგის სპეციალისტი, არამოქმედი – ვებდეველოპერი და გრაფიკული დიზაინერი“, – ასე გვაცნობს იმედა საკუთარ თავს. პროფესიები, რომლებსაც იმედასთვის მაღალი შემოსავალი მოჰქონდა, არაქმედითი მისი სამედიცინო დიაგნოზის …

შობის ღამე ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში

დღეს, 25 დეკემბერს, ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას აღნიშნავს. 25 დეკემბერს ზეიმობს შობას მართლმადიდებლური ეკლესიების ნაწილიც, მათ შორის – საბერძნეთის, ბულგარეთის, კონსტანტინეპოლის, რუმინეთის, ალბანეთის და სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები. საშობაო  ლიტურგია ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში 24 დეკემბერს, ღამით დაიწყო.  

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო ჰონორარების გაზრდის საკითხზე იმსჯელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭო 19 დეკემბერს დაგეგმილ მორიგ სხდომაზე ჰონორარების გაზრდის საკითხს განიხილავს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრთა ჰონორარის განსაზღვრის საკითხის განხილვა” სხდომის დღის წესრიგში მეოთხე საკითხადაა ჩასმული. “ბათუმელებმა” მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს, გიგა ჩხარტიშვილს ჰკითხა, მიიღებს თუ არა საბჭო წევრებისთვის ჰონორარების გაზრდის გადაწყვეტილებას. “მე ეჭვი მაქვს, რომ …

“ამ ცხოვრების დედაც” – სოლიდარობის აქცია ბათუმში 15 წლის ლუკას დაღუპვის შემდეგ

17 დეკემბერს, 23:30 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები 15 წლის მოსწავლის, ლუკა სირაძის  გარდაცვალების გამო გამოვიდნენ ქუჩაში. აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს, ქუჩებში კი წითელი საღებავით დაწერეს სიტყვები –  „ამ ცხოვრების დედაც”. თუ ფიქრობთ, რომ დახმარება გჭირდებათ თქვენ, თქვენს მეგობარს ან უბრალოდ ნაცნობს, დარეკეთ: მანდატურების სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 …

ლიბიაში დაკავებული 2 ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს

ორი წლის წინ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს.  გათავისუფლების  შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა გაავრცელა. მისი თქმით ორმა ქართველმა მეზღვაურმა ლიბიის საპატიმრო  უკვე დატოვა.  ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები მეზღვაურების სამშობლოში დასაბრუნებლად. “ბათუმელები” დაუკავშირდა გათავისუფლებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს. მათი თქმით, მეზღვაურები ოჯახებს უკვე დაუკავშირდნენ და აცნობეს რომ სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან. ტანზანიის დროშის …

ლარში გაზრდილი, მაგრამ დოლარში შემცირებული საშუალო თვიური ხელფასი

2019 წლის მესამე კვარტალში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა. ეს მონაცემები საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა დღეს, 16 დეკემბერს გამოაქვეყნა. „ბათუმელებმა“ საქართველოს სტატისტიკის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თვიური საშუალო ხელფასი დოლარში  დაიანგარიშა და შემდეგი სურათი …

საქსტატის თანახმად საშუალო ხელფასი თვეში 1 217.1 ლარია

საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა. მონაცემები დღეს, 16 დეკემბერს გამოქვეყნდა. ამ მონაცემების მიხედვით, ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარით (წლიური ზრდა 72.2 ლარი) , ხოლო კაცების – 1475.7 ლარით (წლიური ზრდა 115.2 ლარი)  განისაზღვრა.  საქმიანობის სახეების მიხედვით …

მეზღვაურების 2 წელი ლიბიის ციხეში – სასჯელის ვადა გავიდა, მაგრამ მათ არ ათავისუფლებენ

ორი წლის წინ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ისევ ტყვეობაში რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ მეზღვაურებმა შეფარდებული სასჯელი მოიხადეს, მათი გათავისუფლება ამ დრომდე [21.11.2019] ვერ ხერხდება. ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი REX ლიბიაში 2017 წლის 30 აგვისტოს  დააკავეს. ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს სამი მოქალაქე იყო,  თურქეთის – ხუთი და ორიც – ინდოეთის. ტანკერს ქართველი კაპიტანი, გენადი კომახიძე მეთაურობდა. დაკავებულებს …

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის 10 მსურველიდან 7 მაუწყებლის თანამშრომელია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობა ათ კანდიდატს სურს. ნათია ზოიძე, გიორგი კოხრეიძე, ფირუზ ბოლქვაძე, დავით ჩხარტიშვილი, შოთა გუჯაბიძე, ლაშა ზარგინავა, შოთა გურაბანიძე, მაია მერკვილაძე, ნათია შავაძე და შოთა ზოიძე – ასე გამოიყურება კანდიდატთა სია, რომელიც აჭარის ტელევიზიამ გამოაქვეყნა. დირექტორობის მსურველთა განაცხადების მიღება დღეს, 20 ნოემბერს დასრულდა. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი …

25 წლამდე პირებს შესაძლოა სათამაშო ბიზნესში ჩართვა აეკრძალოთ

საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც 25 წლამდე ასაკის პირების სათამაშო ბიზნესში ჩართვას აკრძალავს. ცვლილება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. შესაბამისი კანონპროექტით პარლამენტს 10-მა დეპუტატმა მიმართა. კანონპროექტის ავტორი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონპროექტის მიხედვით, 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს და 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირს არ ექნება უფლება სათამაშო ბიზნესში …

სასმელი წყალი, დაბალი ხელფასი, ძვირი წამლები – რა პრობლემები აქვთ ოჯახებს საქართველოში

IRI-ის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ოჯახების მთავარი პრობლემა უმუშევრობა, სასმელი წყალი, დაბალი ხელფასი და მედიკამენტებზე მაღალი ფასებია. რა არის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ოჯახი დგას, ასე იყო დასმული კითხვა, რომელზეც გამოკითხულთა 31-მა პროცენტმა უმუშევრობა მონიშნა. ოჯახების პრობლემად დაბალ ხელფასს მიიჩნევს გამოკითხულთა 14%. ამდენივე ასახელებს სიღარიბეს, ხოლო 9% – მედიკამენტების სიძვირეს. გამოკითხულთა 7 % მიიჩნევს, …

გამოკითხულთა 68 % თვლის, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობაა

IRI-ის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, ეკონომიკური პრობლემებია. გამოკითხულთა 68 % თვლის, რომ მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, 45 % კი მიიჩნევს, რომ პრობლემა ცხოვრების ხარჯი და მაღალი ფასებია. ქვეყნის მთავარ გამოწვევად გამოკითხულთა 21% სიღარიბეს მიიჩნევს, 6% კი დაკარგულ ტერიტორიებს.   კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის …

შსს-ს სპეცრაზმმა თბილისში მშვიდობიანი აქცია დაშალა

დღეს, 18 ნოემბერს, შინაგან საქმეთა  სამინისტრომ დაშალა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. შსს-მ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანა. დაშლისას გამოიყენეს წყლის ჭავლიც. საპროტესტო გამოსვლები თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა 14 ნოემბერს პირველი მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტი არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეები მშვიდობიანი პროტესტით ითხოვდნენ ხელისუფლებისგან ამ …

შეცვლის საარჩევნო სისტემას უმაღლესი საბჭო? – კანონპროექტი მზადაა

მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით ჩააგდო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მომზადებული მსგავსი კანონპროექტი შესაძლოა თაროზე შემოდონ. მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილება მომზადებულია, საჯარო განხილვები ჩატარებული, მეტიც, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტს განხილული აქვს და  მხარდაჭერილი, უცნობია როდის უყრიან კენჭს ან უყრიან თუ არა საერთოდ. როდის …

აჭარის პოლიციის უფროსს სთხოვენ დაკავებულები გაათავისუფლოს, ის უარს აცხადებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაცით, დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში აქციაზე დაკავებულები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი. ენმ-ის წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი სთხოვს პოლიციის უფროსს, რომ წავიდნენ პოლიციის სამმართველოში და დაკავებულები გაათავისუფლონ. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, პოლიციის უფროსს აქვს უფლება გაათავისუფლოს დაკავებულები მანამ, სანამ საქმე სასამართლოს გადაეცემა, თუმცა პოლიციის უფროსი ამ წინადადებას არ დასთანხმდა. „წამოდი ჩემთან ერთად და …

პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით “აპოლოსთან” ერთი პირი დააკავა

ბათუმში, კინოთეატრ “აპოლოს” წინ მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს. მას პოლიცია წვრილმან ხულიგნობას ედავება. დაკავებული მოქალაქეებს, რომლებიც ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” სანახავად მიდიოდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. აქციის მონაწილეებმა მათი თანამოაზრის დაკავება გააპროტესტეს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს. “თუ გინებისთვის ხალხს აპატიმრებთ, ყველანი დაგვაკავეთ,”-მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვატო ნებურიშვილმა დეპარტამენტის ხელმძღვანელს კონსტანტინე …

ბათუმში “აპოლოსთან” მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს. პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავება. საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო. დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმის „აპოლოში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება იმართება. კინოთეატრში შემსვლელებს აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს. ამ წუთებში [23:00] ფილმის ჩვენების პარალელურად მიმდინარეობს აქცია. …

Exit mobile version