მთავარი,სიახლეები

“ის გაკოტრებული ადამიანია” – აჭარის მაუწყებლის მრჩეველი სახალხო დამცველზე

09.03.2020 • 2571
“ის გაკოტრებული ადამიანია” – აჭარის მაუწყებლის მრჩეველი სახალხო დამცველზე

„საქართველოს ჰყავს ყველაზე არაკომპეტენტური სახალხო დამცველი, რაც აქამდე ჰყოლია. მე პირადად არანაირი ნდობა ნინო ლომჯარიას მიმართ არ მაქვს. ის არც კომპეტენტურია, არც მიუკერძოებელი და არც ყველას უფლებას არ იცავს,“ – ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

„ეს ბევრჯერ დავადასტურე მე. პირველი, რაც მინდა ვთქვა, დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. ირაკლი ბარამიძეს სამი წელია შეტანილი აქვს განცხადება, რომ იყო თუ არა მისი გათავისუფლება დისკრიმინაციული სამსახურიდან, ამაზე მიეღო დასკვნა და სახალხო დამცველს სამი წელია დასკვნა არ მიუცია.

ამ დროს, იმ ადამიანს, ვის მიმართაც შეიძლებოდა ჰქონოდა პრეტენზია და ზუსტად იმ ადამიანზე დაწერილიყო ეს დასკვნა, ასე ვთქვათ, უარყოფითი, იმას ქომაგის წოდება მისცეს (ნათია კაპანაძეს, სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის საბჭომ 2018 წელს  ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭა – რედ).

მეორე, 103-მა თანამშრომელმა რომ განცხადება გააკეთა, არ მოუკითხავს სახალხო დამცველს. 13 ოპერატორი რომ გაფიცული იყო, არ მოუკითხავს. როდესაც ნათია კაპანაძესთან მე მქონდა დავა, უნდობლობასთან დაკავშირებით, ცალსახა მხარდაჭერა გამოუცხადა ნათია კაპანაძეს და ერთი არ მოუკითხავს პრეტენზიები, ამიტომ არანაირი ნდობა, ჩემი პირადი ნდობა სახალხო დამცველისადმი, არის  ნულოვანი. ის არ არის მიუკერძოებელი, ის არ არის ყველას სახალხო დამცველი და ის არ არის კომპეტენტური.

მაუწყებლობის შესახებ კანონში ვერც კი ერკვევა. ამიტომ, ამაში ვერ გამოგყვებით, არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ სახალხო დამცველი რამე როლს ითამაშებს აქ. ეს არის გაკოტრებული ადამიანი.

ის შერჩევით არჩევს მოქალაქეებს, რომელთა უფლებებსაც დაიცავს,“ – განაცხადა გიგა ჩხარტიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე.

მრჩეველთა საბჭოს სხდომა 6 მარტს გაიმართა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: