მთავარი,სიახლეები

50 ლარით მაინც რომ დამეხმაროს ვინმე – მარტოხელა ქალი გათბობის და საკვების გარეშე

07.02.2020 • 5612
50 ლარით მაინც რომ დამეხმაროს ვინმე – მარტოხელა ქალი გათბობის და საკვების გარეშე

ეთერ (მეხფულე) გერძაძე ბათუმთან ახლოს, სალიბაურში ცხოვრობს. 71 წლის ქალი მარტოხელაა. ამბობს, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს და ახლა მხოლოდ პენსიის იმედზეა დარჩენილი. სჭირდება საკვები და ჰიგიენის საშუალებები. სახლში ქურთუკით დაგვხვდა, ცეცხლს მხოლოდ საღამოობით ანთებს, შეშას ზოგავს. ყველაზე მეტად ხელებზე სცივა, ამიტომ ხელებს პატარა გაზის ბალონზე ითბობს, ეს იმ შემთხვევაში, თუ ბალონში შევსებულია.

ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი, რადგან სასადილოები მხოლოდ ქალაქებშია. სალიბაურიდან ბათუმში ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად, დღეში ერთი ლარი სჭირდება. ამბობს, რომ დიდად სიარულიც აღარ შეუძლია, ამიტომ ურჩევნია პური იყიდოს და ჭამოს.

“ლობიო მომიტანეს, მაგრამ ვერ შევჭამე. პური ვიყიდე და იმის ჭამის თავიც არ მქონდა დღეს.  მგონი წნევა მქონდა, მაგრამ წნევის აპარატი არ მაქვს, რომც მქონდეს, არავინ მყავს, რომ წნევა გამიზომოს,” – ამბობს ეთერ გერძაძე.

ეთერ გერძაძემ დამშვიდობებისას ეს გვითხრა, „ერთი 50 ლარით რომ დამეხმაროს ვინმეო“.

მარტოხელა ქალი გათბობის და საკვების გარეშე

ეთერ (მეხფულე) გერძაძე ბათუმთან ახლოს, სალიბაურში ცხოვრობს. 71 წლის მოხუცი მარტოხელაა. სახლში ქურთუკით დაგვხვდა, ცეცხლს მხოლოდ საღამოობით ანთებს, შეშას ზოგავს. ყველაზე მეტად ხელებზე სცივა, ამიტომ ხელებს პატარა გაზის ბალონზე ითბობს, ეს იმ შემთხვევაში, თუ ბალონში შევსებულია.ამბობს, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს და ახლა პენსიის იმედზეა დარჩენილი. სჭირდება საკვები და ჰიგიენის საშუალებები. ნახეთ ვიდეო.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on პარასკევი, 07 თებერვალი, 2020

 

რედაქციისგან:

თუ ეთერ გერძაძის დახმარებას გადაწყვეტთ, უყვარს ხილი, განსაკუთრებით ვაშლი. ასევე ყველი, ხორცი, საქონლის კონსერვი და ბრინჯი. სჭირდება ჰიგიენური საშუალებები, განსაკუთრებით  სველი სალფეთქი. მისი თქმით, დაბანას ვერ ახერხებს და სველი სალფეთქით იწმენდს ტანს.

გადაბეჭდვის წესი