ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ივანიშვილის ცენზორი“ – აქცია-პერფორმანსი აჭარის ტელევიზიასთან

24.02.2020
„ივანიშვილის ცენზორი“ – აქცია-პერფორმანსი აჭარის ტელევიზიასთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ აქცია-პერფორმანსი გამართა. აქტივისტებმა ტელევიზიის წინ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ფოტოები მიიტანეს, წარწერით „ივანიშვილის ცენზორი“, პირზე შავი ლენტები აიკრეს და ამ ფორმით გააპროტესტეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები.

„ივანიშვილის რეჟიმი უხეშად ერევა სიტყვის თავისუფლებაში. დღეს ჩვენ არ ვცხოვრობთ ტოტალიტარულ სახელმწიფოში, თუმცა რეალობა ისაა, რომ გვიწევს ამ რეჟიმში ცხოვრება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ივანიშვილის მხრიდან თავისუფალ მედიებზე თავდასხმას. ამის მაგალითი არის აჭარის ტელევიზია,“ –  ამბობს „ალტერნატივას“ წევრი მინდია ადაძე.

აქცია-პერფორმანსი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: