„ის გმირია“ – პაატა იმნაძე კორონავირუსით ინფიცირებული ბათუმელი ექთნის შესახებ

დღეს, 1 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ექთნის შესახებ ისაუბრა. იმნაძეს ჰკითხეს, იყო თუ არა მოძიებული მედდის ყველა კონტაქტი და იყვნენ თუ არა იზოლაციაში ან კარანტინში ეს პირები. “გასაგებია, რომ აქ არის პერსონალურ ინფორმაციაზე საუბარი, მაგრამ ეს ჩემი კოლეგა …

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

46 ადამიანი გარდაიცვალა თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთინ ქოჯას განცხადებით, 31 მარტის  მონაცემებით თურქეთის რესპუბლიკაში 214 ადამიანია COVID-19-ით გარდაცვლილი.  ამასთან, დაფიქსირდა 2 704 ახალი შემთხვევა. 31 მარტის მონაცემებით, თურქეთის რესპუბლიკაში 13 531 ადამიანია ინფიცირებული COVID-19-ით. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა დაიწყო კამპანია „ჩვენ ერთმანეთისთვის საკმარისი ვიქნებით“. პრეზიდენტის განცხადებით, დაბალი შემოსავლის მქონე …

ზუგდიდში მარტოხელა პენსიონერებისთვის აქტივისტები თანხას აგროვებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პენსიონერებისათვის სამოქალაქო აქტივისტები თანხას აგროვებენ. საგანგებო მდგომარეობის და საყოველთაო  კარანტინის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში აკრძალულია შიდაგადაადგილება ნებისმიერი სახის მუნიციპალური ტრანსპორტით. ასეთ დროს  განსაკუთრებით რთულ დღეში ის მოხუცები აღმოჩნდნენ, ვისაც არც საკუთარი ავტომანქანა და არც ტაქსის ფული აქვს. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ერთი კვირაა დაიწყო სურსათის დარიგება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებიან და ჰყავთ …

„დარჩი სახლში ნიშნავს იმასაც, რომ არ გადახვიდე მეზობელთან ყავაზე“ – ზაალ მიქელაძე

აჭარის  ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ. მისი თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანებმა მკაცრად დაიცვან ფიზიკური იზოლაციიის წესები: „არავის არ მოუხსნია ადამიანებისთვის მოწოდება „დარჩი სახლში“. ნუ გაიგებენ, რომ „დარჩი სახლში“ ნიშნავს  სამუშაოზე არ წახვიდე,  მაგრამ იარო მეზობლებში,  ყავაზე, დაბადების დღეებზე და ა.შ. სანამ ამას არ მიხვდება ჩვენი ხალხი, მანამდე უნდა იცოდნენ …

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

30 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსით 101 739 ადამიანია ინფიცირებული. ბოლო 24 საათში სულ 1 648 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ახალი შემთხვევების ოდენობა ფაქტობრივად განახევრებულია. შედარებისთვის გუშინ, 29 მარტს, 3 815 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ასევე, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 812 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის ეპიდაფეთქებიდან დღემდე, 30 მარტამდე, ვირუსით 11 591 ადამიანია გარდაცვლილი. 30 მარტის …

როგორ უნდა დაბრუნდნენ სტამბოლში ჩარჩენილი ქართველები სამშობლოში? – ელჩის განმარტება

საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა ფეისბუქზე წერს, რომ საელჩო ყველაფერს აკეთებს თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი ქართველების დასახმარებლად. საქმე ეხება გუშინ, 29 მარტს მომხდარ ფაქტს, როდესაც ავტობუსი, რომლითაც საქართველოს 54 მოქალაქე საქართველოში ბრუნდებოდა, თურქმა სამართალდამცავებმა უკან, სტამბოლში დააბრუნეს. მოქალაქეები აჭარის ტელევიზიას უყვებიან, რომ მათ წუხელ ღია ცის ქვეშ გაათიეს ღამე. „გუშინ სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც …

თურქეთის 14 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში თურქეთის 14 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს. ინფორმაციას და კარანტინში მოქცეული ქალაქების ჩამონათვალს თურქეთში  საქართველოს საელჩო ავრცელებს. „თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის შემდეგ 14 ქალაქში გამოცხადდა კარანტინი: რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი, ართვინი, გუმუშჰანე, ქუთაჰია, ჩანქირი, სივასი, გირესუნი, ჩანაქქალე, ჩორუმი და დუზჯე,” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. კარანტინის ზონაში …

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ექვსით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა და 97 გახდა. ინფორმაცია დღეს, 30 მარტს, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.  COVID-19-ით ინფიცირებული 97 პაციენტიდან 18  უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს. ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია. მათ Covid-19 ბოლო ორი პაციენტისგან გადაედოთ. „ამ ექვსიდან 4 ინფიცირებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს, ორი კი – თბილისის საუნივერსიტეტო …

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 756 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 756 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის აფეთქებიდან დღემდე იტალიაში სულ 10 779 ადამიანია გარდაცლილი. 29 მარტის მონაცემებით იტალიაში კორონავირუსით 97 689 ადამიანია ინფიცირებული. მათგან ბოლო 24 საათში ვირუსი 3 851 ადამიანს დაუდასტურდა. 646 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთლებულთა ოდენობა  13 030-მდე გაიზარდა.

სადილი იტალიაში – მაგიდა ორ აივანზე [ფოტოამბავი]

“სადილი იტალიაში კორონავირუსის დროს” – ასე დაასათაურა იტალიურმა გამოცემა “ილ რესტო დელ კარლინომ” ფოტო, რომელიც დღეს, 29 მარტსაა გადაღებული, იტალიის სამხრეთში, ფერმოს პროვინციაში მდებარე პატარა ისტორიულ ქალაქ პორტო სან ჯორჯოში. „პატარა ისტორიულ ქალაქებში ჯერ კიდევაა შემორჩენილი კეთილმეზობლური ურთიერთობა. სწორედ ამიტომ ამ ადამიანებისათვის განსაკუთრებით რთულია იზოლაციის პერიოდი. ადამიანებს არ შეუძლიათ ერთმანეთს შეხვდნენ და ერთად ისადილონ. პორტო …

ესპანეთში კორონავირუსით ერთ დღეში 838 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა იზრდება. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დღეს, 29 მარტს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად ბოლო 24 საათში ქვეყანაში 838 ადამიანი გარდაიცვალა. მზარდია ინფიცირებულთა რიცხვიც. ახალი კორონავირუსი ესპანეთში 78 797 ადამიანს აქვს დადასტურებული. ესპანური გამოცემა “ელ პაისი” წერს, რომ შაბათს, 27 მარტს, ერთ დღეში 832 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით, პარასკევს კი – 769. ესპანეთში კორონავირუსის …

იუდეველი და მუსლიმი ექიმების ლოცვა [ფოტოამბავი]

„ერთი ფეხზე დგას და თვალები იერუსალიმისკენ მიუპყრია, მეორეს მუხლი მოუყრია სალოცავ ხალიჩაზე და მექას მიმართულებით ლოცულობს. საუკუნეების განმავლობაში ორი დაპირისპირებული სამყარო ერთ ფოტოში გაერთიანდა და ახლა ეს ფოტო მთელს მსოფლიოში „მოგზაურობს“ სოციალური ქსელის დახმარებით,” – ამ შესავლით აქვეყნებს იტალიური გამოცემა “ლა რეპუბლიკა” ფოტოს, რომელზეც გამოსახულია, თუ როგორ ლოცულობენ მუსლიმი და იუდეველი ექიმები. ავრაჰამ მინტცი და …

რიზეს პროვინციის ერთ ნაწილში კარანტინი გამოაცხადეს

თურქეთში, რიზეს პროვინციაში, ქალაქ ქენდირლისა და მის მიმდებარე ოთხ სოფელში – ბესთეპეში, ახალ სელიმიეში, ესენთეპსა და მალთეფეში კარანტინი გამოაცხადეს. კარანტინი გამოცხადებულია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის. რიზეს გუბერნატორის განცხადებით, კარანტინად გამოცხადებული ზონის ყველა შესასვლელ-გასასვლელი მკაცრად კონტროლდება. ამასთან, მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლებიდან გამოსვლა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ. ქალაქ ქენდირლიში დაახლოებით 3500 ადამიანი ცხოვრობს. გუშინ, …

#Həmrəylik – სოლიდარობის წერილი ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობას

მარნეულელი პაციენტისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურებას და რეგიონის ჩაკეტვას ფეისბუკზე ქართველი აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მიმართული ქსენოფობიის ახალი ტალღა მოჰყვა. სწორედ ამიტომ აქტივისტთა ჯგუფმა მოამზადა სოლიდარობის წერილი და სოციალურ ქსელში გაავრცელა. (ქართული ტექსტი იხილეთ ქვემოთ) Bu məktubu sizə Gürcüstanın səravi vətəndaşları yazır və hamını sizə dəstək olmağa çağırırıq. İlk növbədə, cəmiyyətimizin bir hissəsi tərəfindən Bolnisi və Marneuli əhalisinə …

769 ადამიანი ერთ დღეში – ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ისევ გაიზარდა

769 ადამიანი გარდაიცვალა ესპანეთში ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსით. მონაცემები დღეს, 27 მარტს, გამოქვეყნდა. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 4 858 ადამიანია გარდაცვლილი. 56 188-დან 64 059 -მდე გაიზარდა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში. აქედან საავადმყოფოში მკურნალობას დაახლოებით 27 ათასი პაციენტი გადის. ესპანეთში, რომელიც ევროპაში იტალიის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, 14 მარტის შემდეგ …

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 629-მდე გაიზარდა

75 ადამიანი გარდაიცვალა თურქეთში კორონავირუსით. 26 მარტის მონაცემებით, მთლიანად თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის 3 629 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. „16 პაციენტი გარდაიცვალა. ამით დაღუპულთა რიცხვი 75-მდე, დაავადებულთა კი 3 ათას 629-მდე გაიზარდა,“ – დაწერა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ twitter-ზე. ჯანდაცვის  მინისტრის  ინფორმაციით, 26 მარტს  7 286 ტესტის პასუხი მიიღეს და მათგან მხოლოდ 1 196 იყო დადებითი. …

კორონავირუსთან მებრძოლი ადამიანების დაბინავების მხარდაჭერის გეგმა

სხვადასხვა კომპანია თავისებურად ერთვება ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში. ბინებისა და გესთჰაუზების გაქირავების პორტალი, Airbnb-ი გეგმავს დააბინავოს 100 000 ადამიანი, ვინც COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. Airbnb-ი მის პორტალზე რეგისტრირებულ მასპინძლებთან პარტნიორობით ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, ჰუმანიტარული მისიების წევრებსა და პირველადი რეაგირების ჯგუფებში მომუშავე ადამიანებს სთავაზობს სუფთა, მოსახერხებელ ფართობებს, რითაც ისინი პაციენტებთან ახლოს და ოჯახისგან მოშორებით, უსაფრთხოდ იქნებიან. …

კორონავირუსით იტალიაში სულ 39 ექიმი გარდაიცვალა, მათგან 5 ბოლო 24 საათში

იტალიაში კორონავირუსის ეპიდაფეთქებიდან დღემდე 39 ექიმია გარდაცვლილი. აქედან ხუთი ბოლო ორ დღეში 25-26 მარტს გარდაიცვალა. მაღალია სამედიცინო პერსონალის ვირუსით ინფიცირების რაოდენობაც. როგორც იტალიური გამოცემა “ლა რეპუბლიკა” წერს, კორონავირუსით იტალიაში 6 205 ექიმი, ექთანი და სანიტარია დაავადებული. რაც საერთო ინფიცირებულთა ოდენობის 9 %-ია. სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კლინიკებში საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის არ ქონა სახელდება. …

„დავკარგე პირადობა, დავარღვიე სავიზო რეჟიმი“ – თურქეთიდან დაბრუნებაზე საკონსულოს განმარტება

თურქეთთან საზღვრის დროებით ჩაკეტვის შემდეგ „ბათუმელებს“ არაერთი მოქალაქე მომართავს კითხვებით, თუ როგორ და რა გზით შეძლებენ ისინი ქვეყანაში დაბრუნებას. ტრაბზონში საქართველოს საკონსულოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი, საქართველოში დაბრუნებაზე პრობლემა არ შეექმნებათ. მაგრამ, „სავიზორეჟიმდარღვეულები საზღვარზე იხდიან ჯარიმას ან ექვემდებარებიან დეპორტაციას. ხოლო იმ მოქალაქეებმა, ვისაც არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი …

მილანში ცარიელ ქუჩაზე პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

მილანში პოლიციის ორი მანქანა, რომელებიც სკუტერს მისდევდა, ცარიელ ქუჩაზე ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა ოთხშაბათს, 25 მარტის შუადღეს მოხდა. „მაღალი სიჩქარით მოძრავი პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს იმ დროს შეეჯახა, როცა ისინი სავარაუდოდ სკუტერით მოძრავ მძარცველს მისდევდნენ. შემთხვევის შედეგად პოლიციელები არ დაშავებულან. ფაქტის  თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიცია მისდევდა  სავარაუდო მძარცველს, რომელმაც შუქნიშანთან მდგარი ქალი გაძარცვა და გაიქცა. ინციდენტის …

ქედის სოფლებში მცხოვრებთ მერიის ავტომანქანებით მოემსახურებიან

ქედის მერია მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას დახმარებას სთავაზობს. “საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილები მაქსიმალურად იქნას თქვენი საჭიროებისათვის გამოყენებული. ბოლო დღეებში ცხელ ხაზზე მოგვმართეს მოქალაქეებმა და არაერთი პრობლემური საკითხი გადავჭერით ამ მხრივ, პირადად საკრებულოს თავმჯდომარის, ამბულატორიებისა და მერიის სხვა სამსახურების ავტომობილების საშუალებით. თუ თქვენ ცხოვრობთ სოფლად, არ გაქვთ პირადი ავტომობილი და გსურთ …

იტალიაში კორონავირუსით 683 ადამიანი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში

683 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში. 25 მარტის მდგომარეობით კორონავირუსით იტალიაში სულ 7 503 ადამიანია  გარდაცვლილი. დღესვე დაფიქსირდა კორონავირუსის 5 2010 ახალი შემთხვევა. ბოლო, ოფიციალური მონაცემებით იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულია 74 386 ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელდა 9 362 ადამიანი, აქედან 25 მარტს 1 036 ადამიანი.   22 მარტს, იტალიის მთავრობამ გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც ნემისმიერი …

პუშკინის ქუჩა ხანძრის შემდეგ [ფოტორეპორტაჟი]

25 მარტს, დილის ხუთ საათზე, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 მაღაზია დაიწვა, სამი კი დაზიანდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე მეხანძრეების 4 ჯგუფი მუშაობდა. დაიწვა ლაქ-საღებავების და სარემონტო მასალების მაღაზიები. მეპატრონეების თქმით,  სულ მცირე თითოეულ მათგანს 15 ათასი ლარის ზიანი მიადგა, ზოგ მაღაზიას კი 30 ათასზე  მეტი ლარის. არც ერთი მაღაზია დაზღვეული …

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 343 ადამიანს დაუდასტურდა

“ჩვენ გვაქვს 343 ახალი დადასტურებული შემთხვევა,” – თქვა თურქეთის ჯანმრთელობის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ 24 მარტს, გასული 24 საათის შეჯამებისას. მისივე ინფორმაციით, სულ თურქეთის მასშტაბით ამ დრომდე  1 872 ადამიანს აქვს კორონავირუსი დადასტურებული. მინისტრის თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 952 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. მათი უმრავლესობის პასუხი უარყოფითი იყო. ბოლო 24 საათში კორონავირუსით თურქეთში 7 ადამიანი დაიღუპა. …

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 743 ადამიანი გარდაიცვალა

743 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში. 24 მარტის მდგომარეობით კორონავირუსით იტალიაში სულ 6 820 ადამიანია  გარდაცვლილი. დღესვე დაფიქსირდა კორონავირუსის 3 612 ახალი შემთხვევა. ბოლო, ოფიციალური მონაცემებით იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულ 69 176 ადამიანია.   22 მარტს, იტალიის მთავრობამ გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც ნემისმიერი მოქალაქისთვის აკრძალულია საჯარო ან კერძო ტრანსპორტით ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში წასვლა. …

პაოლო მიკაი – ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

24 მარტს გენუაში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 წლის იტალიელი ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი პაოლო მიკაი. “ლა რეპუბლიკა” წერს, რომ იტალიური მედიასფერო პაოლო მიკაის გლოვობს. იგი ვირუსის სიმპტომებით გენუის საავადმყოფოში ის 10 დღის წინ მოათავსეს, დღეს კი გარდაიცვალა. პაოლო მიკაი Mediaset-ის თანამშრომელი იყო.  40 წლის მანძილზე მის სახელს  უკავშირდება არაერთი ცნობილი ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი. “40 წლის განმავლობაში …

გადავარჩინოთ გიდები – საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. ერთ-ერთი სფერო, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა COVID-19-ის გამო, ტურისტული სექტორი და  გიდები არიან. “ტურიზმის სექტორისთვის შეთავაზებული მხარდაჭერის პაკეტიდან, თითქმის არც ერთი პირდაპირ არ შეხებია გიდებს, არც ქონების გადასახადზე დაწესებული შეღავათია მნიშვნელოვანი და არც საშემოსავლო თუ მოგების გადასახადების გადავადებაა შვება. საჭიროა სპეციალური მიდგომა გიდებისთვის, მათთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იყო ერთადერთი წყარო …

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 3.62 ლარი ღირს

ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი დღეს, 24 მარტს, 3.23 ლარი ღირს. კომერციულ ბანკებში კი 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.62 ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ევროს, ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.45-ია, თუმცა კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1 ევროს შეძენა 3,95 ლარადაა შესაძლებელი.   24 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსი ეროვნულმა ბანკმა 23 მარტს გამოაქვეყნა: ეროვნულმა ბანკმა დღეს …

“სოკარი” გაზს შეუწყვეტს აბონენტებს, რომლებიც დავალიანებას ვერ იხდიან

24 მარტის მდგომარეობით, „სოკარი“ არ აპირებს მოქალაქეებს, რომლებიც გაზის დავალიანებას ვერ იხდიან, თანხის გადახდა გადაუვადოს. „სოკარის“ წარმომადგენლები თითოეულ ასეთ აბონენტთან მიდიან და ეუბნებიან, რომ გაზს ჩაუჭრიან, თუკი მიმდინარე დავალიანებას ვერ გადაიხდიან. „ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა. ერთ-ერთის თქმით, მათმა ოჯახმა შემოსავალი დაკარგა და ამ ეტაპზე გადახდას ვერ ახერხებს. „ჩემი ქმარი სამარშრუტო ხაზზე მუშაობს. ყოველდღიურ შემოსავალზე ვიყავით …

იტალიაში გარდაიცვალა მღვდელი, რომელმაც თავისი რესპირატორი ახალგაზრდას დაუთმო

72 წლის მღვდელი ჯუზეპე ბერარდელი, რომელიც ბერგამოს პროვინციაში პატარა ქალაქ კასნიგოს ეკლესიაში მსახურობდა, კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ერთ-ერთია იმ 30 მღვდელთაგან, რომელიც ვირუსმა იმსხვერპლა. ბერგამოს ყველა  საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებულებითაა სავსე. ექიმებს არ ჰყოფნით რესპირატორები და ხელოვნური სუნთქვის აპარატები. როგორც იტალიური გამოცემა TGCOM24-ი წერს, ჯუზეპე ბერარდელმა თავისი რესპირატორი მასზე ახალგაზრდა უცნობ პაციენტს დაუთმო. მას შემდეგ, რაც მღვდელს …

იტალიაში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 602 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 602 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ვირუსით გარდაცვლილთა ოდენობა კი 6078-ია. ასევე ბოლო 24 საათში ვირუსისგან 408 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა  7 423-ს მიაღწია. ასეთია 23 მარტის მონაცემები. დღესვე დაფიქსირდა კორონავირუსის 4 781 ახალი შემთხვევა. ოფიციალური მონაცემებით 23 მარტის მდგომარეობით იტალიაში COVID-19-ით ინფიცირებულ 63 919 ადამიანია. ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/ANGELO CARCONI

ქორწილების და ქელეხების გადახდა აიკრძალა – მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობის #181-ე დადგენილებით საქართველოში 10-კაციანზე მეტი ქორწილების და ქელეხების გადახდა აიკრძალა. “იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები),” – ვკითხულობთ მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებაში. ამავე დადგენილებით იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც …

როგორ დავბრუნდეთ თურქეთიდან საქართველოში – საკონსულოს განმარტება

დღეიდან, 23 მარტიდან, თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს  მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნება მხოლოდ სარფის საბაჟოს გავლით შეუძლიათ. ტრაბზონში საქართველოს საკონსულოს ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთში 23 მარტის მდგომარეობით გადაადგილება შეზღუდული არაა, ასევე შეუფერხებლად ხორციელდება შიდა ფრენები, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით – ავტობუსებით და თვითმფრინავებით. ერთადერთი შეზღუდვა დაწესებულია სარფის საბაჟოზე, რომელიც დილის ათიდან საღამოს ექვს საათამდე …

9 გარდაცვლილი და 289 ახალი შემთხვევა 24 საათში – კორონავირუსი თურქეთში

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ვირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 30-ია. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით 22 მარტს 289 ადამიანს აღმოაჩნდა ვირუსი. ინფიცირებულთა ჯამური ოდენობა კი 1 236 ადამიანია. “ჩვენ ვკარგავთ ახალ სიცოცხლეებს. იზრდება ახალი შემთხვევების ოდენობა. დღეისათვის 20 335 ტესტი გვაქვს ჩატარებული და მათგან მხოლოდ 1 236 ადამიანს აღმოაჩნდა ვირუსი. ჩვენ დავკარგეთ 30 …

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 651 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 651 ადამიანი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რიცხვი ჯამში 5 476-ია.  გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირებით ახალი 5 560 შემთხვევა. 22 მარტის მდგომარეობით იტალიაში კორონავირუსი 59 138 ადამიანს აქვს დადასტურებული. ასევე ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 952 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა ჯამური ოდენობა 7 024-ია. დღეს რომში კორონავირუსით გარდაიცვალა 35 წლის ახალგაზრდა კაცი. ეს პირველი შემთხვევაა იტალიაში, …

12 გარდაცვლილი, 277 ინფიცირებული ბოლო 24 საათში – კორონავირუსი თურქეთში

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 21-ია. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ტვიტერზე დაწერა რომ დღეს, 21 მარტს, თურქეთში 2 953 ადამიანს ჩაუტარეს ტესტი, მათგან 277 დადებითი იყო. მინისტრის თქმით 21 მარტის მდგომარეობით თურქეთში კორონავირუსი 947 ადამიანს აქვს დადასტურებული. Son 24 saatte 2.953 ŞÜPHELİYE TEST yapıldı. 277’si POZİTİF ÇIKTI. Hasta sayımız …

Exit mobile version