მთავარი,სიახლეები

საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები იზღუდება

09.03.2020 • 1895
საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები იზღუდება

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება.  ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო უწყებებს მიეცათ მკაცრი რეკომენდაცია, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მაქსიმალურად შეიზღუდოს სამუშაო მივლინებები საზღვარგარეთ. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს, 9 მარტს, გამართა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: