ბათუმში ზღვაში მოზარდი დაიხრჩო

ბათუმში ზღვაში მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა დღეს, 4 ივლისს, მოხდა. მოზარდი იახტკლუბის მიმდებარედ ზღვაში ბანაობდა, რა დროსაც წყალში გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოზარდის ცხედარი უკვე ნაპოვნია.

ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაციის პორტალი ისევ შეფერხებით მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge-ზე „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის მსურველებს რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა შეფერხებებით. დღეს, 4 ივლისს, საიტმა მუშაობა განაახლა, თუმცა შეფერხებებით. იმისათვის, რომ მოქალაქემ რეგისტრაცია გაიაროს, ხანგრძლივი ლოდინია საჭირო. თითოეული საფეხურის გავლას საშუალოდ 10-15 წუთი სჭირდება. ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პორტალი გუშინ, 3 ივლისს, უნდა გახსნილიყო, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში საიტი არ მუშაობდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის …

დადასტურდა კორონავირუსის 1 026 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 12 ადამიანი – 3 ივლისი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 026 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 381 პირი. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 353 612 ადამიანი, ხოლო ვირუსით დაიღუპა 5 347 პირი. Stopcov.ge-ს მონაცემებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 002 კვლევა ტესტით, მათ შორის …

საპატრიარქო თბილისი-პრაიდის კონტრაქციას აანონსებს და ისევ ელჩებს აკრიტიკებს

საქართველოს საპატრიარქო თბილისში, 5 ივლისს დაგეგმილი პრაიდის პარალელურად აქციას აანონსებს. ჰომოფობიური შინაარსის მქონე განცხადება, საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მასში გაკრიტიკებულია საქართველოში აკრედიტირებული საელჩოები და ევროპარლამენტარები. “29 ივნისს გაკეთებული განცხადებით საქართველოს საპატრიარქომ “თბილისი-პრაიდის” ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, რათა, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან. იმედი გვქონდა, …

შშმ პირები ზღვაში ბანაობას ბათუმში, გრიბოედოევის გასწვრივ პლაჟზეც შეძლებენ [ფოტო]

ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ადაპტირებული პლაჟი სანაპიროზე გრიბოედოვის ქუჩის გასწვრივ მდებარეობს. ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, პლაჟზე მისულ დამსვენებელს, ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე, გასახდელი და ოთხი ტივტივა ეტლი დახვდება. პლაჟზე ასევე იქნება პერსონალი, რომელიც შშმ პირებს საჭიროების შემთხვევაში დახმარებას გაუწევს. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება. ბათუმის სანაპიროზე ეს უკვე მეორე …

არ მუშაობს პორტალი, რომელზეც “სინოფარმით” ასაცრელად რეგისტრაციაა შესაძლებელი

არ მუშაობს პორტალი, რომელზეც დღეს, 3 ივლისს “სინოფარმის” ვაქცინით აცრის მსურველთა რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო. ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge-ზე შესვლისას მომხმარებელს შემდეგი ტექსტი ხვდება: “გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური განახლება. ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის”. საიტზე რეგისტრაცია დღის 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. რატომ არ მუშაობს პორტალი? – დაავადებათა კონტროლის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ამ კითხვაზე პასუხის …

ბათუმში 12 ქუჩაზე წყალმომარაგება შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ბათუმში 12 ქუჩაზე და მათ მიმდებარე შესახვევებზე წყალმომარაგება საღამოს  რვა საათამდე შეწყდება. „ავარიული დაზიანების გამო 11:00 საათიდან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე: აღმაშენებლის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, რურუას ქუჩა, ხახულის ქუჩა, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა და ჩიხები, აეროპორტის გზატკეცილი, მესხეთის ქუჩა, მარეთის ქუჩა, ხასან ხილიმიშის ქუჩა, ევდემოზ დიასამიძის ქუჩა, ანგისის I …

ტურისტების მოლოდინი სიხარულითა და შიშით – თევზით მოვაჭრეების სეზონი [ფოტოამბავი]

„დღეს კოვიდის 1200 შემთხვევა ყოფილა“, „პირბადის გარეშე არ უნდა შემოუშვან ტურისტები“ – ბათუმის თევზის ბაზარში დილა კორონავირუსზე საუბრით და სტატისტიკის განხილვით იწყება. თევზით მოვაჭრეებს, ერთი მხრივ, ტურისტების გაზრდილი რაოდენობა უხარიათ, მეორე მხრივ კი, დარდობენ ვირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური მატების გამო. მარინა მესხი ბათუმის თევზის ბაზარში თევზს ყიდის. ამბობს, რომ პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, აისახა როგორც …

ბათუმში მეზღვაურთა დღე მსვლელობით აღნიშნეს [ფოტო]

დღეს, 26 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ტრადიციული საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს. საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა მსვლელობა ბათუმის ნავსადგურისკენ ცენტრალური პარკიდან დაიწყეს. მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში 2011 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა. დღესვე სააგენტო დააჯილდოებს საზღვაო სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც  საზღვაო დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

თურქეთში კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან იხსნება

კორონავირუსის აქტიური შემთხვევების შემცირების გამო თურქეთში პირველი ივლისიდან კომენდანტის საათი მოიხსნება. ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გაავრცელა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით  ქვეყანაში ასევე უქმდება შეზღუდვები საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ხოლო საჯარო სამსახურები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდებიან. 21 ივნისს თურქეთში კორონავირუსის 5 294 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება თურქეთმა 1-ელი ივნისიდან დაიწყო.

ბულვარში ნაგვის დაყრისთვის 80 ლარით დაჯარიმდებით

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იმ აკრძალვების ნუსხას აქვეყნებს, რომელთა დარღვევის შემთხვევაში პირს ფულადი ჯარიმები დაეკისრება. კერძოდ, ბულვარის ტერიტორიაზე აკრძალულია ნაგვის დაყრა, სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა ქვეითებისთვის განკუთვნილ გზაზე და ქვეითების მოძრაობა ველო ბილიკზე. ბულვარის ადმინისტრაციის თანახმად: [checklist] 2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანება იწვევს პირის დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი მოძრავი საშუალებებით …

აქტივისტი ქალები, რომლებმაც ძალადობის მსხვერპლი ქალი დაიცვეს, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ

ხულოში აქტივისტი ქალები, რომლებმაც ძალადობაზე საუბარი დაიწყეს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს მხარდაჭერა აღმოუჩინეს, ძალადობაში დადანაშაულებული პირების ნათესავების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ფატიმა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ წარმომადგენელია. ფატიმა ამბობს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ძალადობის მსხვერპლ ქალს, მზიური მელაძეს მხარი დაუჭირა. ძალადობის მსხვერპლ ქალთან, მზიური მელაძესთან ინტერვიუ გადაცემა „ჰეშთეგმა“ ჩაწერა. ქალი …

სახანძრო კიბე ბათუმის მაღალსართულიანი კორპუსებისთვის – იაპონიის საელჩოს საჩუქარი  

იაპონიის საელჩომ  ბათუმს 140 ათასი დოლარის ღირებულების სახანძრო ავტო-კიბე აჩუქა. პროექტი იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ავტო-კიბე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოს ავტოპარკში იქნება. სახანძრო ავტო-კიბე მაღალ სართულებზე გაჩენილ ხანძრებთან საბრძოლველადაა გათვლილი. სახანძრო ტექნიკის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი დღეს, 12 ივნისს, ბათუმში გაიმართა და მეხანძრე-მაშველის …

მინისტრის მტკიცებით, კარბამიდის ტერმინალი ბათუმისთვის უსაფრთხო იქნება

დღეს, 11 ივნისს, ბათუმში მინერალური სასუქების ტერმინალი გაიხსნა. ტერმინალის მეშვეობით აზიიდან მიღებული ტვირთი ევროპის ბაზარზე უნდა გავიდეს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტერმინალი უახლოესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. ტერმინალი ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ის პარტნიორობით აშენდა და მასში 20 მილიონზე მეტი დოლარი ინვესტიციაა ჩადებული. ბათუმში ტერმინალის მშენებლობას წინ უძღოდა პერმანენტული საპროტესტო აქციები. მოქალაქეთა …

ბათუმში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

დღეს, 10 ივნისს, კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ავარია მოხდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, ავარიის შედეგად მოქალაქეებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ ნოდარ ნაკაშიძე აირჩიეს

დღეს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ ნოდარ ნაკაშიძე აირჩიეს. აჭარის უსინათლოთა კავშირში 420 პირია გაწევრიანებული. კავშირის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 106-მა წევრმა მიიღო. არჩევნები დღეს, 10 ივნისს, ჩატარდა. დელეგატები ციხისძირში, სასტუმრო “მეგობრობაში” იყვნენ შეკრებილები. უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარეობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა: ბადრი კონცელიძემ, ზურაბ მსახურაძემ, ნოდარ ნაკაშიძემ, ნუგზარ კეკელიძემ და არჩილ ვაშაყმაძემ. თუმცა …

როგორ ცხოვრობს სოფელი ხურჩა, სადაც რუსი ჯარისკაცები ძაღლებით შეიჭრნენ

სოფელ ხურჩაში 4 თვის წინ რუსი ჯარისკაცები ძაღლებით შევიდნენ და გალიდან გადმოპარული 4 ადამიანი უკან – აფხაზეთში დააბრუნეს. ქართულ მედიაში არაფერი თქმულა, თუ რა ბედი ეწიათ იძულებით წაყვანილებს. ხურჩაში ამბობენ, რომ მას შემდეგ რუსი ჯარისკაცები სოფელს ძაღლებით აღარ დასხმიან თავს. რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ამ სოფელში – „ბათუმელების“ რეპორტაჟი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლიდან. „28 წელი …

180 კილომეტრი ფეხით მთისკენ – მწყემსები ჭოროხისპირიდან

ერთი საუკუნეა აჭარაში, ჭოროხისპირა სოფლებში – კირნათსა და შუშანეთში ადგილობრივები მესაქონლეობას მისდევენ. სოფელს ახლოს საძოვარი არ აქვს. ამიტომ ფერმერებს 180 კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით, თხის  არვე მთის საძოვარზე რომ აიყვანონ. „რუკაზე ჯაჯის ტბადაა მონიშნული ჩვენი საძოვრები, მაგრამ ჩვენ ჯაზი გოლის ტბას ვეძახით,“ – მიხსნის შუშანეთელი 61 წლის თამაზ ცინცაძე. მისი თხის არვე საძოვრებისკენ 25 მაისს, …

ეპისკოპოსი დადიანების სასახლის და სხვა ქონების გასაღებებს ითხოვს – ბერის წერილი მიტროპოლიტს

„ეკლესიაში ეს მღელვარება არ დაცხრება, სანამ საეკლესიო სამართლით სიმშვიდე არ დაბრუნდება. მონაზვნებს ეპისკოპოსთა ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ მოსვენება დაგვიკარგა. კიდევ ერთხელ ნუ იქნებით მიზეზი საეკლესიო პროვოკაციის,“ – ამ სიტყვებით მიმართავს სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, იღუმენი დანიელი (გვილავა) ჭყონდიდის მიტროპოლიტს. ამ მიმართვის საფუძველი მიტროპოლიტი სტეფანეს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც იღუმენმა დანიელმა სალხინოს მამათა მონასტრის ქონება (დადიანების სასახლის, …

რიონის ხეობაში რკინის ღობე ისევ აღმართეს

რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში, იქ, სადაც ნამახვანის ჰესის მოწინააღმდეგეთა კარვებია გაშლილი, პოლიციამ რკინის ჯებირები დააბრუნა. რიონის ხეობაში მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილება შეზღუდულია. ყველა შემსვლელს პოლიცია აკონტროლებს. “ბათუმელები” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. დავინტერესდით რის საფუძველზე აღმართეს ხეობაში რკინის ჯებირები. შსს-ს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. რკინის ჯებირები რიონის ხეობაში პირველად 14 აპრილს აღმართეს. სახელმწიფო ამ გზით ცდილობს ხეობაში …

ჭყონდიდის მიტროპოლიტი იღუმენ დანიელს მღვდლობიდან განკვეთით ემუქრება

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს მონასტრის ყოფილ წინამძღვარს, იღუმენ დანიელს (გვილავა) მღვდლობიდან განკვეთით ემუქრება. მიტროპოლიტის სამგვერდიან გაფრთხილებაში, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის გვერდზე გამოქვეყნდა, ეპარქიაში ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენებია განხილული. ჭყონდიდის მიტროპოლიტი იღუმენ დანიელს ცალსახად ადანაშაულებს საეკლესიო ამბოხში და მისგან ითხოვს 29 მაისამდე საეპარქიო კომისიას გადასცეს დადიანების სასახლის, ღვინის სახლის, მონასტრის მარნისა და მოურავის სახლის გასაღებები. …

რაც უფრო მეტი წელი გადის გერმანიაში ცხოვრების, მით უფრო ვქართველდები – ინტერვიუ ნინო ხარატიშვილთან 

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ გერმანულენოვან ქართველ მწერალთან, ნინო ხარატიშვილთან ზუგდიდში, ოკუპაციის ზოლთან მდებარე სოფელ კოკის საჯარო სკოლაში ჩაწერა. გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) საქართველომ კოკის საჯარო სკოლაში „თანასწორობის კუთხე“ გახსნა. მწერალი „თანასწორობის კუთხის“ გახსნაზე სტუმრად იყო მიწვეული. დღეს, როდესაც ამ ინტერვიუს ვწერთ, თქვენ ჩართული ხართ გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტში. დაესწარით „თანასწორობის კუთხის“ გახსნას. მინდა გკითხოთ, როგორ ეხმარება ლიტერატურა …

კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 1 პაციენტი – 22 მაისი

22 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 96 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 ადამიანი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 89. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 424 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 10 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონის კოვიდსასტუმროებში 260 ადამიანი იმყოფება, კორონავირუსს ბინაზე მკურნალობს 560 ადამიანი.

როგორ წავიდე თურქეთში – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

14 თვეა საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია. ამ დროის განმავლობაში თურქეთთან მიმოსვლა მხოლოდ ბიზნესაქტივობებისთვის, სამუშაოდ და სამედიცინო მიზნით არის შესაძლებელი. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ტურისტული მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის. „ბათუმელებს“ მოქალაქეები ხშირად მომართავენ კითხვებით, რომლებიც თურქეთში წასვლასა და დასაქმებას ეხება. ამ სტატიაში შევეცადეთ თავი მოგვეყარა ყველაზე ხშირად დასმული კითხვებისათვის. რა საბუთები სჭირდება საქართველოს მოქალაქეს თურქეთში შესასვლელად, …

„მონაზვნები რეალურად მონები ხდებიან, გასაქცევი არსად აქვთ“ – ინტერვიუ თეოლოგთან

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირები, ერთი მხრივ, საეკლესიო კანონიკის მსუბუქი დარღვევის დროს უმკაცრესად სჯიან მათთვის არასასურველ სასულიერო პირებს, მეორე მხრივ, თვალს ხუჭავენ მძიმე დანაშაულზე, თუკი ამას მაღალი იერარქი სჩადის. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები, სადაც მიტროპოლიტმა სტეფანემ 15 სასულიერო პირი და მრევლის ნაწილი დასაჯა. მიტროპოლიტი ამტკიცებს, რომ ის კანონიკურად მოქმედებდა. კანონიკური …

კრიზისი ეკლესიაში, რომელიც თავს ვეღარ მალავს

„რატომ დარბის ამდენი სასულიერო პირი, აი, ამ ვიდეოებს ატრიალებს და ბრალს უყენებს თავის პატრიარქს მაშინ, როდესაც საკითხი განსახილველადაც არ არის შეტანილი,“ – ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ [კალაიჯიშვილი] 2021 წლის 7 მარტს, წირვის შემდეგ, ქადაგების დროს ეს კითხვა ამბიონიდან დასვა. მიტროპოლიტი სტეფანე გავლენიანი სასულიერო პირია. მას ორი ეპარქია [ცაგერი-ლენტეხის და ჭყონდიდის] აბარია, წმინდა სინოდის წევრია და საპატრიარქოს …

საჭიროა პოლიციის დამატებით ძალების მობილიზაცია დმანისში – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC] დმანისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და სახელმწიფოს მოუწოდებს, მიიღოს მყისიერი და ეფექტიანი ზომები ადგილზე უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შესაქმნელად. „ამისთვის კი საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინოს პოლიციის დამატებით ძალების მობილიზაცია ადგილზე და მაღალი თანამდებობის პირების ჩართვა სიტუაციის განსამუხტად. მთავრობამ შეისწავლოს მომხდარი კონფლიქტის სისტემური სოციალური და პოლიტიკური მიზეზები და შეიმუშავოს გრძელვადიანი და ფართე …

ნუ შეუწყობთ ხელს კონფლიქტის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას – შსს დმანისის მოვლენებზე

დმანისში მიმდინარე დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს დმანისში შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. „პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს დმანისში ყოფით ნიადაგზე ადგილობრივები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც გადაიზარდა ჯგუფურ …

დაპირისპირება ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის დმანისში

დღეს, 17 მაისის დილიდან, ქალაქი დმანისი ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირების ადგილად იქცა. ერთმანეთს საქართველოს მოქალაქეები –  ეთნიკური აზერბაიჯანელები და ქართველები უპირისპირდებიან. კადრებში, რომელიც დმანისიდან ვრცელდება, ჩანს, როგორ სცემენ ერთმანეთს ხელკეტებით და ჯოხებით შეიარაღებული ადამიანები. დღევანდელი დაპირისპირება გუშინ, 16 მაისს, ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის გაგრძელებაა. სოფელში მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა ამ ეტაპზე სიტუაციის განმუხტვა …

რატომ არ მიულოცა მთავრობამ მუსლიმებს ბაირამის დღესასწაული

გუშინ, 13 მაისს მუსლიმები მარხვის დასრულების დღესასწაულს, რამადან ბაირამს აღნიშნავდნენ. განსხვავებით მართლმადიდებლური დღესასწაულებისგან, მუსლიმებს ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაული არ მიულოცა არც საქართველოს პრეზიდენტმა და არც პარლამენტის თავმჯდომარემ. მათ ოფიციალურ გვერდებზე ინფორმაცია მილოცვის შესახებ არ იძებნება. მუსლიმ მოსახლეობას რამადან-ბაირამი მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და, ასევე, აჭარის მუნიციპალიტეტების მერებმა. რაც შეეხება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, …

ღარიბი, ნაცემი და დასჯილი დიაკონი ჭყონდიდის ეპარქიიდან [ვიდეო]

მარტვილში, წაჩხურუს მონასტრის დიაკონი, ანანია კალანდია იმ სასულიერო პირებს შორისაა, რომლებიც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დასაჯა და მსახურება აუკრძალა. დიაკონი იხსენებს დასჯის ძირითად მიზეზს – წაჩხურუდან აბაშაში უნდა ჩასულიყო წირვაზე დასასწრებად, ანუ 40 კილომეტრის გავლა დაავალეს, მან კი ეს ვერ შეძლო, რადგან ავტომანქანა არ აქვს, თანაც 7 ოპერაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის გულზე. დიაკონი „ბათუმელებს“ უყვება, …

რამადანის დღესასწაული მუსლიმთა ნაწილმა ბათუმის ახალ მეჩეთში აღნიშნა

მუსლიმური სამყარო დღეს მარხვის დასრულების დღესასწაულს, რამადან ბაირამს აღნიშნავს. ბათუმში მცხოვრები მუსლიმების ნაწილმა ბაირამი ბათუმის ახალ მეჩეთში, ნაწილმა კი ძველ მეჩეთში აღნიშნა. ლოცვა დილის 6:40 საათზე დაიწყო. ბათუმის ახალ მეჩეთში მომლოცველთა დიდი ნაკადი იყო. მათ პირბადები ეკეთათ, თუმცა დისტანციის დაცვა ვერ ხერხდებოდა. საჯარო სივრცეში შეკრებისას დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებიდან …

მიტროპოლიტი დიმიტრი ძალადობაზე: დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას ნანობს

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ჟურნალისტებმა სასულიერო პირების მხრიდან გახშირებულ ძალადობის ფაქტებზე დაუსვეს კითხვები. მიტროპოლიტმა, ერთი მხრივ, დაგმო ძალადობა, მეორე მხრივ კი, ჟურნალისტები ე.წ. პროვოკაციაში დაადანაშაულა. „საერთოდ, ძალადობა ყოვლად დასაგმობია. ეს ცხადზე უცხადესია. თავისთავად არ იყო ეს ყველაფერი ლამაზი. დარწმუნებული ვარ, რომ მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს,“ – ასე შეაფასა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა …

300-500 ადამიანის აცრა, ეს არის 1 გადარჩენილი სიცოცხლე – გამყრელიძე

დღეს, 4 მაისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. აცრის შემდეგ ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან ვაქცინაციის პროცესზე კომენტარი გააკეთა. მისი ინფორმაციით, 15 მარტის შემდეგ (სწორედ ამ დღეს დაიწყო ვაქცინაციის პროცესი საქართველოში), 45 ათასზე მეტი აცრაა გაკეთებული. „45 ათასზე მეტი აცრიდან 25 ათასი ასტრაზენეკაა, 13 ათასი – ფაიზერი და ფაიზერის მეორე დოზით …

ამირან გამყრელიძე ჩინური “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, “სინოფარმით” აიცრა. საქართველოში “სინოფარმით” ვაქცინაცია დღეს, 4 მაისს, იწყება. თუმცა ვაქცინას ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს მიღებული. ჯანმომ თავისი გადაწყვეტილება “სინოფარმის” შესახებ  უახლოეს ხანში უნდა გამოაქვეყნოს. “სინოფარმით” ვაქცინაციაზე რეგისტრაცია საქართველოში ერთი კვირის წინ დაიწყო.

სააღდგომო ლიტურგია პირბადეებით, მაგრამ დისტანციის დაცვის გარეშე [ფოტო]

2 მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომას ზეიმობს. გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც პანდემიის გამო აღდგომის ღამეს ეკლესიებში მრევლი არ დაუშვეს, წელს  სააღდგომო ლიტურგია ქვეყნის თითქმის ყველა მოქმედ ტაძარში გაიმართა. სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მოქმედ ტაძარებშიც. ბათუმის მთავარ საკათედრო ტაძარში სააღდგომო წირვა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა.

Exit mobile version