86 გარდაცვლილი, 3 034 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 034 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 952 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარდა  36 400 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 132, PCR ტესტით – 15 268. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,34%, ბოლო 14 დღის – …

რა მისამართებზე შეიძლება ავტობუსებში კოვიდზე აცრა დღეს ბათუმში

ბათუმში გრძელდება მოქალაქეების აცრა სამგზავრო ავტობუსში მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში. დღეს მოძრავ პუნქტში ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი იქნება სამ ადგილას: [checklist] ინასარიძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “ვილმარტის” მიმდებარე ტერიტორიაზე დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “ხოფას” მიმდებარე ტერიტორიაზე აკაკი წერეთლის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე [/checklist] აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. დღის განმავლობაში …

გახარია დებატებში იწვევს კალაძეს და მელიას

თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია თბილისის მერობის ორ კანდიდატს – კახა კალაძეს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს. “დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!” – წერს გიორგი გახარია თავის ფეისბუქის …

“ეს სიურპრიზი იყო” – აშშ-ის ელჩი მთავრობის მიერ 75 მილიონი ევროს დახმარებაზე უარის თქმაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს მთავრობის მიერ 75 მილიონ ევროზე უარს აფასებს. ელჩი ამბობს, რომ 75 მილიონი ევრო ცოტა არ არის და მთავრობის გადაწყვეტილება სიურპრიზი იყო. „ჩვენთვის ცოტათი სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის ის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება. განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ  მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად უმუშევრობისა და იმ …

დეგნანი ამბობს, რომ ენმ-ის მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა კარგია ნიშანია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დადებითად აფასებს ენმ-ის მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერას და აცხადებს, რომ საჭიროა შედგეს შეთანხმება პოლიტიკურ სივრცეში. “მივესალმებით ნაციონალური მოძრაობის ამ გადაწყვეტილებას. ეს ხელმოწერა არის მართლაც კარგი ნიშანი იმისა, რომ შეთანხმება შედგეს პოლიტიკურ სივრცეში. ეს არის ძალიან კარგი ნიშანი, რათა ის რეფორმები გატარდეს, რომელიც აუცილებელია და ამ შემთხვევაში …

ბათუმში გამოჩნდა ავტობუსები, სადაც კოვიდზე აცრას ატარებენ

დღეს, 1-ელ სექტემბერს, ბათუმის ქუჩებში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები გამოჩნდა. სამგზავრო ავტობუსებში მოწყობილ ასაცრელ სივრცეებში ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას. პროექტში სამი კლინიკის – რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტლის ამცრელი ჯგუფებია ჩართული. ისინი მოქალაქეებს ვაქცინაციას დადგენილი წესით აცრიან. იმუნიზაციის პროცესი ერთდროულად რამდენიმე ადგილიდან დაიწყო. ერთი ამცრელი ბრიგადა ინასარიძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ …

ავღანეთი და იქ გატარებული წლები – რას იხსენებენ ქართველი კონტრაქტორები 

„თალიბანის შემოსვლის შემდეგ მომიწია ქაბულის ქუჩებში გადაადგილება და დამიჯერეთ, უკვე მზეც სხვანაირად ამოდის იქ,“ – ასე იწყებს საუბარს ავღანეთზე ლევან ჯანგირაშვილი. ის ერთ-ერთია საქართველოს იმ მოქალაქეებიდან, რომლებიც ავღანეთში მუშაობდნენ. მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოს თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი ქაბული უბრძოლველად დაიკავა და ქვეყნის მართვა გადაიბარა, ათასობით ადამიანმა დაიწყო ქვეყნის დატოვება. საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ქაბულში ერთ-ერთ …

შარაბიძეებში გზა საბავშვო ველოსიპედით და ეტლით გადაკეტეს

სოფელ შარაბიძეებში მოსახლეობამ გზა გადაკეტა და საპროტესტო აქციას მართავს. აქციაზე ძირითადად ქალები და ბავშვები არიან გამოსულები, რომლებმაც გზის გადასაკეტად ველოსიპედები,  ქვები და საბავშვო ეტლი გამოიყენეს. შარაბიძეებში მცხოვრებლები მათ დასახლებაში ცხოვრებისთვის შექმნილ გაუსაძლის პირობებს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ აწუხებთ მტვერი და ხმაური, რომელსაც ცემენტის ქარხნები იწვევს. „მთელი ღამის განმავლობაში ისმის ხმაური. საშინელებაა. შეუძლებელია აქ გაჩერება. ვითხოვთ ფილტრები …

79 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა – 31 აგვისტო

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით სულ 7 408  ადამიანია გარდაცვლილი. 31 აგვისტოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 753 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 43 741 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 605, PCR ტესტით …

კლინიკები გადატვირთულია – გაბუნია ეპიდსიტუაციაზე

„შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი არ გვაქვს. სიტუაცია არის საკმაოდ რთული. კლინიკები გადატვირთულია. თითქმის 8 700-მდეა მობილიზებული საწოლების რაოდენობა, მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს სექტორი. ამიტომ ყველა ის რეგულაცია, რომელიც ძალაშია, უნდა აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრის მოადგილის თქმით, დღევანდელი მონაცემი აჩენს იმედს, რომ სიტუაცია ნელ-ნელა სტაბილიზაციისკენ მიდის. …

აჭარაში კორონავირუსის 247 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი – 30 აგვისტო

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 247 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდით გარდაიცვალა 8 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 748 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში 1 012 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსზე, კოვიდსასტუმროში კი – 1 026 ადამიანი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 78 ადამიანი.

78 გარდაცვლილი, 1 915 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 78 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 7 329 ადამიანი გარდაიცვალა. 30 აგვისტოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 929 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 411 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 305, PCR ტესტით – 9 …

ბერმა ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

ასპინძაში, თავკვეთულას მონასტერში მცხოვრებმა ბერმა იოანემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „ფორმულას“ ინფორმაციით, ბერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან უკანონო მშენებლობას აწარმოებს, კერძოდ, სატრაპეზოს აშენებს. სწორედ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად იყო ჟურნალისტი მონასტერში მისული. კადრებში, რომელიც „ფორმულამ“ გაავრცელა ჩანს, რომ ჟურნალისტი დაინტერესდა ჰქონდა თუ არა ბერს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მშენებლობის წარმოების ნებართვა და იყო თუ არა შეთანხმებული …

არა დიქტატორთან შეთანხმებას – დევნილი ბელარუსების საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, 28 აგვისტოს, ბათუმში ბელარუსმა აქტივისტებმა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს საქართველოს სუს-სა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება. “ბათუმიდან ბრესტამდე არ არის დიქტატურის ადგილი”, “არა დიქტატორთან შეთანხმებას”, “თანამშრომლობა კაგებესთან არის მონაწილეობა ტერორში”, – სკანდირებდნენ ბელარუსი აქტივისტები. “ბელორუსიაში გასული წლიდან ცუდი ვითარებაა. ლუკაშენკომ …

ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა. ორივე მათგანი კორონავირუსზე ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] მკურნალობდა. დედა-შვილი კლინიკაში 30 ივლისს შეიყვანეს, კოვიდის მწვავე ფორმით. „რთულად მიმდინარეობდა კოვიდის მართვა. შემდეგ მოხდა ორივე მათგანის ინტუბაცია [მართვით სუნთქვაზე გადაყვანა]. გუშინ, 27 აგვისტოს, გარდაიცვალა დედა, 54 წლის. დღეს დილით კი შვილი, 31 წლის მამაკაცი“ – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში. დღეს საქართველოში კოვიდით 74 ადამიანი …

სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელს სამსახურში კოვიდპასპორტის წარდგენა დაევალა

ომბუდსმენმა სახალხო დამცველის აპარატში მომუშავეებს კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულება დააკისრა. შესაბამის ბრძანებას ნინო ლომჯარიამ ხელი 26 აგვისტოს მოაწერა. ამ ბრძანების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია სამსახურში წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. „კოვიდ საბუთის გარეშე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი არ დაიშვება არც სამსახურში და …

დადასტურდა კორონავირუსის 4 247 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 74 ადამიანი

28 აგვისტოს დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 247ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 74 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, გასულ 24 საათში 3 053 ადამიანი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 100 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 737 კვლევა ანტიგენის ტესტით …

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი საარჩევნო ბანერი მოიპარეს

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მიშა ბოლქვაძის საარჩევნო ბანერი მოიპარეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბანერის მოპარვის შესახებ თავად კანდიდატმა დაუდასტურა. „ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში, ვარშალომიძეების გადასახვევთან, იყო ბანერი გამოკრული. ორი ვიდეოსათვალთვალო კამერაა, ამ კამერებს შსს აკონტროლებს. პრაქტიკულად ვიდეოკამერის ძირშივე, იმ ბოძზე მოიპარეს ეს ბანერი. წინა არჩევნებზე არაერთი ფაქტი იყო მსგავსი – დაჭრა, მოპარვა, ჩამოხევა, ჩამოგლეჯა. აი, ეს …

ქობულეთში ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

დღეს, 27 აგვისტოს, ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. ახალგაზრდა ქობულეთში დასასვენებლად იყო ჩასული, ის ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა. მის ძებნაში საგანგებო სიტუაციების სამსახური იყო ჩართული. შსს-ს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი მუშაობა გვჭირდება – გამყრელიძე ეთნიკური უმცირესობების ვაქცინაციაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს დღეს გამართულ ვებინარზე ჰკითხეს, აპირებს თუ არა NCDC  რაიმე კამპანიის ჩატარებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში, სადაც ხალხი ინფორმაციას ქართულ ენაზე ვერ იღებს. „ჩვენ გაეროს ბავშვთა ფონდი სერიოზულად გვეხმარება. [ვაქცინაციის] ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, გასაგები მიზეზების გამო. რადგან ეს ეთნიკური უმცირესობები ყველაზე მეტი აქ არიან. …

გადაგვივადეთ სესხი 1 წლით და არ გაგვიძვიროთ – საოჯახო სასტუმროების მფლობელები

ქობულეთელი საოჯახო სასტუმროს მფლობელები დღეს, 27 აგვისტოს, ქობულეთის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. ასამდე საოჯახო სასტუმროს მეპატრონე ხელისუფლებას სთხოვს დაეხმაროს და უშუამდგომლოს კომერციულ ბანკებთან. მოქალაქეების თქმით, მიმდინარე წელს ქობულეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა, შედეგად სასტუმროს მფლობელებს სესხის გადახდა აღარ შეუძლიათ. „ბათუმელები“ ესაუბრა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს – ნინო ანანიძის თქმით, დროა მთავრობამ „შეწყვიტოს ზეპირი განცხადებები, თითქოს სეზონი …

ფოთი იმსახურებს უფრო დიდი ტემპებით განვითარებას – პრემიერი მერობის კანდიდატის წარდგენისას

ფოთის მერობის კანდიდატად ბექა ვაჭარაძის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ კანდიდატს გიგი უგულავას გარყვნილი და კორუმპირებული უწოდა. „ჩვენ დღეს კიდევ ვდგავართ არჩევანის წინაშე. ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, გაურყვნელ, პატიოსან ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და თავის ფოთელებს. მეორეს მხრივ არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა. მე ძალიან მაინტერესებს რა უნდა ამ ადამიანს ფოთში? რატომ …

ტიკარაძე ორსულების კოვიდით გარდაცვალებაზე – რიგ შემთხვევებში დაგვიანებული იყო სტაციონარიზაცია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით ორსულების გარდაცვალების გახშირებულ ფაქტებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა. მინისტრის თქმით, ხშირ შემთხვევაში კოვიდინფიცირებული ორსულების საავადმყოფოში გადაყვანა გვიან ხდება. მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც დაუსვეს. 27 აგვისტოს დილას თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში, 19 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ის კოვიდინფიცირებული იყო. “მე ყოველთვის ვერიდები ხოლმე კონკრეტულად პაციენტებზე საუბარს, იმიტომ, რომ …

6 ქალი და 7 კაცი – “ევროპული საქართველოს” სია ბათუმის საკრებულოში

დღეს, 26 აგვისტოს, პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას გააცნო იმ პირთა ვინაობა, ვინც პარტიის სახელით 2 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის  არჩევნებში ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს. პარტიული სიის პრეზენტაცია ბათუმში გაიმართა და მას პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანი გიგი წერეთელი უძღვებოდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელზეც გაერთიანებული ოპოზიცია შეთანხმდა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ექიმი ვახტანგ კალოიანი იქნება. ვახტანგ კალოიანი ასევე …

დელტა შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება, განსაკუთრებით ორსულებში – მინისტრის მოადგილე

„ზოგადად, დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში იმუნური სტატუსიდან გამომდინარე და ასევე შედარებით მძიმე მიმდინარეობა შესაძლოა გამოიწვიოს ორსულებში,” – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების გატარება და თუ ორსული დაინფიცირდა, ძალიან სწრაფად მოხდეს შესაბამისი რეაგირება. „უფრო ეს უკავშირდება იმ ბიოლოგიურ მახასიათებლებს, რაც, ზოგადად, ორსულობის პერიოდში …

“რაა საშიში, მე მიკვირს“ – 100 წლის ქალი ვაქცინაციაზე, რომელიც დღეს კოვიდზე აიცრა

დღეს ბათუმში 100 წლის ზექიე დოლიძე აიცრა. როგორც თავად ამბობს, 100 წელი 17 მაისს შეუსრულდა. ზექიემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ აცრის გადაწყვეტილება თავად მიიღო. „ზოგმა მითხრა არ უნდა, ზოგმა მითხრა – უნდა, გაიკეთე. მე ჩემი სურვილით მოვედი. იკეთებს [ვაქცინას] ხალხი და მეც გავიკეთებ, ცუდი რაა ამაში. მოქალაქეებს ვურჩევ გაიკეთონ ვაქცინა. აიცრან და დაცული იქნებიან. იკეთებს ხალხი. …

აჭარაში კორონავირუსის 494 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 26 აგვისტო

26 აგვისტოს დილის მდგომარეობით აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 494 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში 1 024 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 163 მძიმე პაციენტია. 34 პაციენტი კი მართვით სუნთქვაზეა. კოვიდსასტუმროში მოთავსებულია 1 270 პაციენტი. ამ დროისთვის აჭარაში 7 790 პირია თვითიზოლაციაში. დადასტურდა კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 79 ადამიანი

დადასტურდა კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 79 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 7 028 ადამიანია. ბოლო 24 საათში ჩატარდა  43 653  კვლევა.  მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 5342, PCR ტესტით – 17 119. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,46%, ბოლო 14 დღის …

ხალხმრავლობა და დაუცველი დისტანცია ქუთაისში “კარფურის” გახსნაზე

დღეს, 25 აგვისტოს, ქუთაისში მასშტაბური და ხალხმრავალი ღონისძიება კანონდარღვევით გაიმართა. სავაჭრო ცენტრ „ვესთ ფოინთში“, რომელშიც 44 ობიექტია თავმოყრილი, საზეიმოდ გაიხსნა ჰიპერმარკეტი „კარფური“. ვიდეოკადრებში, რომელიც გახსნის ცერემონიალზეა გადაღებული, ჩანს ათობით ადამიანი, დისტანციის დაცვის გარეშე. მოქალაქეები შეკრებილები არიან როგორც სავაჭრო ცენტრის წინ, გარე ტერიტორიაზე, ისე სავაჭრო ცენტრის შიგნით. სავაჭრო ცენტრი „ვესთ ფოინთის“ და ჰიპერმარკეტ „კარფურის“ ფილიალის გახსნას …

აჭარაში კოვიდის 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 4 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში კორონავირუსს 1 046 ადამიანი მკურნალობს. მათგან მძიმე პაციენტად მიიჩნევა 164. კოვიდსასტუმროებში მოთავსებულია 1 227 კოვიდინფიცირებული. რაც შეეხება ქვეყნის სტატისტიკას,  ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 58 ადამიანი.

დადასტურდა კორონავირუსის 5 021 შემთხვევევა, გარდაიცვალა 58 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 58 ადამიანი. კორონავირუსით ბოლო 24 საათში 5 041 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ჩატარდა  53 747 კვლევა.  მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 312, PCR ტესტით – 20 435. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,52%, ბოლო 14 დღის – 10,84%, ბოლო 7 დღის …

დელტა შტამი გაცილებით აგრესიულია ახალგაზრდებში, აიცერით – კოვიდრეანიმაციის ექიმი

ერთი-ერთი პირველი ექიმი იყო, რომელმაც პირველი კოვიდპაციენტი მიიღო ბათუმში. ამბობს, რომ ყველაზე მეტად მეორე ტალღის დროს გაუჭირდა – როცა მედპერსონალი მასობრივად დაინფიცირდა და როცა პაციენტების რაოდენობამ პიკს მიაღწია. ექიმი რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ჯემალ გელაშვილი „ბათუმელებს“ კოვიდთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებაზე მოუყვა. ის ამჟამად მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ „მედცენტრის“ კოვიდრეანიმაციულ განყოფილებას ხელმძღვანელობს. პანდემიის პირველი ტალღის დროს კი კლინიკა „მედალფაში“ მუშაობდა. —————– …

„მე ვარ პედაგოგი, ჩემი ვალია ვიყო აცრილი“ – ონკოპაციენტი ვაქცინასა და კოვიდზე

46 წლის მაია კილაძემ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 5 აგვისტოს გაიკეთა. ახლა მეორე დოზის მოლოდინშია. მაია ონკოლოგიური პაციენტია. ისევე როგორც ასობით ადამიანს, პირველ ეტაპზე მასაც ჰქონდა კითხვები ვაქცინასთან დაკავშირებით, თუმცა მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და აიცრა. „ჩემს ექიმს კითხვა ასე დავუსვი – საჭიროა თუ არა, რომ გავიკეთო? საჭირო კი არა აუცილებელიაო, მითხრა. აღარ …

„გირჩი მეტი თავისუფლებას“ მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები აჭარაში

პარტიამ „გირჩი მეტი თავისუფლება“ დღეს, 18 აგვისტოს,  ბათუმში ის ადამიანები წარადგინა, ვინც ამ პარტიის სახელით აჭარის მუნიციპალიტეტებში 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე იბრძოლებენ. პარტიის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, ამომრჩეველს ბათუმის მერობის კანდიდატად  გიორგი ფუტკარაძე წარუდგინა. გიორგი ფუტკარაძე ბიზნესმენია. მისი სახელი საზოგადოებისთვის 2020 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი, როდესაც ის არ დაემორჩილა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და …

საია და TI “ოცნებას” უჩივის ბათუმში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამო 

„ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ბათუმის #79-ე საარჩევნო ოლქში საჩივარი ორმა ორგანიზაციამ შეიტანა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და საია ცალ-ცალკე ასაჩივრებენ სამართალდარღვევის შესაძლო ფაქტს. „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების ფაქტი „ბათუმელებმა“ 16 აგვისტოს გამოაქვეყნა. კომპანია „ბათუმის წყალმა“ მმართველი პარტიის ოფისში საკუთარი ავტომობილით სკამები მიიტანა. ბათუმის #79-ე  საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელი ციალა შავაძე …

მასწავლებლები, პოლიციელები – აუცრელობის შემთხვევაში კიდევ ვისთვის იქნება ტესტირება ფასიანი [ინიციატივა]

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ისინი მუშაობენ რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც შეიძლება სახელმწიფომ თავისი ხარჯით აღარ გატესტოს სხვადასხვა ჯგუფი. საუბარია საქართველოს მთავრობის #975 განკარგულებით განსაზღვრულ ჯგუფებზე, რომლებიც პერიოდულად იტესტებიან კორონავირუსზე. „ტესტირება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მეთოდი პანდემიის მართვის და საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს სახელმწიფო ტესტირებებში. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 ათასი ყოველდღიური …

Exit mobile version