ნიგაზეულში წყლის გაქრობას შუახევიჰესს აბრალებენ, რასაც კომპანია უარყოფს

2021 წლის 22 აპრილის მონაცემებით, აჭარაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურმა „შუახევიჰესმა“ 350 მლნ კვტს. ელექტროენერგია გამოიმუშავა. კომპანიის მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ ენგურის გაჩერების ფონზე „შუახევიჰესმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ზრდის და ამავდროულად იმპორტზე დამოკიდებულებისგან შემცირებაში. ადგილობრივების თქმით, მსხვილმა ენერგეტიკულმა პროექტმა, რომელმაც მაღალმთიანი აჭარის ორი მუნიციპალიტეტი მოიცვა, მათ სარგებელი ნაკლებად, მაგრამ ზიანი კი მოუტანა. სოფელ ნიგაზეულში …

საქართველოში კომენდანტის საათის შემოღებიდან 5 თვე გავიდა

ზუსტად ხუთი თვეა საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. საღამოს 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ მოუხსნია. კორონავირუსმა ადამიანების ცხოვრება შეცვალა. შეცვალა მათი ქცევები, დამოკიდებულებები, ურთიერთობები. უარყოფითად აისახა როგორც ინდივიდების, ისე მთლიანად მთელი ქვეყნის ცხოვრებაზე. განსაკუთრებით მძიმე მოქალაქეებისთვის თავისუფლად გადაადგილების აკრძალვაა. მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი …

ლოქდაუნი თურქეთში – გადაუდებელი შემთხვევების გარდა ქალაქებს შორის მიმოსვლა იზღუდება

29 აპრილიდან 17 მაისამდე თურქეთში სრული ლოქდაუნი ცხადდება. ამ დროის განმავლობაში დახურული იქნება ყველა სახის სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, ღია იქნება აფთიაქები და მარკეტები. თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, ასევე, იზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა. მოქალაქეებს, ნებისმიერი სახის ტრანსპორტით (ავტობუსი, მატარებელი, გემი, თვითმფრინავი) საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის საჭირო ნებართვის აღება შეუძლიათ e-Devlet სისტემიდან და/ან …

სახელმწიფო ვალდებულია გამოიკვლიოს ნამახვანჰესის მშენებლობის შედეგები – არასამთავრობო

სოციალური სამართლიანობის ცენტრი [ყოფილი [EMC] ნამახვანჰესზე გაცემულ დადებითი ეკოლოგიური დასკვნის სამართლებრივ ანალიზს აქვეყნებს. ამ ანალიზის მიხედვით, ნამახვანჰესის პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვა შიდა კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი გარემოსდაცვითი პრინციპების უხეშ დარღვევებს ააშკარავებს. კერძოდ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაირღვა საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობის მოთხოვნები. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში არსებული კვლევები დაუსაბუთებელია და ვერ აღწერს პროექტის …

„ჩემი პრობაციონერი შვილი სხვისი დანის გამო დააკავეს“ – აქცია ბათუმში პოლიციასთან

ბათუმში, პოლიციის მეორე განყოფილების წინ საპროტესტო აქცია იმართება. აქციას ამირან აშბას ახლობლები მართავენ. აშბა პოლიციას გამოკითხვაზე ჰყავს. ამირან აშბას ახლობლების ინფორმაციით, პოლიცია მას მანქანაში დანის ქონას ედავება. ასევე, ახლობლები ამბობენ, რომ აშბა პრობაციონერია, ციხიდან პირობითი მსჯავრით სამი თვის წინ გამოვიდა და ამის გამო განსაკუთრებით ფრთხილობდა, რადგან პოლიციასთან დამატებითი პრობლემების შექმნა აღარ უნდოდა. „არასრულწლოვანი იყო ჩემი …

მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილმა ბერ-მონაზვნებმა შესაძლოა მსოფლიო საპატრიარქოში იჩივლონ

საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიის უახლეს ისტორიაში პირველად, შესაძლოა ქართველმა სასულიერო პირებმა სამართლის საძიებლად მსოფლიო საპატრიარქოს მიმართონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი წმინდა სინოდი, რომელიც აღდგომის შემდეგ უნდა შეიკრიბოს, ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დასჯილ სასულიერო პირებს დაკისრებულ სასჯელს არ გაუუქმებს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან (1917 წელი) დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, როცა საპატრიარქოს აპელაცია მიეღოს თავის მიერ დასჯილი …

ქობულეთში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია – დაშავდა 2 ადამიანი

ქობულეთში, მესხიძის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, – დაშავდა ორი მოქალაქე. “ბათუმელების” ინფორმაციით, დაშავებული ადამიანები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ დრომდე ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის ცნობით, გზის გასაწმენდად სამუშაოები მიმდინარეობს.

„ალი და ნინოსავით ვართ“ – პაკისტანელი კაცის და ქართველი ქალის ოჯახის ცხოვრება ბათუმში

სტატია მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის “მედიის ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე” და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტის EMERGE ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.   საქართველოს მუდმივ საცხოვრებელ ქვეყნად ათობით უცხოელი ირჩევს. ისინი აქ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან, განსხვავებული წარმოდგენებით და მოლოდინებით. ზოგი მათგანი ახერხებს ლეგალურად ცხოვრების მოპოვების უფლებას, თავის დამკვიდრებას და სრულფასოვანი ცხოვრებით …

ქუთაისში დაიწყო ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების სასამართლო პროცესი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიების შესახებ. პროკურატურა მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლითაა დაწყებული. ბრალდებულების ინტერესებს ორი ადვოკატი – ირაკლი შავაძე და დალი სულაქველიძე იცავს. ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო სხდომა პროკურატურის შუამდგომლობიდან ერთ საათში ჩაინიშნა, ეს …

ნამოხვანში ჟურნალისტების არ შეშვებას ქარტია და კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმიანება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ნამოხვანში ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტს ეხმაურება. ქარტია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს „არ ჩაერიონ ჟურნალისტურ საქმიანობაში და მედიას შეუქმნან შესაბამისი სამუშაო პირობები“. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები კი შინაგან საქმეთა სამინიტროს მოუწოდებენ იმოქმედოს ნამოხვანში მიმდინარე პროცესების მიმართ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით. „დღეს, 2021 წლის 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან …

დაბრუნდით კანონის ჩარჩოებში – არასამთავრობო შსს-ს მიმართავს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ნამოხვანში კარვების აღებას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს “მათ მიერ მიღებული ზომები დაუყოვნებლივ დააბრუნოს კანონის ჩარჩოებში”. „[შსს-მ] უზრუნველყოს რიონის ხეობის მცველების და მათი მხარდამჭერების შეკრების, გამოხატვისა და გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ინსტიტუტებს: მათი მანდატისა და მათ ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღონ ყველა …

ნამოხვანში ჟურნალისტებს არ უშვებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჟურნალისტებს ნამოხვანში (იქ სადაც კარვებია გაშლილი და რომლის დაშლასაც პოლიცია აპირებს) წასვლის და მუშაობის უფლებას არ აძლევენ. პოლიციამ გუმათჰესთან მოწყობილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეაჩერა ყველა გადამღები ჯგუფი და მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. „ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ გვიშვებენ. გვეუბნებიან, რომ ვერ მოგვცემენ გადაადგილების უფლებას. თუ რაიმე კითხვით მიმართავ და სიღრმეში შეხვალ, მერე …

სოფელში არ უშვებენ ნამახვანიჰესის პროტესტის ორგანიზატორებს – შსს კარვებს შლის

პოლიცია ამ დრომდე არ აძლევს გადაადგილების უფლებას „რიონის ხეობის მცველებს“ – ვარლამ გოლეთიანს და მარიტა მუსელიანს სოფელ ნამოხვანის მიმართულებით. შსს-ს წარმომადგენლებმა ისინი სოფელ გუმათთან გახსნილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე გააჩერეს. „ფაქტი არის სახეზე, რომ ცდილობენ ბოლომდე გადაუარონ ჩვენს ღირსებას. ამას გვეუბნებიან ამ მოქმედებით. არ აინტერესებთ ჩვენი აზრი. ძალაუფლება აქვთ და ამ ბერკეტს იყენებენ ბოლომდე,“ – თქვა ვარლამ …

გონიოს ციხეზე კივის ხეივნის რეკონსტრუქციისთვის 85 ათასი ლარი დაიხარჯება

გონიოს ციხეზე კივის ხეივნის რეკონსტურქციისათვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 85 ათას ლარს დახარჯავს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ხეივანში არსებული რკინის კონსტრუქცია უნდა დაიშალოს და ახალი, ხის კონსტრუქცია უნდა გაკეთდეს. ხეივნის სიგრძე 200 მეტრი იქნება და ფიჭვის ხის მასალისგან მოეწყობა. სამუშაოების წარმოებაზე ტენდერი 30 მარტს გამოცხადდა. სატენდერო განაცხადების მიღება 20 აპრილს სრულდება.

აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 11 აპრილი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დროის ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა – 55 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარის რეგიონში ოფიციალურად 36 414  პაციენტი გამოჯანმრთელდა ვირუსისგან. 10 აპრილის მონაცემებით აჭარაში მდებარე კლინიკებში კორონავირუსზე კლინიკაში მკურნალობს 289 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 106, ხოლო სახლში 340. რაც შეეხება მთლიანად საქართველოს, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 707 …

დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა | 11 აპრილი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.85%-ია. კორონავირუსით გარდაიცვალა 8 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 592 პირი. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:  თბილისში გამოვლენილია 408 შემთხვევა,; აჭარა – 61; იმერეთი – 47; ქვემო ქართლი – 22; შიდა ქართლი – 22: გურია – 26: სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71: …

16 წლის კალათბურთელი გოგო ქობულეთიდან ესპანურ კლუბში ითამაშებს

16 წლის კალათბურთელი ლიკა კვირკველია თავის საკალათბურთო კარიერას ესპანეთში, კლუბ  CB Adareva Tenerife-ში გააგრძელებს. ის მომდევნო 3 წლის განმავლობაში სანტა-კრუს-დე-ტენერიფეზე იცხოვრებს, ივარჯიშებს და ისწავლის. ლიკა ესპანურ კლუბში ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დახმარებით მოხვდა. „ბავშვობიდან ძალიან მაღალი ვიყავი. მირჩიეს კალათბურთში შევსულიყავი. ვცხოვრობდი ქობულეთში. რადგან ქობულეთში არც გოგოების გუნდია და არც ბიჭების, ამიტომ უნდა მევლო სადმე ახლოს. …

აჭარაში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 10 აპრილი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დროის ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა – 35 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარის რეგიონში ოფიციალურად 36 359  პაციენტი გამოჯანმრთელდა ვირუსისგან. 10 აპრილის მონაცემებით აჭარაში მდებარე კლინიკებში კორონავირუსზე კლინიკაში მკურნალობს 269 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 121, ხოლო სახლში 306.   დადასტურდა კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი| 10 აპრილი

დადასტურდა კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი| 10 აპრილი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ს თანახმად ჩატარდა 25 751 ტესტი, მათ შორის 15 769 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 982 PCR ტესტით.  გამოჯანმრთელდა 285 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი არის  1.96%. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 869 პირი ემსხვერპლა. ინფიცირების …

ეს არის თავისუფლების აქტი – 9 აპრილს ბათუმში საპროტესტო მსვლელობით შეხვდნენ [LIVE]

ოპოზიციური პარტიები მსვლელობას მართავენ ბათუმის ქუჩებში და ამ ფორმით 9 აპრილს აღნიშნავენ. ათობით ადამიანი აღმაშენებლის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით დაიძრა. სწორედ გმირთა მოედანზეა განთავსებული 9 აპრილის მემორიალი. მსვლელობა აქციის მონაწილეებმა საღამოს 11 საათზე დაიწყეს. ეს მსვლელობა ასევე არის ერთგვარი დაუმორჩილებლობის აქტი.  4 თვეზე მეტია საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს და საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე …

რა ხდება მარტვილის ეპარქიაში, სადაც სოსანას მონასტერში არ უშვებენ – ინტერვიუ მონაზონთან

7 დღეა მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო ღამეს იმ მონასტრის მიღმა ათევენ, რომელიც წლების განმავლობაში მათი სახლი იყო და რომელიც საკუთარი ხელებით ააშენეს. მონაზონსა და მორჩილს ამ დრომდე არ აძლევენ მონასტერში შესვლის და პირადი ნივთების, მათ შორის, წამლების აღების საშუალებას. მონაზონი სოსანა ამბობს, რომ მას ეპისკოპოსმა სტეფანემ კრიტიკული კითხვების დასმა არ აპატია. 29 მარტს მიტროპოლიტმა …

“ლაივი მქონდა, პოლიციელები თმაში მწვდნენ და ტელეფონი დამაგდებინეს” – გენრი დოლიძის ცოლი

დღეს, 4 აპრილს მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. დაკავებულებიდან ერთი პირი, ირაკლი კუკანია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სხვა დაკავებულები, მათ შორის გენრი დოლიძე ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში რჩებიან. გენრი დოლიძე სამართალდამცველებმა დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში მიიყვანეს. დაკავების ფაქტის შემსწრე და თვითმხილველი იყო ონლაინ გამოცემა “ასეას” დამფუძნებელი და გენრი დოლიძის ცოლი თამარ თედიაშვილი. “გენრისთან …

ბათუმში სირცხვილიას მინიმუმ 3 აქტივისტი დააკავეს – აქტივისტები

ბათუმში დააკავეს აქტივისტები, რომლებიც მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ სამი ადამიანი. შემთხვევა დღეს, 4 აპრილს მოხდა. აქტივისტები ამბობენ, რომ დაკავების დროს არეულობა იყო. მათ დაინახეს სამი ადამიანის დაკავება, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ მეტი პირი იყოს დაკავებული. დაკავებულთა შორისაა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გენრი დოლიძე. აქტივისტები “სირცხვილიას” ოფისში კომენდანტის საათის არსებობას აპროტესტებდნენ …

ქობულეთი პანდემიის დასაწყისიდან 1 წლის შემდეგ [ფოტო/ვიდეო]

„მარშუტკები“ რომ არ დადიოდა, ორი კილომეტრი ფეხით ჩამოვდიოდი გზამდე და მერე ველოდებოდი რამე ტრანსპორტს, ქობულეთამდე რომ გამოვყოლოდი. პანდემია ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის,“ – ეს ვარდო ბეჟანიძის ისტორიაა. ვარდო ქობულეთში, სოფელ ზედა ხუცუბანში ცხოვრობს. მარტოხელაა და თავს თვითონ ირჩენს. სოფლიდან ქობულეთის ბაზარში დადის და სახლში მოყვანილ პროდუქტს ყიდის. პანდემიამ გავლენა იქონია ყველაფერზე – ფასებზე, მყიდველებსა და …

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ ვაქცინაციას ჩავუტარებთ – მინისტრი

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები ვაქცინაციის ჩატარებას შეძლებენ. ამის შესახებ დღეს, 30 მარტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. მინისტრის თქმით, აცრის ჩატარებას შეძლებენ სამედიცინო სფეროში დასაქმებული და 65 წელს გადაცილებული პირები. „რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო. ვინაიდან ვთვლით, რომ მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს ყველა ის პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან. სქემა, დამატებითი, რომელზეც შევთანხმდით …

სარფი პანდემიის დროს |ფოტორეპორტაჟი

“კოვიდი დაემართა მაღაზიას. პატრონი გადარჩა კოვიდს, მაგრამ მაღაზია ვერ გადავარჩინეთ, დავირუსდა,” – ასე აღწერს თურქეთ-საქართველოს საზღვართან, სარფში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის   მფლობელი ლუდა გოროჟენკო თავის მდგომარეობას პანდემიაში. მისი მაღაზია ზუსტად საზღვართანაა. საქართველოში შემომსვლელმა ნებისმიერმა მგზავრმა ლუდას მაღაზიას უნდა ჩაუაროს წინ. “თვეების განმავლობაში უდაბნოს ჰგავდა აქაურობა, უდაბნოს. ახლა ათი დღეა ტაქსები გამოჩნდნენ და ცოტა ამოძრავდა თითქოს ხალხი,” …

კიდევ 2 ოპერაცია სჭირდება ჯარისკაცს, რომელიც 3 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული და გუშინ გაიარა

თავდაცვის სამინისტრომ 28 წლის ჯარისკაცს, ზაურ კომახიძეს, ოპერაცია და  სარეაბილიტაციო კურსი მხოლოდ მას შემდეგ დაუფინანსა, რაც მედიამ მის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. როგორც ზაურ კომახიძის ოჯახის წევრი „ბათუმელებთან“ ამბობს, ის 3 წლის განმავლობაში ითხოვდა დახმარებას თავდაცვის სამინისტროსგან, თუმცა „ხმა ვერც ერთ მინისტრს ვერ მიაწვდინა“. „ჩემი ძმა 2017 წლის 11 სექტემბერს აფეთქდა ნაღმზე ავღანეთში – ხერხემალი და …

„ბავშვებს სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი“ – ოჯახი, რომელსაც სახლი დაეწვა

ხულოში, სოფელ ყინჩაურში შაინიძეების ოჯახს ხანძარმა სახლი გაუნადგურა. შემთხვევა 21 მარტს, გვიან საღამოს მოხდა. შაინიძეების 9-სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშა დარჩა. ისინი ღამეს მეზობელთან ათევენ. ოჯახს აღარ შერჩა არცერთი პირადი ნივთი – მათ ცეცხლისგან ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. „ერთსართულიანი სახლი გვქონდა და გვერდით საქონლის სადგომი. ორივე დაიწვა. კიდევ კარგი პირუტყვის გადარჩენა მოვახერხეთ. ახლა ნულიდან გვაქვს  …

2 დღეა სუეცის არხი ჩაკეტილია – კომპანიები მილიონობით დოლარის ზარალზე საუბრობენ

ორი დღეა სუეცის არხი დაკეტილია. მიზეზი უზარმაზარი კონტეინერმზიდი Ever Given-ა, რომელიც 23 მარტს სუეცის არხში მეჩეჩზე შეჯდა, დიაგონალურად გაიჭედა და სუეცის არხი მთლიანად ჩაკეტა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი ჩინეთიდან როტერდამში მიდიოდა. სუეცის არხის ჩაკეტვამ შეაფერხა გლობალური ვაჭრობა და ტვირთბრუნვა. 150-მდე  გემი იცდის სუეცის არხის გადასაკვეთად, თუმცა სპეციალისტები ჯერჯერობით კონტეინერმზიდის წყალში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. „ბიბისის“ …

ფოთი საავადმყოფოს გარეშე – პაციენტები სენაკსა და ქობულეთში დადიან

7 თვეა ფოთი მრავალპროფილური საავადმყოფოს გარეშეა დარჩენილი. პაციენტებს სენაკში ან ქობულეთში უწევთ ჩასვლა, როცა ექიმისთვის მიმართვა სჭირდებათ. „ძალიან საშიშია ამ ქალაქში ყოფნა, ძალიან. როგორ ითმენენ ამას ადამიანები და რატომ არ აპროტესტებენ, მიკვირს“, – ამბობს ფოთის მცხოვრები ელისო ჯანაშია. ის რამდენიმე თვეა თბილისიდან ფოთში დაბრუნდა საცხოვრებლად. რამდენიმე დღის წინ კი საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს, როცა …

გაუსაძლისი! – პანდემია შშმ პირების თვალით

„ოჯახები ფსიქოლოგიურად ნადგურდებოდნენ. განსაკუთრებით ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე შშმ პირებისთვის იყო და არის პანდემია მძიმე, თორემ ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანები დიდად არ განიცდიდნენ. ძირითადად მაინც ასე უწევთ ცხოვრების გატარება. აქამდეც ასე იყო,“ – ამბობს თომა კაკაბაძე, რომელიც თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. მან, თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად, ათობით შშმ პირს დაეხმარა პანდემიის დროს. როგორ უმკლავდებიან შეზღუდული შესაძლებლობის …

რას ამბობს გამყრელიძე ახალციხის შემთხვევაზე, სადაც კოვიდზე აცრის შემდეგ ექთანი ცუდად გახდა

დღეს, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა “იმედში”, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანს ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. ამ საკითხზე დღეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. „დღეს ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, რომელიც აწარმოებს აცრებს და დაახლოებით 16 ადამიანი ჰყავს აცრილი, 12:15 წუთზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალი, რომელიც სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას. აცრის …

ხანძარი თურქეთში – ართვინის პროვინციის სოფელში 60 სახლი და 30 ბეღელი დაიწვა

ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონის სოფელ დერეიჩში ხანძრის შედეგად 60 სახლი და 30 ბეღელი  დაიწვა. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია, მაგრამ ხანძარმა იმსხვერპლა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ცეცხლს მთელი ღამე ებრძოდნენ მეხანძრეები და მისი ჩაქრობა გამთენიისას შეძლეს. ახლა სოფელში ხანძრისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. მოქალაქეები, რომლებიც ნახანძრალ სახლებში დაბრუნდნენ,  გადარჩენილ ნივთებს ეძებენ. როგორც თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს, ცეცხლი …

ქუთაისის აეროპორტში განახლებული ტერმინალით მგზავრები აპრილიდან ისარგებლებენ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ, გაფართოებულ ტერმინალში მგზავრების მიღებას 15 აპრილიდან შეძლებს. აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ბარამიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სამუშაოების დასრულება 2021 წლის მაისის ბოლოს იგეგმება. „ამჟამად მიმდინარეობს ძველი და ახალი ტერმინალების შეერთების ფაზა. უნდა გაერთიანდეს და ერთი მთლიანი ტერმინალი იქნება,” – უთხრა „ბათუმელებს“ ნანა ბარამიძემ. ოფიციალური ინფორმაციით, პოლონურმა კომპანიამ – Dimark group-მა …

რა იგეგმება წელს აჭარაში ტურიზმის კუთხით – ინტერვიუ ტურიზმის დეპარტამენტის უფროსთან

„წელს პრიორიტეტი არის უსაფრთხოება,“ – ეს ფრაზა ინტერვიუს განმავლობაში ბევრჯერ ახსენა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რას გეგმავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის სექტორის გამოსაცოცხლებლად და რამდენად შესაძლებელია ეს იმ ფონზე, როცა უცნობია, როდის მოიხსნება კომენდანტის საათი. „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი თინათინ ზოიძე პასუხობს. სტატისტიკით დავიწყოთ, რამდენმა ადამიანმა იმოგზაურა 2021 წლის პირველ …

ქუთაისში „ნამახვანი ჰესის“ საპროტესტო აქციაზე ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს

დღეს, 14 მარტს, ქუთაისში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. ათასობით ადამიანი ქალაქის  ცენტრალურ მოედანზეა შეკრებილი და მთავრობისგან ითხოვს, შეაჩეროს ჰესის მშენებლობა. დღეს გაჟღერდა ახალი მოთხოვნაც – თანამდებობა დატოვოს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ ხალხმრავალი აქცია ქუთაისში 2 კვირის წინაც გაიმართა. მოსახლეობა ითხოვს  კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელ …

Exit mobile version