ბათუმის წყალი „ოცნების“ სამსახურში – ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენების ფაქტი 

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურს იყენებს. ამის დამადასტურებელი ფოტოები „ბათუმელებმა“ მემედ აბაშიძის გამზირზე, „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის ცენტრალური ოფისის წინ გადაიღო. საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბერს თვითმმართველობის, მათ შორის ბათუმის მერის არჩევნები ტარდება. კომპანია „ბათუმის წყალმა“ მმართველი პარტიის ოფისში კუთვნილი ავტომობილით სკამები მიიტანა. საარჩევნო კოდექსით წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აკრძალულია და დასჯადი. …

უსკოს წევრი ირაკლი გვარამია კოვიდით გარდაიცვალა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკოს) წევრი ირაკლი გვარამია კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა. მას კოვიდი 17 ივლისს დაუდასტურდა. თავდაპირველად ვირუსზე კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში. კლინიკაში გადაყვანიდან ერთ კვირაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. ირაკლი გვარამია დღეს, 16 აგვისტოს გარდაიცვალა. ის 43 წლის იყო. უსკოს წევრად ირაკლი გვარამია მიმდინარე წლის ივლისში აირჩიეს. დღეს აჭარაში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მუშაობას 3 კვირით წყვეტს

ბათუმის საჯარო  ბიბლიოთეკამ მუშაობა 4 სექტემბრამდე შეაჩერა. მიზეზი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და კორონავირუსის მზარდი სტატისტიკაა. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის, თეონა ბერიძის თქმით, ამ ეტაპზე მუშაობა შეჩერებული აქვს სამკითხველო დარბაზს და აბონემენტთა მომსახურების განყოფილებას. თუმცა ადმინისტრაცია მუშაობს. „ბიბლიოთეკა გადადის დისტანციურ რეჟიმზე. დახურულია სამკითხველო დარბაზი. ადმინისტრაცია მუშაობს, მაგრამ უშუალოდ მკითხველზე მომსახურებისგან 4 სექტემბრამდე ვიკავებთ თავს. გაცემული წიგნების დაბრუნება ჩვეულებრივ …

“ტოცილიზუმაბი”, რომელსაც კოვიდის დროს იყენებენ, კლინიკებში თანაბრად გადანაწილდება – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს დღეს, 16 აგვისტოს ჟურნალისტებმა დეფიციტურ წამალ „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით ჰკითხეს. ეს პრეპარატი კოვიდის დროს გამოიყენება. ტიკარაძის თქმით, სამინისტრო შეეცდება ყველა კლინიკას თანაბრად ჰქონდეს წვდომა პრეპარატზე. „ტოცილიზუმაბთან“ დაკავშირებით ყველა ფარმაკოლოგიურ კომპანიას აქვს დავალებული და ასევე, თვითონ მთავარ მომწოდებელს. ჩვენ გვაქვს დასტაბილურებული ფასი ამ პრეპარატთან მიმართებაში და  კლინიკებს აქვთ საშუალება, რომ შეიძინონ ეს …

საველე ჰოსპიტალი 500 საწოლზე გაიშლება თბილისში – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 საწოლზე გაიშლება. „საწოლების უმეტესი ნაწილი იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღესდღეობით ინვენტარი და ყველა ის მოწყობილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს, რომ ჟანგბადით მომარაგდეს, გამართულია. დამონტაჟებულია 2 ხუთტონიანი ცისტერნა, რომელიც მოამარაგებს ამ საწოლებს ჟანგბადით,” – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საველე ჰოსპიტლის მუშაობაში არ იგეგმება იმ სამხედრო ექიმების …

ენმ-მა აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2 ოქტომბერს დანიშნული თვითმმართველობის არჩევნებისთვის აჭარის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. ქობულეთის მერობის კანდიდატი ენმ-იდან ბონდო თედორაძე იქნება. ხელვაჩაურის მერობისთვის მიშა ბოლქვაძე იბრძოლებს, ხოლო ქედაში მერობის კანდიდატად რამინ ბერიძე დასახელდა. შუახევის მერობის კანდიდატად როინ ზოიძე დაასახელეს, ხოლო ხულოს მერობის კანდიდატი გოგიტა სოლომონიძე იქნება. რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში როგორც ენმ-ის, ისე გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმებული …

გიორგი კირთაძე ბათუმის მერობის კანდიდატი იქნება ენმ-დან

ბათუმის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძე იქნება. ინფორმაცია „ბათუმელებს“თავად გიორგი კირთაძემ დაუდასტურა. ენმ მერობის კანდიდატების ოფიციალურ წარდგენას დღეს, 21:00 საათზე გეგმავს. გიორგი კირთაძე ამჟამად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 2010-2013 წლებში ის ასევე იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მერობის კანდიდატი უკვე დასახელებული ჰყავს მმართველ პარტიას. “ქართული …

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 91 954 დოზა გაკეთდა

15 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 91 954 დოზა გაკეთდა. ბოლო 24 საათში 2 636 მოქალაქე აიცრა. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი 4 ტიპის ვაქცინაა შემოტანილი: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, საქართველოში შემოტანილი ყველა ვაქცინა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვისაა გათვლილი. Pfizer-ით აცრა ნებადართულია 16 წლის ასაკიდან. ასევე ფაიზერით ვაქცინაცია რეკომენდებულია …

აჭარაში კორონავირუსის 772 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 772 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 1 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსი 329 ადამიანმა დაამარცხა. 15 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში 903 ადამიანი მკურნალობს კორონავირუსზე. აქედან 146 ინფიცირებული მძიმე პაციენტად ითვლება. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 15 პაციენტი იმყოფება. გარდა საავადმყოფოებისა, 1 298 პირი კოვიდსასტუმროში მკურნალობს. 15 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით …

დადასტურდა კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 35 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 314 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცავალა  35 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 406 პირი ემსხვერპლა. დროის ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 519 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 421 532-მდე გაიზარდა. 14 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.66%, ბოლო 14 დღის …

მხარს ვუჭერთ საქართველოს გეოსტრატეგიული როლის გაძლიერებას – ინტერვიუ იაპონიის ელჩთან

იმამურა აკირა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ გასულ თვეში ჩაწერა. რას ფიქრობს ახალი ელჩი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაზე, როგორ ესახება საქართველო-იაპონიის თანამშრომლობა ტურიზმის კუთხით, რა მომავალი აქვს ქართულ პროდუქციას იაპონურ ბაზარზე, რა როლი ითამაშა ტოჩინოშინმა იაპონიაში საქართველოს პოპულარიზაციაში და როგორ ეხმარება იაპონია საქართველოს – ეს არის …

“ვაქცინა გვიცავს, აიცერი” – დინამო ბათუმის ფეხბურთელები COVID-19-ზე აიცრნენ

საფეხბურთო კლუბ “დინამო ბათუმის” ფეხბურთელები აიცრნენ. COVID-19-ზე ვაქცინაციის პროცესის ამსახველი ფოტოები საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. “ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა”, – წერია დინამო ბათუმის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. #ვაქცინაგვიცავს #აიცერი – მოუწოდებენ ფეხბურთელები მოქალაქეებს. ფეხბურთელები COVID-19-ზე  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ბოლო 24 საათში აჭარაში 3 283 …

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 746 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი – 14 აგვისტო

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსი 746 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა სამი ადამიანი, ხოლო ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 344 პაციენტი. 14 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში მდებარე საავადმყოფოებში 913 ადამიანი მკურნალობს ვირუსზე. აქედან 139 ინფიცირებული მძიმე პაციენტად ითვლება. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 19 პაციენტია მიერთებული. რაც შეეხება კოვიდ სასტუმროებს აჭარაში კოვიდსასტუმროში 1 298 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. 14 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 …

ბათუმში ვაქცინაციის ცენტრებისკენ სპეციალური ტრანსპორტი იმოძრავებს – ნახეთ განრიგი

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება. ბათუმის ავტოტრანსპორტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის მსურველთათვის, გონიოდან, მახინჯაურიდან და ხელვაჩაურიდან ბათუმის მიმართულებით დაინიშნა სპეციალური ტრანსპორტი. ავტობუსები  მთელი დღის განმავლობაში ერთ საათიანი ინტერვალით იმოძრავებენ და ვაქცინაციის ცენტრებამდე მიიიყვანენ მოქალაქეებს. ავტობუსების განრიგი: [checklist] გონიო – ახალსოფლის ცენტრი – მ. …

კორონავირუსის 5 579 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 50 ადამიანი – 14 აგვისტო

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 579 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცავალა  50 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 371 პირი ემსხვერპლა.  დროის ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 867 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 417 013-მდე. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის …

იტალიაში, რომიდან 40 კილომეტრში მდებარე ნაკრძალში, ხანძარია

იტალიაში, რომის გარეუბან ტივოლის მახლობლად, მონტე კატილიოს ნაკრძალში ხანძარია. ხანძრის გამო ახლომდებარე დასახლებებიდან 25 ოჯახია ევაკუირებული. სამხრეთ იტალიაში ტყის ხანძარი ბოლო კვირას გაჩნდა. „როიტერსის“ თანახმად ცეცხლმა გაანადგურა ტყეები კალაბრიაში, ასევე კუნძულებზე – სარდინიასა და სიცილიაში. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხუთშაბათ ღამით ხანძარი ასევე გაჩნდა ქალაქ ოტრანტოს მახლობლად. ხანძრის ჩაქრობის დროს წარმოშობილი ძლიერი კვამლის გამო საზღვაო კურორტიდან …

„ეკონომიკა დუღს, დაიწყო ახალი დოვლათის შექმნა” – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენისას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში “ეკონომიკა დუღს”. “ჩვენ თებერვლიდან დავიწყეთ ეტაპობრივი გახსნა  – ჩვენ ვიცოდით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა. ბევრმა დაკარგა სამუშაო ადგილი, ისედაც გაჭირვებულმა ხალხმა დაკარგა შემოსავალი და ის 200-ლარიანი დახმარებები არ იყო საკმარისი ჩვენი მხრიდან. ამიტომ საჭირო იყო ეკონომიკის …

აჭარაში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა ასაკი 65-დან 75 წლამდეა. 13 აგვისტოს მონაცემებით აჭარაში მდებარე კლინიკებში მკურნალობს 860  პაციენტი, მათგან 18 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. 13 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა.

„ერთმანეთი გვჭირდება“ – რა სურთ სარფსა და ქემალფაშაში

„თუ ქართველები არ ჩამოვლენ, ეკონომიკური პრობლემები იქნება,“ „აქაურობამ მნიშვნელობა დაკარგა, ადამიანები არ გადმოდიან“, „ვაჭრობა რომ ძველ ნიშნულზე დაბრუნდეს, PCR ტესტი უნდა გააუქმონ“, „ასეთი ღარიბი ქვეყნის მმართველებმა რომ მოსახლეობის მდგომარეობა არ იციან, ძალიან უცნაურია ჩემთვის. ზაფხულის ბოლოს თუ საქართველო წესიერ ნაბიჯს არ გადადგამს, ქემალფაშაში არავინ აღარ დარჩება“, – ეს ქემალფაშაში მდებარე მაღაზიების მეპატრონეების განწყობებია. პანდემიის დაწყებამდე 2000-მდე …

ბათუმში 20 ქუჩას საღამოს 22:00 საათამდე წყალი არ მიეწიდება

“ბათუმის წყლის” ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, საღამოს 22:00 საათამდე წყლის მიწოდება 20 ქუჩას შეუწყდება. მოქალაქეებს წყალი შეუწყდებათ შემდეგ ქუჩებზე: ტაბიძის ქუჩა, აღმაშენებლის ქუჩა, რურუას ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, გაგარინის ქუჩა, ხახულის ქუჩა, ხახულის I შეს, აეროპორტის გზატკეცილი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, ფრიდონ ხალვაშის ყველა ჩიხი, ხასან ჰელიმიშის ქუჩა, ე. დიასამიძის ქუჩა, ანგისის I შეს. მესხეთის ქუჩა, მარეთის …

დადასტურდა კოვიდის 2216 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო კორონავირუსით გარდაიცვალა 18 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 410 ადამიანი. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 952 კვლევა PCR ტესტით,  20 704 კვლევა კი – ანტიგენის ტესტით. 21 ივლისს საქართველოში სხვადასხვა ვაქცინით 8 659 ადამიანი აიცრა.

თბილისი-ბათუმის მატარებელი კონდიციონერების გაფუჭების გამო 6-ჯერ გაჩერდა

თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალი მატარებელი იმის გამო, რომ კონდიციონერები არ მუშაობს, მეექვსედ გაჩერდა. შემთხვევა დღეს, 20 ივლისს მოხდა. ჯერჯერობით ბოლო გაჩერება სადგურ ზესტაფონში იყო, სადაც მგზავრებს უთხრეს, რომ შეეძლოთ მატარებელი ცოტა ხნით დაეტოვებინათ. „თბილისი-ბათუმის მატარებელში არ მუშაობს კონდიციონერი და ხალხი ვეღარ სუნთქავს. საუნაში არიან პრაქტიკულად. ყოველ ნახევარ საათში აჩერებენ მატარებელს და არესტარტებენ კონდიციონერს, რომელიც მუშაობს ცოტა …

შარლ მიშელი ოპოზიციას ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. დღეს დილით შარლ მიშელი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარები გააკეთეს მედიასთან. „ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ვადამდელი არჩევნების გზით და ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ეს არის სწორედ იმ დოკუმენტის ხელმოწერა, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ბატონი მიშელის …

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრა დღეს, 19 ივლისს გაიმართა. დღესვე დაგეგმილია შარლ მიშელის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე – “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” დასასწრებად. საერთაშორისო კონფერენციას ასევე დაესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი …

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ესწრება

დღეს, 19 ივლისს, ბათუმში, ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია – “ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” იხსნება. კონფერენციას ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ. გახსნის სესიაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შარლ მიშელი ბათუმში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა. რაც შეეხება უკრაინის და …

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო

ბათუმის საკრებულოს სხდომა დღეს, 15 ივლისს, ჟურნალისტების პროტესტის ფონზე დაიწყო. ჟურნალისტები საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ტრიბუნასთან მივიდნენ, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ყველა დამნაშავის დასჯა. “გადადგეს პრემიერ-მინისტრი”, “დაისაჯონ დამნაშავეები” – ეწერა ფურცლებზე, რომელიც ჟურნალისტებმა გაშალეს. პერფორმანსის შემდეგ ჟურნალისტებზე ძალადობა საკრებულოს წევრებმა არჩილ მამულაძემ და რაულ თავართქილაძემ დაგმეს. მათ თანაგრძნობა გამოუცხადეს ჟურნალისტებს. …

“გადადგეს ღარიბაშვილი” – ჟურნალისტების პროტესტი ბრიფინგზე მთავრობაში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ტრადიციული ბრიფინგი დღეს, 13 ივლისს საპროტესტო აქციის  ფონზე დაიწყო. მას შემდეგ რაც სატელევიზიო სიგნალი პირდაპირ ეთერში გავიდა, მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე მყოფი ჟურნალისტები ტრიბუნასთან მივიდნენ და საპროტესტო პლაკატები გაშალეს. კამერები დატოვეს ოპერატორებმაც და რამდენიმე წუთით მათაც ტრიბუნასთან დაიკავეს ადგილი. „გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი“, „დაისაჯოს დამნაშავეები“ – ეწერა პლაკატებზე, რომელიც ჟურნალისტებმა გაშალეს. …

„მოციქულები ქრისტეს მედიაა, ქრისტეს ჟურნალისტები“ – დეკანოზის გამოსვლა საპროტესტო აქციაზე

დღეს, 12 ივლისს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დეკანოზი ზაზა თევზაძე გამოვიდა სიტყვით. დეკანოზი მართლმადიდებლური ეკლესიის იმ რამდენიმე სასულიერო პირს შორისაა, რომლებიც ემიჯნებიან ძალადობას. „თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელიც მოვალე ხართ ეს მძიმე რეალობა შეცვალოთ. ამას ჩვენს მაგივრად არავინ არ გააკეთებს. ეს არის ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენ არ გვაქვს უფლება უარი ვთქვათ ღირსებაზე, თავისუფლებაზე, ჭეშმარიტებაზე, რისთვისაც ვართ …

ჟურნალისტის თქმით, მას პარლამენტარმა ხელი ჩაარტყა

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს ცემაში ადანაშაულებს. ჟურნალისტის თქმით, დღეს, 12 ივლისს, დილით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირების დროს დეპუტატმა მას ხელი ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. „ფერდში მკრა და მითხრა „წადი შე თხაო“, ორსაფეხურიან კიბეზე ვიდექი, აკო მინაშვილმა დამიჭირა, მაგრამ კარგად ჩამარტყა,“ – იხსენებს ჟურნალისტი. დილას მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებმა ვასილ …

კუჭავა ხედავს ჟურნალისტების ტრაგიკულ მდგომარეობას, კობახიძე კი – მორალურ ფსკერს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პარლამენტს მოუწევს აქტიურად ჩაერთოს ოპერატორის გარდაცვალების მიზეზის დადგენაში. „მე ძალიან კარგად მესმის ყველა ჟურნალისტის, ოპერატორის. ჩვენ დეპუტატები ვართ, ვხედავთ, თუ რამხელა სიყვარული და მეგობრობაა მათ შორის და რამდენად ტრაგიკულ მდგომარეობაშია ფაქტობრივად ყველა, ვინც ეს ამბავი გაიგო, თავიანთი მეგობრის დაღუპვით. …

ინგა გრიგოლია: „ტრიტრის“ ვეტყვი, თუ ხარ მაგარი ბიჭი ირაკლი, მოდი და დამიჭირე

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ჟურნალისტები არიან შეკრებილნი, რომელთაც საშვების მიუხედავად დარბაზში არ უშვებენ. პარლამენტის წინაა ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომელიც შენობაში შეშვებას ითხოვს. „მაინტერესებს, რატომ მოგვიწყვეს სპეცოპერაცია მედიას. გაგვცენ პასუხები. მიცვალებულს რომ ყველანაირ სიბინძურეს უგორებენ, ცდილობენ მის შეურაცხყოფას, სამარცხვინოები და ვის გაუბედა მუქარა მასხარა პრემიერმა, კომიკურმა პრემიერმა. დღეს ვის გაუბედა, მედიას დაემუქრა? სახელმწიფო არის ჩამოშლილი. ამ …

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჟურნალისტები შევიდნენ – რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჟურნალისტები შევიდნენ. სხდომათა დარბაზში შესულებს შორის იყო ტელეკომპანია პირველის მფლობელი ვატო წერეთელი, თუმცა მანდატურის სამსახურმა ის სხდომათა დარბაზიდან მალევე გაიყვანა. სხდომათა დარბაზში შესვლამდე ვატო წერეთელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას კითხვები ჰქონდა დეპუტატებთან. „ამათ ეშინიათ მედიის. კითხვების… ჩემი კოლეგები არიან ქვემოთ ახლა. იქ არის 5 ივლისი. გვინდა ჩაგვხედონ თვალებში და გვიპასუხონ, რატომ …

თურქეთი საქართველოს კარწახიდან ახალქალაქში საბაჟოს გადმოტანას სთხოვს

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, ეს არის საბაჟო პროცედურებთან არსებული პრობლემები,“ – განაცხადა თურქეთის  ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, რიზა თუნა თურაგაიმ  დღეს ბათუმში. დღეს, 7 ივლისს, ბათუმში საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი საბაჟო კომიტეტის მე-3 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას. „ჩვენი სურვილი იქნება, რომ საბაჟო პროცედურები განხორციელდეს ახალქალაქში და იქ მოხდეს …

საბაჟოებზე ტვირთი 1 დღის ნაცვლად 1 საათში გატარდება – ახალი შეთანხმება თურქეთთან

დღეს, 7 ივლისს, ბათუმში საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი საბაჟო კომიტეტის მე-3 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა „გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას“. დოკუმენტს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, რიზა თუნა თურაგაიმ მოაწერეს ხელი. რას გულისხმობს შეთანხმება, რომელიც 2 ქვეყანას შორის გაფორმდა ამიერიდან ქართველი და თურქი მებაჟეები ინფორმაციას ელექტრონულად …

„ახლოს თუ მოხვალ, გცემთ“ – ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელიც აქციას აშუქებდა

5 ივლისს თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მოწყობილი აქცია ჟურნალისტებზე ნადირობის დღეს იქცა. მარიამ ნიკურაძე OCMEDIA-ს რედაქტორია. ინტერნეტგამოცემა სამხრეთ და ჩრდილო კავკასიის ქვეყნებში მუშაობს. მარიამი იმ რამდენიმე ჟურნალისტს შორისაა, ვინც გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველზე მოვლენების ეპიცენტრში მუშაობდა, თუმცა მოძალადეებს გადაურჩა. “ბათუმელებმა” მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. მარიამ, თქვენთვის, როგორც …

დააკავეთ მოძალადეები – ჟურნალისტების აქცია საქართველოს ქალაქებში

დღეს, 6 ივლისს, საქართველოს ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და გორში ჟურნალისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს და  ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს. ხელისუფლებას კი მოუწოდეს, შეწყვიტოს კრიმინალების წახალისება და მხარდაჭერა. ჟურნალისტები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები და დააკავონ ყველა მოძალადე. გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში …

Exit mobile version