ცვლილებები თურქეთში წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

თითქმის ერთი წელია საქართველოსა და თურქეთს შორის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალური ნებართვებით უწევთ გადაადგილება. 12 მარტის მონაცემებით, თურქეთში წასვლის მსურველთათვის რამდენიმე სიახლეა – შეიცვალა ქვეყანაში შესვლის პირობები. ვიზიტი თურქეთში [checklist] 15 მარტიდან თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი არიან გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა. ელექტრონული ანკეტა თურქეთის ჯანმრთელობის …

როგორ ცხოვრობს 27 წლის დედა 2 შვილთან ერთად უსახლკაროდ – ადამიანები პანდემიაში [ვიდეო]

27 წლის ნაირა ხოზრევანიძე ორი შვილის დედაა. ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. არ აქვს სახლი და არც სამსახური. 240 ლარიდან, რომელსაც სოციალური დახმარების სახით იღებს სახელმწიფოსგან, 200 ლარს ბინის ქირაში იხდის. საჭმელს უფასო სასადილოდან იღებს. როგორია ცხოვრება პანდემიაში, უსახლკაროდ, ორ მცირეწლოვან შვილთან და ავადმყოფ მამასთან ერთად – ნაირა ხოზრევანიძე „ბათუმელებს“ უყვება რუბრიკისთვის „ადამიანები პანდემიის დროს“. …

15 მარტიდან თურქეთში შესვლის წესი იცვლება

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მოგზაურობისათვის ელექტრონული ანკეტების შევსება იქნება სავალდებულო. ახალი რეგულაცია 15 მარტიდან შევა ძალაში. პირმა, რომელსაც თურქეთში მოგზაურობა აქვს დაგეგმილი, გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. მოქალაქე ანკეტაში ავსებს პირად ინფორმაციას. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ანკეტა საჭიროა იმისათვის, რომ თუ მოქალაქეს, რომელმაც თურქეთში იმოგზაურა ან მასთან …

1:0 – დინამო ბათუმმა თბილისის დინამო დაამარცხა

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში დინამო ბათუმმა თბილისის დინამო დაამარცხა ანგარიშით 1:0. გამარჯვების მომტანი გოლი დინამო ბათუმის ნახევარმცველმა, გიული მანჯგალაძემ გაიტანა. ამ გამარჯვებით დინამო ბათუმს 7 ქულა აქვს და დროებით პირველ ადგილზე გადადის. გუნდებს შორის მატჩი დღეს, 9 მარტს, დინამო არენაზე გაიმართა.  

გელათის ხელახალი დროებითი გადახურვა სახელმწიფოს 238 ათასი ლარი დაუჯდა

გელათის სამონასტრო კომპლექსზე დროებითი გადახურვის ხელახლა მოწყობა სახელმწიფოს 238 093 ლარი დაუჯდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, პირველ მარტს, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის თაობაზე განაცხადით მიმართა. ამ განაცხადის მიხედვით, სააგენტო აპირებს გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძრებზე ხარვეზებით მოწყობილი დროებითი გადახურვები ხელახლა მოაწყოს. ხელშეკრულება 238 093 ლარზე გაფორმდება, სამუშაოები …

 მოქალაქეებმა დატოვეს დარბაზი, სადაც ნამახვანჰესზე მინისტრები შეხვედრას მართავენ

„კი, მაგრამ ეკონომიკის გაკვეთილს გვიტარებთ თუ პრობლემაზე ლაპარაკობთ?“ – ამ სიტყვებით დატოვა ერთ-ერთმა მოქალაქემ მინისტრებთან შეხვედრა, რომელიც ცაგერში იმართება ნამახვანი ჰესის თემაზე. „მივალ, მივალ პრობლემამდე,“ – უთხრა მოქალაქეს პასუხად ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. შეხვედრა ცაგერში, რომელსაც ნათია თურნავასთან ერთად მისი კოლეგა ლევან დავითაშვილიც ესწრება, ამ წუთებშიც [14:00 საათი] გრძელდება. მინისტრები მას ნახევრად ცარიელ დარბაზში მართავენ, …

რატომ ახსენებს თურნავა ნამახვანი ჰესზე საუბრისას საბჭოთა ელექტროსადგურებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის კონტექსტში ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრობს. მინისტრის თქმით, ქვეყნის ენერგოსისტემა „მორალურადაც და ფიზიკურადაც ამორტიზებულია“. „საქართველოში ყველა არსებული ელექტროსადგური რომ შევკრიბოთ, ეს არის დაახლოებით 4500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე. აქედან 70 % ანუ 3100 მეგავატზე მეტი, არის აშენებული საბჭოთა პერიოდში. ანუ ეს არის უკვე მორალურადაც და ფიზიკურადაც ამორტიზებული სადგურები. შესაბამისად, ჩვენი მთავარი …

“ნამახვანი ჰესი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია” – ნათია თურნავა

„მინდა ვთქვა, რომ ნამახვანი ჰესის პროექტი, არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არის შეკითხვები მოსახლეობაში, ამ პროექტის უსაფრთხოებასთან, მნიშვნელობასთან, სარგებელთან დაკავშირებით,“-  განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანი ჰესის შესახებ. დღეს, 4 მარტს, საქართველოს მთავრობაში რამდენიმე განცხადება გაკეთდა ნამახვანი ჰესის შესახებ. ისაუბრა პრემიერ-მინისტრმაც, რომელმაც გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს ნამახვანში …

“ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი,” – ღარიბაშვილმა მინისტრებს ნამახვანში ჩასვლა დაავალა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანი ჰესის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ღარიბაშვილის თქმით, კითხვებს, რომლებიც მოსახლეობას აქვს, უშუალოდ მინისტრებმა უნდა გასცენ პასუხი. „მინდა გამოვეხმაურო ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით შექმნილ წუხილს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა. კითხვები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამ კითხვებს უნდა გაეცეს დასაბუთებული, პროფესიონალური, კვალიფიციური პასუხი. მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდან გაეცეს …

რა წერია ნამახვანი ჰესის ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში – დოკუმენტის ანალიზი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების ანალიზს აქვეყნებს. ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ, ნამახვანი ჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგოტარიფს და ენერგოუსაფრთხოებას, კომპანიას აქვს შეუზღუდავი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე, კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს, შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების …

იმიტომ, რომ ქალები ვართ, სახლის სახურავს ქვები დაუშინეს და დაგვიზიანეს 

ბათუმის ცენტრში, ძველი ბულვარიდან ზუსტად ერთ კვარტალში, ერთსართულიანი ბელეტაჟი დგას. სახლი ეკუთვნით დებს – ეთერ და ნათელა მანელიშვილებს. ახლახან ბელეტაჟის კრამიტის სახურავი დააზიანეს. დები დარწმუნებულნი არიან, რომ სახლის სახურავი განზრახ დაუზიანეს – აქ არაერთ ინვესტორს სურდა მაღლივი კორპუსის აშენება. ათ დღეზე მეტია წვიმის დროს სახლში წყალი ჩადის. “ბომბი რომ აფეთქდება, ისეთი ხმა გაისმა შუაღამისას. მე …

ქუთაისის მაჟორიტარი კომპანიას მოუწოდებს, ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივები დაასაქმოს

დღეს, 2 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები გამოეხმაურნენ. პარლამენტის ტრიბუნიდან ნამახვანი ჰესის საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გაისმა, რაც 28 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად. დღეს პარლამენტარები ამბობდნენ, რომ მოსახლეობასა და მთავრობას შორის სწორი კომუნიკაცია არ არის და არაინფორმირებულია ხალხი, რომელიც ჰესის …

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა აჭარაში – 2 მარტი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი. ოფიციალური ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში ვირუსისგან 35 626 ადამიანია გამოჯანმრთელებული. 2 მარტის მონაცემებით აჭარაში მდებარე კლინიკებში კოვიდზე მკურნალობს 125 პაციენტი. კოვიდსასტუმროში – 36, ხოლო ბინაზე მკურნალობს – 98. რაც შეეხება მთლიანად ქვეყნის მონაცემს, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 461 ახალი დადასტურებული …

თურქეთში დროებით დასაქმების მსურველებს ხელახალი რეგისტრაცია შეუძლიათ

თურქეთში დროებით დასაქმების მსურველთათვის ხელახალი რეგისტრაცია შესაძლებელი ხდება. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. „ანკარაში საქართველოს საელჩოს რეკომენდაციითა და აქტიური ჩართულობით ჩატარებული ტექნიკური სამუშაოების შედეგად, ამიერიდან შესაძლებელი იქნება თურქეთის რესპუბლიკაში ჩამოსვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეთა ხელახალი რეგისტრაცია სისტემაში. კერძოდ, იმ პირებს, რომელთაც ერთხელ უკვე ისარგებლეს მოწვევის წერილის საფუძველზე, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, …

რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან ბათუმსა და დანარჩენ საქართველოში

პირველი მარტიდან ბათუმში რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება. კერძოდ, მუშაობას იწყებენ საბავშვო ბაღები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები. რესტორნებს შესაძლებლობა აქვთ, სტუმრები შიდა სივრცეშიც მიიღონ. ნახეთ ვრცლად ჩამონათვალი: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ლი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით; მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1-ლი მარტიდან; ბათუმში რესტორნები სტუმრების მიღებას …

“დატოვოს კომპანიამ რიონის ხეობა” – ათასობით ადამიანი ხელისუფლებას 2 კვირის ვადას აძლევს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდინარე რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. ათასობით ადამიანი ქალაქის  ცენტრალურ მოედანზეა შეკრებილი და მთავრობისგან ითხოვს, შეაჩეროს ჰესის მშენებლობა. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თუკი კომპანია “ენკა რინიუებლზი”, რომელიც რიონის ხეობაში ჰესის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, ორი კვირის ვადაში არ დატოვებს რიონის ხეობას, მოსახლეობა ქალაქ …

საპროტესტო აქცია ნამახვან ჰესის წინააღმდეგ [LIVE]

ქუთაისში დღეს, 28 თებერვალს, ნამახვან ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. ქუთაისის მთავარ მოედანზე  ათასობით ადამიანია შეკრებილი ჰესის მშენებლობის  გასაპროტესტებლად. რა შენდება მდინარე რიონის ხეობაში მდინარე რიონის ხეობაში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულს ეწინააღმდეგება და 3 თვეზე მეტია ხეობაში აქციებს მართავს. ამჟამად ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 10 თებერვალს, ადამიანის უფლებების …

ათ დღეზე მეტია ბათუმში ზღვაში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

ათ დღეზე მეტია ბათუმში ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. დაკარგული კაცის ოჯახის ახლობლები ითხოვენ, რომ სამაშველო სამსახურმა ძებნის მასშტაბები გააფართოოს. “როგორც გავარკვიეთ, თავდაცვის სამინისტროს ჰყავს ისეთი მაშველები, რომლებსაც შეუძლიათ სიღრმეში ჩასვლა და იქ მოძებნა. ახლა რაც კეთდება, კეთდება ზედაპირულად და ჩვენც ვხედავთ, რომ არ აქვთ სხვა რესურსი,”- ამბობს “ბათუმელებთან” დაკარგული მამაკაცის დეიდაშვილი პაატა სიჭინავა. საგანგებო …

“სოლიდარობა ნიკა მელიას” – ქართველი ემიგრანტების საპროტესტო აქცია ჰამბურგში

ემიგრანტთა ორგანიზაციამ #ერთადსახლში ჰამბურგში საპროტესტო აქცია გამართა. ამ აქციით ჰამბურგში მცხოვრებ ემიგრანტთა ნაწილი შეუერთდა საქართველოში და ევროპის სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. მათ უპირობო სოლიდარობა გამოუცხადეს ნიკა მელიას, სამოქალაქო აქტივისტებს და სრულიად პროდასავლურ ოპოზიციას. „კატეგორიულად ვგმობთ და ვაპროტესტებთ: საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ რეპრესიებს, ქართული ოცნების უპასუხისმგებლო, სიძულვილის გამღვივებელ რიტორიკას, პოლიტიკას და არჩევნების გაყალბებას, ოპოზიციის ლიდერის ნიკა …

კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა აჭარაში – 28 თებერვალი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 18 პაციენტი. ოფიციალური სტატისტიკით, აჭარაში კორონავირუსისგან უკვე 35 592 პაციენტია გამოჯანმრთელებული. რაც შეეხება აქტიური ინფიცირების შემთხვევებს- 28 თებერვლის მონაცემებით, კლინიკაში მკურნალობს 115 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 48, ხოლო ბინაზე  – 91 ადამიანი. დღეს საქართველოში სულ კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან უმეტესობა – 129 შემთხვევა თბილისზე …

კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი – 28 თებერვალი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა  11 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 525.  ბოლო 24 საათში ჩატარდა 27 885  კვლევა ტესტით, მათ შორის 18 814 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 071 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.96 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.55%.  ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა  რეგიონების …

დეპუტატის წვეულება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე წვეულებას მართავს. გართობის ამსახველი ვიდეო გუშინ, 27 თებერვალს გვიან ღამით გავრცელდა. წვეულების ერთ-ერთ მონაწილეს ფეისბუქ ლაივი ჰქონდა ჩართული. ვიდეოს ორიგინალი ამჟამად სოციალურ ქსელში აღარ იძებნება, თუმცა მისი ჩაწერა ენმ-ის წევრმა, ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ მოასწრო და გაავრცელა კიდეც. “22:10 საათზე ჰქონდა ანზორ ბოლქვაძის …

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი ჟურნალისტებზე ძალადობის წინააღმდეგ

დღეს, 27 თებერვალს, ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს და ტელეკომპანია “ფორმულას” სპეცეთერში საჯაროდ მოაწერეს ხელი მანიფესტს, რომლითაც ითხოვენ ქვეყანაში დაცული იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მედია და სამოქალაქო საზოგადოება ითხოვს, ხელისუფლებამ უზრუნველყოს ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება  და შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. “ბათუმელები” უერთდება მანიფესტის მოთხოვნებს. მანიფესტის სრული ტექსტი 2020-21 წლებში საქართველოში მედიაგარემო  …

ბრიტანელმა ველოსიპედისტმა საქველმოქმედო მოგზაურობა ჩინეთამდე ბათუმიდან დაიწყო

26 წლის ლუკ გრენფელ შოუ თავის საქველმოქმედო მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს. “ბრისტოლიდან ბეიჯინამდე” – ამ სახელწოდების ველომარშუტის გავლას ლუკ გრენფელ შოუ თავის დედასთან ერთად ველოსიპედით აპირებს. ველოსიპედისტი ამ გზით 30 ქვეყანას გაივლის და ამ დროის განმავლობაში სიმსივნით დაავადებულთათვის 300 ათასი ევროს შეგროვება აქვს განზრახული. დიდი მოგზაურობის დაწყებამდე ველოსიპედისტმა მთიანი აჭარა მოიარა. მისი ბათუმში ყოფნის კადრები აჭარის …

“ეს არის სატანის მიკროფონი” – სხალთის ეპისკოპოსი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებზე

სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს “სატანის მიკროფონს” უწოდებს და იმედოვნებს, რომ ისინი “მოექცევიან”. „საქართველოზე არის შემოტევა, საშინელი. ბოროტი ძალების, ბნელი ძალების. თქვენც ხედავთ ახლა რა ხდება ხომ? ლანძღავენ და აგინებენ ეკლესიას. პატრიარქს აუგად იხსენიებენ. კაცმა, რომელმაც  საქართველო ფეხზე წამოაყენა, პირჯვრის გადაწერა ასწავლა ქართველ ხალხს და დაცემული აღადგინა. და ეს ტელევიზიები… რომელია მაგი ახლა… მთავარი …

კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა აჭარაში – 27 თებერვალი

27 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 33 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 7-მა პაციენტმა. ბოლო მონაცემებით აჭარაში კოვიდკლინიკაში 120 პაციენტი მკურნალობს, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა. კოვიდ სასტუმროში მკურნალობს51 მოქალაქე, ბინაზე კი 133.

კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა საქართველოში, გარდაიცვალა 14 ადამიანი – 27 თებერვალი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 542 პირი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  34 933 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 966 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 967 PCR ტესტით. 373 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით  ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – …

ვახო სანაიას მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა ბათუმში სოლიდარობის აქცია გამართეს

დღეს, 26 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. „არა ძალადობას,“ „ ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები“, „ნუ ახალისებთ ძალადობას,“ „სოლიდარობა ვახო სანაიას“ – ეწერა საპროტესტო პლაკატებზე. „ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმა პირდაპირ კავშირშია იმ რიტორიკასთან, რომელიც ჩვენ გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. გუშინ დაესხნენ ვახო სანაიას თავს კრიტიკული კითხვების გამო და კრიტიკული აზროვნების გამო. …

ვინ როგორ გამოეხმაურა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ფიზიკურ თავდასხმას

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდასხმას დილიდან ეხმაურება არასამთავრობო სექტორი. ჟურნალისტის თქმით, მას თავს დაესხა სამი კაცი და დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში. ჟურნალისტზე და მისი ოჯახის წევრზე ფიზიკური ძალადობა დაგმო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე. “ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საუბარი აზრის, …

მეამბოხე ბიზნესმენი, რომლის ოფისიც პოლიციამ ჯერ დალუქა, შემდეგ კი ყვავილებს ურწყავდა

„როდესაც შენობაში პოლიცია შემოვიდა, ფიტნესკლუბში ვიყავი. გამაფრთხილეს, მოდიან ქვემოდანო. ძალიან მოკლე დროში ფიტნესკლუბის შემოსასვლელში განლაგდა რამდენიმე ათეული პოლიციელი, ქუჩაც სულ პოლიციის მანქანებით იყო სავსე, სადღაც 30 მანქანა მოვიდა. უშუალოდ დარბაზში დაახლოებით 50 პოლიციელი ამოვიდა. ჩაატარეს სპეცოპერაცია, დალუქეს ტრენაჟორები. დაახლოებით 3-4 საათი გაგრძელდა ეს ამბავი. როცა დასრულდა ეს ყველაფერი, ფიტნესკლუბის შესასვლელებთან [მეორე სართულზე] განათავსეს ორ-ორი პოლიციელი. …

“სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი” – ვოლსკი ნინო ლომჯარიაზე

პარლამენტის  პირველი ვიცე-სპიკერი სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას „ნაცდამცველს“ უწოდებს და ამბობს, რომ დროა „ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს“. „სახალხო დამცველი არის ნაცდამცველი, რომელიც აბსოლუტურად, მთელი ცხოვრების მანძილზე, ვერ ჩამოიშორებს აი, ამ შეფასებას. ნინო ლომჯარიამ ამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს, ჯობია და სამართლებრივად შეაფასოს ვითარება, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა აკავებდნენ. რამდენად გადააჭარბა თუ …

“ქართული ოცნება” კიბერშეტევაზე განცხადებას ავრცელებს

პარტია “ქართული ოცნება” კიბერშეტევის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ქართული ოცნების“ სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია პროვაიდერი კომპანიების აპარატურის მუშაობის შეფერხება. არსებული მოვლენების ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეს დანაშაულებრივი აქტი. აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის დანაშაული იქცა მოქმედების თითქმის ერთადერთ ფორმად. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული კიბერდანაშაული,” –  ნათქვამია პარტიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე …

„შეძრწუნებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელი პირების განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით“ – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო  საქართველოში ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. …

დასავლეთის რეაქცია ნიკა მელიას დაკავებაზე

დღეს, 23 თებერვალს, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. სამართალდამცავებმა ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისი შტურმით აიღეს. დაკავების დროს შეამტვრიეს ენმ-ის  ოფისის კარები და გამოიყენეს წიწაკის სპრეი. კადრებში, რომელიც ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გავრცელდა „ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან“, ჩანს რომ ოფისი დარბეულია  – დაზიანებულია ტექნიკა და ინვენტარი. ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. …

პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 22 თებერვალს,  ახალი პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა. 89 ხმით ორის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ————————————————————————— საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი  18 თებერვალს გახდა ვაკანტური, მას შემდეგ, რაც მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა იმავე დღესვე გახდა ცნობილი. პარტია “ქართული ოცნების” …

გელათში წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა

გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ტაძარი ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა. ტაძრის დროებითი გადახურვა 18 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კალთაა გადახურული, წმინდა გიორგის ტაძარი კი თოვლის საფარველქვეშაა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩემი სახლიას“ ხელმძღვანელი თორნიკე ბარათაშვილი დეტალურად აღწერს, რა სიტუაციაშია ახლა წმინდა გიორგის ტაძარი. „მხოლოდ ორი კალთაა გადახურული – დაბალი რეგისტრის კალთები,“ …

Exit mobile version