“რასაც ვიღებ, ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ” – სააკაშვილი გლუკოზას აბებზეც უარს ამბობს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან განცხადებას ავრცელებს. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი წერს, რომ უარს აცხადებს შიმშილობის პროტოკოლში შემავალი  ნებისმიერი დასახელების მიღებაზე, მათ შორის, მინერალებზე, ვიტამინებსა და გლუკოზის აბებზე. „მინდა გამოვეხმაურო ხელისუფლების მიერ ჩემს შიმშილობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას: ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) …

კაცმა ხოფაში 6 საათში 75 ტონა თევზი გაყიდა – ქაფშია 5 ლირად

თურქეთში, ქალაქ ხოფაში, მეთევზემ, რომელმაც ბევრი თევზი დაიჭირა, ერთი კილო ქაფშია 5 ლირად გაყიდა. მიმდინარე სეზონზე თურქეთში ქაფშია 15-20 ლირა ღირს და ყველა მოქალაქეს მისი ყიდვის საშუალება არ აქვს. როგორც თურქული გამოცემა „ჰაბერლერი“ წერს, 6 საათში თევზის მაღაზიის მფლობელმა 75 ტონა ქაფშია გაყიდა. „ჰაბერლერის“ ცნობით, ხოფელი სერქან აქსოი 12 წელია თევზაობს. „შევიდეს თევზი ყველა სახლში“ …

178 ახალი შემთხვევა, 2 გარდაცვლილი – კორონავირუსი აჭარაში

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 178 ადამიანი დაინფიცირდა. 6 ნოემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსზე მკურნალობას გადის 1768 პაციენტი. აქედან კლინიკებში 538 პაციენტი, 269 პაციენტი კოვიდ სასტუმროებში, ბინაზე კი 961. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გაჯანმრთელდა 132 ადამიანი. რაც შეეხება ვაქცინაციას, დღემდე აჭარაში სულ გაკეთებულია 219 055 აცრა. აქედან ორი დოზით აცრილია 103 568 მოქალაქე, ხოლო 124 პირს …

5 240 ახალი შემთხვევა, 68 გარდაცვლილი – კორონავირუსის 6 ნოემბრის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით გარდაიცვალა 68 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება: 5 240 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 872 შემთხვევა, აჭარაში – 178, იმერეთში – 1 045, ქვემო ქართლში – 396, შიდა ქართლში – 429, გურიაში – 105, სამეგრელო – ზემო სვანეთში …

რას ჰყვება ქალი, რომელსაც სილამაზის სალონი ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში ჰქონდა

„სამი კვირის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, დახმარება დამჭირდებოდა, გამეცინებოდა, მაგრამ დღეს ისეთი სასოწარკვეთილი და უიმედო ვარ, ყველაფერს ვითხოვ ყველასგან. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მეც და ჩემი თანამშრომლებიც,“ – ეს სიტყვები 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთ გადარჩენილს, ინგა კეჭაყმაძეს ეკუთვნის. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დანგრეული სადარბაზოს გვერდით სადარბაზოში, პირველ სართულზე, ინგას სილამაზის სალონი ჰქონდა. …

გახარიას თანაგუნდელი პარტიიდან წასულ წევრს ბათუმის საკრებულოს დატოვებასაც ურჩევს

გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომერი და ბათუმის საკრებულოს წევრი ნინო ბაციაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს მათი პარტიის წევრის მიერ პარტიის დატოვებაზე. „ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, რომ ირაკლიმ ვერ გაუძლო სავარაუდო ზეწოლას და ეს გადაწყვეტილება მიიღო. კიდევ უფრო სამწუხაროა მისი განმარტება, რომ თითქოს პარტია ვინმესთან თანამდებობებს ინაწილებს. ჭადრაკის თამაში რომ იცოდეს, ვეტყოდი, რომ ნათამაშები სვლა არ ბრუნდება. …

თურქეთში, ბათუმიდან 80 კმ-ში, აეროპორტი ზღვაში ააშენეს

საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 80 კილომეტრში, თურქეთში, ფაზარის რაიონში, სოფელ იეშილკოისთან ახალი აეროპორტის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შედის. ახალი აეროპორტი თურქეთის ორი პროვინციის – რიზესა და ართვინის გასაყარზე აშენდა და მას „რიზე-ართვინის აეროპორტი“ ერქმევა. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე პროვინცია გეოგრაფიულად მთაგორიანია, აეროპორტი ზღვაში ააშენეს. მშენებლობისთვის 280 ჰექტარი ზღვა, 30 მ სიღრმეზე ამოავსეს. თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზღვის ამოსავსებად …

სარფში საზღვრის კვეთა ღამის 12-მდე გახანგრძლივდა – საკონსულო

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამუშაო საათები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეზღუდული, გახანგრძლივდება. ბათუმში თურქეთის საკონსულოს ცნობით, დღეიდან, 14 ოქტომბრიდან, საქართველოდან თურქეთში მიმავალ მოქალაქეებს შეეძლებათ სარფის საზღვარი დილის 10:00 საათიდან საღამოს 24:00 საათამდე გადაკვეთონ. საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს: საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა კოვიდპასპორტი ან PCR ტესტი მოქალაქემ გამგზავრებამდე 72 საათით ადრე …

ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა

ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა. ინფორმაცია “ბათუმელებს” იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში დაუდასტურეს. “ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის დროს პალატაში ოთხი ბავშვი იყო. არავინ დაზიანებულა,” – უთხრეს “ბათუმელებს” ბავშვთა საავადმყოფოს პრესცენტრში. თვითმხილველების თქმით, ჭერის ჩამონგრევის შემდეგ საავადმყოფოში ქაოსი დაიწყო. კლინიკაში მყოფი ბავშვების მშობლებმა კომპიუტერული ტექნიკა დაამსხვრიეს და ადგილზე პასუხისმგებელი …

საია ბათუმის 7 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვს

საია ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში 7 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვს. საუბარია ბათუმის 34-ე, მე-6, მე-9, 38-ე, 44-ე, 69-ე, 105-ე უბნებზე. ამ უბნებში შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსია, კერძოდ, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას გამოკლებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არ უდრის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას. „ვითხოვთ დალუქული დოკუმენტაციის ხელახლა გახსნას, შედეგების გადათვლას და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის …

ტაქსის მძღოლი ქალი, რომელსაც ბათუმში ავტომანქანა დაეტბორა [ვიდეო]

28 წლის მარიამ კოიძე 4 ოქტომბრის დილას სახლიდან საკუთარი ავტომანქანით გამოვიდა, მცირეწლოვანი შვილი ბაღში დატოვა და იმის გამო, რომ ბათუმში წვიმდა, გადაწყვიტა მუშაობის დაწყების ნაცვლად სახლში წასულიყო. სახლისკენ მიმავალ გზაზე მისი ავტომანქანა შუა ქუჩაში წყლით გაივსო და დაიტბორა. ვიდეოს, რომელიც თავად მარიამმა გადაიღო და რომელშიც ასახულია ავტომანქანის დატბორვის კადრები, სოციალურ ქსელში ათასობით ნახვა და გაზიარება …

ფეისბუქი, ინსტაგრამი, მესენჯერი და WhatsApp-ი გათიშულია

სოციალური ქსელი ფეისბუქი, ინსტაგრამი, ფეისბუქ მესენჯერი და  WhatsApp-ის აპლიკაცია 4 ოქტომბრის 19:50 საათიდან გათიშულია. facebook.com -ზე შესვლისას ჩნდება შეტყობინება – „ბოდიში, რაღაც შეცდომა დაფიქსირდა, ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ და მას მალევე შევასწორებთ“. ჯერჯერობით უცნობია ხარვეზის მიზეზი, თუმცა ცნობილია, რომ სოციალური ქსელი გლობალურად გაითიშა. სოციალური ქსელის და აპლიკაციების გათიშვიდან მალევე ფეისბუქმა განცხადება კონკურენტი სოციალური ქსელის, ტვიტერის …

2 ოქტომბერს შსს-ში კოორდინატორების წინააღმდეგ 200 შეტყობინება შევიდა

2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის დარღვევაზე 200 შეტყობინება შევიდა, ერთი პირი კი 2000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიციამ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება. საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ ფაქტზე …

ბათუმი ისევ დაიტბორა [ფოტო]

ძლიერი წვიმის გამო ბათუმის ქუჩები დაიტბორა. დატბორილია ჭაობის უბანი და ე.წ. ხოფაზე, აღმაშენებლის ქუჩა.

ამომრჩეველი ხმის მიცემას მართვის მოწმობით აპირებდა – საჩივრები #2 საარჩევნო უბანზე

ბათუმის #2 საარჩევნო უბანზე დღის 14:00 საათისთვის ოთხი საჩივარია დაწერილი. ოთხივე საჩივარი ენმ-ის წევრებმა დაწერეს საარჩევნო პროცესში აღმოჩენილი პროცედურული დარღვევების გამო. ორი საჩივარი დილით, უბნის გახსნის დროს დაიწერა. ერთ-ერთ რეგისტრატორს პირადობის მოწმობა დაავიწყდა და ისე იყო საარჩევნო უბანზე მისული. რეგისტრატორს პირადობა სახლიდან მოუტანეს. მე-2 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის თქმით, რეგისტრატორს საარჩევნო პროცესში პირადობის მოწმობის მიტანამდე …

საარჩევნო უბანი ბათუმში „ოცნების“ მერობის კანდიდატის ბანერის ფონზე

ბათუმის #6 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერი ხვდება. ეს საარჩევნო უბანი მეორე საჯარო სკოლაშია გახსნილი. ოთახი, რომელშიც საარჩევნო უბნისათვის არის გამოყოფილი, ქუჩას ესაზღვრება. საარჩევნო უბნიდან ზუსტად ორ მეტრში მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე კი “ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატის, არჩილ ჩიქოვანის საარჩევნო ბანერებია გაკრული. რეგისტრატორებთან ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ბიულეტენის მიღების ლოდინი “ქართული ოცნების” …

ბათუმის 7 წელი ფოტოებზე – როგორ ჩაბეტონდა ქალაქი [ფოტო]

ბათუმი ყოველდღე იცვლება. ქალაქში, კანონიერად თუ უკანონოდ, ათობით ახალი კორპუსი შენდება. კორპუსებს არ აქვთ საჭირო რაოდენობის პარკინგები მანქანებისთვის და ეზოები, სადაც ბავშვები ითამაშებენ. რაც შეეხება ხედს – უმეტესი მათგანიდან ბეტონის კედლები ჩანს. სამშენებლო ბუმის პარალელურად ერთმანეთის მიყოლებით ქრება ბათუმისთვის დამახასიათებელი ერთ და ორსართულიანი სახლები. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს 2014 წლიდან დღემდე ერთი და იმავე ხედით. თავად …

ბათუმში ღირსების მარში უნდა გაიმართოს? – რას ამბობენ მერობის კანდიდატები [ვიდეო]

უნდა გაიმართოს თუ არა ღირსების მარში? – ჰკითხა “ბათუმელებმა” ბათუმის მერობის სამ კანდიდატს. სამივე მათგანს ვთხოვეთ, რომ ამ კითხვაზე გაეცა მოკლე პასუხი – „კი“ ან „არა“. სამივე მათგანმა პასუხის გასაცემად სხვადასხვა გზა აირჩია. რედაქცია: ბათუმში ღირსების მარში უნდა გაიმართოს თუ არა? – გთხოვთ მიპასუხოთ კი ან არა. ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია – …

სახელმწიფო ინსპექტორს სუსის შემოწმებისკენ მოუწოდებენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ სუსის საქმიანობა შეისწავლოს. კერძოდ, ორგანიზაციები ითხოვენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოიყენოს ინსპექტირების მექანიზმი და შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენების საკითხი. კოალიციის განცხადებით, სუსის სისტემაში შემავალ სააგენტოს გააჩნია ფარული ელექტრონული მიყურადების სრული შესაძლებლობა. იმისათვის, რომ პირს მოუსმინონ, საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სისტემურ …

#გვარიდამიბრუნე – „სალამმა“ პარლამენტში 25 ათასი ხელმოწერა მიიტანა

სამოქალაქო პლატფორმა “სალამმა” დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში 25 ათასი ხელმოწერა მიიტანა. საქართველოს 25 ათასი მოქალაქე ითხოვს, აზერბაიჯანულ და სხვა ეთნიკური წარმომავლობის გვარებს ჩამოშორდეს რუსული სუფიქსები, როგორიცაა -ოვ(ა), -ევ(ა). პლატფორმა “სალამის” წევრები გვარის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებს 45 დღის განმავლობაში აგროვებდნენ მცხეთაში, დმანისში, კახეთში, გარდაბანში, რუსთავში, თბილისსა და სხვა რეგიონებში. საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ხელმოწერები შეაგროვა, საქართველოს …

მოსახლეობამ ხულო-ზარზმის გზა გადაკეტა – პროტესტი ხულოში

დღეს, 27 სექტემბერს, დილით, ხულოში მოსახლეობამ ხულო – ზარზმის დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. საპროტესტო აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში გზაზე გადაადგილება შეუძლებელი იყო.  პოლიციისა და ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის, ნადიმ ვასაძის მისვლის შემდეგ მოსახლეობამ გზა გახსნა. პროტესტის მიზეზი ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის დროს ერთ-ერთი მოსახლის სახლის დაზიანებაა. „ბათუმელების” ინფორმაციით გზის მშენებლობისას ერთ მონაკვეთზე …

ბათუმს 40 ახალი ავტობუსი აქვს

ბათუმის მერიამ ბათუმისთვის ISUZU-ს მარკის 40 ახალი ავტობუსი შეიძინა. ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსები ორი ტიპისაა. კერძოდ, EURO 5 სტანდარტის, citibus-ის მოდელის 16 ერთეული ავტობუსით ერთდროულად  63 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. ხოლო EURO 6 სტანდარტის, novociti life-ის მოდელის 24 ერთეული ავტობუსით – ერთდროულად 53 მგზავრის გადაყვანა. ბათუმის მერიის ცნობით, ავტობუსები სრულად ადაპტირებულია, აღჭურვილია გათბობისა და …

30 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა – 25 სექტემბერი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით გარდაიცვალა 30 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 956  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი  5.44%-ია. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 798 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით. 25 სექტემბერს ქვეყანაში …

„ჩემი ცხოვრებაა კინო“ – ინტერვიუ ლანა ღოღობერიძესთან

მას ბევრი პროფესია აქვს. არის რეჟისორი, მწერალი, მხატვარი, მთარგმნელი, დიპლომატი, თუმცა თვითონ მიიჩნევს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ორი რამაა – კინო და პოეზია. ლანა ღოღობერიძე წელს ბათუმის საავტორო ფილმების მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალზე მხატვრული ფილმების სექციის ჟიურის თავმჯდომარე იყო. სწორედ კინოფესტივალის მიმდინარეობისას შეხვდა რეჟისორს „ბათუმელები“. ქალბატონო ლანა, ვინაიდან ჩვენი ინტერვიუ ბათუმში იწერება, მინდა დავიწყო კითხვით ბათუმზე. რა …

“მონაზვნობას ვერავის წაართმევ, შეიძლება ჩამოართვა ეპისკოპოსობა, პატრიარქობა… ” – თეოლოგი

7 სასულიერო პირი ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) „სრულად განკვეთა სამონაზვნო დასიდან“. ასევე მათ აუკრძალა სამონაზვნო და სხვა საეკლესიო ტანსაცმლით შემოსვა. შესაბამისი ბრძანება მიტროპოლიტმა 11 სექტემბერს გამოსცა. თეოლოგები ამბობენ, რომ ბრძანება უკანონოა, აბსურდული და საერთოდაც, წინააღმდეგობაში მოდის იმ კანონებთან, რომლებზე დაყრდნობითაც თითქოს ეს ბრძანებაა გამოცემული. „ბათუმელებმა“ თეოლოგ ზურაბ ჯაშს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია ადამიანს, რომელმაც ღმერთთან დადო მონაზვნობის …

როდის ექნებათ წყალი და კანალიზაცია შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს [ვიდეო]

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ათასობით მოქალაქე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გარეშეა. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა – KfW 2020 წელს ბათუმისთვის ამ მიზნით 60 მილიონი ევრო გამოყო. საქართველოს მთავრობამ კი ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადაიტანა. რატომ გაუქმდა შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემისთვის 60 მლნ ევრო სესხის შეთანხმება – სამინისტროს განმარტება შემოერთებულ ტერიტორიებზე როგორ უნდა მიიყვანოთ წყალი …

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მაღაზიები დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ათობით ქუჩაა დატბორილი. რთული მდგომარეობაა პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩებზე, სადაც წყალმა პირველ სართულზე მდებარე მაღაზიებში შეაღწია და დატბორა. წვრილი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მერიასა და 112-ში დილის 6 საათის შემდეგ რეკავდნენ. „არც მთავრობიდან ყოფილა არავინ და არც ბათუმის მერიიდან. დილის 6 საათის შემდეგ აქ ვართ. 1 მეტრო სიმაღლის წყალი იდგა მაღაზიებში“, …

რას უპირებენ ბათუმის მერობის კანდიდატები ჩაუბარებელ შენობებს

თუ იცით, რამდენი ახალაშენებული შენობაა (რამდენი კვადრატული მეტრი)  ჩაუბარებელი ბათუმში და რას უპირებთ მშენებლობებს, რომლებიც მერიას დღემდე არ აქვს ჩაბარებული? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის სამ კანდიდატს. ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“ ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი შენობაა ბათუმში. შეიძლება ითქვას აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, ჩაბარებული არ არის. …

„იჩივლეთ ყველამ“ – იურისტები ფარული ჩანაწერების ფიგურანტებს ურჩევენ პროკურატურას მიმართონ

იურისტები ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ფარული ჩანაწერების ფიგურანტ ყველა პირს მოუწოდებენ მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს და მოითხოვონ გამოძიების დაწყება უკანონო ფარულ მიყურადებაზე. „სახელმწიფო ქმნის თვალთვალის სისტემას, ცდილობს ცენზურის და თვითცენზურის დამკვიდრებას. ახლა მთავარი პასუხისმგებლობა ჟურნალისტებს ეკისრება. არ უნდა დაუშვან, რომ ეს შემთხვევები არის რიგითი ხარვეზი და მოცემულობა. უნდა დააფიქსირონ თავიანთი სამართლებრივი პროტესტი, მოითხოვონ გამოძიება. იმისათვის, რომ …

ვინ რამდენ საბავშვო ბაღს ააშენებს, სად და როდის – კანდიდატების დაპირებები [ვიდეო]

წელს ბათუმში 1600-ზე მეტ ბავშვს საბავშვო ბაღში ადგილი არ შეხვდა. „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის კანდიდატებს ჰკითხა, თუ იციან რამდენი ბაღი სჭირდება ბათუმს, მერად არჩევის შემთხვევაში რამდენ ბაღს ააშენებენ, ქალაქის რა ნაწილში და რა ვადაში. გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან:  როგორც მე ვიცი, 1000-ზე მეტი ბავშვი ბაღის გარეშე დარჩა და ამ პრობლემის ერთადერთ გადაწყვეტად გვესახება …

უნდა გასხვისდეს თუ არა იჯარით ბათუმში პლაჟები? – მერობის 3 კანდიდატის პასუხი

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმმა ქალაქის მერი უნდა აირჩიოს. “ბათუმელებმა” მერობის სამ კანდიდატს სხვადასხვა საკითხზე დაუსვა კითხვები, რომლებსაც პერიოდულად შემოგთავაზებთ. უნდა გასხვისდეს თუ არა მრავალწლიანი იჯარით ბათუმში პლაჟები? –  ჰკითხა “ბათუმელებმა” ბათუმის მერობის სამ კანდიდატს. ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი, პარტია „საქართველოსთვის“ – გახარიას პარტია: რა თქმა უნდა არა. ბათუმის პლაჟი, ისევე, როგორც ბათუმის …

ახალი მეჩეთი ბათუმში – რას ფიქრობენ მერობის კანდიდატები

2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმმა ახალი მერი უნდა აირჩიოს. “ბათუმელებმა” მერობის სამ კანდიდატს, სხვადასხვა საკითხზე დაუსვა კითხვები, რომელზე პასუხებსაც პერიოდულად შემოგთავაზებთ. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხს და სასამართლო დავას, რომელიც ოთხი წელია გრძელდება ბათუმის მერიასა და მუსლიმ თემს შორის. მაშინ როცა ქალაქში საცხოვრებელ ადგილას ნებართვით ან უნებართვოდ შენდება ეკლესიები, რატომ აიძულებთ მუსლიმებს …

რა არის ბათუმის 3 მთავარი პრობლემა? – კითხვას მერობის 3 კანდიდატი პასუხობს

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმმა ქალაქის მერი უნდა აირჩიოს. რა არის ბათუმის სამი მთავარი პრობლემა? – ჰკითხა “ბათუმელებმა” ბათუმის მერობის სამ კანდიდატს – არჩილ ჩიქოვანს, ბათუმის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“; გიორგი კირთაძეს, რომელიც ოპოზიციურ ერთობას წარმოადგენს და ირაკლი მიქელაძეს, რომელიც გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატია. ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტია „გიორგი გახარია …

“ამაზე საკრებულოში რომ შევალ მერე გიპასუხებთ” – „ოცნების“ ახალი სახე ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოში მოხვედრის მსურველთა პროპორციულ სიაში მმართველ პარტიას მხოლოდ 5 ქალი ჰყავს. ზუსტად იმდენი, რამდენიც კვოტირებითაა განსაზღვრული. სიის მეცხრე ნომერი ჟურნალისტი ნინო ცხვარაძეა. რამდენად აქვს შანსი პარტიული სიით გასულ კანდიდატს იყოს დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ მას. პროფესიით ჟურნალისტი ხართ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა და რატომ „ქართული ოცნება“? ბოლო 22 წელია ვმუშაობ გაზეთ „აჭარაში“ …

ჩვენ ყოველთვის ხელისუფლებას ვაძლევთ ხმას – „ოცნების“ კანდიდატი ღორჯომიდან

პროფესიით ექთანი თემურ ანთაძე ხულოს საკრებულოში მოსახვედრად პარტია „ქართული ოცნების“ სახელით იბრძვის. ის 30 წელია ღორჯომის სასწრაფო დახმარებაში ექთნის პოზიციაზე მუშაობს. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩართვა, რა პრობლემები აწუხებს მთიანი აჭარის ყველაზე დიდ თემს – ღორჯომს? „ბათუმელების“ კითხვებს თემურ ანთაძე პასუხობს. ბატონო თემურ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა? 30 წელია ვმუშაობ. ყველა მიცნობს. ყველასთან კარგი და თბილი …

5 გარდაცვლილი, 282 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი აჭარაში

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით აჭარაში 5 ადამიანი გარდაიცვალა. დროის ამავე პერიოდში გამოვლინდა ინფიცირების 282 ახალი შემთხვევა. აჭარაში მდებარე კლინიკებში კოვიდზე მკურნალობას გადის 842 ადამიანი, კოვიდსასტუმროებში 954, ხოლო ბინაზე მკურნალობს 5 512 ადამიანი. 3 სექტემბერს აჭარაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 453 ადამიანი.  

Exit mobile version