მთავარი,სიახლეები

დადასტურდა კოვიდის 4 104 ახალი შემთხვევა, 67 ადამიანი გარდაიცვალა – 7 ნოემბერი

07.11.2021
დადასტურდა კოვიდის 4 104 ახალი შემთხვევა, 67 ადამიანი გარდაიცვალა – 7 ნოემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 67 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. ასევე, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 627  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი  11.06%-ია.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა, აჭარა – 168, იმერეთი – 766, ქვემო ქართლი – 283, შიდა ქართლი – 246, გურია – 110, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322, კახეთი – 420, მცხეთა-მთიანეთი – 59, სამცხე-ჯავახეთი – 80, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

საქართველოში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ოფიციალური ინფორმაციით გამოვლენილია  კორონავირუსით ინფიცირების  752 855 შემთხვევა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: