12 დღეა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ბათუმში, ზღვისპირას, მშენებარე „რივიერას“ კედელზე, წარწერებს ტოვებენ. ეს არის ბრძოლის და საკუთარი პოზიციის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მოძრაობის აქტივისტებმა აირჩიეს.
პირველი წარწერა კედელზე 2021 წლის 2 ნოემბერს გაჩნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დამთავრებიდან მესამე დღეს და ის არჩევნების შედეგებს ეხმაურებოდა.
წარწერა მეორე დღესვე წაშალეს.
3 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდებოდა დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები, განზრახ თუ გაუცნობიერებლად, პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის, ძალადობრივი გზებით.
სუსის განცხადების საპასუხოდ ბათუმში, ამავე კედელზე, ახალი წარწერა გაჩნდა – “რევოლუცია”.
წარწერა ისევ წაშალეს. 6 ნოემბერს კი შემდეგი წარწერა გაჩნდა.
წარწერა ისევ წაშალეს.
წარწერა ისევ წაშალეს.
წარწერა ისევ წაშალეს.
წარწერა ისევ წაშალეს.
წარწერა ისევ წაშალეს.
წარწერა ისევ წაშალეს.