მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე გახდა

18.12.2021
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე გახდა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე გახდა. ამ პოზიციას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტი კამილა მამედოვა იკავებდა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

თამარ რუხაძე ამჟამად საინფორმაციო ცენტრების ქსელის  (ICN) სარედაქციო კონსულტანტია. 2016-2021 წლებში საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოში [IREX] მუშაობდა. ხოლო 2013-2015 წლებში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავი 2-ის, მაესტროსა და მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად.

თამარ რუხაძე ეთიკის ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

დღესვე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ეთიკის ქარტიის საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს. დღევანდელი კენჭისყრით  საბჭოს წევრი თბილისის კვოტით გახდა ონლაინგამოცემა on.ge-ს რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე;

რეგიონების კვოტით – თამარ რუხაძე (საინფორმაციო ცენტრების ქსელი ICN) და მანანა ქველიაშვილი Batumelebi.ge-ს რეპორტიორი.

ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი – თბილისს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: