მთავარი,სიახლეები

მარტვილში მრევლის ნაწილი მიტროპოლიტ სტეფანეს გადადგომას ითხოვს

06.11.2021
მარტვილში მრევლის ნაწილი მიტროპოლიტ სტეფანეს გადადგომას ითხოვს

დღეს, 6 ნოემბერს, მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის წინ საპროტესტო აქცია იმართება. აქციას მრევლის ნაწილი მართავს და ითხოვს გადადგეს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი. მრევლის წევრებს ხელში სანთლები უჭირავთ და ითხოვენ ეკლესიაში შესვლის უფლებას. სალხინოს მამათა მონასტრის წინ პოლიციის კორდონი დგას. მონასტერში არც მრევლს უშვებენ და არც სასულიერო პირებს.

მრევლის პროტესტი გუშინ, 5 ნოემბერს მომხდარმა ფაქტმა განაპირობა. სალხინოს მამათა მონასტერში 5 ნოემბერს, ადრე დილით 5 ბერი დააკავეს. მათ შორის სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი დანიელი (გვილავა). მოგვიანებით შსს-მ განმარტა, რომ ბერები პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა.

სალხინოს მამათა მონასტრის ბერებს, რომელიც გუშინ მონასტრიდან გამოიყვანეს, ამ დრომდე არ აძლევენ მონასტრის ტერიტორიაზე შესვლის და პირადი ნივთების აღების საშუალებას. დღესვე აქციაზე ცნობილი გახდა, რომ მრევლის მიერ მიტროპოლიტის გადადგომის მოთხოვნით შეგროვდა 10 ათასი ხელმოწერა.

მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) მარტვილიდან „ბათუმელებს“ უყვება, რომ მიტროპოლიტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მრევლმა ერთი თვის წინ დაიწყო.   მონაზვნის თქმით მრევლი ითხოვს „დატოვოს ჭყონდიდის ეპარქია სტეფანე კალაიჯიშვილმა და აღდგეს ეპარქიაში სამართლიანობა“.

„10 ათასამდე ხელმოწერაა უკვე შეგროვილი. ეს პროცესი გრძელდება, არ გაჩერდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანის ხელმოწერა იქნება. კაციშვილი არ დადის ამათ წირვებზე ტაძრებში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მონაზონი სოსანა.

მთავარი ფოტო: აქცია სალხინოს მამათა მონასტრის წინ

ამავე თემაზე:

სტეფანე განკვეთილ ბერებს თავშესაფარს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში შესთავაზებს

„ჩემთანაც მოვლენ“ – მონაზონი ათინოგენი მარტვილში მონასტრიდან ბერების გაძევებაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: