მთავარი,სიახლეები

კორონავირუსის 2195 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 47 ადამიანი – 19 დეკემბერი

19.12.2021 • 1268
კორონავირუსის 2195 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 47 ადამიანი – 19 დეკემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 813 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 718 PCR ტესტით.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 319 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 858 949-მდე გაიზარდა.

19 დეკემბერს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 032 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 380, ქვემო ქართლი – 98, შიდა ქართლი – 116, გურია – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 160, კახეთი – 95, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.48%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  909 160-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 071 პირი ემსხვერპლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: