N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები – სტუდენტების გაფიცვის პარალელურად ვუერთდებით პროტესტს

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა აპროტესტებს რუსულ კანონს და დღეს ბათუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდება. „ჩვენ, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის #1 საჯარო სკოლის თვითმმართველობა, სოლიდარობას ვუცხადებთ რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს. როგორც ჩვენი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის თვითმმართველობა, ვაღიარებთ სუვერენიტეტის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას. ილია ჭავჭავაძე, რომელიც საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან ინტეგრაციის გულმხურვალე ქომაგი იყო, …

„გაყინული 2 მლრდ დოლარი გლობალური ომის პარტიის ხელშია“ – რატომ არ ხვდება ივანიშვილი ობრაიანს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 14 მაისს ეწვევა, შეხვედრაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ავრცელებს. „იყო ბიძინა ივანიშვილთან თხოვნა, ობრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. გარდა ამისა, გასული თვეების განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ …

“გავაგონოთ ხმა რუსთაველზე მდგომებს” – 2 მაისს ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

სტუდენტები 2 მაისს,19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა “მარტიანელებია”. “თბილისში ჩვენს გამო ჩვენს თანამოქალაქეებს სცემენ… ჩვენთვის მებრძოლმა თანამოქალაქეებმა ბათუმის მხარდაჭერა უნდა იგრძნოს, ბათუმმა თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას. გელოდებით, 2 მაისს საღამოს შვიდ საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან. ბათუმის რუსთაველის ქუჩიდან გავაგონოთ ხმა თბილისის რუსთაველის ქუჩაზე …

ივანიშვილის დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები ქუთაისში ევროპულ მარშს აწყობენ

დღეს, 30 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ქუთაისში ევროპულ მარშს აწყობენ. სტუდენტებმა მსვლელობა 17:30-ზე დაიწყეს უნივერსიტეტის კამპუსიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. „დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი აქტიურად ადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესებს. დღეს პარლამენტში იქნება კანონპროექტის მე-2 მოსმენა, რის პარალელურადაც თბილისში მასშტაბური აქციები მოეწყობა. ამის ფონზე, ჩვენ, როგორც სტუდენტებს, მინიმალური რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, არის …

„აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს 29-ში აქციაზე წასვლას” – განცხადება სამუსიკო სკოლაში | ვიდეო

„აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს 29 აპრილს თბილისში გამართულ მიტინგზე წამსვლელთა ტრანსპორტირებას. მსურველები ჩაეწერეთ ინდირა ლაზიშვილთან,“ – ეს განცხადება ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის სამივე სართულზე, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დღეს, 26 აპრილს იყო გამოკრული. სამუსიკო სასწავლებელში მისულ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ განცხადება დირექციამ გამოაკრა. „ჩვენ პედაგოგები [მიგვყავს]. თუ მშობელი ხართ და თბილისში გინდათ წასვლა …

გადასახლებულები სამშობლოში დაბრუნებას ვითხოვდით, მათ კი სტალინის სიკვდილი გვაგლოვეს

1951 წლის დეკემბერში შუახევის სოფელ ლომანაურიდან 12 ოჯახი გადაასახლეს შუა აზიაში. ქალები, ბავშვები, ავადმყოფი მოხუცები – საბჭოთა რეჟიმმა არავინ დაინდო და მკაცრ ზამთარში გაუყენა უდანაშაულო ადამიანები მათთვის უცნობ და რთულ გზას. სტალინის ბრძანებით შუა აზიაში ასახლებდნენ მათ, ვისაც სისტემა ხალხის მტრად და პარტიისთვის მიუღებლად ჩათვლიდა. ხალხის მტერი იყავი მაშინაც, თუკი შენი წინაპარი მეზობელ სახელმწიფოში ცხოვრობდა. …

რა რეაქცია მოჰყვა მსახიობების პროტესტს ბათუმის დრამატულ თეატრში

„რუსეთი ოკუპანტია. ჩვენი გზა ევროპაშია. არა რუსულ კანონს!” – ხმამაღლა გაისმა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენიდან 23 აპრილის საღამოს. მსახიობებმა სცენიდან გააპროტესტეს რუსული კანონი, მას შემდეგ რაც პაოლო ჯინოვეზეს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „თამაში“ ითამაშეს. „სასამართლოში გავარკვევთ,“ – მსახიობების თქმით, ასეთი იყო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ალექსანდრე ქანთარიას პირველი რეაქცია მათი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ. თუმცა, როცა …

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 აპრილის 21 საათიდან 22 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო ღამით: 8 …

არა რუსულ კანონს – დუბლინში მყოფმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს

„არა რუსულ კანონს“ საპროტესტო აქცია გაიმართა დუბლინში, საქართველოს საელჩოსთან, ქართველი ემიგრანტების ორგანიზებით. როგორც დუბლინში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიერ გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, „ქართველმა ემიგრანტებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს ევროპულ მომავალს და დაგმეს რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება, საქართველოს პარლამენტის მიერ“. „მე დავიბადე დამოუკიდებელ საქართველოში და არ დავუშვებთ რომ ჩვენი შვილები ისევ საბჭოთა კავშირში გაჩნდნენ. ჩვენი ვალია …

შშმ პირის სასამართლო ადვოკატის გარეშე გაიმართა – საია

უსახლკაროების აქციაზე  დაკავებულ უსახლკარო შშმ პირს ბათუმის სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. როგორც „ბათუმელებისთვის“ გახდა ცნობილი, შშმ პირის სასამართლო დღეს, 20 აპრილს, კანონიერი წარმომადგენლისა და ადვოკატის გარეშე ჩატარდა. „ეს არის პროცედურული დარღვევა. დაკავებული შშმ პირი არის მხარდაჭერის მიმღები, სასამართლოსგან ჰყავს დანიშნული. სასამართლო ადვოკატის და კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ჩატარდა. სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაშინ როცა ამ პირს …

დღეს 19:00 საათზე ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს ბათუმში ორი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. 14:00 საათზე უნივერსიტეტის წინ აქციას მართავენ სტუდენტები, ხოლო მეორე აქცია გაიმართება 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე. მოქალაქეები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამოდიან, რომლის მიღებასაც “ქართული ოცნება” აპირებს. „ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერპექტივას; ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ხელისუფლების სურვილი, საზოგადოების სამართლიანი პროტესტის გამო უკან გაწვეული კანონი …

ყოფნა-არყოფნის საკითხია ამ ქვეყნისათვის – ლია უკლება რუსულ კანონზე

„ევროპელ პოლიტიკოსები ნათლად ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირის კარი ჩვენთვის დაიკეტება. ეს მშვენივრად იცის „ქართულმა ოცნებამ“ და თუ მაინც გაიტანს ამ კანონს, ეს იქნება ნათელი დადასტურება იმის, რომ მმართველმა პარტიამ ფეხებზე დაიკიდა საქართველოს კონსტიტუციაც და მოსახლეობის, მინიმუმ 80 პროცენტის არჩევანი,“ – ასე ეხმაურება მხატვარი ლია უკლება რუსულ კანონს. მხატვარი „ბათუმელებთან“ იხსენებს რუსულ გამოცდილებას, …

ბაირამის ლოცვა წვიმაში, ქუჩაში და აივნების ქვეშ შეფარებული მთავრობა 

„როდის აშენდება ბათუმში ახალი მეჩეთი? როდის გასცემს ბათუმის მერია ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვას? ხალხი ლოცულობდა ამ წვიმაში გარეთ, ხალხმა დღეს ახალ მეჩეთშიც გარეთ ილოცა, ამ წვიმაში. რა დავაშავეთ მუსლიმებმა, რა დაგიშავეთ, რომ ერთი ფარატინა ფურცელი ვერ გაეცით?“ – ამ კითხვებით მიმართა აქტივისტმა ნესტან ანანიძემ ბათუმის მეჩეთში მუსლიმებისთვის რამადან ბაირამის მისალოცად მისულ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. დღეს, …

“გაიწვიეთ კანონი უკან, ქართველი ხალხის მომავალი სასწორზეა” – ევროპის 12 ქვეყნის საგარეო კომიტეტი

ევროპის 12 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და „ქართულ ოცნებას“ „რუსული კანონის“ საპარლამენტო განხილვებიდან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების“ შესახებ პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსისაა და ძირს უთხრის საქართველოს ბრძოლით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს. „ჩვენ, შესაბამისი პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები აღვნიშნავთ, …

არ გასცდეთ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების ნორმებს – შსს ადიგენის აქციაზე

შსს ადიგენში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში. მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. დღეს, 5 აპრილს, ადგილობრივი მოსახლეობის …

როგორ უშლის ევროპისკენ სვლას ხელს რუსული კანონის დაბრუნება პარლამენტში

რუსული კანონი, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ ისევ აპირებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უშლის ხელს. „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები,“ – …

„ქართული ოცნების“ 3 დიდი ტყუილი – როგორ ექცევა ხელისუფლება ხალხს

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობა დღეს, 3 აპრილის დილას კიდევ ერთხელ მოატყუა. „ოცნებამ“ გასული წლის მარტში დადებული პირობა ამჯერადაც დაარღვია და რუსულ კანონს აბრუნებს პარლამენტში განსახილველად. როდის, რამდენჯერ და როგორ მოატყუა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი. გთავაზობთ „ოცნების“ 3 დიდი ტყუილის ქრონიკას. ტყუილი #1 – საარჩევნო ბარიერის დაწევა 2019 წლის 24 ივნისი ბიძინა ივანიშვილი: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები …

თურქეთის 11 დიდი ქალაქის მერი ქალია – ადგილობრივი არჩევნების შედეგები

თურქეთის 11 ქალაქში მერად ქალი აირჩიეს. 31 მარტს, თურქეთის ადგილობრივ არჩევნებზე მისულმა უფრო მეტმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ქალ კანდიდატებს ნდობა, ვიდრე ეს აქამდე ქვეყნის ისტორიაში მომხდარა. შედეგების მიხედვით, ქვეყნის 81 პროვინციიდან 11 ქალაქში მერად ქალი აირჩიეს. 11 ქალიდან, 10 ოპოზიციური პარტიიდანაა. ოპოზიციური, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის, CHP-ის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს ქალაქებში: თექირდაღი, ედირნე, აფიონკარაჰისარი, ესქიშეჰირი, ბილეჯიკი და აიდინი. …

სტამბოლის მერი ისევ ოპოზიციონერი იქნება – მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგები თურქეთში

სტამბოლის მერი ისევ ექრემ იმამოღლუ იქნება – ოპოზიციური, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის, CHP-ის” კანდიდატი. 31 მარტს, თურქეთში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების წინასწარი მონაცემების მიხედვით თურქეთის ყველა დიდ ქალაქში ასევე ოპოზიციურმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს. მათ შორის, ოპოზიციური, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ CHP-ის კანდიდატებმა მოიგეს სტამბოლსა და თურქეთის დედაქალაქ ანკარაში. ოპოზიციური პარტიის კანდიდატები ლიდერობენ ასევე ანტალიასა და იზმირში. წინასწარი მონაცემებით ოპოზიციური …

როგორ დახვრიტეს სახალხო მთქმელი ორ შვილთან ერთად – სტალინური რეპრესიები

1937 წლის ნოემბერში, სტალინური რეპრესიების დროს, ბათუმში დააპატიმრეს ცნობილი სახალხო მთქმელი მემედ აღა ჭყონია თავის ორ შვილთან ერთად. წლების განმავლობაში მათ შესახებ არაფერი იყო ცნობილი. დაპატიმრებას გადარჩენილი მემედ აღას შვილიშვილი, ჯემალ ჭყონია, 23 წელი ეძებდა უკვალოდ გამქრალ ბაბუას, მამას და ბიძას. ძიება 1961 წელს დასრულდა, როცა ოჯახმა რეაბილიტაციის ცნობა აიღო და მიხვდნენ, რომ მემედ აღა …

მძღოლები და გადამზიდავები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ – პროტესტის მეორე დღე

ათობით გადამზიდავი, რომელიც მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან ითხოვს შეხვედრას. ტრაილერის მძღოლები და გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები თბილისთან ახლოს, ნატახტარში არიან შეკრებილები. „ერთადერთ იმედად რჩება პრემიერი და მასთან შეხვედრა. იქნებ მან მაინც მოგვისმინოს, რადგან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო დიდი ხანია არ წარმოადგენს გადამზიდავთა ინტერესს. ახლა ერთ მხარეს დგას ასობით გადამზიდავი, მათი ოჯახის წევრები, …

რატომ ვეღარ მუშაობს ბათუმის ნავსადგური სრული დატვირთვით – ჩიხი „შუა დერეფანში“

„საქართველო არის აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ერთ-ერთი კარიბჭე“ – ეს წინადადება სხვადასხვა ფორმულირებით, თუმცა მსგავსი შინაარსით ერთხელ მაინც უთქვამთ იმ პოლიტიკოსებს თუ ბიზნესმენებს, ვინც შუა დერეფანზე საუბრისას საქართველოს როლის ხაზგასმას ცდილობს. რეალობაში კი საქართველო ვერ იყენებს თავის გეოგრაფიულ უპირატესობას, ვერ გამოიყენა ვერც 2022 წლის ომის შემდეგ გაჩენილი გეოპოლიტიკური ფანჯარა, ვერ ააშენა ანაკლიის პორტი, ვერ მოახდინა …

დედაჩემი ძილის წინ ბალიშებს ამოწმებდა, ეშინოდა გველი არ ყოფილიყო ქვეშ – სტალინური რეპრესირები

„იცი რა მწარედ მახსოვს. დედაჩემი ყოველ საღამოს, ძილის წინ, ბალიშებს გადააბრუნებდა ხოლმე. სათითაოდ ამოწმებდა, ეშინოდა გველი არ ყოფილიყო რომელიმე ბალიშის ქვეშ. ამაზე მეტი საშინელება რა უნდა იყოს?“ – 80 წლის კადრიე ლომაძეს ბევრი რამ აღარ ახსოვს წარსულიდან, მაგრამ ახსოვს ძილისწინა რიტუალი ღრმა ბავშვობიდან. კადრიე ლომაძე რეპრესირებულის შვილი და თავადაც რეპრესირებულია. თავად 6 თვის იყო, როდესაც …

რამდენადაა საქართველო თურქეთსა და რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული – რას ნიშნავს ეს

ყოველ შაბათ-კვირას საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, უზარმაზარი რიგები დგას. რიგებია ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე პირველივე პატარა ქალაქ ქემალფაშაში მდებარე სუპერმარკეტშიც. შეიძლება ზოგჯერ ნახევარი საათიც კი მოგიწიოს ლოდინი მაღაზიის სალაროსთან, რადგან მარკეტები ქართველი მყიდველითაა სავსე. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ყიდულობენ ყველაფერს, რაც კი სამომხმარებლო კალათაში შედის, მათ შორის კვერცხს (რომელიც ტრანსპორტირებისას ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს) და ტუალეტის ქაღალდს (რომელიც …

2-მა ქალმა ვაგონში იმშობიარა, 15 დღე ვიყავით მატარებელში – სტალინური რეპრესიების მსხვერპლი

ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში მცხოვრებ სულეიმან ნაკაშიძესა და ფადიმე გვიანიძეს ოთხი შვილი ჰყავდათ – პეტრე, ჯემილე, ციალა და ლამარა. სულეიმანი აჭარისწყალზე, მაღაზიაში მუშაობდა. ფადიმე დიასახლისი იყო და ოთხ შვილს ზრდიდა. 1950 წლის ზამთარი იდგა, როცა მათი ცხოვრება სხვა, ათასობით უდანაშაულო ოჯახის მსგავსად ტრაგიკულად შეიცვალა. სტალინის ბრძანებით, სულეიმანი და ფადიმე, თავიანთ შვილებთან ერთად შუა აზიაში გადაასახლეს. ყინულიან …

ევაკუაცია ბათუმის სკოლა „პროგრესში“ – ცრუ განგაში ბომბის შესახებ

დღეს, 18 მარტს, ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა ბათუმში მდებარე კერძო სკოლა „პროგრესში“. სკოლის დირექციამ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღების შემდეგ გადაწყვიტა. წერილში სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ წერდნენ. „მეილი მოვიდა დილით – დაცალეთ სკოლა, თორემ აფეთქდება ბომბი. თავიდანვე ვიცოდით, რომ ცრუ განგაში იყო, მაგრამ სკოლამ თავისი უსაფრთხოების …

2 წელი მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან – ვიდეო

დღეს, 16 მარტს, ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელებმა, ორგანიზაცია „მეიდან ბათუმის“ წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს. დღეს ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარიუპოლში დაბომბა თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ თავს. აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე ფოტოგამოფენით აღნიშნეს 2 წლისთავი მასშტაბური ტერორისტული აქტიდან, რომელიც რუსეთმა უკრაინელების წინააღმდეგ ჩაიდინა. „დღეს მეორე წლისთავია მარიუპოლის ტერორისტული აქტიდან. …

რატომ არ არის გონიოში ავტობუსის მოსაცდელები – „წვიმის დროს გინდა ზღვაში შედი და გინდა აქ დადექი“

გონიოელები ითხოვენ, რომ ბათუმის მერიას გონიოდან ბათუმამდე მუნიციპალური ავტობუსი დანიშნოს და გონიო-კვარიათში ავტობუსის მოსაცდელი მოაწყოს. „ავტობუსის გაჩერებებზე მარტო ფირნიშები დგას. ხალხი სველდება, განსაკუთრებით ზაფხულობით, საშინელი წვიმები იცის. ქარია. გინდა ზღვაში შესულხარ და გინდა აქ დამდგარხარ,“ – ამბობს გონიოელი ოთარ შაინიძე. სარფიდან ახალსოფლის ცენტრამდე 16 გაჩერებაა. აქედან 8 გაჩერებაზე მხოლოდ ტრაფარეტი დგას და არ არის გაჩერება …

ნარკოტიკი კლავს – დედების აქცია ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე დედების აქცია გაიმართა. “ნარკოტიკი კლავს”, “გადაგვირჩინეთ შვილები,” “ნუ გაჩუმდები” – მსგავსი შინაარსის პლაკატები ჰქონდათ დედებს გამოტანილი აქციაზე. “ჩვენ ვიცავთ ჩვენი შვილების მშვიდობიან, ჯანმრთელ, ჯანსაღ გარემოში ყოფას. დღეს ყველა მედია საშუალებით, ყოველდღე ვისმენთ ძალიან ბევრი ახალგაზრდის, ბავშვების მოწამლვლას ამ საშინელი ნივთიერებებით. ჩვენი აქცია სწორედ ჩვენი შვილების ხვალინდელ დღეს ეხება. დედების აქციაა დღეს. ხელისუფლებას …

„შეუძლებელია ყველაფრის აღდგენა“ – გელათის კედლის მხატვრობა-მოზაიკის რეაბილიტაცია იწყება

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი გელათის მონასტერში სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს იწყებს. კომიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, წინასწარი მოკვლევით მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე გამოვლენილია 21 კრიტიკული კერა. ამ ეტაპზე შეუძლებელია თქმა, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის დაზიანებული მოზაიკის და კედლის მხატვრობიდან რისი გადარჩენა მოხერხდება. ძეგლზე გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი სპეციალისტები იმუშავებენ. „ჩამოსულია მხატვრების ჯგუფი – კონსერვაციის ხელმძღვანელები სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედესი. მათ გუშინ …

მოქალაქეები ითხოვენ ონკოპაციენტებს დაუფინანსდეს სადიაგნოსტიკო და გეგმიური საკონტროლო კვლევები

„Motxovna N……. Ar dakmayofilda. Damatebiti informaciistvis gtxovt mimartot servis centrs,“ – ამ შინაარსის ტექსტს იღებენ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან პაციენტები, რომლებსაც სკრინინგის შემდეგ კიბო აღმოაჩნდათ და ანალიზების დასაფინანსებლად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მიმართეს. სწორი დიაგნოზის დასმისათვის, მკურნალობის სწორად წარმართვისთვის და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭიროა მთელი რიგი სადიაგნოსტიკო კვლევები, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს. თანხა, რომელიც კვლევებს სჭირდება ხშირად …

„საქმრომ მამიდას ნიშანი დაუბრუნა, რეპრესირებულის შვილი არ მინდაო“ – 1 ოჯახის ტრაგიკული ისტორია

„სტალინმა გაანადგურა ჩვენი ოჯახი. სტალინი დესპოტი იყო, ძალიან ცუდი პიროვნება. ხალხი გააუბედურა. უდანაშაულო ხალხი დახვრიტა, არაფერში რომ ბრალი არ მიუძღოდათ, გარდა სამშობლოს სიყვარულისა,“ – ასე აფასებს სტალინურ რეპრესიებს ნანა გოგიტიძე, 1937 წელს დახვრეტილი რიზალი გოგიტიძის შვილიშვილი. რიზალი გოგიტიძე 1888 წელს დაიბადა ქობულეთში. როგორც მისი შვილიშვილი, ნანა გოგიტიძე გვიყვება, მან განათლება ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო. „1918 წელს, …

იაპონური კულტურის დღეები ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (ბაუ) იაპონიის კულტურის დღეებს უმასპინძლა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საგამოფენო სივრცეში იაპონური დამწერლობის ნიმუშების დათვალიერება და იაპონური ჩაის გასინჯვა შეეძლოთ. „ჩვენი უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობები დაკავშირებულია იაპონიასთან, შორეულ აღმოსავლეთთან, სწორედ ამიტომ მოვაწყვეთ იაპონური დღეები. დღევანდელი ღონისძიება იაპონიას უკეთ გააცნობს ჩვენს სტუდენტებს. ჩვენი სტრატეგიული მიზანია იაპონიასთან მჭიდრო თანამშრომლობა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ნიჟარაძემ, ბათუმის საერთაშორისო …

სათამაშო ბიზნესის სახლში მოწყობისთვის აჭარაში 2 პირი დავაკავეთ – საგამოძიებო სამსახური

აჭარაში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც სახლში სათამაშო ბიზნესის ობიექტი ჰქონდათ მოწყობილი. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარის რეგიონში პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, საცხოვრებელ სახლში, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ …

Facebook შეფერხებით მუშაობს, მომხმარებლები ავტორიზაციას ვერ ახერხებენ

Meta-ს მომხმარებლები ავტომატურად გამოითიშნენ Facebook -ის ანგარიშებიდან. როგორც პლატფორმა X-ზე დაწერილი პოსტებიდან ჩანს, ხარვეზი გლობალურია. Facebook-ის მომხმარებლები სხვა სოციალურ ქსელებში წერენ, რომ სისტემამ ავტომატურად გამოაგდო Facebook ანგარიშებიდან და პლატფორმაზე ავტორიზაციას ვეღარ ახერხებენ. ხარვეზი შეეხო Meta-ს მფლობელობაში არსებულ კიდევ ერთ სოციალურ ქსელს, Instagram-ს.  Instagram-ის მთავარი გვერდი არ ახლდება, ასევე არ იგზავნება შეტყობინებები. Meta-ს სოციალური ქსელები, ფეისბუქი …

Exit mobile version