რა იცვლება ტურისტული გიდებისთვის ტურიზმის ახალი კანონით

ტურიზმში დასაქმებულ ყველა ტურისტულ გიდს მოუწევს რეგისტრაცია ეკონომიკურ რეესტრში. ალპური გიდების სერტიფიცირება იქნება სავალდებულო, კულტურული გიდების სერტიფიცირება კი ნებაყოფლობითი – ეს არის ცვლილებების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ტურიზმის შესახებ ახალი კანონით არის დაგეგმილი. სექტორში მომუშავეები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმების და მათი ჩართულობის გარეშე ხდება. თუმცა ამ არგუმენტებს არ იზიარებენ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდამჭერები. ნატა კვაჭანტირაძე …

საქართველოს მოსახლეობა დემოგრაფიულად ბერდება – საქსტატი

„საქართველოს მოსახლეობაში შეინიშნება დემოგრაფიული დაბერების პროცესი: 2002 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში 65 წლის და უფროსი ასაკის ქალების წილი ქალების მთლიან რიცხოვნობაში 15.3 პროცენტიდან 18.7 პროცენტამდე გაიზარდა, მაშინ, როცა კაცებში იგივე მაჩვენებელი 10.9 პროცენტიდან 12.1 პროცენტამდე არის გაზრდილი,“ – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოცემულ სტატისტიკურ პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში“. ამ დოკუმენტის თანახმად, 30 წლამდე ასაკში კაცების …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 310 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1130] ტანკი – 5 342 ერთეული [+25] ჯავშანტექნიკა – 10 041 ერთეული [+24] საარტილერიო სისტემა – 7 527 ერთეული [+24] MLRS – 879 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …

მამა დამეღუპა 2 წლის წინ და ვერ წავედი, ფრენები არ იყო. ბილეთებს ახლაც ვინახავ – ემიგრანტი ქალი

„საქართველოში რომ დავბრუნდი ემიგრაციაში ყოფნის 7 წლის შემდეგ, საკუთარი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გამიჭირდა. იმიტომ კი არ გამიჭირდა, რომ სიცივე ვიგრძენი ან აღარ ვუყვარდი და შეიცვალნენ. არა. უბრალოდ, მე აღარ მქონდა საერთო. ის ყოველდღიური რამ, რაც გვაერთიანებდა, გამოვტოვე. მივხვდი, რომ აქ, იტალიაში, უფრო მეტ ხალხთან მქონდა კავშირი. რადგან გვაქვს საერთო დარდი, საერთო საფიქრალი, საერთო საქმე. და …

„დაისაჯონ მკვლელები“ – დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 7 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. „არა რუსეთს, დაისაჯონ მკვლელები“ – ამ მოთხოვნით მოქალაქეები რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გააპროტესტებენ. აქციაზე მისვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციაზე არ იქნება მიკროფონი და სიტყვით გამოსვლები. ორგანიზატორები მოქალაქეებს სთხოვენ აქციაზე მიიტანონ სანთლები და საქართველოს დროშები. გუშინ, 6 ნოემბერს, გორის …

„შენს გარეშე რომ მიდის ბედნიერი თუ მწუხრის დღეები, ეგ არის შენი დაკარგული დრო”

„თქვენ რომ ნახოთ, როგორ ზრდიან იტალიელები თავიანთ შვილებს, იტყვით, რომ საქართველოში გაზრდილები არიან ესენიო. არცერთი ევროპელი მშობელი შვილს არ აძლევს მოწევის და თმის შეღებვის უფლებას სკოლის პერიოდში. არ აძლევენ ტელეფონს. საქართველოში უფრო ბევრ ბავშვს უჭირავს ტელეფონი, ვიდრე აქ. აქ 14 წლის ზემოთ ყიდულობენ ბავშვებისთვის ტელეფონს და ისიც დროებით – სკოლაში არ ატანენ. მე სადაც მიმუშავია, …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 305 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880] ტანკი – 5 288 ერთეული [+4] ჯავშანტექნიკა – 9 958 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 7 389 ერთეული [+14] MLRS – 867 ერთეული [0] საზენიტო საბრძოლო …

2 ქართველი მეზღვაურის დაღუპვას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით 2023 წლის 2 ნოემბერს, საბერძნეთის იგუმენიცას ნავსადგურთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას,  ქართველი მეზღვაური დაზიანდა. სააგენტოს ინფორმაციით ნავსადგურთან მიმდინარეობდა გემის სარემონტო სამუშაოები. „მეზღვაური გადაიყვანეს საავადმყოფოში, “General Hospital of Ioannina G. Hatzikosta” – ში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “ სააგენტოს განმარტებით 26 ოქტომბერს, ამავე გემზე, ასევე უბედური შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ქართველი მეზღვაური, რომელიც …

თუ ასე გაგრძელდა ემიგრაცია, ალბათ შეიცვლება ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა – ინტერვიუ

უკანასკნელი 28 წლის განმავლობაში საქართველოში მიგრაციული სალდო დადებითი ერთადერთხელ იყო – 2020 წელს, როცა ქვეყანაში 15 732 ადამიანით მეტი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან წავიდა. “2020 წლის მაჩვენებელზე დიდი გავლენა იქონია „COVID-19-ის პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა გადაადგილების შეზღუდვებმა“ – ასეთია დადებითი მიგრაციული სალდოს ოფიციალური ახსნა საქართველოს მიგრაციის 2021 წლის პროფილის დოკუმენტის მიხედვით. 2020 წლამდეც და 2020 წლის …

„არ ითამაშო გამყოფი ხაზის მხარეს“ – ამბები მდუმარე სოფლიდან

„გიმნაღურა უდეს ქაგურ ხურჩაქ“ – ხურჩა მგლოვიარე გახდაო, ასე ამბობენ აქაურები, როცა ჩვენი მდგომარეობის აღწერა სურთ. ადამიანი რომ გარდაიცვლება და სიჩუმე ისადგურებს, ეგეთი სიჩუმეა ახლა სოფელში გამსვლელი პუნქტის ჩაკეტვის და მიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ,“ – ასე იწყებს საკუთარ სოფელზე საუბარს ხურჩაში მცხოვრები ლია კვარაცხელია. ხურჩა ოკუპირებულ აფხაზეთთან გამყოფ ხაზზე მდებარე სოფელია. ის ორ მდინარეს – ენგურსა …

„აჭარის მთავრობამ პრიორიტეტები უნდა განიხილოს ხალხთან“ – ენმ-ის კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში

აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ფრაქციის წევრის, გია აბულაძის თქმით, ახალი კანონპროექტი უზრუნველყოფს საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალეობასა და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას. „აჭარის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში, ან სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულია დახმარების მიმღებად, ან გაჭირვებულია, მაგრამ ისეთი მონაცემები არ აქვს, რომ დახმარება მიიღოს. ყოველი ბიუჯეტის ყველა განხილვისას ვითხოვ …

ბოლო სამ თვეში საქართველოში ევროპიდან 1070 პირი დააბრუნეს – ყველაზე მეტი გერმანიიდან

2023 წლის ბოლო სამ თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან 1070 მოქალაქის შესახებ გაიცა დაბრუნების ნებართვა რეადმისიის შეთანხმებით. სულ 1074 განაცხადი განიხილეს, აქედან მხოლოდ 4 განაცხადი არ დაკმაყოფილდა. ორი გერმანიიდან, ერთი საბერძნეთიდან და ერთიც შვეიცარიიდან. ყველაზე მეტი თანხმობა საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან დაბრუნებაზე გაიცა, საიდანაც ჯამში 696 ადამიანი დააბრუნეს საქართველოში, მათგან: 333 კაცი, 164 ქალი …

როგორ გამოიკვლიეს ხელვაჩაურში, საერთო სამარხში აღმოჩენილი რეპრესირებულთა ნეშტები

„რეპრესიების ისტორია არ ეხება მხოლოდ წარსულს, ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს თაობებზე, რეპრესირებულთა შვილებზე, შემდეგ თაობებზე. ეს ოჯახის ისტორიის ღია ჭრილობაა, როცა ახლობელი ადამიანების საფლავიც არ გაქვს,“ – თქვა ბათუმში გამართული პრეზენტაციის შემდეგ პოლონელმა ექიმმა, ლუკაშ შლეშკოვსკიმ. ლუკაშ შლეშკოვსკი ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში მუშაობს. ის ექსპერტია სასამართლო მედიცინაში და უკვე 15 წელია მონაწილეობს მე-20 საუკუნის ტოტალიტარული …

„ხელოვნების მოთვინიერებასა და კონტროლს ცდილობს ყველა რეჟიმი“ – ნატაშა ლომოური

„საზოგადოების ყველაზე თავისუფალი კასტა არიან ხელოვანები. მათ შეუძლიათ ყველაზე კრიტიკულად მიუდგნენ სახელმწიფოს, მის მიერ გატარებულ პოლიტიკას. მწერლებს ისევ ჰყავთ ყველაზე დიდი აუდიტორია. მწერლები განსაკუთრებით უყვართ და უყვარდათ ყოველთვის. მწერლებს აღმერთებდნენ, მაღალია მათი ავტორიტეტი. მათი გამოთქმული აზრი, მათი კრიტიკა თუ შეფასება ძალიან ფასობს. ამისი ეშინია ყოველთვის ავტორიტარულ რეჟიმს. ასე იყო ადრეც და ასე არის ახლაც,“ – …

ბათუმში ბინების ყიდვა-გაყიდვა 31%-ით შემცირდა

2023 წლის სექტემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების [ყიდვა-გაყიდვა] რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 31%-ით შემცირდა. შედარებისთვის, თუ გასული წლის სექტემბერში 1 685 ბინა გაიყიდა, წელს გაყიდული ბინების ოდენობა იმავე თვეში 1 163-ია. „ასევე, 30%-ით შემცირდა ბაზრის ზომა და 53 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,“ – ნათქვამია ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში, რომელსაც Recov.ge-ზე Colliers Georgia აქვეყნებს. …

ბათუმის სამ კაფეში ქართულ ენაზე არ ემსახურებოდნენ – კონკურენციის სააგენტო

ბათუმის კვების სამ ობიექტში კონკურენციის სააგენტომ დარღვევა დაადგინა. სააგენტოს ინფორმაციით, კვების ობიექტები მომხმარებელს სერვისს ქართულ ენაზე არ აწვდიდნენ. კონკურენციის სააგენტოს ცნობით, ისინი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტს 5 მოვაჭრის მიმართ სწავლობდნენ. „სააგენტოს გადაწყვეტილებით, 3 მოვაჭრის – შპს „ქიზილ 2023“-ის,  შპს „გრილ ფუდის“ და შპს „ჰარვიდენტის“ მხრიდან დარღვევის ფაქტი დადასტურდა. საკითხი ეხებოდა …

უმცროსი ექიმების, ექთნის თანაშემწეებისა და სანიტრების ანაზღაურებაზე მინიმალური ზღვარი დაწესდება

2024 წლის 1-ელი იანვრიდან, უმცროსი ექიმების, ექთნის თანაშემწეების, ბებიაქალებისა და სანიტრების შრომის ანაზღაურებაზე მინიმალური სახელფასო ზღვარი დაწესდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სახელფასო ცვლილება სამედიცინო პერსონალზე ასე გადანაწილდება: უმცროსი ექიმი – თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში – 5 ლარი) დარიცხული ექთნის თანაშემწე – თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში – 3,5 ლარი) …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 287 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +880] ტანკი – 4 948 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 9 362 ერთეული [+25] საარტილერიო სისტემა – 6 866 ერთეული [+33] MLRS – 813 ერთეული [+2] საზენიტო საბრძოლო …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 286 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970] ტანკი – 4 940 ერთეული [+9] ჯავშანტექნიკა – 9 337 ერთეული [+24] საარტილერიო სისტემა – 6 833 ერთეული [+24] MLRS – 811 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

დასახვრეტთა სიები სტალინის მითითებით დგებოდა – როგორ შექმნა დიქტატორმა რეპრესიული სისტემა

„შიშმა დაისადგურა 1937-38 წლების შემდეგ საბჭოთა ადამიანში. მანამ ამ შიშის რესურსი არსებობდა, სანამ საზოგადოების უმრავლესობას წარმოადგენდა ხალხი, რომელმაც გამოიარა ეს შიში, მანამ არსებობდა საბჭოთა კავშირი“, – დიდი ტერორის წლების და მისგან დატოვებული შიშების ეს შეფასება საფრანგეთის უმაღლეს კვლევათა სოციალური სკოლის დოქტორს, გიორგი მამულიას ეკუთვნის. „სტალინის მთავარი გეგმა იყო ფიზიკურად მოესპო მისი მმართველობით უკმაყოფილო ყველა ელემენტი, …

მტვერი ევროპის მოედანზე – სამუშაოები წესების დარღვევით მიმდინარეობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები კანონდარღვევით მიმდინარეობს. ქალაქის ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ადგილი ორ კვირაზე მეტია პერიოდულად მტვრის ბუღში ეხვევა. კომპანია, რომელმაც თითქმის მილიონ ნახევრიანი ტენდერი მოიგო, ღია სივრცეში სარემონტო სამუშაოების წარმოების წესებს არღვევს. კერძოდ, საწარმოს ნაცვლად ფილებს ევროპის მოედანზე ამუშავებენ. ევროპის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. სამუშაოებს კომპანია „მონოლითი …

პრეზიდენტი იმპიჩმენტის საქმის განხილვას არ ესწრება

დღეს, 3 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციურ წარდგინებას. სხდომას პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ ესწრება. „ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს,“- დაწერა დღეს პრეზიდენტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში იმსჯელებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც უცხოეთში გაემგზავრა მთავრობასთან შეუთანხმებლად. მაია კოპალეიშვილი თავად არის …

რატომ დავასრულე პირველი ქორწინება 28 წლის შემდეგ – 3 შვილის დედა, რომელიც უცხოეთში მუშაობს

„ისწავლე, შენი სწავლით სამსახური იშოვე და იშრომე იმისათვის, რომ შენი შვილები მისმა დედამ გაზარდოს, – ასე ვარიგებ ჩემს 22 წლის ბიჭს, რომელიც სტუდენტია და რომელიც 8 წლის იყო, როცა პირველად დავტოვე და სამუშაოდ თურქეთში წამოვედი,“ – ასე იწყებს საუბარს 57 წლის ნაზიკო გოგიტიძე. ნაზიკო სამი შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებიაა. პირველად თურქეთში 1999 წელს …

რისი ატანა უწევთ ქალებს, რომლებიც ყოველდღე თურქეთში გადადიან სამუშაოდ

57 წლის ციცინო ქადაგიძე 11 წელია ყოველ დილით საქართველო-თურქეთის საზღვარს კვეთს. ციცინო ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში ცხოვრობს. ამიტომ სამსახურში მისასვლელად სამი სამარშრუტო ტაქსი უნდა გამოიცვალოს – ორი სარფში ჩასასვლელად, მესამე კი სარფიდან ქემალფაშამდე. ტანსაცმლის მაღაზია, სადაც ის გამყიდველად მუშაობს, ქემალფაშაში მდებარეობს. ციცინო ერთ-ერთია იმ ასობით ქალს შორის, ყოველდღიურად რომ კვეთს საქართველო-თურქეთის საზღვარს სამსახურში წასასვლელად. საზღვარზე უმეტესწილად …

ხულოელი მოჭიდავე ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალში ლერი აბულაძემ აზერბაიჯანელი სპორტსმენი მურად მამადოვი დაამარცხა. მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარეობდა. 63 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენის კარიერაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„კრიტიკული ზონა“ და BIAFF-ზე გამარჯვებული სხვა ფილმები

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო ფილმად ირანელი რეჟისორის, ალი აჰმადზადეს ფილმი “კრიტიკული ზონა” დასახელდა. საუკეთესო რეჟისორის ტიტული დაიმსახურა თინათინ ყაჯრიშვილმა ფილმისთვის “მოქალაქე წმინდანი“, ხოლო ელენე ნავერიანის ფილმი – „შაშვი, შაშვი მაყვალი“, ჟიურიმ სპეციალური მოხსენიებით აღნიშნა. ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს გაიმართა.  ერთი კვირის განმავლობაში ბათუმში ათობით ახალი, მხატვრული და და დოკუმენტური ფილმის …

BIAFF-ის სპეციალური პრიზი გიული ჩოხელს გადაეცა

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე კინოში შეტანილი წვლილისთვის სამი ქართველი ხელოვანი დააჯილდოვეს. “ბიაფი, კინოში შეტანილი წვლილისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს ხელოვანებს. წელს გადავწყვიტეთ მსახიობებიდან დაგვეჯილდოებია ზურა ყიფშიძე. ასევე Რევაზ მახათაძე, რომელიც კინომატიანეს არქივს კურირებს უკვე ათწლეულებია და  გარკვეული წვლილი მიუძღვის ისტორიის შენარჩუნებაში. BIAFF-ი ფესტივალის სპეციალურ პრიზს გადასცემს გიული ჩოხელს. ჩვენ გვინდოდა აღგვენიშნა გიული ჩოხელის წვლილი, როგორც ჯაზის …

„იცოდა – ვაი, არ იცოდა, მთლად უარესი“ – ფარცხალაძის საქმეში სუსის და იუსტიციის როლი

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. ინფორმაცია ფარცხალაძის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე საზოგადოებისთვის მედიის საშუალებით, კერძოდ „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სიუჟეტის შემდეგ გახდა ცნობილი, 2023 წლის თებერვალში. მოქმედი კანონმდებლობით, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა იუსტიციის სამინისტროს საჯაროდ გაცხადებული ინფორმაციის შემდეგ უნდა დაეწყო. თუმცა ასე …

ბავშვები სკოლაში ვერ დაგვყავს, დანიშნეთ ავტობუსი – რას პასუხობს მერია ჩელტის მცხოვრებთ

ხელვაჩაურში, სოფელ ჩელტის მოსახლეობა სოფელში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. „არჩევნების დრო რომ მოვა, სუყველა მოვა ეზოში. აი, მაშინ მიიღებენ სათანადო პასუხს. ტრანსპორტის პრობლემა გვაქვს, მარშუტკები არ დადის შესაბამისი ოდენობის, ამიტომ ვითხოვთ დაინიშნოს მუნიციპალური ავტობუსი. ახლა სკოლა დაიწყო, ბავშვები ვერ დაგვყავს,“ – ამბობს თამარ ქავთარაძე, სოფელ ჩელტის მცხოვრები. თამარი და მისი მეზობლები ამბობენ, რომ უტრანსპორტობა ყოველდღიურად …

რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოსთან საბორნე მიმოსვლას იწყებს

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ თანახმად, რუსეთს, საქართველოსა და თურქეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება. განცხადება საბორნე მიმოსვლის დაწყების შესახებ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ პადალკომ გააკეთა, რომლის თქმით, ბორანს 300 მგზავრი ეყოლება. „ტასის“ თანახმად, განცხადება პადალკომ ამის შესახებ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამართული რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა ჟურნალისტებთან. „ვისაუბრეთ საზღვაო მიმართულებით საბორნე მომსახურების …

უცხოეთში 300 000 ამომრჩეველი დარეგისტრირდება, თუ ცესკო იმუშავებს – ვინ დაიბრუნებს დაკარგულ ხმებს

„არჩევნებში რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივება და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობის გაზრდა,“ – ასეთია რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის მთავარი მოთხოვნა ცესკოსადმი 2024 წლის არჩევნებზე, იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მაქსიმალურად მეტმა ემიგრანტმა მიიღოს. მოქმედი კანონმდებლობით, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. არსებული პრაქტიკით საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ძირითადად დედაქალაქებში იხსნება. დედაქალაქიდან შორს მყოფი საქართველოს მოქალაქეები კი უმეტესად ვერ ახერხებენ …

მტვრის ბუღი ბულვარში – რატომ ჭრიან ფილებს მშრალი წესით

ბათუმის ბულვარის შესასვლელში დაზიანებულ ფილებს ცვლიან. დღეს, 15 სექტემბერს, სამუშაო წესების დარღვევით მიმდინარეობდა – დასაგებ ფილებს მშრალი წესით იქვე, ბულვარში ჭრიდნენ. შედეგად ბულვარის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია მტვრით იყო დაფარული. სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეებმა წესების დარღვევის შესახებ ბულვარის ადმინისტრაციასაც აცნობეს, თუმცა ინფორმირებას რეაგირება არ მოჰყოლია. „რამდენჯერმე შევატყობინე ბულვარის ადმინისტრაციას ფაქტის შესახებ, მაგრამ შედეგი …

„სახლში რომ ვყოფილიყავით, ახლა ცხედრები ვიქნებოდით“ – რეპორტაჟი დამეწყრილი გურიიდან

14 სექტემბრის მონაცემებით, გურიაში განვითარებული სტიქიის შედეგად საკუთარი საცხოვრებელი ადგილი უნდა დატოვოს მინიმუმ 306-მა ოჯახმა. გეოლოგების წინასწარი დასკვნით, მათი სახლები მეწყერსაშიშ ნიადაგზე დგას და საფრთხე, რომ სტიქია განმეორდეს, ისევ არსებობს. საკუთარი სახლის დატოვება ოზურგეთის სოფლებში 136 ოჯახს მოუწევს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კი 170 ოჯახს. სტიქიის ზონიდან დროებით გაყვანილია 514 ოჯახი. ნაწილი სასტუმროებში დააბინავეს, ნაწილმა კი ნათესავებთან არჩია …

„გეტყვიან… რუსი მოდის, გაიქეცით, უნდა გაიქცე“ – რას ჰყვებიან ხურჩაში მცხოვრები ქალები

მეგრული ოდის ღია კარიდან სოფლის მთავარი გზა ჩანს. ზაფხულის ცხელი დღის სიჩუმეს ავტომობილის ხმა არღვევს. გზაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანებმა ჩაიარა. „აქ დავიბადე და გავიზარდე. ამ გზაზე სირბილში გავიზარდეთ. ამ გზაზე დაიკარგა ჩვენი ბავშვობა,“ – ხმაურის შემდეგ ჩამომდგარ სიჩუმეს ისევ არღვევს 42 წლის ლია კვარაცხელია. ლია ხურჩაში, საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელში ცხოვრობს. მდინარე ხურჩისწყლის მარცხენა მხარეს …

მუდმივი გაქცევა – როგორ ცხოვრობენ ქალები ხურჩაში, გამყოფ ხაზთან

„85 ოჯახი ცხოვრობს ხურჩაში. თითქმის ყველა სახლიდან ერთი ადამიანი მაინც არის საზღვარგარეთ წასული. წასულია ჩემი შვილიც. უნივერსიტეტში აკადემიური აიღო, პოლონეთში რომ ემუშავა. გამყოფი ხაზისპირას მცხოვრები ქალები მძიმე შრომას ვწევთ, მაგრამ ჩვენი მოყვანილი პროდუქტის გაყიდვა როცა გვინდა ზუგდიდის ბაზარში, ამ პროდუქტის მუნიციპალურ ავტობუსში ატანის უფლება არ გვაქვს. ტაქსი უნდა დავიქირაოთ. აი, ასე ვცხოვრობთ აქ“, – 52 …

კითხვები, რომლებიც საპენსიო სქემაში ჩართულებს აქვთ

საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე, რომელიც დაგროვებით საპენსიო სქემაშია ჩართული, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება. შესაბამისი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ჯანდაცვის კომიტეტში 4 სექტემბერსაა ჩანიშნული. რა მოხდა? 2018 წელს ქვეყანაში მიიღეს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“. ამ კანონის საფუძველზე 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა საპენსიო დანაზოგის სქემა და შეიქმნა საპენსიო სააგენტო. 2018 წელს მიღებულ კანონში …

Exit mobile version