Meta-ს მომხმარებლები ავტომატურად გამოითიშნენ Facebook -ის ანგარიშებიდან. როგორც პლატფორმა X-ზე დაწერილი პოსტებიდან ჩანს, ხარვეზი გლობალურია.
Facebook-ის მომხმარებლები სხვა სოციალურ ქსელებში წერენ, რომ სისტემამ ავტომატურად გამოაგდო Facebook ანგარიშებიდან და პლატფორმაზე ავტორიზაციას ვეღარ ახერხებენ.
ხარვეზი შეეხო Meta-ს მფლობელობაში არსებულ კიდევ ერთ სოციალურ ქსელს, Instagram-ს. Instagram-ის მთავარი გვერდი არ ახლდება, ასევე არ იგზავნება შეტყობინებები.
Meta-ს სოციალური ქსელები, ფეისბუქი და ინსტაგრამი 5 მარტს, საღამოს გაითიშა.
“ჩვენ ვიცით რომ არსებობს Facebook-ის ანგარიშებზე შესვლის პრობლემა. ჩვენი ინჟინრების გუნდი აქტიურად ეძებს პრობლემის მოგვარების გზას, რაც შეიძლება სწრაფად,” – განაცხადა Meta-ს წარმომადგენელმა.
Meta-ს კომენტარს გლობალურ ხარვეზზე ბიბისი ავრცელებს.