მაშველები ბათუმში ზღვაში არასრულწლოვანს ეძებენ

ბათუმში მაშველები ზღვაში დაკარგულ არასრულწლოვანს ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, შეტყობინება არასრულწლოვნის ზღვაში გაუჩინარების შესახებ, დღეს 16 ივლისს, დაახლოებით 07:00 საათზე შევიდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 2 ნავი, 2 სკუტერი, 3 მყვინთავი და დრონი. „ამ დროისთვის მიმდინარეობს ზღვის ფსკერის დათვალიერება,“ – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ბათუმში ლიფტის ჩავარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, ლიფტი ჩავარდა, რომელშიც 4 ადამიანი იმყოფებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ორ ადამიანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 124 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობით. ლიფტის დაზიანების მიზეზთან დაკავშირებით „ბათუმელები“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან ელოდება ინფორმაციას, რადგან სწორედ ეს უწყება უწევს  …

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი ინგა შამილიშვილი თავის საარჩევნო პროგრამასა და კონკურენტზე 

ხვალ, 15 ივლისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორს ირჩევს. რექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაში და ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების ყოფილი მინისტრი, ინგა შამილიშვილი. რექტორს უნივერსიტეტის 11-წევრიანი აკადემიური საბჭო აირჩევს. რექტორობის არც ერთ კანდიდატს თავისი საარჩევნო პროგრამა წინასწარ არ გამოუქვეყნებია. „ბათუმელები“ გთავაზობთ ბლიცინტერვიუს ინგა შამილიშვილთან. ქალბატონო ინგა, რადგან არ არის საჯარო თქვენი …

გამოცხადდა ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020 – საპრიზო ფონდი 3 ათასი ლარია

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისთვის“ აცხადებს ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2020-ს, რომელიც ჰუმანიტარული საქმიანობისთვის გაიცემა. პრემიის საპრიზო თანხა 3000 ლარია. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობებში ვკითხულობთ, ბერტა ფონ ზუტნერის 2020 წლის მშვიდობის პრემიის მიზანია ხაზი გაუსვას ჰუმანიტარული საქმიანობის მნიშვნელობასა და ხელი შეუწყოს ამ პროცესში ჩართული ადამიანების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. „გლობალურმა პანდემიამ  COVID 19-მა …

„არც ერთს არ აქვს პნევმონია“ – როგორია ბათუმში 7 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი გია კიკაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დღევანდელი, 14 ივლისის მდგომარეობით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „მე თვითონ მოვინახულე დღეს პაციენტები და მდგომარეობა სტაბილურია. ამ კვირაში რამდენიმე პაციენტს უწევს საკონტროლო ტესტირება კორონავირუსზე, ხუთშაბათს ორ მძღოლს ჩაუტარდება განმეორებითი ტესტირება და ვფიქრობთ, კარგი შედეგი გვექნება. არც ერთ პაციენტს არ …

გაორმაგებული ხელფასები, პრემია და სხვა ხარჯები აჭარის მთავრობაში

აჭარის მთავრობასა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებში თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურებაზე 208-2019 წლებში 41 863 172.5 ლარი დაიხარჯა, რაც 2015-2016 წლების მონაცემებზე (17,811,655 ლარი) დაახლოებით 2.3-ჯერ მეტია – ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაციამ აჭარის მთავრობისგან და საქვეუწყებო დაწესებულებებისგან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ …

ოქროსა და ვერცხლის მედლები მოსწავლეებმა შესაძლოა ვერც წელს მიიღონ

ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს კუთვნილი მედლები შესაძლოა ვერც 2020 სასწავლო წლის ბოლოს გადასცენ, რადგან როგორც „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში“ ამბობენ, ოქროსა და ვერცხლის მედლების შესყიდვაზე შარშანდელი ტენდერი ჩაიშალა, ახალი კი ჯერ არ გამოცხადებულა. ოქროსა და ვერცხლის მედლები მოსწავლეებს არც 2019 წელს მიუღიათ. ოფიციალური ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო  წლების ოქროსა და ვერცხლის მედლების შესყიდვისთვის …

„ნუ ჩაჰყვები რიჟვაძეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ფსკერზე“ – ენმ ლაშა კომახიძეს

„ამ შენობაში, მეორე სართულზე, ახალგაზრდა ბიჭი ზის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რეგიონის მართვა შეიძლება ისე, როგორც სახლობანას თამაში და ხულოს მერის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ბათუმის მერი გაუშვას სახლში, ოღონდ ისე, რომ ბათუმელებს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება წაგვართვას, რომ გვყავდეს ქალაქში არჩეული მერი,“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ, დღეს, 13 ივლისს, აჭარის მთავრობის …

ცნობილია 9 პირის კორონავირუსზე კვლევის შედეგები – ეროვნული გამოცდები

9 პირის კორონავირუსზე გამოკვლევის შედეგები უარყოფითია. აღნიშნული პირები 7 ივლისს, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე იმ ადამიანთან ერთად იმყოფებოდნენ საგამოცდო ცენტრში, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა. ამის შესახებ დღეს 13 ივლისს განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ. „ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის უსაფრთხოების ზომები რაც გვქონდა მიღებული, ნამდვილად მუშაობს,“- ამბობს გორგოძე. როგორც 10 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის …

13 ივლისიდან დასაშვებია დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ანუ 13 ივლისიდან დასაშვებია დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. ასევე, დასაშვებია ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა, თუმცა ასეთ ღონისძიებებზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. „ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც. დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და …

ნარჩენებით გარემოს დაბინძურების 1002 ფაქტი 6 თვეში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით 4 121 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 224 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ყველაზე მეტი ფაქტი ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას ეხება – დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის 1002 დარღვევა გამოავლინეს. 6 თვის განმავლობაში ასევე გამოავლინეს ტყის კანონმდებლობის დარღვევის 942, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 619, …

რას ამბობენ მწარმოებლები, რომელთა პროდუქციაშიც კიბოს გამომწვევი საღებავი აღმოჩნდა

თბილისის სხვადასხვა მაღაზიიდან ამოიღეს საკვები პროდუქცია, რომელიც ჯანმრთელობისთვის სახიფათო საღებავს „სუდანს“ შეიცავდა. „ბათუმელები“ ქსელიდან ამოღებული პროდუქციის ორ მწარმოებელს ესაუბრა და ჰკითხა, თუ როგორ აღმოჩნდა აკრძალული საღებავი მათ  მიერ წარმოებულ პროდუქციაში. ერთ-ერთი კომპანია არის „ნენა“, რომელიც რამდენიმე დასახელების საკვებპროდუქციას აწარმოებს. კომპანიის მწარმოებელი „ბათუმელებს“ ფეისბუქზე გამოეხმაურა, სადაც გვწერს, რომ „ამ საკითხის კვლევა, სიღრმისეულად მიმდინარეობს კომპანიის მხრიდანაც“. „ჩვენ …

ერთ-ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა – გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, ერთი შემთხვევის წყარო უცნობია. კორონავირუსი დაუდასტურდა ახალგაზრდა გოგოს, რომელიც გუშინ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე იმყოფებოდა. „კორონავირუსი დაუდასტურდა პირს, რომელიც 7 რიცხვში გასული იყო ეროვნულ გამოცდაზე. ჩვენ გვიან ღამით გვქონდა კომუნიკაცია საგამოცდო ცენტრთან და ყველა ღონისძიებაა გატარებული პრევენციისთვის და ყველა ის პირი, ვინც იმ …

ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა, რომელშიც 6 ადამიანი იყო, გზიდან მოცურდა

ჩოხატაურში, სოფელ ქვაბღასთან, ნაბეღლავი-ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა მოცურდა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – რვა თვის ბავშვი. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანაში მსხდომ პირებს მხოლოდ მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნებათ. „ხიდზე გადასვლის დროს მდინარისკენ მოცურდა ავტომობილი, მაგრამ მდინარეში არ ჩავარდნილა. მგზავრები საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი, თუმცა მოტეხილობები არ აქვთ,“  – გვითხრეს შს სამინისტროში. შემთხვევა გუშინ, 9 ივლისს, მოხდა. …

სიმსივნის გამომწვევი საღებავი 5 დასახელების პროდუქტში ისევ აღმოჩნდა – Momxmarebeli.ge

საღებავ „სუდანის“ შემცველობაზე თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 41 დასახელების  სასურსათო პროდუქტი გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ შემოწმდა. Momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, აკრძალული საღებავი „სუდანი“ ხუთი დასახელების ნიმუშში აღმოჩნდა. შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი. სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. „ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის …

მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდებიდან მოხსნილი აბიტურიენტები ისევ დაუშვეს

6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან მოხსნილი 2 აბიტურიენტი, ისევ შეძლებს გამოცდების ჩაბარებას. გამოცდაზე გამოცხადებისას მათ 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, რის გამოც, გამოცდებიდან მოხსნეს. იმ დღეს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა, რომ აბიტურიენტები გამოცდაზე არ დაუშვეს ექიმის გადაწყვეტილებით და მათ „მიეცათ რეკომენდაცია, რომ გაიკეთონ PCR ტესტი.“ ცენტრის ინფორმაციით, PCR ტესტით აბიტურიენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. …

სუდანელი ლტოლვილების სახლში შეხიზნული აგვისტოს ომის ვეტერანი [ვიდეო]

ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს ყოფილი ჯარისკაცი თამაზ ნადირაძე უცხოელებს შეხვდა. ცოლ-ქმარი სამი მცირეწლოვანი ბავშვით ქუჩაში იდგა და ტრანსპორტს ელოდებოდა.  ღამდებოდა, წვიმდა და ციოდა. თამაზი იხსენებს, რომ მგზავრებს ტაქსის ფული არ აღმოაჩნდათ, ავტობუსები კი უკვე აღარ მოძრაობდნენ. „შემეცოდა, პატარა ბავშვებით იყვნენ. არ მინდა ფული, ისე წაგიყვანთ-მეთქი ვუთხარი და ავიყვანე“. მგზავრები სუდანელი ლტოლვილები იყვნენ, ტაქსის მძღოლი კი …

საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საჰაერო საზღვარი გახსნა. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. „ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ ევროკავშირმა რამდენიმე ისეთ ქვეყანასაც გაუხსნა საზღვრები, რომლებიც უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ არიან,“ – …

9 წლის ბავშვზე ძალადობის მუხლით დედა დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს დედა, რომელმაც არასრულწლოვან შვილზე იძალადა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილ  ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, 9 წლის ბავშვზე დედამ ფიზიკურად იძალადა, შემთხვევა ხელვაჩაურში მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბავშვი ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც. დაკავებულ ქალს კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. „არასრულწლოვანი …

მაღალი ტემპერატურის გამო 4 აბიტურიენტი ცალკე მოათავსეს, 2 იმავე მიზეზით არ დაუშვეს გამოცდაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან სამი აბიტურიენტი მოხსნეს. ორი დაგვიანების გამო, ერთს კი ტელეფონი აღმოაჩნდა. „გამოცდის ბოლოს დაფიქსირდა ერთი ასეთი შემთხვევა“, – ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე. მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის გამო 4 აბიტურიენტი განთავსდა ცალკე გამოყოფილ სივრცეში, თუმცა ორი აბიტურიენტი, იმავე მიზეზით, არ დაუშვეს გამოცდაზე. სოფიო გორგოძის ინფორმაციით, „არ დაიშვა ექიმის გადაწყვეტილებით, შესაბამისი რეკომენდაციების …

„არ შეიძლება ბავშვს ყოველდღე სოსისი მისცე“ – ბავშვების უფლებები კარანტინში

დღეს, 6 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა საკარანტინო სივრცეებში არასრულწლოვნების მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ამ საკითხზე ბევრი კითხვა გაჩნდა. ჩიქოვანის განცხადებით, ბავშვების კარანტინში განთავსება „ყოველი შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით ხდება“. „ვცდილობთ, მაქსიმალურად მივიღოთ მხედველობაში ყველა ის საჭიროება, რომელიც ასეთ შემთხვევაში იარსებებს. ეს არის ასაკი, სხვა კონკრეტული გარემოებები და ა.შ. სახელმწიფოს მხრიდან ყველა ეს შემთხვევა …

ბათუმში კოორონავირუსზე 514 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 514 ლაბორატორიული კვლევის შედეგი, უარყოფითია. ამავე წყაროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 26 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 23 996 პირს. დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 2075 პირი. კარანტინი დატოვა 9593-მა პირმა.

ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეს, 6 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე. „ყოველი სამუშაო …

ვინ აუნაზღაურებს მასწავლებლებს დამატებით საათებს, თუკი სექტემბერში კლასები გაიყოფა

განათლების სამინისტრო ახალ სასწავლო წელს სკოლის შენობებში სწავლის განახლების ვერსიებს განიხილავს. ყველაზე აქტიურად განიხილება შერეული მოდელი, რაც გულისხმობს მოსწავლეების სკოლაში დღეგამოშვებით ყოფნას. ასევე საუბარია იმაზე, რომ სკოლის შენობებში გაკვეთილი მხოლოდ I-II კლასელებს ჩაუტარდეთ, უფროსკლასელები კვირაში 2 ან 3 დღით დაესწრებიან გაკვეთილებს, დანარჩენი დღეები კი სწავლას დისტანციურად, ონლაინ გააგრძელებენ. „ბათუმელები“ რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორს ესაუბრა და …

თვითშეფასება სავალდებულოა სპეცმასწალებლისთვის, სხვებისთვის – არა

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით, სპეციალურმა მასწავლებელმა კარიერული წინსვლისთვის უნდა გააკეთოს თვითშეფასება, რომლის შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთება პროფესიული საჭიროებები და დადგინდება პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმა. სქემის მიხედვით, სპეციალური მასწავლებელი ყოველი წლის ბოლოს სკოლის დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან განიხილავს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების შედეგებს, იღებს განმავითარებელ უკუკავშირს და …

პროფესიულის სტუდენტებს სამხედრო სამსახურს ერთჯერადად გადაუვადებენ

დღეს, 2 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრისას განაცხადა, რომ განათლების სამინისტრო აპირებს სამხედრო გაწვევის კანონში ცვლილებების შეტანას, რის შემდეგაც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახურს ერთჯერადად გადაუვადებენ. „მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ განათლებაში კურსები არის ერთწლიანი ან რამდენიმეთვიანი და ეს ვერ გახდება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რადგან ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ახალგაზრდებსაც …

ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტს შეუძლია პირბადე მოიხსნას – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ეროვნულ გამოცდაზე შესულ აბიტურიენტს შეუძლია პირბადე მოიხსნას. „იქედან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო მერხთან, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში შეუძლია პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული,“ – განაცხადა გახარიამ. გახარიას თქმით, „იმ შემთხვევაში, …

დასასჯელად არავინ მოგსდევთ, დამშვიდდით და ჩაატარეთ კარგი გაკვეთილი – შუკაკიძე ახალ სქემაზე

გართულდა თუ გამარტივდა სქემა? რა არის აუცილებელი მოთხოვნა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის ახალი სქემის მიხედვით და ვინ წყვეტს, ეკუთვნის პედაგოგს ახალი სტატუსი თუ არა. რა ელოდებათ პრაქტიკოს და მაძიებელ პედაგოგებს – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე საუბრობს. ბატონო ბერიკა, განმარტეთ, რა არის სიახლე პედაგოგებისთვის ახალ სქემაში? ფუნდამენტური ცვლილებაა ის, რომ …

დარღვევები საწვავის სტანდარტში – გარემოს ზედამხედველობა კანონის გამკაცრებას აპირებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოს მასშტაბით, 29 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის სინჯები ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტს. „დიზელის საწვავის 43 ერთეულ სინჯზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 14 სინჯში გოგირდის შემცველობა ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ ნორმას, ხოლო ერთ ნიმუშში გადაჭარბებული იყო სიმკვრივის მაჩვენებელიც. საავტომობილო ბენზინის …

როგორ მიენიჭება პედაგოგს სტატუსი – ახალი სქემა დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა, რის მიხედვითაც, მასწავლებლის ყველაზე დაბალი სტატუსი იქნება არა „პრაქტიკოსი“, არამედ „უფროსი“ მასწავლებელი, შედარებით მაღალი სტატუსია „მენტორი“. როგორ მიენიჭება პედაგოგს სტატუსი ახალი სქემის მიხედვით? მასწავლებელს სტატუსი – „უფროსი“ მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუკი  წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის ჩაბარებისათვის დადგენილ …

სკოლებში სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს, განიხილება სხვა მოდელიც – მინისტრი

აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სექტემბერში, ახალ სასწავლო წელს, სკოლის სივრცეში სწავლის განახლების რამდენიმე მოდელი განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, მოსწავლეთა რაოდენობის განტვირთვის მიზნით, სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს. „ანუ, რამდენიმე დღეს სასწავლო პროცესი იქნება სკოლის სივრცეში, დანარჩენ დღეებში კი დისტანციურად გაგრძელდება. რაც შეეხება მეორე ვერსიას, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა პრიორიტეტი მივანიჭოთ დაწყებითი საფეხურის კლასებს. …

მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

მაღალმთიან აჭარაში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას მიიღებს – აჭარის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 30 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. რიჟვაძის თქმით, კომპენსაციას მიიღებს 900 ფერმერი და ამისათვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. მას არ დაუკონკრეტებია, როგორ გაიცემა კომპენსაცია. ივნისის შუა რიცხვებში აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა, გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და …

გახარია „ოცნების“ ყალბ გვერდებზე და „ტოქსიკურ“ მედიაზე

ბათუმის ნავსადგურში, იქ, სადაც დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს და მეზღვაურები დააჯილდოვეს კიდეც, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. პრემიერმა დამრიგებლური ტონი მოირგო და ჟურნალისტებს ურჩია, რომ „ნერვებს გაფრთხილებოდნენ“. “ჩვენ ხომ არჩევნები გველოდება წინ, ელემენტარულ ეთიკასა და ქცევაზე უნდა შეთანხმდეთ. დავალებების მიღება ჟურნალისტების მიერ იქიდან გამომდინარე, მე რას ვამბობ, არ შეიძლება. მე ხომ არასოდეს მედიასთან …

გახარია: რაც მამოძრავებს ისაა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ

„მე რაც მამოძრავებს, პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, როცა ის საკონსტიტუციო ცვლილებებს აფასებდა ჟურნალისტებთან. თუმცა პრემიერს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „ქვეყნის მტრებში“. „რასაც ჩვენ გავაკეთებთ, არის ის, რომ არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ, …

ბათუმში მეზღვაურები დააჯილდოვეს

დღეს, 29 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შორეული ნაოსნობის კაპიტნები დააჯილდოვეს. ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. დაჯილდოების ცერემონია ბათუმის პორტში გაიმართა. დანკო კვარაცხელია – შორეული ნაოსნობის კაპიტანი ოთარ ვარშანიძე – შორეული ნაოსნობის კაპიტანი ბეგლარ კორძაია – შორეული ნაოსნობის კაპიტანი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა …

„საზღვრები მაშინ გაიხსნება, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება“ – გახარია

დღეს, 29 ივნისს, ბათუმში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საზღვრები მაშინ გაიხსნება, „როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება“. „როგორც ვიცით, საუბარია მეორე, უფრო გართულებულ ტალღაზე და ამას მომზადებული უნდა შევხვდეთ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენ შევძელით პანდემიის, ვირუსის რისკების მართვა და ეს უნდა იყოს დაფასებული. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში საქართველო მიაღწევს საერთაშორისო …

Exit mobile version