მთავარი,სიახლეები

დარღვევები საწვავის სტანდარტში – გარემოს ზედამხედველობა კანონის გამკაცრებას აპირებს

01.07.2020
დარღვევები საწვავის სტანდარტში – გარემოს ზედამხედველობა კანონის გამკაცრებას აპირებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოს მასშტაბით, 29 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის სინჯები ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტს.

„დიზელის საწვავის 43 ერთეულ სინჯზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 14 სინჯში გოგირდის შემცველობა ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ ნორმას, ხოლო ერთ ნიმუშში გადაჭარბებული იყო სიმკვრივის მაჩვენებელიც.

საავტომობილო ბენზინის 49 ერთეული სინჯიდან 18-ში დაფიქსირებული ოქტანური რიცხვის მაჩვენებელი ასევე არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას“, –  ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის მიერ.

ამავე წყაროს ცნობით, არსებული შედეგების გათვალისწინებით, გარემოს ზედამხედველობის სამსახურმა, 2020 წლის მაისში, ქვეყნის მასშტაბით 251 ავტოგასამართი სადგურიდან 252 ერთეული რეგულარის მარკის ბენზინის საწვავის სინჯი აიღო და ამ ეტაპზე ამ სინჯების ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  ინფორმაციით,  კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული სანქციების მიუხედავად, დარღვევები არსებობს და კანონმდებლობის გამკაცრება აუცილებელია.

„საწვავის ხარისხის რეგულირების კანონმდებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს დღეებში მოხდება. ცვლილებები შედის როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის მიერ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: