განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის უმაღლესი დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელება 131 სტუდენტს სურს. ისინი საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად დღეს, 2 სექტემბერს, ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. გამოცდაზე 142 აპლიკანტი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდაზე 131 გავიდა. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ტესტი 45 არჩევითპასუხებიანი დავალებისგან შედგება და ტესტის თითოეულ ნაწილში (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) გამოსაცდელებს შესასრულებელი აქვთ 15 დავალება. …
Continue reading “უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელება 131 პირს სურს”