მთავარი,სიახლეები

ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა, რომელშიც 6 ადამიანი იყო, გზიდან მოცურდა

10.07.2020
ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა, რომელშიც 6 ადამიანი იყო, გზიდან მოცურდა

ჩოხატაურში, სოფელ ქვაბღასთან, ნაბეღლავი-ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე ავტომანქანა მოცურდა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – რვა თვის ბავშვი. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანაში მსხდომ პირებს მხოლოდ მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნებათ.

„ხიდზე გადასვლის დროს მდინარისკენ მოცურდა ავტომობილი, მაგრამ მდინარეში არ ჩავარდნილა. მგზავრები საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი, თუმცა მოტეხილობები არ აქვთ,“  – გვითხრეს შს სამინისტროში.

შემთხვევა გუშინ, 9 ივლისს, მოხდა.

გამოძიება სსკ-ის 273-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: