მთავარი,სიახლეები

სიმსივნის გამომწვევი საღებავი 5 დასახელების პროდუქტში ისევ აღმოჩნდა – Momxmarebeli.ge

09.07.2020 • 2454
სიმსივნის გამომწვევი საღებავი 5 დასახელების პროდუქტში ისევ აღმოჩნდა – Momxmarebeli.ge

საღებავ „სუდანის“ შემცველობაზე თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 41 დასახელების  სასურსათო პროდუქტი გერმანიის ლაბორატორია „ევროფინსში“ შემოწმდა. Momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, აკრძალული საღებავი „სუდანი“ ხუთი დასახელების ნიმუშში აღმოჩნდა.

შემოწმდა საქართველოში და საზღვარგარეთ წარმოებული პროდუქცია: წითელი წიწაკა, აჯიკა, ტყემალი, ტომატის საწებელი, ტომატპასტა, კეტჩუპი.

სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოყენება აკრძალულია. „ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანოა, ვინაიდან ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნასა და გენების გადაგვარებას.

მეწარმეთა ნაწილი მათ მაინც იყენებს პროდუქტისთვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად“, – ნათქვამია Momxmarebeli.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: momxmarebeli.ge საწებელი „ჯაკომო“. ანალიზის შედეგად აღმოჩნდა დარღვევა

ანალოგიური კვლევების შედეგები 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის მარტშიც გამოქვეყნდა. მაშინდელი კვლევებით არასაკვები საღებავები 9 ნიმუშში აღმოჩნდა.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩვენ მიერ აგვისტოში გამოკვლეული სურსათის დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია, რომელიც ამ პროდუქტების ერთ-ერთი ინგრედიენტი იყო. წითელი წიწაკის მიმწოდებლებთან სეს-მა ნიმუშები აიღო და ლაბორატორიულად გამოიკვლია, რის შედეგადაც 10-დან 9 ნიმუშში სუდანის ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა. აქედან 7 ნიმუში იმპორტირებული იყო, ხოლო 2-ის წარმომავლობა ვერ დადგინდა“.

momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, მაშინ დაბინძურებული სურსათის პარტიები გაყიდვიდან ამოიღეს, თუმცა აკრძალული საღებავით დაბინძურებული საკვები ბაზრებზე ისევ გამოჩნდა.

წყარო: momxmarebeli.ge კეტჩუბი „კალვე“. შემწომების შედეგად აღმოჩნდა დარღვევა

„ამავე დროს, საფრთხის შესამცირებლად, სეს-მა გამოსცა ბრძანება წითელი წიწაკის იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე (განვითარებადი ქვეყნებიდან) წითელი წიწაკის (დაფქული, დამსხვრეული) იმპორტისას თითოეულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის გამოცდის ოქმი, სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე უარყოფითი შედეგით“.

წყარო: momxmarebeli.ge საქართველოში წარმოებული „აფხაზური აჯიკა“. აღმოჩნდა დარღვევა

წინააღმდეგ შემთხვევაში სურსათის პარტია ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაიშვება. ბრძანება 2019 წლის 3 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში.

„თუმცა, როგორც ვხედავთ, გატარებული ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში სუდანით დაბინძურებული სურსათის გაყიდვის აღსაკვეთად.

წყარო: momxmarebeli.ge „ხათოს აფხაზური აჯიკა“.
აღმოჩნდა დარღვევა

დარღვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი და სეს-ის მიერ განხორციელებული მცირე მასშტაბის კვლევების შედეგადაც კი, 1 წლის მანძილზე 23 ნიმუშში არასაკვები საღებავების აღმოჩენა (მათ შორის, ზოგიერთი მწარმოებლის პროდუქტში, განმეორებით) მეტად საყურადღებოა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სესი კვლავ ეცდება პროდუქტების დაბინძურების წყაროების მოკვლევას და სათანადო ზომებს გაატარებს პრობლემის დასაძლევად“, – ამბობს momxmarebeli.ge.

წყარო: momxmarebeli.ge „ნენას“ მიერ წარმოებული აჯიკა
აღმოჩნდა დარღვევა.

კომპანიების განმარტებას momxmarebeli.ge-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების შესახებ „ბათუმელები“ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: