მთავარი,სიახლეები

თუ პირბადის მოხმარებას 95%-ზე ავიყვანთ, კომენდანტის საათის მოხსნას განვიხილავთ – ტიკარაძე

28.04.2021 • 2869
თუ პირბადის მოხმარებას 95%-ზე ავიყვანთ, კომენდანტის საათის მოხსნას განვიხილავთ – ტიკარაძე

რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ იმისთვის, რომ საღამოს ცხრა საათიდან მოიხსნას კომენდანტის საათი და ადამიანებმა თავისუფლად გადაადგილება შეძლონ? – ეს კითხვა ჯანდაცვის მინისტრს დღეს, 28 აპრილს, პარლამენტში გამოსვლის დროს დაუსვეს.

მინისტრის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვაზე იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს საუბარი, თუ პირბადის მოხმარება მოსახლეობის მხრიდან 95 პროცენტამდე გაიზრდება.

„თუ ჩვენ შევძლებთ და პირბადის მოხმარებას 95 პროცენტამდე ავიყვანთ, ეს ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში ჩემი ინიციატით საბჭომ დაიწყოს იმაზე საუბარი, რომ კომენდანტის საათი მაქსიმალურად ადრე მოვხსნათ,“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში.

პარლამენტარ იაგო ხვიჩიას კითხვას კი, თუ „როდის უნდა გავთავისუფლდეთ უცნაური მონობისგან, რომლის შინაარსია, რომ ცხრა საათიდან 5 საათამდე სახლიდან ვერ გახვალ და რა არის ამაში ჩვენი წვლილი, რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულდეს?“, ეკატერინე ტიკარაძემ  უპასუხა: „თუ თქვენ დაგვეხმარებით იმაში, რომ გაიზარდოს ახალგაზრდებში პირბადის მოხმარება, ჩვენ დაგეხმარებით თქვენ თავისუფლების აღდგენაში.“

იაგო ხვიჩიას აზრით კი, 95 პროცენტით პირბადის გამოყენება მოსახლეობის მხრიდან შეუძლებელია. „არ მგონია ეს შესაძლებელი, თუ ჩვენ აქ ტირანიას არ დავამყარებთ“-ამბობს ხვიჩია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: