7 მაისის მდგომარეობით აჭარაში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა ერთი პაციენტი, მართვით სუნთქვაზე კი 8 პაციენტი იმყოფება.
გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 118 პაციენტი, კლინიკა დატოვა 36-მა პაციენტმა.
ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობს 451 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 351, ონლაინკლინიკაში კი – 742 პაციენტი.