მთავარი,სიახლეები

სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება – ბულვარის ყოფილი დირექტორის სარჩელი სასამართლოში

13.05.2021
სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება – ბულვარის ყოფილი დირექტორის სარჩელი სასამართლოში

დღეს, 13 მაისს, ბათუმის ბულვარის“ ყოფილ დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ყოფილი დირექტორის ინტერესებს საია იცავს. როგორც საია აცხადებს, სარჩელით ითხოვენ ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული განკარგულების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. ამასთან, ირაკლი ჯინჭარაძე ასევე ითხოვს, სასამართლომ დაადგინოს მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია განსხვავებული შეხედულებების გამო.

„საყურადღებოა, რომ გათავისუფლების განკარგულების მიღებას წინ უსწრებდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის სხდომა, სადაც ირაკლი ჯინჭარაძემ გააპროტესტა დაახლოებით 4500 კვ/მ ფართობის პლაჟის ბრენდირებული სასტუმროებისთვის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის ინიციატივა, ვინაიდან ამით ხსენებული სანაპირო მონაკვეთი აღარ იქნებოდა ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის.

სხდომის დასრულებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ ის გამოაძევა დარბაზიდან. წარდგენილ სარჩელში მოსარჩელე ასაბუთებს, რომ მისი გათავისუფლება დაუსაბუთებლად, დისკრიმინაციული საფუძვლით განხორციელდა“, – აცხადებს საია.

ირაკლი ჯინჭარაძე „ბათუმის ბულვარის“ დირექტორობიდან 2021 წლის 12 აპრილს გაათავისუფლეს აჭარის მთავრობის განკარგულებით. მიზეზად სახელმწიფო აუდიტის 2020 წლის 4 ნოემბრის ანგარიში დასახელდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: