ღარიბაშვილის განცხადება სამარცხვინო და არასახელმწიფოებრივია – გიორგი გოგია

დღეს, 5 ივლისს, პრაიდთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია და არა ძალადობრივ ჯგუფებს, არამედ პრაიდის მონაწილეებს მოუწოდა „მოსალოდნელი რისკები“ გაითვალისწინონ. რამდენად ადეკვატურია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება და ახალისებს თუ არა ეს ჰომოფობიურ ჯგუფებს ქვეყანაში? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის – Human Rights …

შეწყდეს ძაღლების ნაგავსაყრელზე გადაყრა – აქცია ბათუმში ცხოველების დასაცავად

დღეს, 5 ივლისს, ბათუმის მერიის წინ, მოქალაქეები შეიკრიბნენ. ისინი მერიას ცხოველთა უფლებების დაცვას და კანონმდებლობის გამკაცრებას სთხოვენ, რადგან მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა კერძო პირებს ჯერ აჰყავთ ძაღლი, შემდეგ კი ქუჩაში ტოვებენ. „კანონი თუ არ გამკაცრდა ძაღლების მიტოვებაზე, ისე არაფერი გამოვა“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის ნაგავსაყრელზე დაახლოებით 300-მდე ძაღლია. „ძაღლების მოვლა-პატრონობაზე …

ლიცენზიის გარეშე 2020 წელს 6 ბავშვთა პანსიონი მუშაობდა – სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენციის გარეშე 6 დაწესებულება მუშაობდა, „ორს დროებით ჰქონდა საქმიანობის ლიცენზია შეწყვეტილი, ხოლო ოთხ დაწესებულებაში  არ დადასტურდა 24 საათზე მეტი ხნით ბენეფიციართა დაყოვნება“, – გვწერს სამინისტრო. „ბათუმელებმა“ ჯანდაცვის სამინისტროს მოსთხოვა დაზუსტება, თუ რამდენი ბავშვთა პანსიონი არსებობს ქვეყანაში, თუმცა სამინისტრო კონკრეტულ ციფრს არ გვაწვდის. რაც შეეხება ნინოწმინდის …

სკოლებში ისევ პრობლემაა რელიგიური ნეიტრალობის დაცვა – TDI

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ 2020-2021 წლის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის ერთ-ერთი კომპონენტი საჯარო სკოლებსაც შეეხება, სადაც საუბარია, რომ სკოლებში ისევ პრობლემად რჩება რელიგიური ნეიტრალობის დაცვის საკითხი. „საჯარო სკოლებში რელიგიური ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი დღემდე პრობლემად რჩება. საჯარო სკოლებში ხშირია რელიგიური სიმბოლიკის არააკადემიური დანიშნულებით გამოფენის შემთხვევები. რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები TDI-სთან საუბარში აცხადებენ, …

კორონავირუსი 50 აბიტურიენტს დაუდასტურდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 50 აბიტურიენტი კორონავირუსით ინფიცირების გამო ეროვნულ გამოცდებზე ვერ გამოცხადდა.  1-ელ ივლისს, გამოცდაზე 20 აბიტურიენტი ვერ მოვიდა ინფიცირების მიზეზით, დღე 2 ივლისს კი – 30 აბიტურიენტი ვერ გამოცხადდა. ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები, რომლებსაც კოვიდი აქვთ, ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშებიან და ცალკე ჩააბარებენ გამოცდებს. _____________________ ამავე თემაზე: გამოცდაზე არ დაიშვებიან კოვიდით ინფიცირებული მაგისტრანტობის კანდიდატები …

ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა

დღეს, 2 ივლისს, ბათუმში 80 წლამდე ასაკის ქალს მატარებელი დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქალი კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს. „მედცენტრის“ ინფორმაციით დაშავებული ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს მძიმე იყო, იგი გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.

აჭარაში დღეს 5 ქალს და 2 კაცს 100 წელი შეუსრულდა

დღეს, 2 ივლისის, აჭარაში შვიდ ადამიანს შეუსრულდა 100 წელი. ერთ-ერთი მათგანი ხულოში, სოფელ დიოკნისში მცხოვრები ზულბიე ძირკვაძეა. ზულბიეს 3 შვილი, 9 შვილიშვილი და 20 შვილთაშვილი ჰყავს. დღევანდელი მდგომარეობით აჭარაში 100 წელს გადაცილებული სულ 51 ადამიანი ცხოვრობს. წლის ბოლომდე კი კიდევ სამ ადამიანს შეუსრულდება ასი წელი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-1000 ლარი გადასცა …

ბათუმის რესპუბლიკური ისევ სრული დატვირთვით ამუშავდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განცხადებით, დღეიდან, 2 ივლისიდან, კლინიკური საავადმყოფო სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას. „სამედიცინო დაწესებულებაში დამატებითი სიმძლავრეების საჭიროებიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კლინიკამ კოვიდპაციენტების ნაკადების მართვა და გადანაწილება იმგვარად უზრუნველყო, რომ სამედიცინო სერვისის მიწოდების კუთხით შეფერხება არ დაფიქსირებულა. ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციისა და PCR ტესტირების …

რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტმა ბსუ-ში

შიდა აუდიტმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარღვევები აღმოაჩინა. მონიტორინგი მოიცავს 2019-2020 წლებს. დასკვნაში საუბარია როგორც ადმინისტრაციული ხასიათის, ასევე ფინანსურ დარღვევებზეც. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ბათუმის უნივერსიტეტს დიდი ოდენობის ვალი ერიცხება. უცხოელი სტუდენტების საქმე აუდიტის დასკვნაში ყველაზე ვრცელი ადგილი სწორედ ამ ნაწილს ეთმობა. დასკვნის მიხედვით, 2020 წლის 1-ლი იანვრის  მდგომარეობით, უნივერსიტეტს სტუდენტების მიმართ 6 449 740  ლარის  ოდენობით …

თბილისი-ბათუმის მიმართულებით დღეში 3 რეისი შესრულდება – ახალი განრიგი

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 1-ლი ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმებისთანავე, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი დაემატება ყოველდღიურად და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დღეში სამი რეისი შესრულდება. კომენდანტის საათის გაუქმების გამო იცვლება განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ სხვა მატარებლებზეც. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში: რკინიგზის ინფორმაციით, ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში. ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული …

ბსუ-ს 2 ათასი სტატუსშეჩერებული და 7 ათასი აქტიური სტუდენტი ჰყავს – აუდიტი

შიდა აუდიტის დასკვნის მონაცემებით, 2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული და 7 ათასამდე აქტიური სტუდენტი ჰყავს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პანდემიის პერიოდში სტუდენტის სტატუსი არავის შეჩერებია. „ეს ის სტუდენტები არიან, რომელთაც სტატუსი შეუჩერდათ 2003-2019 წლებში. მათგან ნაწილმა აღიდგინა სტატუსი და შემდეგ ისევ შეიჩერა სხვადასხვა მიზეზის გამო“, -გვითხრეს …

გამოცდაზე არ დაიშვებიან კოვიდით ინფიცირებული მაგისტრანტობის კანდიდატები – მინისტრის ბრძანება

განათლების მინისტრის ბრძანებით, მაგისტრანტობის კანდიდატები, რომელთაც გამოცდის დღისთვის დადასტურებული ექნებათ COVID 19-ის ინფექცია, გამოცდაზე არ დაიშვებიან. ამავე ბრძანებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, მაგისტრანტობის კანდიდატებს დამატებით ჩაუტაროს ტესტირება საერთო სამაგისტრო გამოცდის იმ ნაწილში (ნაწილებში), რომელსაც ისინი ვერ დაესწრნენ COVID 19-ის ინფექციის დადასტურების გამო. ცენტრი ასევე უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით, გამოცდის წინა დღეს მიაწოდოს მაგისტრანტობის კანდიდატთა …

რა იცვლება სკოლებში პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის 2022 სასწავლო წლიდან

რა შეიცვლება სისტემაში ახალი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით, რომელ კლასებში შეაფასებენ მოსწავლეებს, რისთვის და რა იგეგმება დამამთავრებელ საფეხურზე – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების სამინისტროს, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი ნიკო სილაგაძე საუბრობს. ბატონო ნიკო, თითქმის ორი წელია, რაც ახალი სკოლის მოდელი დაინერგა ბევრ სკოლაში. თუმცა მანამდე იყო საპილოტე …

რისი გაკეთება უნდა შეძლონ პედაგოგებმა სკოლებში ინტეგრირებულ გაკვეთილებზე

ბათუმში საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს ციფრული ტექნოლოგიების ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის მიზანია, რომ მასწავლებლებმა შეძლონ ვიზუალიზაციაზე დაფუძნებული, ინტეგრირებული, საინტერესო გაკვეთილების ჩატარება საკლასო ოთახებში. განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიის დამფუძნებელმა, დავით სონღულაშვილმა პედაგოგებს რამდენიმე ექსპერიმენტი აჩვენა, რომლის განხორციელებაც, მისი აზრით, თავისუფლად შეუძლიათ პედაგოგებს სკოლაში ქიმიის, ფიზიკის თუ სხვა გაკვეთილებზე. რა არის საჭირო ერთი კონკრეტული ექსპერიმენტის ჩასატარებლად ? – …

როდემდე უნდა ელაპარაკოთ რელიგიურ უმცირესობებს სუს-ის ენით – დეპუტატი პრემიერს

დღეს, 25 ივნისს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საპარლამენტო მოსმენისას დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს. რელიგიურ უმცირესობებთან და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ. „როდემდე უნდა ესაუბროთ სუს-ის ენით, საქართველოს მოქალაქე უმცირესობებს და როდის შეძლებთ გასცეთ პოლიტიკური ნება, რომ ბათუმში აშენდეს ახალი მეჩეთი? ხომ არ ფიქრობთ, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც 5 …

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ურეკში 13 ადამიანი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ურეკში 13 ადამიანი დააკავა, რომლებსაც ბრალად პოლიციაზე თავდასხმა ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი პოლიცამ ადმინისტარციული წესით მაშინ დააკავა, როდესაც მოქალაქეები ხანძარს აქრობდნენ, ერთ-ერთი იქ მყოფი კი ხანძრის ჩაქრობას ხელს უშლიდან. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების …

კოვიდვაქცინების 3%-იანი დანაკარგი გვაქვს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინების 3% დანაკარგი გვაქვს. „ყველაზე მეტი დანაკარგი გვაქვს „ასტრაზენეკასი“, „ფაიზერის“ ნული მთელი რაღაც ნაწილია დაკარგული, სადღაც 95 დოზაზეა საუბარი და ყველაზე ნაკლები დანაკარგი გვაქვს „სინოფარმის“ და „სინოვაკის“. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რესპუბლიკურში 2%-მდეა ვაქცინების დანაკარგი. ეს დანაკარგი იმას კი არ ნიშნავს, რომ სადღაც დაიკარგა, არამედ …

როლანდ ნოღაიდელის გულის გადანერგვის ოპერაციისთვის თანხა სრულად შეგროვდა

განახლებული ინფორმაცია: ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში მცხოვრები 45 წლის როლანდ ნოღაიდელის გულის გადანერგვის ოპერაციისთვის საჭირო თანხა – 100 000 დოლარი სრულად შეგროვდა. დღეს, 25 ივნისს,  „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როლანდ ნოღაიდელის ოპერაციის სრული თანხის შესაგროვებლად საჭირო იყო კიდევ 8 ათასი დოლარი. მასალის გამოქვეყნებიდან მალევე „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, რომ თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, როლანდ …

ქორწინების გამო სკოლის მიტოვების 20 შემთხვევა გამოვლინდა – ომბუდსმენი

გასულ წელს სკოლის მიტოვების 20 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო ბავშვთან ქორწინების მოტივით, გამოძიება დაწყებულია 132 ფაქტზეა. ამის შესახებ ისაუბრა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, ანგარიშის წარდგენის დროს. „ადრეული ქორწინება და ნიშნობის პრაქტიკა ისევ რჩება მთავარ პრობლემად გენდერული თანასწორობის მიმართულებით. 2020 წელს შსს-ს მხრიდან სავარაუდო დანაშაულის 132 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომლის მოტივიც იყო ბავშვთან ქორწინება. ხოლო განათლების …

19-მა სახელმძღვანელომ გრიფირება ვერ გაიარა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასრულდა მე-9 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. სამინისტროს ინფორმაციით, გრიფირების პროცესში სხვადასხვა საგანზე 54 განაცხადი იყო, თუმცა 53 განაცხადი გადავიდა რეცენზირებისა და საჩივრების განხილვის ეტაპზე, რომელთაგან მხოლოდ 34-მა სახელმძღვანელომ მიიღო გრიფი, 19 სახელმძღვანელო კი გრიფის გარეშე დარჩა. განაცხადები არ შესულა შემდეგ საგნებში: აფხაზური ენა და ლიტერატურა (V-IX კლასი); რუსული/სომხური/აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენა …

რა ტოპათეულში მოხვდა საქართველო განათლების კუთხით ევროპაში? – სპეციალისტის შეფასება

საქართველო განათლების მდგრადი განვითარების მაჩვენებლით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ტოპათეულშია, ხოლო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობით უსწრებს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და ასე შემდეგ – ამის შესახებ ინფორმაციას პროსახელისუფლებო მედია ავრცელებს. განათლების კოალიციის პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი, განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია უკიდურესად შეურაცხმყოფელია, რადგან შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. ბატონო რევაზ, განათლების სამინისტრო საუბრობს, რომ წამყვანი ქვეყნების …

ბათუმში აივნის ჩამონგრევის შედეგად ადამიანები დაშავდნენ

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ახალ ბულვართან, მაღალსართულიან კორპუსში აივანი ჩამოიგრა. არიან დაშავებულები. „ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც გადაყვანილნი არიან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში“, – გვითხრეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში. ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახურის ჯგუფი და პოლიცია.

წიგნები, რომლებიც მოსწავლეებმა ლიტერატურული მარათონისთვის უნდა წაიკითხონ

მოსწავლეებს, რომლებიც აიტერესებთ ლიტერატურა, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მარათონში, რომელიც 2022 სასწავლი წლისთვის გაიმართება. ამისათვის მზადება მოსწავლეებმა ახლავე უნდა დაიწყონ, რადგან საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვა მოუწევთ. ლიტერატურულ მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეშვიდე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით: I კატეგორია – VII – IX კლასები II კატეგორია – X – XII კლასები ლიტერატურული მარათონი …

სტუდენტი, რომელიც ხიჭაურის საერთო საცხოვრებლიდან გაუშვეს, უნივერსიტეტსაც ტოვებს

ლუკა ხაჩიძე, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაიზარდა და რომელმაც იქ არსებული ძალადობის შემთხვევებზე პროკურატურაში განაცხადა, ამბობს, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ხიჭაურის უნივერსიტეტში სწავლას აღარ გააგრძელებს. ლუკა ხიჭაურში, ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლობს და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელშიც ცხოვრობდა, თუმცა ძალადობაზე საუბრის შემდეგ მას უთხრეს, რომ საერთო საცხოვრებელი უნდა დაეტოვებინა. „უნივერსიტეტიდან ვერ გამრიცხავდნენ, რადგან ეროვნული გამოცდებით ვარ ჩარიცხული, …

სკოლის მიღმა დარჩენილი 10 404 ბავშვიდან მხოლოდ 1000 წავა სექტემბერში სკოლაში

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ 34 პროცენტით შემცირდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მიღმა არიან დარჩენილი. 2021 წლის გაზაფხულის მონაცემებით სკოლის მიღმა 10 404 ბავშვი იყო დარჩენილი, დღეს, 22 ივნისს, სამინისტრო აცხადებს, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ნაწილი იდენტიფიცირებულია და აქედან 1000-ზე მეტი ბავშვი სექტემბერში სასწავლო პროცესში ჩაერთვება. სამინისტროს განცხადებით, 6 885 ბავშვი ისევ სკოლის მიღმა …

რატომ შეიქმნა „ასტრაზენეკას“ დეფიციტი – გამყრელიძის განმარტება

დღეს, 22 ივნისს, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში მილიონზე მეტი დოზა კოვიდის ვაქცინა შემოვა. იგივე განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. „ივლისის დასაწყისში ქვეყანა გადავა მასობრივ ვაქცინაციაზე, როდესაც დღიური მაჩვენებელი უნდა გვქონდეს სადღაც 20 ათასი მაინც“, – აცხადებს გამყრელიძე. მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის …

ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, თუმცა სავალდებულო რჩება პირბადის ტარება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში. ამის შესახებ განცხადება დღეს, 22 ივნისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. ასევე, პირველი ივლისიდან უქმდება გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ორ კვირაში ქვეყანაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და დაიწყება ვაქცინაციის ინტენსიური პროცესი.

დასავლეთ საქართველოს მუფთი „სინოვაკით“ აიცრა

დღეს, 21 ივნისს, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მისი თქმით, ვაქცინაცია ერთადერთი გზაა ვირუსის დასამარცხებლად. „დღეს ყველა ჩვენგანი ვიმყოფებით ძალიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის წინაშე და ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ როგორც საკუთარი, ასევე სხვების სიცოცხლე. ამიტომ აქტიურად უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში“, – ამბობს ადამ შანთაძე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მუფთთან ერთად 100-მდე …

ქართველი მუსლიმები: უნდა დასრულდეს ჩვენი საფრთხედ მიჩნევა და დისკრიმინაცია

„მე ვკითხულობ ყურანს და ვარ ქართველი“, „მე ვატარებ ჰიჯაბს და ვარ ქართველი“ – ამ ფრაზების გამეორება ხშირად უწევთ ქართველ მუსლიმებს. ეს ფრაზები გაიმეორეს „სოლიდარობის თემის“ წევრებმა მოცეკვავე თეა დარჩიას საპასუხოდ. მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ აჭარელ მუსლიმებში, რომლებიც ყურანს კითხულობენ, „აღარაფერი ქართული აღარ დარჩა“. ქართველი მუსლიმები ამბობენ, რომ მათი დისკრიმინაცია და საფრთხედ მიჩნევა უნდა დასრულდეს …

თუ აუქციონს არ შეაჩერებთ, ქობულეთიდან ხმებს ვერ მიიღებთ – მოქალაქე უმაღლეს საბჭოს

აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანაა დაგეგმილი. საკითხის განხილვის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა კითხვები დასვეს ბობოყვათში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით. დეპუტატების განცხადებით, თუ ბიუჯეტში ცვლილება შევა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს ბობოყვათში მიწის გაყიდვა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, მიწა, რომელზეც ბობოყვათში მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ მათი კერძო საკუთრებაა, …

ბობოყვათში საპროტესტო აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს

დღეს, 19 ივნისს, ბობოყვათში მოქალაქეებმა რკინიგზის ლიანდაგი გადაკეტეს, რის გამოც 4 ადამიანი პოლიცამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დააკავა. აქციის მონაწილები სანაპირო ზოლში დაახლოებით 28 ჰექტარი მიწის საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ. მათი განცხადებით, აღნიშნული მიწები მათი მამაპაპისეული საკუთრებაა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მთავრობა სანაპირო ზოლში ამ მიწების გასხვისებას აპირებს და ისინი ამის უფლებას ხელისუფლებას არ მისცემენ. აქციის მონაწილეებს საპროტესტო …

პედაგოგი მესტიიდან, რომელიც 5 საგანს ასწავლის – მოსწავლეთა შეფასების სისტემა შესაცვლელია 

გიორგი ტერუნაშვილი მესტიაში, სოფელ კალის საჯარო სკოლაში ისტორიას, გეოგრაფიას, სამოქალაქო განათლებას, ჩვენს საქართველოს და ქართულ ენას ასწავლის. „დღე და ღამე გასწორებული მაქვს“, – გვეუბნება მასწავლებელი, რომელიც 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულში შეარჩიეს. რატომ ასწავლის 5 საგანს და რა ხარვეზებს ხედავს განათლების სისტემაში – პედაგოგი ამ საკითხებზე „ბათუმელებს“ ესაუბრა. ბატონო გიორგი, 5 საგნის სწავლება ალბათ …

დანაგვიანებული ტერიტორია საბავშვო ბაღის მიმდებარედ ბათუმში

ბათუმში, აღმაშენებლის 16 ნომერში, იქ სადაც მე-10 საბავშვო ბაღი მდებარეობს, ასე გამოიყურება ბაღის მიმდებარე ტერიტორია. სწორედ აქ თამაშობენ და გადაადგილდებიან  სხვა ბავშვებიც, რადგან ტერიტორიაზე პატარა ატრაქციონიცაა დამონტაჯებული. ტერიტორიაზე განთავსებული სკამები დაზიანებულია, იქვე ყრია მეტალის და საყოფაცხოვრებო თუ სხვა ნარჩენები. ფოტოები „ბათუმელებს“ მკითხველმა მიაწოდა. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის სანდასუფთავების სამსახურს და ჰკითხა, არის თუ არა, აღნიშნული სამსახურის …

ნარკოტიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავეს

პოლიციის ინფორმაციით, აჭარაში დააკავეს ერთი ადამიანი, რომელსაც დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ედება ბრალად. „დაკავებულია 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. მას ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში“. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და დროებითი …

კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა აჭარაში

აჭარაში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დღეს 19 ივნისს. აჭარაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 11 პაციენტი, კლინიკა 19 პაციენტმა დატოვა. გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 48 პაციენტი. აჭარის კოვიდკლინიკებში სულ მკურნალობს 180 პაციენტი. კოვიდ სასტუმროშია 177 ადამიანი. 19 ივნისის მონაცემებით, აჭარაში ვაქცინაცია ჩაიტარა  23 217 ადამიანმა.

როგორ შეაფასებენ იმ მოსწავლეებს, ვინც სკოლას აცდენდა – მინისტრის ბრძანება

განათლების მინისტრის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წელს, მე-12 კლასის ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს სასწავლო საათების რაოდენობის 30 პროცენტი, შემაჯამებელი ან კომპლექსური დავალებების საფუძველზე შეფასდებიან. ბრძანების მიხედვით, სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი ან კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ. „შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა“, – …

Exit mobile version