ბათუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი, ყოფილი ფეხბურთელი ასლან ბალაძე შესაძლოა ბათუმის საკრებულოს წევრი გახდეს. ის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერია თვითმმართველობის არჩევნებზე. როგორ წარმოუდგენია საკრებულოში მუშაობა და იქნება თუ არა კრიტიკული განსხვავებული პოზიციის შემთხვევაში? – ამ საკითხებზე ბალაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ასლან, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ფეხბურთიდან პოლიტიკაში წახვიდეთ. რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია? სიახლეები ყოველთვის კარგია …
Author Archives: ლელა დუმბაძე
ბათუმის კათოლიკური ეკლესიის დიაკონი კოვიდით გარდაიცვალა
დღეს, 27 აგვისტოს, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის დიაკონი თენგიზ პარმაქსიზიშვილი კოვიდით გარდაიცვალა. ის ბათუმში „მედცენტრში“ იყო მოთავსებული. დიაკონის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს კათოლიკურმა ეკლესიამ. „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ბათუმის სულიწმიდის სამრევლოს დიაკონი თენგიზ პარმაქსიზიშვილი. კვირადღეს, 29 აგვისტოს, 10.00 საათიდან მისი ნეშტი დასვენებულ იქნება ბათუმის ეკლესიაში, 12.00 საათზე წმიდა წირვას …
Continue reading “ბათუმის კათოლიკური ეკლესიის დიაკონი კოვიდით გარდაიცვალა”
მოსალოდნელია ტემპერატურის მკეთრი მატება – საგანგებოს განცხადება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება. „ასევე გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრის გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები …
Continue reading “მოსალოდნელია ტემპერატურის მკეთრი მატება – საგანგებოს განცხადება”
შემდეგი 2 კვირა კოვიდით გარდაცვალების კლებას არ ველით – ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების კლების ტენდენციას არ ელოდება. „ინფექციის გავრცელების კუთხით შემცირების ტენდენცია ბოლო დღეებში ფიქსირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს ლეტალობის ტენდენციის კლების მოლოდინი. ჩვენ მაქსიმალურად გვყავს გაძლიერებული კლინიკური ჯგუფი, მარინა ეზუგბაია, თენგიზ ცერცვაძე და ინეზა სულამანიძე მუდმივად იმყოფებიან კლინიკებში, მათ აქვთ გაწერილი …
Continue reading “შემდეგი 2 კვირა კოვიდით გარდაცვალების კლებას არ ველით – ტიკარაძე”
გამყრელიძე ორსულების გარდაცვალებაზე – პრევენცია არის ერთადერთი, ორსულები უნდა აიცრან
დღეს, 27 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს პანდემიის პერიოდში ორსული ქალების გარდაცვალების შესახებაც ისაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ იღუპებიან კორონავირისით დაავადებული ორსული ქალები და ხომ არ იგეგმება ორსულთა მკურნალობის პროტოკოლში რაიმე ცვლილება, გამყრელიძე ამბობს, რომ ორსულთა გარდაცვალების პრევენციის ერთადერთი გზა არის აცრა. „პრევენცია არის ერთადერთი, ორსულები უნდა აიცრან. პანდემიის განმავლობაში, თუ არ …
როცა ავიცერი, შემდეგ სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი – 22 წლის მარნეულელი აქტივისტი
22 წლის რაშან ზიადალიევი მარნეულში ცხოვრობს და თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად არის ჩაბმული ანტივაქსერულ კამპანიაში. ახალგაზრდები ცდილობენ პანდემიის პერიოდში სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმედგო ვაქცინებთან დაკავშირებით. ისინი ამ გზით ცდილობენ გაუმკლავდნენ მითებს ვაქცინის შესახებ. „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“ ორი წელია, რაც დაფუძნდა მარნეულში და პანდემიის პირველი დღიდანვე აქტიურად ვიყავით ჩართული მოსახლეობის ინფორმირებაში. როგორც ვიცით, …
Continue reading “როცა ავიცერი, შემდეგ სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი – 22 წლის მარნეულელი აქტივისტი”
ჩემზე რომ იყოს, დღესვე დავიწყებდი მეჩეთის აშენებას – „გირჩის“ კანდიდატი ბათუმში
დასავლეთ საქართველოს მუფთის ყოფილი მრჩეველი და აქტივისტი თემურ გორგაძე „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ სიის პირველი ნომერია ბათუმის საკრებულოში. რას გეგმავს თემურ გორგაძე გამარჯვების შემთხვევაში და როგორ ხედავს ქალაქის მომავალს. პროპორციულ სიაში ამ პარტიას ბათუმში 3 ადამიანი ჰყავს. მერობის კანდიდატი კი გიორგი ფუტკარაძეა. „ბათუმელები“ საკუთარი პლიტიკური გეგმების შესახებ ამჯერად ინტერვიუს გთავაზობთ თემურ გორგაძესთან. ბატონო თემურ, თქვენ …
Continue reading “ჩემზე რომ იყოს, დღესვე დავიწყებდი მეჩეთის აშენებას – „გირჩის“ კანდიდატი ბათუმში “
დღეს ვაქცინაცია აჭარის სოფლებშიც დაიწყო – ჯანდაცვის სამინისტრო
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 აგვისტოდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მაღალმთიანი აჭარის სოფლებშიც იქნება შესაძლებელი. „ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ამცრელი ბრიგადები თემის საექიმო ამბულატორიებში ვაქცინაციას სისტემატურად ჩაატარებენ. გასვლითი ბრიგადების ვიზიტების მიზანია იმუნიზაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მაქსიმალური მოცვა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა“, – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებმა“ …
Continue reading “დღეს ვაქცინაცია აჭარის სოფლებშიც დაიწყო – ჯანდაცვის სამინისტრო”
26 წლის ბათუმელი ქალი კოვიდით დაიღუპა
26 წლის ბათუმელი თეა ბარამიძე, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ ქუთაისში, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მისი ახალშობილი თავს კარგად გრძნობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი ჯერ ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული. ხუთი დღის შემდეგ კი, როცა ორსულის მდგომარეობა დამძიმდა, ქუთაისში გადაიყვანეს. ქალი წუხელ გარდაიცვალა.
სად გაითიშება შუქი 26 აგვისტოს აჭარაში
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 26 აგვისტოს, ელექტროენერგია შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: ბათუმში – 12:00დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება ბაგრატიონის, გენერალ ასლან აბაშიძის, ტ.აბუსერიძის, კობალაძის, გიორგი ბრწყინვალეს, შ.ხიმშიაშვილის, დ.აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე აეროპორტის გზატკეცილს, ფერიას, მახვილაურის, კახაბერის, ურეხისა და ანგისას დასახლებებს. 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით ელექტროენერგია შეეზღუდებათ ბათუმში აბონენტების ნაწილს თამარ მეფის გამზირზე, ფაღავას ქუჩაზე, …
გოდერძიზე ტურისტების ავტომანქანა ხევში გადავარდა – დაიღუპა 1 ადამიანი
გუშინ, 24 აგვისტოს, გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაიღუპა 1 ადამიანი, 2 კი დაშავდა, მათ შორის, ბავშვი. TV 25-ის ინფორმაციით, დაშავებული პირები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. არიან თუ არა ავტოავარიაში მოყოლილი პირები ტურისტები, შს სამინისტროში დანამდვილებით არ იციან. „სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან“, – გვითხრეს პრესცენტრში. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 274 …
Continue reading “გოდერძიზე ტურისტების ავტომანქანა ხევში გადავარდა – დაიღუპა 1 ადამიანი”
რატომ გადაწყვიტა კახა ქაშიბაძემ იყოს ენმ-ს სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში – ინტერვიუ
ცნობილი ქირურგი კახა ქაშიბაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერია. ის ქვეყნის მასშტაბით იმ იშვიათი ექიმების რიგს მიეკუთვნება, ვინც ურთულეს – ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ატარებს. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში საქმიანობა და როგორ ხედავს ის ბათუმის მომავალს. გთავაზობთ ინტერვიუს კახა ქაშიბაძესთან. ბატონო კახა, თქვენ ხართ ენმ-ს სიის პირველი ნომერი. ეს იმას …
გამოცდების ცენტრმა გასაჩივრების შემდეგ 1435 ნამუშევრის შეფასება შეცვალა
შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების შედეგები 3 355-მა აბიტურიენტმა გაასაჩივრა. როგორც ცენტრი აცხადებს, შეფასება შეიცვალა 1435 განაცხადის შემთხვევაში. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაჩივრებინათ როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს ხვალ, 25 აგვისტოს, 18:00 საათამდე აქვთ ვადა ცვლილება შეიტანონ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში. „აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის …
Continue reading “გამოცდების ცენტრმა გასაჩივრების შემდეგ 1435 ნამუშევრის შეფასება შეცვალა”
როდის შეეძლებათ ბავშვებს აცრა – გაბუნიას კომენტარი
დღეს, 24 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ 12 წელს გადაცილებული მოზარდების აცრას ბევრი ქვეყანა უკვე ახორციელებს, მათ შორის აშშ, კანადა, ისრაელი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, თუმცა საქართველოში მოზარდების ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღება, როცა ამაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმსჯელებს „იმუნიზაციის საბჭოც იმსჯელებს ამ საკითხზე, რადგან მნიშვნელოვანია რომ …
Continue reading “როდის შეეძლებათ ბავშვებს აცრა – გაბუნიას კომენტარი”
გადააქვთ თუ არა PCR ტესტების ნიმუშები ხულოდან ბათუმში სტანდარტის დარღვევით
ხულოში მცხოვრებმა მარი კოჩალიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბეშუმში გაკეთებული PCR ტესტის ნიმუშები შესაძლოა სტანდარტების დარღვევით გადაჰქონდეთ ლაბორატორიაში. „ბებიაჩემს ჰქონდა შაბათს სიცხე და ტესტირებაზე როცა მივიყვანე, სწრაფმა დადებითი არ აჩვენა. მითხრეს, ორშაბათს მოიყვანე და PCR-ს გავუკეთებთო. ვკითხე, ახლა რატომ არ უკეთებთ-მეთქი. კურიერი არ გვყავს და ტესტის ნიმუშებს ვერ გავაგზავნითო, თუ ვინმე წავა, რომელიმე მარშრუტკის მძღოლი ან …
Continue reading “გადააქვთ თუ არა PCR ტესტების ნიმუშები ხულოდან ბათუმში სტანდარტის დარღვევით”
რას პასუხობს ტიტე აროშიძე გახარიას გუნდს კანდიდატების მოსყიდვაზე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ტიტე აროშიძე, თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატების მოსყიდვისა და შანტაჟთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გუნდს პასუხობს. ამის შესახებ გახარიას პარტიის ბათუმის ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა. „დღეს გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ გააკეთა განცხადება, თითქოს სახელისუფლებო პარტიის სახელით აშინებენ მათ თანაგუნდელებს და მოუწოდებენ ფულის შეთავაზების სანაცვლოდ დატოვონ პარტია. მათთვის მნიშვნელოვანია გადააბრალონ ხელისუფლებას …
Continue reading “რას პასუხობს ტიტე აროშიძე გახარიას გუნდს კანდიდატების მოსყიდვაზე”
მუსლიმი, კათოლიკე და ევანგელისტი სასულიერო პირების უმრავლესობა ვაქცინირებულია
საქართველოში მოქმედ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში სასულიერო პირების დაახლოებით 75-80 პროცენტი ვაქცინირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ ავრცელებს. ქართული მუსლიმური თემის სასულიერო პირების დაახლოებით 60 პროცენტია ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი. ამ დროისთვის ვაქცინირებულია ასევე ქართველი კათოლიკე სასულიერო პირების 83 და ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის სასულიერო პირების 75 პროცენტი. აღნიშნული ინფორმაცია „ბათუმელებთანაც“ დაადასტურეს აღნიშნული რელიგიური …
Continue reading “მუსლიმი, კათოლიკე და ევანგელისტი სასულიერო პირების უმრავლესობა ვაქცინირებულია”
სკოლის მასწავლებლების დაახლოებით 40% ვაქცინირებულია – სამინისტრო
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ვაქცინირებულია სკოლის მასწავლებლების დაახლოებით 40 პროცენტი. განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით, სკოლის მასწავლებლებმა გააცნობიერეს იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ პანდემიაში ამ მიმართულებით ეკისრებათ. „მისასალმებელია, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40 პროცენტს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მოვუწოდებ მასწავლებლებს, რომ …
Continue reading “სკოლის მასწავლებლების დაახლოებით 40% ვაქცინირებულია – სამინისტრო”
ბოშების ვაქცინაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის – რუსუდან შავიშვილი
აჭარაში, კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურში, 250-მდე ბოშა ცხოვრობს. როგორც თემის ბარონი რომა ასლანოვი „ბათუმელებთან“ ამბობს, თემში ბოშების ნაწილს ვაქცინაციაზე არ აქვს სრული ინფორმაცია, ნაწილს კი სურვილი აქვს აიცრას, მაგრამ ვერ ახერხებს. „ზოგს ეშინია აცრის, ზოგი ამბობს, რომ რუსეთში ადამიანები გარდაიცვალნენ აცრისგან. ზოგს უნდა აცრა, მაგრამ მაინც ვერ იღებს ბოლომდე გადაწყვეტილებას. ვცდილობთ დავიცვათ წესები და …
Continue reading “ბოშების ვაქცინაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის – რუსუდან შავიშვილი”
იგეგმება თუ არა მოსახლეობის ვაქცინაცია იალაღებზე?
22 წლის ბექა თავართქილაძე თვენახევარია რაც ბეშუმში იმყოფება. მისი ოჯახის წევრებიც ზაფხულს აქ ატარებენ. ბექა ამბობს, რომ ისინიც და ოჯახის სხვა წევრებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დაბა ხულოში აიცრნენ, რადგან სხვაგან კოვიდზე ვაქცინაცია არ ტარდება. გარდა იმისა, რომ ბეშუმში მოიალაღეები არიან საზაფხულოდ ასული, კურორტზე დამსვენებლებიც იმყოფებიან. ამ დროს განსაკუთრებით ბევრი ბავშვი ისვენებს მთაში. „გახსნილია ატრაქციონები, გასართობი …
Continue reading “იგეგმება თუ არა მოსახლეობის ვაქცინაცია იალაღებზე? “
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია და კონკურსატებს შედეგების ნახვა ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ. ცენტრის ინფორმაციით, წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში 3 700-ზე მეტი სტუდენტი იყო რეგისტრირებული. რამდენმა სტუდენტმა შეძლო სასწავლო გრანტის მოპოვება ან გაუმჯობესება, აღნიშნული ინფორმაცია ცენტრს ჯერ დამუშავებული არ აქვს. სტუდენტს კონკურსის შედეგების ნახვა პირადი და საგამოცდო ნომრის მეშვეობით …
Continue reading “სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია”
ვაქცინაციის მობილური ჯგუფები სოფლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის
როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აჭარის მთაში და აქვთ თუ არა წვდომა ადამიანებს ინფორმაციაზე, თუ როგორ და სად შეუძლიათ ვაქცინაცია? აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურებულია და აჭარაში ჩატარებული ვაქცინაციის 8 პროცენტი სწორედ მაღალმთიან აჭარაზე მოდის. შავიშვილის თქმით, რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შეუძლიათ მოქალაქეებს „ევექსის“ კლინიკებში, …
Continue reading “ვაქცინაციის მობილური ჯგუფები სოფლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის”
საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია – კულუმბეგოვი
ცნობილი ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცნობიერების ამაღლების პროცესში, საპატრიარქოს სთხოვს აღკვეთოს მისი და მისი კოლეგების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელსაც რადიკალური სასულიერო პირები აწარმოებენ. „სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის, იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია, თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, …
Continue reading “საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია – კულუმბეგოვი”
20 აგვისტოს დასრულდება პროფესიულ პროგრამებზე განაცხადების მიღება
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 20 აგვისტოს დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიღება გამოცხადებულია 120-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე, თითქმის ყველა რეგიონის 70-ზე მეტ საჯარო და კერძო პროფესიულ კოლეჯში. 2021 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ერთიანი ჩარიცხვის წესი მოქმედებს როგორც საჯარო, ასევე კერძო დაწესებულებებშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ „ყველა ავტორიზებული, მათ შორის, კერძო დაწესებულება სტუდენტებს მხოლოდ ერთიანი მიღების ფარგლებში, საერთო პლატფორმის …
Continue reading “20 აგვისტოს დასრულდება პროფესიულ პროგრამებზე განაცხადების მიღება”
შემოდგომაზე 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების აცრას ვგეგმავთ – გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, დღეს 18 აგვისტოს, ონლაინკონფერენციაზე განაცხადა, რომ შემოდგომაზე 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლოა დაიწყოს. „ბევრმა ქვეყანამ, თავიანთი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლიდან და ზემოთ მოზარდებს, „ფაიზერით“ და „მოდერნათი“, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე დიდი ხანია დამთავრებულია და ვაქცინაცია საკმაოდ ეფექტურია. …
Continue reading “შემოდგომაზე 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების აცრას ვგეგმავთ – გამყრელიძე”
სარფის დედათა მონასტერში კარანტინი გამოცხადდა
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, კარანტინი გამოცხადდა სარფის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერში. კორონავირუსის გავრცელების გამო მონასტერში შესვლა აკრძალულია. გუშინ საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა ამავე მონასტრის მონაზონი სოსანა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადეს, მონაზონის მდგომარეობა მძიმე იყო. მთავარი ფოტო: visitajara _______________________ ამავე თემაზე: ბათუმში კორონავირუსით დღეს მონაზონი გარდაიცვალა
თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში დაკარგული 31 წლის ავსტრალიელი ქალი შანე ბრუკი, გარდაცვლილი იპოვეს. ქალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. დაკარგული ქალის მეგობრები ამბობდნენ, რომ შანე ბრუკი ამერიკაში მეგობარს ელაპარაკებოდა, როცა მას თავს დაესხნენ. ახლობლების ინფორმაციით შანე ბრუკი გაუჩინარებამდე მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სასეირნოდ წასული. ის თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი …
Continue reading “თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს”
„შუამთობა“ აღარ გაიმართება – რიჟვაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ პირველ აგვისტოს დაგეგმილი შუამთობის ტრადიციული დღესასწაული აღარ გაიმართება. „ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ,,შუამთობის” ღონისძიება არ გაიმართება!“- წერს რიჟვაძე. ხულოში, კურორტ ბეშუმში, ტრადიციული სახალხო ზეიმი – შუამთობა პირველ აგვისტოს 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, შუამთობა არც გასულ წელს ჩატარებულა. 29 ივლისს ხულოს მერიის განათლებისა და კულტურის …
რატომ ითიშება თამარის დასახლებაში ღამის საათებში დენი
„ბათუმელებს“ მოქალაქე ლევან ყურშუბაძე დაუკავშირდა, რომელიც გვწერს, რომ თითქმის ერთი კვირაა, რაც ბათუმში, თამარ მეფის დასახლებაში რამდენიმე საათით ელექტროენერგია ითიშება, მიზეზი კი მათთვის უცნობია. „დილის 04:00 სათიდან 08:00 საათამდე არ მოგვეწოდება დენი, ენერგოკომპანია კი დენის გათიშვის მიზეზს არ გვეუბნება. დენის გათიშვის გამო ამავე უბანში არსებული პოლიციის განყოფილება გენერატორს რთავს, რომელიც ძალიან ხმაურიანია და მოსახლეობას ძილის …
Continue reading “რატომ ითიშება თამარის დასახლებაში ღამის საათებში დენი”
27 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში
საქართველოში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში. ინფიცირების 3 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში კორონავირისს 5 820 ადამიანი ემსხვერპლა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ჩატარდა 41 965 ტესტით, მათ შორის 24 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 306 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი 7.62 პროცენტამდეა გაზრდილი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 295 საიდანაც: …
Continue reading “27 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში”
კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა აჭარაში
31 ივლისის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. მართვით სუნთქვაზე იმყოფება ოთხი პაციენტი, კლინიკა 40-მა პაციენტმა დატოვა. კლინიკაში მკურნალობს 573 ადამიანი, კოვიდსასტუმროში 730, ხოლო ონლაინკლინიკაში 1542 პირი იმყოფება. რაც შეეხება ვაქცინაციას, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით აჭარაში სულ 53 360 ადამიანია ვაქცინირებული. 30 ივლისის მდგომარეობით კი კოვიდზე 2 303 ადამიანი აიცრა. აქედან: …
Continue reading “კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა აჭარაში”
მაღალმთიან აჭარაში 230 მასწავლებელი აიცრა
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 200-მდე სკოლის მასწავლებელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხულოში 130 პედაგოგი აიცრა „სინოფარმით“, შუახევსა და ქედაში კი – 50-50 პედაგოგი. ვაქცინაციამდე პედაგოგებს შეხვდა ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი და ვაქცინაციის უსაფრთხოებაზე ინფორმაცია მიაწოდა. მასწავლებელთა ვაქცინაციის შესახებ „იუნისეფის“ მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში ერთ-ერთი მასწავლებელი ირემაძეების სკოლიდან, თემურ გობაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. „პირველ რიგში …
Continue reading “მაღალმთიან აჭარაში 230 მასწავლებელი აიცრა”
თავშეყრის ადგილზე მხოლოდ 2-ჯერ აცრილი ადამიანი უნდა მივიდეს – გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდაფეთქების ყველა კერა, რაც ქვეყანაში გვაქვს, გამოწვეულია დიდი თავშეყრებით. „წვეულებები, გამოსაშვები საღამოები, ქორწილები, ქელეხები თუ სხვა, არის ყველაზე დიდი მიზეზი ეპიდემიის გავრცელების. ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ მხოლოდ ორჯერ აცრილი ადამიანები უნდა იყვნენ მიწვეული ღონისძიებებზე და ეს უნდა შემოვიდეს წესად. ნებისმიერ თავშეყრაზე უნდა მივიდეს მხოლოდ …
Continue reading “თავშეყრის ადგილზე მხოლოდ 2-ჯერ აცრილი ადამიანი უნდა მივიდეს – გამყრელიძე”
კიდევ ერთი „ბოლო შანსი“ პრაქტიკოს მასწავლებლებს – მთავრობის ახალი დადგენილება
საქართველოს მთავრობის 27 ივლისის დადგენილების მიხედვით, პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც ზაფხულის გამოცდაზე ვერ მოახერხებენ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებას, შესაძლებლობა აქვთ საგნობრივი კომპეტენცია 2021 წლის ბოლომდე აიმაღლონ. ეს პირველი შემთხვევა არ არის და პრაქტიკოს მასწავლებლებს უკვე რამდენჯერმე გადაუვადეს საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება. სამი წელია განათლების სამინისტრო და მასწავლებლის სახლი ყველა გამოცდის წინ იმეორებს, რომ „ეს პრაქტიკოსებისთვის ბოლო შანსია“. თუმცა …
Continue reading “კიდევ ერთი „ბოლო შანსი“ პრაქტიკოს მასწავლებლებს – მთავრობის ახალი დადგენილება”
სწავლას აუდიტორიებში განვაახლებთ, თუ 70% მაინც იქნება ვაქცინირებული – თსუ
როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში და შეძლებენ თუ არა უნივერსიტეტები ახალი სასწავლო წლის აუდიტორიებში განახლებას? „ბათუმელები“ ამ საკითხზე რამდენიმე უნივერსიტეტს დაუკავშირდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, ლაშა საღინაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს არაერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ. მისი თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 40 პროცენტია ვაქცინირებული უნივერსიტეტის მთლიანი პერსონალიდან, სტუდენტებიდან კი …
Continue reading “სწავლას აუდიტორიებში განვაახლებთ, თუ 70% მაინც იქნება ვაქცინირებული – თსუ”
ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს – ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვებს მთავრობა არ განიხილავს. ამის შესახებ მან დღეს, 26 ივლისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ ავირჩიეთ მართვის გზა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ პანდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს. არც ლოქდაუნი, არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. ეს იქნება პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე …
Continue reading “ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს – ღარიბაშვილი”