„მინდა მოსახლეობას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და ის გადაყვანილია პენიტენციალურ დაწესებულებაში“- განაცხადა დღეს, პირველ ოქტომბერს ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა. „ჩვენმა სამართალდამცავებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნის დაკავების ღონისძიება. სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ დაწყებული უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის …
Author Archives: ლელა დუმბაძე
თსუ სასწავლო პროცესის განახლებას ჰიბრიდული ფორმატით აპირებს – რას გეგმავენ სხვები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესს ჰიბრიდული ფორმატით გააგრძელებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, თითოეული ფაკულტეტი უფლებამოსილია პრაქტიკული და ლაბორატორიული კომპონენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმართოს არადისტანციურ, სააუდიტორიო ფორმატში უსაფრთხოების ყველა რეგულაციის გათვალისწინებით. მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე და ჯანდაცვის მიმართულების იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა სასწავლო კომპონენტი ითვალისწინებს პაციენტთან კონტაქტს, პრაქტიკული და ლაბორატორიული, კლინიკური კომპონენტები შესაძლებელია წარმართოს …
Continue reading “თსუ სასწავლო პროცესის განახლებას ჰიბრიდული ფორმატით აპირებს – რას გეგმავენ სხვები”
სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია – შს სამინისტრო
დღეს, პირველ ოქტომბერს, შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არც საქართველოს საზღვარი გადმოუკვეთავს და არც უკრაინის. „მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ჩვენ აქტიური კომუნიცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან, მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. სააკაშვილი არის ძებნილი, მის მიმართ არის დამდგარი განაჩენი …
Continue reading “სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია – შს სამინისტრო”
სააკაშვილი არ არის და არც აპირებს საქართველოში ჩამოსვლას – პაპუაშვილი
პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ შალვა პაპუაშვილი, დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ბრიფინგზე ჟურნალისტებს ასე მიესალმა – „მოგესალმებით ბუენოს აირესიდან“. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო საქართველოში ყოფნაზე, არ შეესაბაამება რეალობას. პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები იმის მაჩვენებელია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო კამპანია არ აქვს და „დეზინფორმაცია არის მათი ერთადერთი ინსტრუმენტი“. „ამით მათ …
Continue reading “სააკაშვილი არ არის და არც აპირებს საქართველოში ჩამოსვლას – პაპუაშვილი”
მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი – სააკაშვილი | ვიდეო
დღეს, პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკვე საქართველოშია. დღეს, დაახლოებით 10:54 წუთზე სააკაშვილმა ფეისბუკის გვერდზე მეორე ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ ბათუმშია. კადრები ღამითაა გადაღებული, ჩანს ახალი ბულვარი. „რამდენი რაღაც გაკეთდა ახალი, თუმცა ეს ბულვარი და ეს პროექტები მე უკვე დახაზული მქონდა და ცოტა უკეთესად წარმომედგინა. ხომ …
Continue reading “მე გავრისკე ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც და ჩამოვედი – სააკაშვილი | ვიდეო”
ბათუმის მე-16 სკოლის პროექტზე 203 ათასი ლარი დაიხარჯება
აჭარის განათლების სამინისტრომ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის პროექტის ესკიზი გამოაქვეყნა. სკოლის შენობის პროექტირებისთვის ბიუჯეტიდან 202 960 ლარია გამოყოფილი. საბოლოო პროექტი, როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, ნოემბრის ბოლოს უნდა წარმოადგინოს კომპანიამ. „აჭარკაპმშენი“ მუშაობს სკოლის პროექტზე, რომელმაც სამ თვეში უნდა მოამზადოს სრული ვერსია. ამ ეტაპზე კი წარმოადგინა წინასწარი ესკიზი, შენობის არქიტექტურული განშლა, ამის შემდეგ უნდა დამუშავდეს და მომზადდეს …
Continue reading “ბათუმის მე-16 სკოლის პროექტზე 203 ათასი ლარი დაიხარჯება”
მდინარაძე: კირთაძე ბათუმში 20 უბნის ჩაშლას აპირებს – რას პასუხობს მერობის კანდიდატი
დღეს, 30 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 20-მდე საარჩევნო უბანზე არჩევნების ჩაშლას აპირებს. „რადიკალურმა ოპოზიციამ რადგან ვერ შეძლო საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გაუარესება, დესტრუქციული ქმედებები მოსალოდნელია კენჭისყრის დღეს. დესტრუქციული გეგმების შესახებ გამოჟონილი ინფორმაცია მრავლად შემოდის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან. როგორც 2020 წლის არჩევნები მსგავსად, ახლაც გეგმავენ ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანას. აღნიშნულის …
ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს სუსის ღირსეული ხელმძღვანელი, ბატონი ლილუაშვილი
დღეს, 30 სექტემბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებსა და უკანონო თვალთვალთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრემიერმა თქვა, რომ სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 17 წელია მისი მეგობარია და დასძინა, რომ მასსა და ლილუაშვილს შორის დაპირისპირება არ არსებობს. ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით საუბარი სუსისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. „პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ …
Continue reading “ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს სუსის ღირსეული ხელმძღვანელი, ბატონი ლილუაშვილი “
ყურადღება მიაქციეთ კარებს, „ოცნება“ კარუსელს აპირებს – ოპოზიციის მიმართვა კომისიის წევრებს
დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში ოპოზიციურმა ერთობამ განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების სავარაუდო გაყალბების თაობაზე. ოპოზიციის განცხადებით, მმართველი პარტია საარჩევნო უბნებზე ე.წ. კარუსელის დატრიალებას აპირებს. „მათი სურვილია და ეს არის მათი გეგმა, რომ იმ ადამიანების ნაცვლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინც ვერ შეძლებს არჩევნებზე მისვლას. ძირითადად ესენი არიან მეზღვაურები და ემიგრანტები. ჩვეულებრივი, მარტივი ტიპის კარუსელის დატრიალებას …
„წინა არჩევნებზე ოპოზიციამ 45 ათასი ხმა მიიღო, „ოცნებამ“ 32 ათასი“ – რა გათვლები აქვს კალოიანს
თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში „ევროპული საქართველოს“ წევრი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გახდება. ამაზე ოპოზიციური ერთობა უკვე შეთანხმებულია. როგორ ხედავს თავის მომავალს პოლიტიკაში ცნობილი ექიმი და რამდენად შეძლებს იყოს დამოუკიდებელი თავმჯდომარე, ამ თემაზე ის „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ვახტანგ, როგორც ვიცით, საკმაოდ წარმატებული კარიერა გაქვთ მედიცინაში, ხართ „ნიუ-ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. რატომ გაგიჩნდათ …
მოსწავლეებს უფლება აქვთ აირჩიონ, როგორ გააგრძელებენ სწავლას – ონლაინ თუ პირისპირ
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მშობლებმა, რომლებიც დასწრებით სწავლების ნაცვლად ონლაინსწავლებას აირჩევენ თავიანთი შვილებისთვის, რეგისტრაცია უნდა გაიარონ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ მიერ შექმნილ ვებგვერდზე. „ონლაინსწავლებაზე განაცხადის გაკეთება ან რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. ვინაიდან, უწყებათაშორის საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი სასკოლო სივრცეში გაგრძელდება, გამონაკლისის სახით, მიმდინარე კვირას, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი …
Continue reading “მოსწავლეებს უფლება აქვთ აირჩიონ, როგორ გააგრძელებენ სწავლას – ონლაინ თუ პირისპირ”
ბათუმსა და ხელვაჩაურში 2 პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული უ.ჰ და 1975 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს. ერთი პირი ბათუმში, მეორე კი ხელვაჩაურში აიყვანეს. „ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უ.ჰ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ბათუმში დააკავეს. დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ახდენდა …
Continue reading “ბათუმსა და ხელვაჩაურში 2 პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს”
შემდეგი კვირიდან კარდაკარ ვაქცინაცია დაიწყება – გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო კვირიდან კარდაკარ ვაქცინაციის პროცესი დაიწყება. „ცვლილება შედის მთავრობის განკარგულებაში, რომლითაც იგეგმება პირველადი ჯანდაცვისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების წახალისება, რომ მათ დამატებითი ანაზღაურება მიეცეთ და როგორც C ჰეპატიტის პროგრამაზე ვიხდით დამატებით ანაზღაურებას თითოეულ სკრინირებულ ადამიანზე, დაახლოებით ასეთი იქნება ანაზღაურება ვაქცინაციის შემთხვევაშიც. რასაც დღეს ექიმები იღებენ თითოეულ …
Continue reading “შემდეგი კვირიდან კარდაკარ ვაქცინაცია დაიწყება – გამყრელიძე”
4 ოქტომბერს სწავლა განახლდება სკოლის შენობებსა და უნივერსიტეტებში
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სასწავლო პროცესი განახლდება. ასევე მუშაობას განაახლებენ ბაღები და ბავშვთა გასართობი ცენტრები. გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასწავლო დაწესებულებებში სწავლა ყველა რეკომენდაციის დაცვით უნდა დაიწყოს, ყველა მოსწავლისთვის კი პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.
„საუბარია 25 ათასი ჩინელი მიგრანტის შემოყვანაზე ბათუმში“ – ენმ-ს ბრიფინგი
„სავაჭრო ცენტრის ნაცვლად ქალაქში ყაზარმები გვიშენდება“ – ამბობს ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან გიორგი კირთაძე იმ მშენებლობებზე, რომლებიც ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მიმდინარეობს. როგორც ამის შესახებ „ბათუმელები“ წერდა, მერიას მშენებლობების ნებართვა გაცემული არ აქვს. „მიწის ნაკვეთი, სადაც უნებართვო მშენებლობები მიმდინარეობს, ეკუთვნის სააქციო საზოგადოება „მეტრო მოლ აჭარას“, რომლის მფლობელიც არის გალიფ ოზთურქი. მან ამ მიწის ნაკვეთზე მოიჯარედ …
Continue reading “„საუბარია 25 ათასი ჩინელი მიგრანტის შემოყვანაზე ბათუმში“ – ენმ-ს ბრიფინგი”
„რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო?“ – ღარიბაშვილი სააკაშვილის დაბრუნებაზე
დღეს, 28 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ სააკაშვილი ჩამოვა, დააპატიმრებენ. „რა თქვა მიხომ ჩამოვდივარო?… მინდა მოსახლეობას ავუხსნა, რომ ეს კაცი (მიხეილ სააკაშვილი) რვა წელია იმუქრება რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში. სააკაშვილის ერთადერთი …
Continue reading “„რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო?“ – ღარიბაშვილი სააკაშვილის დაბრუნებაზე”
სოფელში სულ იმაზე საუბრობენ, რომ ყველა მოსაწევზე ზის – ენმ-ს ქალი კანდიდატი ხულოში
შორენა შავაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მესამე ნომერია ხულოში. ორი წლის წინ ბათუმი მიატოვა და სოფელ დიდაჭარაში დაბრუნდა. რა შეიცვალა სოფელში დაბრუნების შემდეგ როგორც მის, ასევე სოფლად მცხოვრები სხვა ქალებისთვის და რატომ უნდა იყოს უფრო მეტი ქალი პოლიტიკაში. ქალბატონო შორენა, მოგვიყევით თქვენ შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკური აქტიურობა და რას შეცვლით საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაში ხულოში? 37 წლის …
ქობულეთში 200-მდე ოჯახს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში მეწყრული პროცესები განვითარდა, რამაც გაზსადენი მილის დაზიანება გამოიწვია. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამ დროისთვის ბუნებრივი აირი 200-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემის გადასაწყვეტად. ბუნებრივი აირის გარდა ქობულეთში სასმელი წყლის პრობლემაც შეექმნა გარკვეულ სოფლებს, რადგან, როგორც მერიაში ამბობენ, „მეწყრული პროცესების შედეგად სათავე ნაგებობები მოისილა“. ამავე თემაზე: სექტემბერში …
Continue reading “ქობულეთში 200-მდე ოჯახს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება”
სექტემბერში ქობულეთში 24 ოჯახი მეწყრის გამო საცხოვრებლის გარეშე დარჩა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 24 ოჯახი დაზარალდა მეწყრის შედეგად. ზოგიერთ სოფელში ჩახერგილია გზები. ქობულეთის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზებს წმენდენ, დამეწყრილი ადგილების გეოლოგიური დასკვნები კი სავარაუდოდ ათ დღეში დაიდება. „სექტემბერში სამჯერ განვითარდა მეწყრული პროცესები ქობულეთში. სხვადასხვა სოფლიდან 3-16 და 22 სექტემბერს სულ 24 ოჯახია გაყვანილი დროებით თავშესაფარში. ბოლო წვიმის დროს 15 ოჯახი დაზარალდა მეწყრისგან. ამ დროისთვის ეს …
Continue reading “სექტემბერში ქობულეთში 24 ოჯახი მეწყრის გამო საცხოვრებლის გარეშე დარჩა”
„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის სკოლები დახურული, როცა ყველა სექტორი ღიაა“ – UNICEF
საქართველოში UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელს, მაია ქურციკიძეს, რომელიც დღეს ბათუმის უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა, ვკითხეთ, რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობამ „იუნისეფის“ რეკომენდაციები სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებაზე. მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ამ კითხვას პასუხი მთავრობამ უნდა გასცეს. „ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა მომხდარიყო ადგილობრივი რისკების შეფასება და გადაწყვეტილების ამის მიხედვით მიღება და არა ერთი საზომით. სოფლებში ბევრი …
ბათუმის უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრი გაიხსნა
დღეს, 23 სექტემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრი გაიხსნა. პროექტს გაეროს ბავშვთა ფონდი აფინანსებს. ასევე გაიხსნა ორდღიანი კონფერენცია, სადაც ისაუბრეს ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვაზე საუნივერსიტეტო და საგანმანათლებლო პროგრამების კურიკულუმში. ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, ლელა თურმანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბავშვთა უფლებათა ცენტრი განათლების ფაკულტეტის გარდა აქტიურად ითანამშრომლებს როგორც იურიდიულ მიმართულებასთან, …
Continue reading “ბათუმის უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრი გაიხსნა”
„ხელვაჩაურში მცირე პრობლემებია დარჩენილი“ – „ოცნების“ მერობის კანდიდატი
ზაზა დიასამიძე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. ის წლების განმავლობაში ხელვაჩაურის პოლიციის უფროსად მუშაობდა, ხუთი თვის წინ კი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ბატონო ზაზა, როგორია თქვენი საარჩევნო პროგრამა, რა პრიორიტეტები გაქვთ? ჩემი პრიორიტეტია ის დარჩენილი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, რაც რჩება ჩვენს მუნიციპალიტეტში, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ უამრავი რამეა გაკეთებული. მცირე პრობლემებია დარჩენილი …
Continue reading “„ხელვაჩაურში მცირე პრობლემებია დარჩენილი“ – „ოცნების“ მერობის კანდიდატი “
სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ერთჯერადად დაეხმარებიან – მერია
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე 20-მდე მეწყრული პროცესი განვითარდა. ქალაქში კი დაიტბორა ათობით ქუჩა. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე, ზარალი მიადგა კომერციულ ობიექტებსაც. მერიის განცხადებით, სანიაღვრე სისტემის პარალიზება გამოიწვია სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, „რის გამოც სისტემის გამტარუნარიანობა შეიზღუდა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის …
Continue reading “სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ერთჯერადად დაეხმარებიან – მერია”
ფერიაში მეწყერმა 3 სახლი წაიღო – მსხვერპლი არ არის
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფერიის დასახლებაში, სამი სახლი წაიღო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დღეს მეწყრული პროცესები არაერთ სოფელში განვითარდა. ზუსტი ზიანის შესახებ მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ფერიის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი, ბეგლარ აბაშიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მეწყერი შევარდა ზურაბ ბაკურიძის სახლში, სადაც ერთი ქალი დაზიანდა. „ქალი …
Continue reading “ფერიაში მეწყერმა 3 სახლი წაიღო – მსხვერპლი არ არის”
რატომ არ იბარებენ სუსის უფროსს პარლამენტში? – კობახიძის კომენტარი
დღეს, 21 სექტემბერს, ბათუმში, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს ირაკლი კობახიძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, თუ რატომ არ დაიბარეს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ინტერნეტში გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუსის ფაილებთან დაკავშირებით. „ოპოზიცია ითხოვდა მთელი წლის განმავლობაში რიგგარეშე არჩევნებს, ვერ მიიღეს რიგგარეშე არჩევნები, ახლა ჩამოსული არიან რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე. რიგგარეშე სხდომას რაც შეეხება, ყველაფერს აქვს თავისი დრო, თავისი წესები. არჩევნებამდე არ …
Continue reading “რატომ არ იბარებენ სუსის უფროსს პარლამენტში? – კობახიძის კომენტარი”
ქობულეთი არ არის ქალაქი, სადაც უნდა იყოს ცათამბჯენი – მერობის კანდიდატი ქობულეთში
ირაკლი ბერიძე ქობულეთის მერობის კანდიდატია პარტიიდან „გახარია-საქართველოსთვის“. 2008-2010 წლებში ის იყო ქობულეთის საკრებულოს იურისტი, 2019 წლამდე ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. იმავე წელს დაინიშნა საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ დირექტორად. ბატონო ირაკლი, როგორ აღმოჩნდით გახარიას პარტიაში? აქამდე არ ვყოფილვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ვიზიარებდი გახარიას პოზიციას, რომ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში სიძულვილის ენა, რადგან …
Continue reading “ქობულეთი არ არის ქალაქი, სადაც უნდა იყოს ცათამბჯენი – მერობის კანდიდატი ქობულეთში”
5 პროგრამა, რომლებზეც ბსუ-ში წელს ყველაზე მეტი მოთხოვნაა
ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელს 1 295 პირველკურსელი მიიღო. ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან სახელმწიფო გრანტი მხოლოდ 95- მა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო 400-ზე მეტი სტუდენტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე ისწავლის. წელს, როგორც უნივერსიტეტში „ბათუმელებს“ უთხრეს, გამოიყო ხუთი მიმართულება, რომლებზეც ყველაზე მეტი მოთხოვნაა: [checklist] ფსიქოლოგია ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ისტორია ქართული ფილოლოგია …
Continue reading “5 პროგრამა, რომლებზეც ბსუ-ში წელს ყველაზე მეტი მოთხოვნაა”
როგორ სწავლობენ ბავშვები სოფელში, სადაც ტელეფონის სიხშირეც კი არ არის
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაღვარევი ზღვის დონიდან 1347 მეტრზე მდებარეობს. ამ დროისთვის სოფელში დაახლოებით 170 ადამიანი ცხოვრობს. საჯარო სკოლაში 23 ბავშვი სწავლობს. წელს ამ სოფელში ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და სკოლას თავისუფლად შეეძლო სწავლა სასკოლო გარემოში განეახლებინა, მაგრამ ასე არ მოხდა. ნაღვარევის სკოლის მოსწავლეების თქმით, მათ სოფელში ტელეფონის სიხშირე ძალიან ხშირად სუსტია და მასწავლებლებთან …
Continue reading “როგორ სწავლობენ ბავშვები სოფელში, სადაც ტელეფონის სიხშირეც კი არ არის”
„ოცნებამ“ მომიძულა – გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში
ჯუმბერ ბერიძე პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატია. ის 2015 წელს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარეც კი იყო. ამბობს, რომ „ოცნების“ ერთგული იყო ბოლომდე, თუმცა არ დაუფასეს. რას აპირებს მერობის შემთხვევაში და როგორია მისი საარჩევნო გეგმები – ამ თემაზე ის „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო ჯუმბერ, როგორც ვიცით, 2015 წელს თქვენ იყავით საკრებულოს თავმჯდომარე, რას საქმიანობდით ამის შემდეგ? …
Continue reading “„ოცნებამ“ მომიძულა – გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში”
„სულ კისრისტეხით გავყრი მერიიდან უღირსებს“ – ბათუმის მერობის კანდიდატი
რამაზ ადაძე ბათუმის მერობის კიდევ ერთი კანდიდატია. ის საქართველოს „მწვანეთა პარტიამ“ წარადგინა. კანდიდატი ამჟამად ამერიკაში იმყოფება. ამბობს, რომ სოციალური ქსელებით წარმართავს საარჩევნო კამპანიას, უშუალოდ ამომრჩეველს კი მისი აქტივისტები ხვდებიან. ბატონო რამაზ, დაახლოებით 15 დღე დარჩა არჩევნებამდე, თქვენ კი ისევ ამერიკაში იმყოფებით. რას საქმიანობთ მანდ და როდის აპირებთ ამომრჩეველთან უშუალოდ შეხვედრას? 2017 წელს, როცა საჯარო სკოლის …
Continue reading “„სულ კისრისტეხით გავყრი მერიიდან უღირსებს“ – ბათუმის მერობის კანდიდატი”
„სუსი უნდა დაინგრეს!“ – აქცია ბათუმში სუსის შენობასთან უკანონო თვალთვალის გამო
„სუს-ი უნდა დაინგრეს!“, „თქვენი სუს-ი არ გავიგო“, „ნუ ისუს-ები“, „ჩვენც გვისმენენ“ – ამ შინაარსის პლაკატები გამოიტანეს ოპოზიციური ერთობის წარმომადგენლებმა დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] შენობის წინ. საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებენ სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილი უკანონო თვალთვალის ჩანაწერებს, რომლის ამსახველი ათასობით ფაილი რამდენიმე დღის წინ გახდა საჯაროდ ხელმისაწვდომი. ოპოზიციური ერთობის ერთ-ერთი წარმომადგენელი გენრი …
Continue reading “„სუსი უნდა დაინგრეს!“ – აქცია ბათუმში სუსის შენობასთან უკანონო თვალთვალის გამო”
ვარდმანიძე და ანზორ ბოლქვაძე სკამზე დამდგარი უკრავდნენ სააკაშვილს ტაშს – კანდიდატი ხელვაჩაურში
მიშა ბოლქვაძე ხელვაჩაურს მერობის კანდიდატია ოპოზიციური ერთობიდან. ბოლქვაძემ ხელვაჩაურის საკრებულო სამი თვის წინ პროტესტით ნიშნად დატოვა, რადგან ამბობს, რომ დღეს თვითმმართველი ორგანო დამოუკიდებელი არ არის. ის ერთადერთი კანდიდატია ოპოზიციიდან რეგიონში, ვისაც უკვე ჩამოუხიეს 6 საარჩევნო ბანერი. როგორ ხედავს ხელვაჩაურის განვითარებას და რას ჰპირდება ამომრჩეველს, ამ თემაზე საუბრობს ის „ბათუმელებთან“. ბატონო მიშა, როგორ წარმოგიდგენიათ ხელვაჩაური თქვენი …
კოვიდზე აცრის ლატარიაში აჭარაში ფული 16-მა პირმა მოიგო
ლატარია „აიცერი და მოიგეში“ დღეს, 15 სექტემბერს, აჭარაში 16-მა ადამიანმა მოიგო თანხა. ბათუმში ერთმა ადამიანმა მოიგო 500 ლარი, 11-მა კი – 100 ლარი. 100 ლარი მოიგო ასევე ორმა პირმა ქობულეთში, შუახევსა და ქედაში კი – თითო-თითომ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება მთავრობამ 13 სექტემბერს დაიწყო. ყოველდღიურად თამაშდება 100-დან 500-მდე ლარი მოგება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 …
Continue reading “კოვიდზე აცრის ლატარიაში აჭარაში ფული 16-მა პირმა მოიგო”
პარლამენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ქორიძე ფაილების საქმეზე
რა უნდა გააკეთოს საქართველოს პარლამენტმა ინტერნეტში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილების გავრცელების შემდეგ, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს, საზოგადოების პასუხი იმ უკანონო მოსმენებსა და თვალთვალზე, რომელსაც სავარაუდოდ სუსი ახორციელებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ჟურნალისტი, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე საუბრობს. ბატონო ზვიად, ინტერნეტში აიტვირთა ათასობით ფარული ჩანაწერი, ფაილები, სადაც კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრებაა ასახული – ფოტოები, პირადი ნომრები, …
Continue reading “პარლამენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ქორიძე ფაილების საქმეზე”
წარმატებული სპორტსმენები უმაღლესში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან – სამინისტრო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები – ოქროს მედლის მფლობელები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ტოკიო 2020-ის გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც. სამინისტროს მიერ გავრცელებულ …
ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე. „კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, – აცხადებს პროკურატურა. მათივე განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. „მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან …
Continue reading “ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო – პროკურატურა”