ამერიკული გაცვლითი პროგრამა FLEX-ი მოსწავლეების აპლიკაციების მიღებას იწყებს

ამერიკულ გაცვლით პროგრამაში – FLEX-ი აპლიკაციების მიღების პირველი ეტაპი დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს. პროგრამაში შერჩეული მოსწავლეები ერთი წლით აშშ-ში იცხოვრებენ და ისწავლიან ამერიკულ სკოლაში. FLEX-ის გაცვლითი პროგრამა საქართველოში უკვე რამდენიმე წელია რაც მოქმედებს. პროგრამას სრულად აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. როგორც პროგრამის აღწერაში ვკითხულობთ, პროგრამის მიზანი ამერიკელ ხალხსა და სხვა ქვეყნებს …

ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების მხოლოდ 30 პროცენტია აცრილი

11 სექტემბერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საკითხი სტუდენტების ვაქცინაციას შეეხებოდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების მაჩვენებლით აჭარა რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, სტუდენტების შემთხვევაში აცრის პროცესი აქტიური მაინც არ არის. როგორც ცენტრი გვეუბნებიან, შეხვედრაზე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ …

რომელ მოძრავ პუნქტებში შეგიძლიათ აიცრათ დღეს, 11 სექტემბერს ბათუმში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მოძრავი პუნქტების საშუალებით ისევ გრძელდება. ვაქცინაციის ჩატარების მსურველებს საშუალება აქვთ აცრა ჩაიტარონ ქალაქში სამ ადგილას: [checklist] ინასარიძის ქ. სავაჭრო ცენტრ “ვილმარტის” მიმდებარე ტერიტორია აღმაშენებლის ქ. სავაჭრო ცენტრ “ხოფას” მომდებარე ტერიტორია თოდოგაური, ყოფილი სამხედრო დასახლების მიმდებარე ტერიტორია [/checklist] 11 სექტემბრის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდის 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კლინიკებში …

სახელმწიფო სასწავლო გრანტი სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს შეუძლიათ მოიპოვონ სახელმწიფო დაფინანსება ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული 13 კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას. ეს კატეგორიებია: მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები; სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან; აზერბაიჯანულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები; …

„ფულბრაიტის“ სტიპენდიანტი მასწავლებელი ხულოდან, რომელიც აშშ-ში ისწავლის

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა როლანდ შავაძემ, პრესტიჟული სტიპენდია მოიპოვა და ფულბრაიტის პროგრამით 6 კვირით, პედაგოგის კვალიფიკაციას აშშ-ში აიმაღლებს. აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს ინგლისურის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად აშშ-ში გაემგზავრონ. წელს საქართველოდან სულ სამი პედაგოგი წავა, ერთ-ერთი როლანდ შავაძეა. „პროგრამა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ 6 კვირის განმავლობაში ვრჩებით აშშ-ში, …

ბათუმში ტრაილერის მძღოლების აქციაზე 4 პირი დააკავეს

დღეს, 10 სექტემბერს, ბათუმში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ტრაილერის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის დროს პოლიციამ ტრაილერის ოთხი მძღოლი დააკავა. შსს ინფორმაციით გამოძიება ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა 173-ე მუხლით არის დაწყებული, რაც პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ტრაილერის მძღოლები ტვირთის სხვა ქვეყნებში გადატანის ნებართვას ითხოვენ. მათ დღეს „გაფორმების ეკონომიკური ზონის“ შესასვლელიც გადაკეტეს, თუმცა პოლიციის ხელმძღვანელი პირების თხოვნით, მალევე …

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რ.მ.-ს ბრალი დაუმძიმა. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების …

ბათუმში ახალშობილი, რომელიც დაბადებისას 550 გრამს იწონიდა, კლინიკიდან გაწერეს

ბათუმში მცირე წონის ჩვილი დაიბადა, რომელიც ექიმებმა გამოაჯანმრთელეს და გუშინ გაწერეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან. დაბადებისას ჩვილი 550 გრამს იწონიდა. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ბავშვების ნაადრევად დაბადების შემთხვევები საკმაოდ ხშირია, თუმცა ასეთი მცირე წონით, იშვიათად იბადებიან. პატარა გოგონა სამი თვის წინ, 25-ე კვირაზე დაიბადა და მან რამდენიმე თვე ახალშობილთა რეანიმაციაში გაატარა. „გვქონია 600-გრამიანი, 800-გრამიანი ახალშობილების დაბადების …

მან, ვინც უმაღლეს პროფესიულ გამოცდებზე ტესტირება კოვიდის გამო ვერ გაიარა, სამინისტროს უნდა მიმართოს

იმ პირებს, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ 2021 წლის უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მაგრამ ვერ შეძლეს ტესტირებაზე გასვლა შემდეგი მიზეზებით: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე; საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში; საკარანტინო ზონაში; ქვეყნის ფარგლებს გარეთ; სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო შესაძლებლობა აქვთ, 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, დასაბუთებული განცხადებით მიმართონ …

უშბაზე ორი უცხოელი ტურისტის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება მესტიაში, მწვერვალ უშბაზე გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქის შესახებ. ინიციატორის ინფორმაციით მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უამინდობის და …

მასწავლებელი საქართველოდან გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა

დღეს, 7 სექტემბერს, მასწავლებელი მარი ხარიტონაშვილი  მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (Global Teacher Award) გამარჯვებული გახდა. ის მესამე მასწავლებელია საქართველოდან, ვინც აღნიშნული ჯილდო მიიღო. მარი ხარიტონაშვილი წელს „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზეც“ იყო წარდგენილი და საუკეთესო ათეულშიც მოხვდა.  იგი თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესსის“ გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია. კონკურსი Global Teacher Award-ი ინდოეთში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე …

ჩვენი პარტიის წევრებს აშინებენ და აშანტაჟებენ – „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი ბათუმში

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ხულოში მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია კოჩალიძემ დატოვა.  დღეს, 7 სექტემბერს, კოჩალიძის წასვლაზე კომენტარი გააკეთა პარტიის ხელმძღვანელმა აჭარაში და ბათუმის მერობის კანდიდატმა ირაკლი მიქელაძემ. მისი თქმით, გახარიას პარტიის წევრებს სუსი და „ქართული ოცნება“ აშანტაჟებს და აშინებს. „ქართული ოცნების“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება დაშინება, შანტაჟი და მოსყიდვა ჩვენი პარტიის …

წელს 5 ათასამდე ორსული დაინფიცირდა კოვიდით – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე წელს ორსულებში დელტა შტამის გავრცელება იყო ძალიან სწრაფი და ინფიცირების მაჩვენებელმა 5 ათასს მიაღწია. „2020 წელს ჩვენ  ორსულებში გვქონდა 1300-მდე ინფიცირების შემთხვევა და აქედან მხოლოდ 1 იყო გარდაცვალება. წელს ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ თითქმის 5 000-ს მიაღწია. ერთდროულად, ერთსა და იმავე პერიოდში, ინფიცირებული იყო 40-50 ორსული, რა თქმა უნდა, …

აუცილებელია სტუდენტებმა დროულად ჩაიტარონ აცრა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ძალიან დაბალია სტუდენტებში ვაქცინაციის ტემპი. „სკოლის გარემოს გარდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის განახლება. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი კი ძალიან დაბალია. ამიტომ აუცილებელია, რომ მასწავლებლებთან ერთად, გააქტიურდნენ სტუდენტებიც და დროულად ჩაიტარონ აცრა“, – ამბობს გაბუნია. რაც შეეხება სკოლებს, გაბუნიას თქმით, სასკოლო გარემოში სწავლის პროცესი 4 ოქტომბერს იმ შემთხვევაში განახლდება, …

რა შემთხვევაში განახლდება 4 ოქტომბერს სწავლა სკოლაში – თამარ გაბუნიას კომენტარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სასკოლო გარემოში სწავლა იმ შემთხვევაში განახლდება, თუ კორონავირუსის გავრცელების ტემპი შემცირდება. „ტენდენცია არის კეთილსაიმედო, კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი. ზოგიერთ სკოლაში თითქმის 60 პროცენტს აღწევს ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობ შექმნის კარგ პირობას იმისთვის, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა,“ – ამბობს გაბუნია. …

ვაქცინირებული პირები ლატარიაში ფულს მოიგებენ – საპრიზო ფონდი 3 მილიონამდე ლარია

დღეს, 7 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს, რომ ორშაბათიდან, 13 სექტემბრიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დაიწყება. „ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. ცხადია, …

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება. სხვა დანარჩენი შეზღუდვა კი ისევ ძალაში რჩება. „მიღებულია გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარების შესახებ. შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება, მაგრამ ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72-საათიანი PCR ტესტის, ან 24 საათის მანძილზე ანტიგენის ტესტის პასუხი,“ – აცხადებს მთავრობა.

დაკავებულია 21 პირი, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი – შსს

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 21 პირი, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი. „თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში 21 პირი დააკავეს, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა სასამართლო განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების შესყიდვა …

ყველა დამნაშავეა, ვინც მსხვერპლს გაჩუმებას ურჩევს – „ლელოს“ პირველი ნომერი შუახევში

სკოლის „წამყვანი“ მასწავლებელი ზვიად დიასამიძე პოლიტიკური პარტია „ლელოს“ პირველი ნომერია შუახევში. ის წლების წინ მერის მოადგილედ და საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა შუახევის მერიაში. მისი თქმით, სწორედ ამ გამოცდილების გამო გააკეთა გუნდმა მასზე არჩევანი. ზვიად  დიასამიძე ამჟამად  ბათუმში, კერძო სკოლაში ისტორიას ასწავლის თუმცა ამბობს, რომ საკრებულოში არჩევის შემთხვევაში, ეს არ შეუშლის ხელს იმაში რომ მუნიციპალიტეტში იმუშაოს. …

ბათუმელი მუსიკოსი კახა მელაძე კოვიდით გარდაიცვალა

კორონავირუსით მუსიკოსი კახა მელაძე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მას ცოტა ხნის წინ დედაც დაეღუპა კორონავირუსით. კახა მელაძე ბათუმის სიმფონიური ორკესტრის წამყვანი მუსიკოსი და ფლეიტისტი იყო. ასევე არაერთი  მუსიკალური ბენდის სოლისტი და მომღერალი. „გარდა იმისა, რომ ფლეიტაზე უკრავდა, ძალიან კარგი მომღერალიც იყო, მთელი ცხოვრება მიუძღვნა ბათუმს და მუსიკას“, – გვეუბნება ბათუმის ოპერის მომღერალი აჩიკო გოგიტიძე. 3 …

კვარიათში მშენებარე სასტუმროსთან მიწის მასამ დამცავი კედელი გაარღვია [ვიდეო]

კვარიათში, მშენებარე სასტუმროსთან მიწის მასა ჩამოწვა. მიწის მასამ გაარღვია დამცავი კედელი. როგორც ბათუმის მერიაში გვეუბნებიან, ადგილზე იმყოფებიან ტერიტორიული სერვისცენტრის წარმომადგენლები და სიტუაციას შეისწავლიან. როგორც „ბათუმელებთან“  მუნიციპალური სერვისების სააგენტოს უფროსი ჯაბა ბერიძე ამბობს, მიწის მასა იოანე ლაზის ქუჩაზე ჩამოწვა, ჩამოიშალა  დამცავი კედელი, რომელიც ბერიძის თქმით, კერძო პირმა ორი წლის წინ ჩამოასხა. „მანდ არის მშენებარე სასტუმრო და …

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ხანძარია

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია, ცეცხლი ოთხსართულიანი სახლის ბოლო სართულზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო სამსახური. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ცეცხლის გაჩენა ელექტროსადენებს უკავშირდებოდეს.

„გამორიცხულია, „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება ამ შეთანხმებას“ – ღარიბაშვილი მიშელის შეთანხმებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. მისი თქმით, ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა „არის ფარსი და სიყალბე“. „მათ ხელმოწერას ფასი ექნებოდა მაშინ, როცა ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი დიდი მეგობრის შარლ მიშელის, ამერიკის ელჩის უშუალო მედიაციით დავასრულეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა და მაშინ ყველამ ერთად მოვაწერეთ ხელი, ყველა იმ …

ინდოელი სტუდენტები საქართველოში შემოსვლისას 14-დღიან კარანტინს გაივლიან

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი სტუდენტი, ასევე სტუდენტები, რომლებსაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს. აუცილებელი მოთხოვნაა …

კოვიდით 81 ადამიანი გარდაიცვალა – 2 სექტემბერი

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 81 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.  ახალი დადასტურებული შემთხვევა ბოლო 24 საათში კი არის 3 212. კორონავირუსით ქვეყანაში მთლიანობაში  7 563 ადამიანი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 502 534 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი – 5 017 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით არის – 40 435, მათ შორის ანტიგენის სწრაფი …

სკოლების 60 პროცენტში სწავლის პირისპირ დაწყება შეგვეძლო – ტაბატაძე

„სკოლები უნდა იყოს პირველი, რაც გაიხსნება და ბოლო, რაც დაიხურება“, – ეს პოზიცია აქვს UNICEF-ს პანდემიაში სასკოლო პროცესების მართვაზე. საქართველოში კი პირიქით მოხდა – მუშაობს რესტორნები, სავაჭრო ობიექტები და სხვა ყველა დაწესებულება, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლებმა და უნივერსიტეტებმა ახალი სასწავლო წელიც 15 სექტემბერს ონლაინში უნდა განაახლონ. ზოგი ფიქრობს, რომ თუ მოსწავლეები ვერც წელს მოახერხებენ მასწავლებლებთან პირისპირ …

ჩვენი სასამართლო სისტემა წინ უსწრებს EU-ს ქვეყნების სასამართლო სისტემას – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პირველ სექტემბერს, ჟურნალისტებთან ისაუბრა 75 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებაზე, რის მიღებაზეც საქართველომ გუშინ უარი განაცხადა. თუმცა გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. EU – “საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობების …

უნივერსიტეტებში 100%-იანი გრანტით – ბათუმელი სტუდენტები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება ათასამდე აბიტურიენტმა მოიპოვა. დაახლოებით ამდენივე დააფინანსა გასულ წელსაც სახელმწიფომ. „ბათუმელები“ რამდენიმე სტუდენტს ესაუბრა, რომლებმაც წელს ასპროცენტიანი დაფინანსება მოიპოვეს. წელს 29 362 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 500-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა. ელენე შაინიძე ბათუმის მე-15 საჯარო სკოლაში სწავლობდა, წელს თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამართლის …

ვაქცინაციის ყალბი დოკუმენტის დამზადებაზე 7 პირი დააკავეს – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი დააკავეს. „გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით …

„ტოცილიზუმაბი“ პაციენტმა არ უნდა იყიდოს – გაბუნია ძვირადღირებულ წამალზე

დღეს, 31 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ძვირადღირებული პრეპარატის – „ტოცილიზუმაბის“ ხელმისწავდომობაზე უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს. როგორც პაციენტების ახლობლები წერდნენ სოციალურ ქსელებში, პრეპარატი ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდით დაავადებულთათვის, თუმცა კლინიკებში მათ ეუბნებიან, რომ მედიკამენტი არ აქვთ და საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინონ. მომხმარებლების თქმით, აღნიშნული პრეპარატი შავ ბაზარზე 4 100 ლარი ღირს. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს …

საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება – მთავრობა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 4 ოქტომბრამდე მუშაობას ვერ განაახლებენ. შეზღუდვა ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებს და სააღმზრდელო დაწესებულებებს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრამდე შეზღუდვები გაგრძელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.  ხოლო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ახალ სასწავლო წელს 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში განაახლებენ. დღეს, 31 აგვისტოს, კორონავირუსით ქვეყანაში 79 ადამიანი გარდაიცვალა. მთავრობა მოქალაქეებს …

სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. ამის შესახებ დღეს, 31 აგვისტოს, განაცხადეს. დღეს ითქვა, რომ დისტანციურად სწავლებას, ჯერჯერობით, 4 ოქტომბრამდე მოიაზრებენ. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზეც. მოგვიანებით, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა იქნება, სწავლა გაგრძელდება საკლასო …

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 4 სექტემბრამდე იყო გათვალისწინებული, 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ  დღეს, 31 აგვისტოს, განაცხადეს. დღეს საკოორდინაციო საბჭომ სხვა შეზღუდვებზე ისაუბრა. 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება სასწავლო პროცესი როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში. სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრამდე შეზღუდულია საბავშვო ბაღებში, როგორც საჯაროში, ასევე …

ჩვენი მასწავლებლების 70-80 პროცენტი აცრილია – ბათუმის 4 სკოლის დირექტორი 

ბათუმში საჯარო სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ მათი თანამშრომლების 70-80 პროცენტი ვაქცინირებულია. „ბათუმელები“ ოთხი საჯარო სკოლის დირექტორს ესაუბრა, აღნიშნული სკოლები მაღალკონტინგენტიანია. ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ 125 თანამშრომლიდან 82 აცრილია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით. „ნაწილი კი, ვინც დარჩა, ზოგს პირველი დოზა აქვს გაკეთებული და მეორეს ელოდება. ნაწილს რაღაც ჩვენება აქვს“, – ამბობს მარიზა …

რა შემთხვევაში განახლდება სწავლა სკოლებში – თამარ გაბუნიას განმარტება

დღეს, 30 აგვისტოს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სასკოლო გარემოში სწავლა იმ შემთხვევაში განახლდება, თუკი პედაგოგები აიცრებიან და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება. „სასკოლო გარემოში სწავლის განახლება, რა თქმა უნდა, არის ყველაზე სასურველი მოდელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ამ მიდგომას მხარს უჭერს. ყველაზე ბოლოს რაც უნდა შეჩერდეს და შეეხოს კოვიდრეგულაცია, არის სწავლა სასკოლო გარემოში, ასე იყო …

29 362 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან გრანტი 6 500-მა მოიპოვა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 29 362 – მა აბიტურიენტმა მოიპოვა. „რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი. სახელმწიფო გრანტი გადანაწილდა 6 500-ზე მეტ  სტუდენტზე,  სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი სწავლას 4200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს“, – აცხადებს გამოცდების ცენტრი. ცენტრის …

Exit mobile version