Batumelebi | 26 წლის ბათუმელი ქალი კოვიდით დაიღუპა 26 წლის ბათუმელი ქალი კოვიდით დაიღუპა – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

26 წლის ბათუმელი ქალი კოვიდით დაიღუპა

26 წლის ბათუმელი თეა ბარამიძე, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გუშინ ქუთაისში, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მისი ახალშობილი თავს კარგად გრძნობს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი ჯერ ბათუმის სამშობიარო სახლში იყო მოთავსებული. ხუთი დღის შემდეგ კი, როცა ორსულის მდგომარეობა დამძიმდა, ქუთაისში გადაიყვანეს.

ქალი წუხელ გარდაიცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com