სიახლეები

აჭარაში ტუბერკულოზის შემცირების ტენდენციაა – სამინისტრო

24.03.2022
აჭარაში ტუბერკულოზის შემცირების ტენდენციაა – სამინისტრო

დღეს, 24 მარტს, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ბოლო პერიოდში აჭარაში ტუბერკულოზის შემცირების ტენდენცია აღინიშნება. სამინისტროს განცხადებით, 2030 წლისათვის  დაავადების მაჩვენებელი 90%-ით უნდა შემცირდეს.

ტუბერკულოზის მკურნალობა ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება.

ამ დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ბათუმში, დევნილთა დასახლებაში, ინტეგრირებული სკრინინგი ჩაატარა როგორც ტუბერკულოზზე, ასევე აივ ინფექცია/შიდსზე, C ჰეპატიტსა და COVID 19-ზე.

გასულ წელს, ამ პროგრამის ფარგლებში, ბათუმსა და ქობულეთში 27 133 პირს ჩაუტარდა სკრინინგი. სკრინინგის შედეგად გამოვლინდა C ჰეპატიტის 195 დადებითი შემთხვევა, აივ ინფექცია/შიდსზე – 4 და ტუბერკულოზზე – 17 შემთხვევა, 18 წელს გადაცილებულ პირებში.

აჭარის რეგიონი გლობალური ფონდის პროექტს – „ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივა“ 2018 წელს შეუერთდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: