უკრაინის 300 მოქალაქე აჭარაში კერძო სექტორმა შეიფარა, 110 კი – სახელმწიფომ

უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო ვეღარ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, საქართველო შეიფარებს. საქართველო მზადაა უკრაინელი დევნილებიც მიიღოს, რომლებიც ყოველდღიურად რეკავენ ცხელ ხაზებზე. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ამ დროისთვის უკრაინის 410 მოქალაქე იმყოფება. მათგან 110 ტურისტული მიზნით იყო შემოსული ქვეყანაში, 300-მდე ადამიანი კი უკრაინიდან ლტოლვილია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის …

მიტროპოლიტი დიმიტრი პუტინზე: ბოროტმოქმედი კაცობრიობას ბირთვული იარაღით ემუქრება

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა ქადაგების დროს უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და პუტინს ბოროტმოქმედი უწოდა. „შეძრწუნებული ვართ იმ ბოროტებით, რაც ხდება უკრაინაში და თანავუგრძნობ ამ მედგარ, მტკიცე ნებისყოფის ხალხს. ღმერთმა მისცეს მათ სიმხნევე და სიმტკიცე, გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს ის მიიჩნევს ქრისტიანად და მე …

ბათუმის ბულვარში პრომინადი ჩაინგრა და ტრაქტორი გადავარდა

ბათუმის ახალ ბულვარში პრომინადის ნაწილი ჩაინგრა, რის გამოც „ბათუმის წყლის“ მძიმე ტექნიკა, რომელიც ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, სანაპიროზე გადავარდა. ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლი შტორმისგან არის დაზიანებული და მიტაცებული. ძლიერი წვიმის დროს ზღვა რეცხავს ახალი ბულვარის ნაპირს. წელს ზღვამ პირსის ნაწილიც დაშალა და დააზიანა მიმდებარე ინფრასტრუქტურა ბულვარში. დღეს, 8 მარტს, ბათუმში ისევ წვიმს. ამინდის პროგნოზით, ხვალ ზღვაზე …

ხულოში „ალტ-ინფოს“ პარტიისთვის ნაქირავები ოფისი დაატოვებინეს

„ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულ პარტიას „კონსერვატიული მოძრაობა“ ხულოში პარტიის ოფისი დაატოვებინეს. როგორც ხულოს მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერდნენ, პარტიამ ოფისი გუშინ, 7 მარტს, გახსნა, თუმცა პარტიის წარმომადგენლებს ფართობის მესაკუთრე დაუკავშირდა და ოფისის დაცლა მოსთხოვა. „თავიდან არ ვიცოდი ვინ ქირაობდა ფართობს, მაგრამ შემდეგ გავიგე ვინც იყვნენ და მოვთხოვე ოფისის დაცლა“ – გვითხრა ფართობის მესაკუთრემ, დათო სოლომონიძემ. დათო სოლომონიძე …

„ყველანაირად უნდა ეცადო, რომ ოკუპანტზე დამოკიდებულება შეამცირო“ – ინტერვიუ

რის ფასად ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა მშვიდობას და სად იქნება საქართველოს ადგილი ომის დასრულების შემდეგ? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“  საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი, თენგიზ ფხალაძე საუბრობს. ბატონო თენგიზ, BBC-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, სამყარო აღარასოდეს არ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ ომის რუსეთისთვის იმ შედეგით დასრულების შემთხვევაში, რაზეც …

გამოცხადდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – მონაწილეობა სტატუსშეჩერებულებსაც შეუძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 7 მარტს დაიწყება და 4 აპრილამდე გაგრძელდება. საგრანტო კონკურსით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიუმჯობესონ ან მოიპოვონ სწავლის დაფინანსება. გამოცდების ცენტრის თქმით, საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც შეწყვეტილი აქვთ სტუდენტის სტატუსი და სურთ სწავლის დაფინანსების მოპოვება. ცენტრის თქმით, თუ მონაწილე ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება …

უკრაინელი ქალი, რომელიც ზაპაროჟიეს ატომურ სადგურზე მუშაობდა – დევნილობა ბათუმში

„დილით მშვიდად გავიღვიძე, არ ვიცოდი, რომ ქვეყანაში ომი დაიწყო. შემდეგ მეგობარმა დამირეკა და მითხრა, თუ მესმოდა სროლების ხმა. ვუთხარი, რომ არა.  ის მეუბნებოდა – ჩვენთან აფეთქებებია, ომი დაიწყოო. ტელევიზორი ჩავრთე და მივხვდი, რომ ომი მართლა დაიწყო“, – ასე იხსენებს კიევიდან დევნილი ნატალია უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დღეს. ნატალია ჟიტომირის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობდა პენსიაში გასვლამდე. „პირველი, რაც …

„წარმოგვიდგენია, ომში როგორ უჭირთ“ – ბათუმში შშმ პირებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

დღეს, 5 მარტს, ბათუმში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებმა უკრაინაში მცხოვრებ შშმ პირებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეების თქმით, ომში ყველა ადამიანი რთულ მდგომარეობაშია, შშმ პირებს კი ალბათ ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. „უკრაინა და უკრაინელი ხალხი რთულ მდგომარეობაშია დღეს. წარმომიდგენია, როგორ მდგომარეობაში იქნებიან იქ მცხოვრები შშმ პირები, ეტლით მოსარგებლეები. ამიტომ ვუცხადებთ ჩვენ სოლიდარობას მათ“- ამბობს ნოდარ …

„ფორმულა 1“-ის რუს მრბოლელს Haas-მა კონტრაქტი შეუწყვიტა – BBC

BBC-ის ინფორმაციით, „ფორმულა 1“-ის რუს მრბოლელ ნიკიტა მაზეპინს ამერიკულმა კომპანია Haas-მა კონტრაქტი შეუწყვიტა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო. აშშ-ში დაფუძნებულმა კომპანია Haas-მა ასევე შეწყვიტა კონტრაქტი, მათ ერთ-ერთ მსხვილ დამფინანსებელთან, რუსულ ქიმიურ კომპანია Uralkali-სთან, რომელიც ნაწილობრივ ეკუთვნის მაზეპინის მილიარდელ მამას, დიმიტრის, რომელიც პუტინის თანამოაზრეა. BBC-ის ცნობით, მაზეპინის მამა ერთ-ერთი იყო წამყვანი რუსი ბიზნესმენებიდან, რომელიც პუტინთან კრემლში მიიწვიეს, …

43 არტისტი უკრაინის დასახმარებლად ნამუშევრებს ყიდის

43 არტისტი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გაერთიანდა. მათ NFT კოლექცია შექმნეს, რომლის შეძენაც უკვე შეგიძლიათ Opensea.io-ზე. გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად ომში მყოფ უკრაინელ ხალხს გადაერიცხება. „ეს არტისტები ძალიან ცნობილი პირები არიან თავიანთ სფეროში და ძალიან ძვირადაც ჰყიდიან თავიანთ ნამუშევრებს, მაგრამ რადგან აქცია საქველმოქმედოა, ფასი არ არის მითითებული და მსურველებს შეუძლიათ თვითონ შემოგვთავაზონ თუ რა თანხას გადაიხდიან …

2022-2023 წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცხადდა პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები. რეგისტრაციის პირველ ეტაპი დაიწყება 2022 წლის 15 მარტიდან და გაგრძელდება 26 მარტის ჩათვლით. სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები. დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, …

მსახიობი ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ინფორმაციით, მსახიობი ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა. ელგუჯა ბურდულს 33 ფილმში აქვს მხატვრული სახე შექმნილი, მათ შორის „უძინართა მზე“, „ბეღურების გადაფრენა“, „მოცურავე“, „ადამიანთა სევდა“, „მოკვეთილი“ და სხვა. ბურდული იყო საქართველოს სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი, აგს ოპერატორი და „ქართული ფილმის“ მსახიობი 1984 წლიდან. იყო საქართველოსა და რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. „საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3 000 წლისთავის“ …

დადასტურდა კოვიდის 3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა – 5 მარტი

stopcov.ge-ის მონაცემებით, 5 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 32 პაციენტი. ბოლო 24 საათში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 8 118 პაციენტი. ამავე პერიოდში ჩატარდა 19 680 კვლევა ტესტით. აქედან ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 416, PCR ტესტით – 3 264. დადებითობის დღიური მაჩვენებელი  15,41 პროცენტია. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა …

ზაპოროჟიეს ატომური სადგური: როგორ გადავურჩეთ რადიაციას – ინტერვიუ დოქტორთან

„რადიაცია არ ცნობს საზღვრებს, რადიაცია არ ცნობს მეზობელს და არამეზობელს, კარგსა და ცუდს, რადიაცია ძალიან ულმობელია და ჩვენგან დამოუკიდებლად ისე ვრცელდება, რომ ჩვენ ამას ვერც გავიგებთ. იმიტომ, რომ არც სუნი აქვს, არც ფერი და არც გემო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნუგზარ გუბაძე. ბატონო ნუგზარ, …

საქართველოს მოქალაქეები რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ – პეტიცია

4 მარტს საქართველოში შეიქმნა პეტიცია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას მოითხოვენ. „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ სასწრაფოდ შემუშავდეს კონკრეტული რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც მხოლოდ პოლიტიკურად დევნილი რუსეთის მოქალაქეების შემოშვება მოხდება საქართველოში. ასევე, დაწესდეს კონკრეტული ვადა, რა პერიოდითაც შესაძლებელი იქნება რუსეთის მოქალაქის საქართველოში გაჩერება (მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე)“- წერია პეტიციაში. პეტიციის ტექსტში ასევე ვკითხულობთ: „მხოლოდ …

საქართველოს სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირში მიღებაზე განაცხადს – ღარიბაშვილი

დღეს, 3 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების განაცხადს ხელი მოაწერა. „ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეტაპი, რომელიც ჩვენთვის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების მისწრაფებას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული“, – ამბობს ღარიბაშვილი. მისი თქმით, საქართველო არის …

მსახიობი მანუჩარ შერვაშიძე გარდაიცვალა

ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, მანუჩარ შერვაშიძე გარდაიცვალა. მანუჩარ შერვაშიძეს თეატრის სცენასა და კინოფილმებში ბევრი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული. იგი ორმოცდაათზე მეტ ფილმშია გადაღებული. „ბატონი მანუჩარის შემოქმედება დაკავშირებულია ქართველი თეატრისა და კინოს უდიდეს წარმატებებთან, მის მიერ შესრულებული მხატვრული სახეები ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიის ოქროს ფონდის განუყოფელი ნაწილია“ – წერს ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაცია. …

აგვისტოს ომში და ავღანეთის მისიაში დაღუპულთა დედებს და მეუღლეებს 1000 ლარს გადასცემენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1000-1000 ლარს გადასცემენ 2008 წლის აგვისტოს ომში და 2012 წელს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაღუპული სამხედრო მეომრების დედებსა და მეუღლეებს. თანხა აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. დახმარებას 31 ქალი მიიღებს. 2008 წლის აგვისტოს ომში საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების, მიღებული დაზიანებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომრების, …

ძლიერმა ქარმა ბათუმის ცენტრალურ პარკში ხეები წააქცია

დღეს, 3 მარტს,  ძლიერმა ქარმა ბათუმში, ქალაქის ცენტრალურ პარკში, ხეები წაიქცა. აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 4 მარტის 21 საათამდე ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ასევე, წვიმა, მაღალმთაში კი – თოვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; დროგამოშვებით – 15-20 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო; შიგამთიან რაიონებში ღამით 1-6 …

დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად რეგისტრაციას სთხოვს. სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში 14 382 ვაკანსიაა გამოცხადებული. „საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან. დასაქმების პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან …

რაც ომი დაიწყო, კლინიკიდან არ გავსულვართ – ქართველი ექიმი კიევში

„დილით ზარის ხმამ გამაღვიძა, მეგობარი მირეკავდა ნიკოლაევიდან, სროლის ხმა გვესმის, თქვენთანაც ხომ არ ისმის ხმაო. ამ საუბარში ვიყავით, როცა ჩვენ სიახლოვესაც ჩამოვარდა ბომბი“, – ასე იხსენებს 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების დღეს, მიშა ბერიძე, ქართველი ექიმი, რომელიც კიევში ამოსოვის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის ნაციონალურ ინსტიტუტში მუშაობს. ქართველი ქირურგი ომის დაწყების დღიდან კლინიკაშია სხვა ექიმებთან ერთად და …

ქარტია მთავრობას მოუწოდებს შეხვდეს მედიას და უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მთავრობას მოუწოდებს შეხვდნენ მედიას და საზოგადოების მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხონ. „მეშვიდე დღეა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომია, რომელიც 24 თებერვალს, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრით დაიწყო. საქართველოს ყველა ქალაქში და მათ შორის, თბილისში, ყოველდღიურად იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები. საზოგადოება შეშფოთებით ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს უმაღლესი პირების განცხადებებს, რომლებსაც უკვე არაერთი პროტესტი მოჰყვა. …

გადარჩება ის, ვინც არ არის მარტო – სად არის საქართველო?

„ყველა მოღალატეს და საქართველოს ომის მსურველს ველოდებით რუსთაველზე“ – ამ ტექსტის ორგანიზებულად გავრცელება დაიწყეს გუშინ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ღიად უჭერს მხარს უკრაინას და ხელისუფლებას სთხოვს, ასევე, მკაფიო იყოს საქართველოს ოფიციალური მხარდაჭერა ომში მყოფი უკრაინის მიმართ. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს უსაფრთხოებისთვის დღეს და რაზე მეტყველებს მსგავსი გზავნილები? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის …

დადასტურდა კოვიდის 3 840 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 32 ადამიანი

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში, 2 მარტის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 840 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კოვიდით გარდაიცვალა 32 ადამიანი. პანდემიის განმავლობაში კორონავირუსის 1 616 159 შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში კოვიდს საქართველოში 16 231 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 692 ადამიანი დადებითობის დღიური მაჩვენებელი ამ დროისთვის 19,13 პროცენტია სულ აცრილია …

„ღარიბაშვილო, ჩვენ არ დავდგებით მკვლელი პუტინის მხარეს“ – აქცია მთავრობასთან | ფოტო

„რუსეთის მონებო!“, „Путин хуйло!“, „მომავალს გვინგრევთ!“ – ასეთი შეძახილებით მივიდნენ დღეს, პირველ მარტს, აჭარის მთავრობასთან საქართველოს მოქალაქეები. ისინი მთავრობის ოფიციალურ პოლიტიკას აპროტესტებენ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე და ამბობენ, რომ მთავრობა სათანადო მხარდაჭერას არ გამოხატავს ომში მყოფი უკრაინელი ხალხის მიმართ. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხს ისტორიულ შანსს უკარგავს, რომ დღეს უკრაინასთან ერთად გახდეს ევროკავშირის …

2 სკოლაში ამბობენ, რომ უკრაინის დროშის ფოტოები წააშლევინეს, სამინისტრო უარყოფს

უკრაინაზე რუსეთის სამხედრო ძალებით თავდასხმას საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს და თანადგომას უცხადებს უკრაინელ ხალხს. რუსეთის აგრესიას უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, საჯარო სკოლებიც, სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე საჯარო სკოლაში, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად,  უკრაინისა და საქართველოს დროშების ფონზე ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელებში განათავსეს. თუმცა სკოლებმა სოლიდარობის ფოტოები მალევე წაშალეს გვერდებიდან, მიზეზად კი მითითება …

შიში, რომელსაც პრემიერის ხმაში ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელია – კორძაია

დღეს, პირველ მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა. მან ასევე გაიხსენა როგორ გახდა აფხაზეთიდან დევნილი, რაშიც რუსეთს მიუძღვის წვლილი. „მე თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის წევრი, წარმოშობით ვარ აფხაზეთიდან. 16 წლის ვიყავი, როდესაც გადმოვედით მთებით ფეხით. დღეს ვარ 44 წლის. ამ ხნის მანძილზე მე ისევ მახსოვს გზაზე გაყინული ბავშვები, დაჭრილი ჯარისკაცები, …

როცა პრემიერს ვუსმენ, მეჩვენება, რომ ის არ საუბრობს საკუთარი ქვეყნის სახელით – ახვლედიანი

დღეს, პირველ მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატი არმაზ ახვლედიანი უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებებს გამოეხმაურა. „როცა პრემიერ-მინისტრს ვუსმენ, მეჩვენება, რომ ის არ საუბრობს საკუთარი ქვეყნის სახელით და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. სულ არ მიხარია. ვფიქრობ, „ოცნებაში“ შესაძლოა ყველა არა, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამას განიცდიან, ხვდებიან, რომ ეს არ არის საქართველოს ხმა, ეს არ არის საქართველოს …

ვგეგმავთ სისხლის დონაციას უკრაინის დასახმარებლად – ხუნდაძე

დღეს, პირველ მარტს, საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეებს დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ სისხლი ჩააბარონ უკრაინის დასახმარებლად. „გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასშტაბურად დავგეგმოთ სისხლის უანგარო დონაციის აქცია უკრაინელთა დასახმარებლად. სისხლის ჩაბარება შეუძლიათ პარლამენტის წევრებსაც. პარლამენტში ამისთვის გამოყოფილია სივრცე ბ კორპუსში, 0 17. 0 18, 0 19 ოთახებში“ – თქვა ხუნდაძემ. მისი თქმით, შესაძლოა …

2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს, 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. რეგისტრაციის დაწყებამდე გამოსაცდელები უნდა გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ელექტრონულ კრებულს –  „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“. „კრებულში მოცემულია 2022 წლის …

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკრაინაში მიფრინავს

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც 2019 წელს ცხინვალში დააკავეს, უკრაინაში გაფრენას აპირებს. ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილმა „ბათუმელებს“ დაუდასტურა. „ვიყავი ჩაწერილი საელჩოში წინასწარ, რომ თუ საჭირო იქნება, ვიქნები თქვენს გვერდით-მეთქი და დამიკავშირდა საელჩო. 18:00 საათზე უნდა ვიყო აეროპორტში. როდის გაფრინდება და სად გაფრინდება თვითმფრინავი ან ვისთან ერთად გავფრინდები, არაფერი არ ვიცი ჯერ. როგორც ექიმი ისე მივდივარ დასახმარებლად“, …

სად აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას ბათუმში უკრაინელებისთვის

უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოქალაქეები საკვებ და სამედიცინო პროდუქტებს აგროვებენ. ამ დროისთვის ბათუმში სამ მისამართზე შეგიძლიათ მიიტანოთ სხვადასხვა სახის ნივთი, რომლესაც უკრაინელებს ქართველი ხალხის სახელით გაუგზავნიან. ეს მისამართებია: ფარნავაზ მეფის #46 (გამსახურდიას კვეთა/„ლელოს“ ოფისი) ვახტანგ გორგასლის #54 (ენმ-ს ოფისი) ვახტანგ გორგასლის #153 (რესტორანი „აჯიკა“) ძირითადად გროვდება არამალფუჭებადი საკვები, ასევე ტკბილეული, მათ შორის, „ჩურჩხელები“, …

უკრაინიდან სისხლის კომპონენტებზე მოთხოვნა ამ ეტაპზე არ გვაქვს – სისხლის ბანკი

დაჭრილი უკრაინელი მეომრებისა და სამოქალაქო პირების დასახმარებლად სისხლის დონაციის სურვილი საქართველოს არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა. თუმცა როგორც ბათუმში, სისხლის ბანკში გვითხრეს, ამ ეტაპზე საქართველოდან სისხლის გატანის საჭიროება არ არის. აჭარაში სისხლის ბანკის ხელმძღვანელი, მთავარი ექიმ-ტრანსფუზიოლოგი ბეჟან ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე უკრაინისგან სისხლის კომპონენტებზე მოთხოვნა არ არის. „ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონტაქტი უკრაინასთან და ამ ეტაპზე. …

რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია, ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს – ღარიბაშვილი

დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მიუღებელია ის, რაც ხდება უკრაინაში. „რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებები და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ამის თაობაზე გვქონდა უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია და გამოვუცხადეთ მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე. ასევე, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინას. …

ომის გამო ფოთში მობრუნებული უკრაინული ბორანი გადასახადებისგან გათავისუფლდება – სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, უკრაინული გემი VILNIUS-ი სახელმწიფო გადასახადებისგან გათავისუფლდება, გემზე მყოფ მოქალაქეებზე კი სახელმწიფო იზრუნებს. სააგენტოს განცხადებით, გემი ფოთიდან უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიემართებოდა, თუმცა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, 27 თებერვალს ღია ზღვიდან ისევ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა. „საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, გემი გათავისუფლდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების …

„სოლიდარობა უკრაინას“ – ახალგაზრდების აქცია ხულოში

დღეს, 25 თებერვალს, ხულოში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. მათი თქმით, დღეს განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება უკრაინას და უკრაინელ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. „გაუმართლებელია რუსული აგრესია როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიმართ. არა მარტო ჩვენ, ახალგაზრდები, ვართ უკრაინის მიმართ სოლიდარულები, ხულოს მოსახლეობაშიც მსგავსი განწყობაა. ასეთ დროს ასევე მნიშვნელოვანია რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაც …

Exit mobile version