მთავარი,სიახლეები

უკრაინელ ქალზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს – ის ჯერ კიდევ უგონოდაა

29.07.2022
უკრაინელ ქალზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს – ის ჯერ კიდევ უგონოდაა

უკრაინელი ქალი, რომელზეც სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს, ამ დროისთვისაც [21:00 საათი] ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება და უგონო მდგომარეობაშია. ინფორმირებული პირების თქმით, ქალის მდგომარეობა მძიმეა.

ქალი სხეულზე ძალადობის ნიშნებით, ლანჩხუთის კლინიკაში წუხელ გვიან ღამით შეიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია „გურია ნიუსი“ წერდა.

ბათუმის რეფერალური კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ვკითხეთ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გვითხრეს, რომ კომენტარს ამ თემაზე მხოლოდ პაციენტთან თანხმობის შემთხვევაში გააკეთებენ.

„ბათუმელები“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა შს სამინისტროსთან გადაემოწმებინა ინფორმაციის ნამდვილობა. უწყებაში „ბათუმელებს“  [16:00 საათზე] უთხრეს, რომ გამოძიება შეტყობინების საფუძველზე უკვე დაწყებულია. უწყებაში ისიც კი არ დააკონკრეტეს, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

„ბათუმელები“ კვლავაც ეცდება მოიპოვოს ინფორმაცია, თუ როგორია დაზარალებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: