„ეს არის დაცინვა“ – ახალდაგებული ტროტუარი ბათუმში ადაპტირების გარეშე

ბათუმში, ჟიული შარტავასა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაში, ტროტუარი ახლახან დააგეს, თუმცა ქუჩა არაადაპტირებულია. ტროტუარის კიდე იმდენად მაღალია, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანები ქუჩის გადაკვეთას სხვისი დახმარების გარეშე ვერ ახერხებენ. „ხელმისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი“, რომელიც 2021 წელს შევიდა ძალაში, სახელმწიფოს ავალდებულებს ადაპტირებული გარემოს შექმნას. „დააგეს ტროტუარები ნულოვანი ადაპტირებით. ხელმისაწვდომის სტანდარტი ფაქტობრივად თავზე გადაგვახიეს“ – ამბობს თომა კაკაბაძე, რომელიც …

გაგვარკვიონ რას ემატება, რამდენი ლარი და როდის? – ბათუმელი პედაგოგი ხელფასების მატებაზე

ხელისუფლება მასწავლებლებს ხელფასის მატებას დაჰპირდა, თუმცა ამ განცხადებას ბევრი კითხვა და ბუნდოვანება მოაყოლა. ითქვა, რომ მომავალ წელს საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება პედაგოგის ხელფასი, მაგრამ არავინ განმარტა, ზრდა დაიწყება 2024 წლის პირველი იანვრიდან თუ სექტემბრიდან. როგორ გაიგეს სკოლებში ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება და ვის ემატება რეალურად ხელფასი? ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელს, …

ჩემს შვილს აუტიზმი აქვს და სკოლაში პერსონალური ასისტენტი სჭირდება – მშობელი

ოთხი მშობელი, რომლებსაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილები ჰყავთ, პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვს. ბავშვები ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში სწავლობენ. მშობლების განცხადებით, მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა მიიჩნია, რომ ბავშვებს ასისტენტი სჭირდება, თუმცა სკოლა ვერ უზრუნველყოფს ყველა ბავშვისთვის პერსონალური ასისტენტის დაქირავებას. რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ სკოლამ ასისტენტი აიყვანა, რომელიც ჯგუფთან მუშაობს და ვერ სწვდება ყველა ბავშვის საჭიროებებს. „ბათუმელები“ ერთ-ერთ მშობელს, …

რომელ მასწავლებლებს ეზრდებათ ხელფასები – სამინისტროს განმარტება

დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ისაუბრა. ის შეეხო საჯარო სკოლებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების საკითხსაც. მინისტრის თქმით, დაახლოებით ორი კვირის წინ, განათლების მინისტრმა მასწავლებლებს წარუდგინა ხელფასის გაანგარიშების ახალი მოდელი, რომლის მიხედვითაც ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებული იქნება საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე. „2024-2025 სასწავლო წელს, სრულ განაკვეთზე დასაქმებულ მასწავლებელთა ანაზღაურება, საშუალოდ, გაიზრდება 500 …

მარტო ცარცით და დაფით 21-ე საუკუნის ბავშვებს ვერ გავზრდით – პედაგოგი

„მარტო თეთრი ცარცით და შავი დაფით კონკურენტუნარიან ბავშვებს ვერ გავზრდით. საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია“ – ამბობს ინგლისურის მასწავლებელი ნანა გელაშვილი, რომელიც ხაშურის მესამე საჯარო სკოლაში ასწავლის. ნანა გელაშვილი ფულბრაიტის მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამის ფარგლებში აშშ-ში იმყოფებოდა და ჩრდილოეთ კარონილის გრინსბოროს უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამა გაიარა. მას ასევე შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა უცხოელი კოლეგების პროფესიულ გამოცდილებას და კარიერული …

ჯერ სიგარეტი და ფული სთხოვეს, შემდეგ სცემეს – ბათუმში 3 უკრაინელ ბავშვს ათამდე მოზარდმა სცემა

ბათუმში, მე-13 საჯარო სკოლის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე, ათამდე ქართველი მოსწავლე, 3 უკრაინელ მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. ბავშვებს, როგორც ერთ-ერთი დაზარალებულის მშობელი ამბობს, სახეზე აღენიშნებათ დალურჯებები. შემთხვევა ბათუმში, 9 ნოემბერს, პარასკევ დღეს მოხდა, დაახლოებით 15:30 წუთზე, სკოლის წინ, ავტობუსის გაჩერებაზე. „ჩემი შვილი სამ თანაკლასელთან ერთად სკოლიდან მოდიოდა, როცა ავტობუსის გაჩერებაზე ერთი მოზარდი მიუახლოვდა და სიგარეტი სთხოვა. როცა …

ახალგაზრდობის სააგენტო განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა – ამილახვარი

დღეს 13 ნოემბერს, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ სამომავლოდ ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გამოეყოფა და განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. მთავრობის სხდომაზე მსჯელობისას მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაემატოს ახალგაზრდობის სააგენტო, რადგან ჩვენ განათლების სამინისტროში ისედაც გვაქვს ახალგაზრდობის კომპონენტები და ისედაც მოვიცავთ ახალგაზრდობის პოლიტიკას. ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკისა …

თუ დეპუტატებს მაღალი ხელფასი სჭირდებათ, ჩვენც გვჭირდება – პედაგოგი სქემასა და გამოწვევებზე

„პარლამენტარი უფრო კარგ საქმეს აკეთებს, თუ მასწავლებელი, რომელიც თაობებს გვიზრდის? თუ მათ სჭირდებათ მაღალი ხელფასები, მაშინ ჩვენც გვჭირდება, რადგან გიჟური შრომაა ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და ამას სჭირდება სათანადო დაფასება“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სკოლა „ევრო 2000“-ის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, თამარ ბაუჟაძე. მას პედაგოგის პროფესიული განვითარების სქემასა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაზე ვესაუბრეთ. ქალბატონო თამარ, რადგან კარიერული …

შშმ ბავშვების მშობლები ბაღებში პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვენ

შშმ ბავშვების მშობლები საბავშვო ბაღებში პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვენ. მშობლების თქმით, ამ სერვისის დანერგვის აუცილებლობის გარდა, მნიშვნელოვანია პერსონალის ცნობიერების ამაღლებაც, რადგან არის შემთხვევები, როცა სპეცმასწავლებლებიც კი დისკრიმინაციულ ლექსიკას იყენებენ შშმ ბავშვებისთვის მიმართ. „საჯარო საუბრებშიც კი ამბობენ – „ინკლუზიური ბავშვი“. რას ნიშნავს ინკლუზიური ბავშვი? ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა იმუშაონ შესაბამისმა უწყებებმა, რომ მიმართვის სწორი ფორმები და …

რატომ სძულთ „ოცნების“ კაცებს აქტიური პარლამენტარი ქალები

„შენ ხარ ბანძი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ. გაიარე რა, ფარჩაკი, ბანძი. იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატ ქალს, ანი წითლიძეს. უზრდელობის რეკორდი მოხსნა „ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტარ თეონა აქუბარდიას. „მე მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და …

თამარის რუსი ქმარი რომ გააგდეს, ესეც მემკვიდრეობაა? – გოგოლაშვილი „ოცნებას“ გინტურის მოკვლაზე

მას შემდეგ, რაც კირბალში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს, ირაკლი ღარიბაშვილმა საოკუპაციო ძალებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ კი თავი ასე იმართლეს: „მძიმე მემკვიდრეობა წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა“, „ეს გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა მშვიდობა“ – განაცხადეს მათ. „ბათუმელები“ რონდელის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელსა და ევროპული კვლევების ცენტრის …

ჯანდაცვის სამინისტროს შშმ პირის სასარგებლოდ 7130 ლარის გადახდა დააკისრეს – PHR

არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) განცხადებით, დღეს, 7 ნოემბერს, მათ მოიგეს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მთავრობისა და სოლიდარობის ფონდის წინააღმდეგ. საქმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურებას ეხებოდა. ორგანიზაციის განცხადებით, ჯერ კიდევ 2021 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ „ყველა ქცევის დარღვევის ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირი, ვისაც ესაჭიროება …

შოკირებული ვარ რუსული ძალების მიერ გინტურის მკვლელობის გამო – ბრიტანეთის ელჩი

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება. „შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული“ – წერს ელჩი X-ზე [ყოფილ ტვიტერზე]. შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ …

გასაუბრების ხელმეორედ ჩატარებას ვითხოვთ – სკოლის დირექტორობის კანდიდატი

„არ უნდა სჭირდებოდეს ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს, პარტია ან ნათესავი იმისათვის, რომ რომელიმე პოზიციაზე დაინიშნოს. ადამიანი მისი ცოდნის შესაბამისად უნდა ფასდებოდეს“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სკოლის დირექტორობის კანდიდატი მაია ეკალაძე „ბათუმელებთან“. ის სხვა 30 პედაგოგთან ერთად სკოლის დირექტორობის კონკურსის მეორე ეტაპის შედეგებს აპროტესტებს და ხუთი თვეა განათლების მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს. რატომ მიიჩნევს ის …

41 წლის ბათუმელი ქალი, რომელმაც მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა – ვიდეო

„როცა ექიმმა გამსინჯა, მითხრა – არ დაგიმალავ, ეს არის სიმსივნე. ადგილზე გავიყინე, რადგან იმ მომენტში მართლა რთული იყო ჩემთვის. სიმსივნე იყო მეოთხე სტადია, ღვიძლზე გადასული მეტასტაზებით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 41 წლის თამილა სალუქვაძე, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა. ამბობს, რომ მკერდზე სიმაგრე როცა შენიშნა, ექიმთან მაშინვე არ წასულა. „რთული პერიოდი მქონდა და თან ქვეცნობიერი შიში“, – გვეუბნება …

ხელფასი გასამმაგდეს – რა პრობლემებს ხედავს სკოლაში „ოცნების“ მხარდამჭერი პედაგოგი 

65 წლის ნაზიბროლა მიქელაძე დაწყებითი საფეხურის წამყვანი მასწავლებელია. ის განათლების სამინისტრომ „მასწავლებლის ეროვნულ დღეზე“ დააჯილდოვა. ნაზიბროლა მიქელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და პარტიის წევრია. ნაზიბროლა მიქელაძე ხულოში, სხალთის საჯარო სკოლაში ასწავლის. ქალბატონო ნაზიბროლა, ვინ წარგადგინათ სამინისტროს მიერ დაწესებულ პრიზზე და სხვა კონკურსებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა, მაგალითად, „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე“ თუ ყოფილხართ როდისმე …

ღარიბაშვილი მასწავლებლებს წინასაარჩევნო წელს ხელფასების ზრდას ჰპირდება

დღეს, 27 ოქტომბერს, მთავრობის მიერ დაარსებული „მასწავლებლის ეროვნული დღის“ ღონისძიება გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ღარიბაშვილი მასწავლებლებს ხელფასის ზრდას დაჰპირდა და განაცხადა, რომ 2024 წლის განათლების ბიუჯეტიდან, 160 მილიონი ლარი მასწავლებლების ხელფასების ზრდას მოხმარდება. „სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება [ხელფასი]. თქვენ იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს, რადგან თქვენ ჩვენ შვილებს განდობთ“ – …

22 წლის ბათუმელი გოგო მსოფლიო ჩემპიონია მკლავჭიდში

22 წლის მარიამ ნოდიამ მკლავჭიდში უკვე მიაღწია დიდ წარმატებებს. პირველად 18 წლის ასაკში გახდა მსოფლიო ჩემპიონი და მას შემდეგ ევროპის ჩემპიონობაც არაერთგზის მოიპოვა. სპორტი სულ უყვარდა, თამაშობდა ხელბურთს, ფრენბურთს და ფეხბურთშიც სცადა ბედი, თუმცა, საბოლოოდ არჩევანი მკლავჭიდზე შეაჩერა. 2023 წელს მარიამმა ორივე მკლავით იასპარეზა და ორი ოქრო აიღო მსოფლიო ჩემპიონატზე. გამოვიდა უფროსი ასაკის კატეგორიაშიც, სადაც …

„ყოველთვის დავჭრი, რამდენჯერაც გააბამთ“ – 66 წლის ქალი საოკუპაციო ხაზიდან

„ყოველთვის დავჭრი, რამდენჯერაც გააბამთ, ოკუპანტებო“, – ამბობს ლუდა სალია და სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო მავთულხლართებს რკინის მაკრატლით ჭრის. „ეს ჩვენი სოფელი, ჩვენი შარაგზაა და არ გაქვთ უფლება, სოფელი შუაზე გაგვიყოთ. არც მორალური და არც არანაირი უფლება არ გაქვთ,“ – ამბობს ლუდა სალია. ლუდას თქმით, ეს იყო პასუხი საპატრიარქოს პრესმდივნის კომენტარზე, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე ქართული დროშის …

როგორ ცხოვრობს 5 ბავშვი უფანჯრო სახლში

„ეს ჩვენი ფანჯარაა“ – ასე აღწერა მარიმ ვიდეო, რომელშიც ბეტონის კედელი და ფანჯრის ადგილას გამოკრული ქსოვილი ჩანს. ქსოვილის ზედა ნაწილიდან ბნელი ღამე მოჩანს. მარის თქმით, უფანჯრო სახლში ადვილად აღწევს სიცივე, ქარი და წვიმა. მარი მოსიაშვილი მარტოხელა დედაა და ამჟამად მშობლებთან და თავის ხუთ და-ძმასთან ერთად ცხოვრობს თელავში, სოფელ ფშაველში. „მე ერთი წლის შვილი მყავს და …

პენსიონერმა სოცსააგენტოს დავა მოუგო – კომპენსაცია 10 ათასი ლარი

ბათუმის მუსიკალური ცენტრის თანამშრომელმა, ქეთევან მღებრიშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელმაც მას სახელმწიფო პენსია შეუწყვიტა მუსიკალურ ცენტრში მუშაობის გამო, სასამართლო დავა მოუგო. ქეთევან მღებრიშვილის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იცავდა, რომელმაც სამივე ინსტანციის სასამართლოში იდავა, შედეგად ქეთევან მღებრიშვილს პენსია აღუდგა. სააგენტოს დაევალა, ქეთევან მღებრიშვილს პენსიის სახით დაახლოებით 10 800 ლარი აუნაზღაუროს. ამ საქმის ადვოკატები ანა ბერძენიშვილი და თეონა …

რატომ არ უყვარს მასწავლებლების ნაწილს კომპლექსური დავალება – ინტერვიუ

მასწავლებლები ვალდებულნი არიან, მოსწავლეების ცოდნა შეაფასონ ორი მეთოდით – განმავითარებელი შეფასებითა და კომპლექსური დავალებით. ზოგიერთი პედაგოგი კრიტიკულად აფასებს კომპლექსურ დავალებებს და მიიჩნევს, რომ ეს ზედმეტი შრომა და ქაღალდომანიაა. რატომ არის მნიშვნელოვანი კომპლექსური დავალება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სკოლა „თაობის“ სამოქალაქო განათლების პედაგოგს, თორნიკე ზაქარაძეს ესაუბრა. ბატონო თორნიკე, როგორ ფიქრობთ, რატომ არიან პედაგოგები კრიტიკულად განწყობილნი კომპლექსური …

სოფლის სკოლებში გათბობა ჩართულია – რესურსცენტრები

საქართველოს მაღალმთიანეთში უკვე აცივდა და სკოლებში გათბობის საჭიროებაზე საუბრობენ. „ბათუმელებს“ გასულ კვირას მშობელი დაუკავშირდა მაღალმთიანი აჭარიდან, რომლის თქმითაც სკოლაში გათბობა არ იყო ჩართული და ბავშვებს ცივ საკლასო ოთახებში უწევდათ ყოფნა. მოგვწერეს მარნეულის მუნიციპალიტეტიდანაც – მარნეულელმა პედაგოგმა გვითხრა, რომ სიცივის მიუხედავად, სკოლის ადმინისტრაცია გათბობას არ რთავს. „ამბობენ, რომ 15 ნოემბრიდან უნდა ჩაირთოს გათბობა. სად წერია, ვინ …

10 ათასზე მეტი მშობელი სკოლაში უფასო კვების დანერგვას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ინიციატივით პეტიცია მომზადდა, რომელიც სკოლებში უფასო კვებას შეეხება. ინიციატივას შეუერთდა განათლების კოალიციაც, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებელია. პეტიციას ამ დროისთვის ათი ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. მოქალაქეები სკოლებში ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვას და სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას მოითხოვენ. ორგანიზატორების განცხადებით, გაკვეთილებს უმეტესად „მშიერი ბავშვები ესწრებიან“, რაც მოსწავლეების სწავლის ხარისხს …

„დამეხმარეთ შვილის დაბრუნებაში“ – ბათუმელი „გულთოს“ ცხოვრება სიღარიბეში

„თქვენს პირდაპირ დგას უმწეო, გაუბედურებული დედა, რომელიც დღე და ღამე ზის მარტოსული, ტირის, რომ შვილი დაიბრუნოს. მენატრება, რომ ვაჭამო, ვაბანაო, ჩავაცვა და ჩავეხუტო… დამიდექით გთხოვთ, გვერდში“, – ამბობს 44 წლის ნატალია გაგოშიძე. მას ბათუმში თითქმის ყველა იცნობს. „გულთო“ – ასე ეძახიან მას მეტსახელად. გვიყვება, რომ ათი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და მას შემდეგ ქუჩაში …

როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ფრენბურთელი დები გერმანულ კლუბში

ფრენბურთელი დები – ლიზი და ნანუკა ლობჟანიძეები კარიერას გერმანიის „ბუნდესლიგა 2“-ის კლუბ Nawaro Straubing-ში აგრძელებენ. ლიზი ძირითად გუნდში ითამაშებს, ნანუკა კი – ახალგაზრდულში. ლიზი [190 სმ] 23 წლისაა, ნანუკა – 15-ის [180 სმ]. ლიზი ლობჟანიძე 2018 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია და „საქართველოს უნივერსიტეტში“ გოგონების და ვაჟთა გუნდების მთავარი მწვრთნელიცაა. როგორც ლიზი „ბათუმელებთან“ ამბობს, მან …

ფულადი ჯარიმა არაფერს შეცვლის, დამნაშავე უნდა დააპატიმრონ – პედაგოგი ნაადრევ ქორწინებაზე

„თუ დავაკვირდებით, ადრეული ქორწინებები, ძირითადად ღარიბ ოჯახებშია. თითქოს ცდილობენ ამ გზით „უკეთესი ცხოვრება“ შესთავაზონ გოგოებს და თავიდან მოიშორონ“, – ამბობს ქამრან აფანდიევი. ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის სკოლაში ქართულ ენას და მათემატიკას ასწავლის. ქამრანი წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში იყო. „ბათუმელები“ მას გოგოების ნაადრევი ქორწინების თემასა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ესაუბრა. ბატონო ქამრან, თქვენ, …

რა უფლებების დაკარგვაზე წუხან მასწავლებლები – ინტერვიუ პედაგოგთან

„ჩვენ ვინ დაგვიცავს, ყველანაირად უფლებააყრილ პედაგოგებს?“, „ბარემ გაკოჭეთ მასწავლებელი“, „საზიზღარი, ინტრიგანი ბავშვები“- ასეთი კომენტარებით გამოეხმაურა მასწავლებლების ნაწილი სოციალურ ქსელში ამბავს, რომ ბავშვებმა მოსწავლეზე ძალადობის ფაქტი კლასში ტელეფონით გადაიღეს, შემდეგ კი ინტერნეტში ატვირთეს. რა უფლებების დაკარგვაზე წუხან მასწავლებლები და აქვთ თუ არა მათ რეალურად უფლებები შეზღუდული? – ამ თემაზე „ბათუმელები“ 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ …

პარლამენტს არ აქვს ვალდებულება პრეზიდენტი აუცილებლად გადააყენოს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ წამოწყებულ იმპიჩმენტის შესახებ დავას გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება უსაფუძვლოა, „ვინაიდან პრეზიდენტი მოქმედებდა კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო მთავრობამ თავად არ შეასრულა შემხვედრი ვალდებულება, რომელიც თანხმობის გაცემას გულისხმობდა პრეზიდენტის მიერ ისეთი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად, როგორიცაა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებისთვის შეხვედრების …

ხულოში შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას ითხოვენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ხულოში შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამის დანერგვას ითხოვს. მათ 270 ადამიანის ხელმოწერაც შეაგროვეს პეტიციის მეშვეობით და ითხოვენ, რომ ხულოს მერიამ 2024 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამა დააფინანსოს. ორგანიზაციის განცხადებით, პროგრამის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეები დაბა ხულოსა და სოფლებში პირველი ორი წელი უფასოდ ისარგებლებენ. აღნიშნული აქტივობა ხორციელდება სამოქალაქო საბჭოებისა და „სოლიდარობის თემის“ თანამშრომლობით. „მოვუწოდებთ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, …

იმპიჩმენტის საქმის განხილვა არ იყო დაკავშირებული განსაკუთრებულ სირთულეებთან – ტურავა

დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ხელი უნდა მოაწერონ დასკვნის ტექსტს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით. დღეს გაირკვევა მოსამართლეების გადაწყვეტილება, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მოსამართლეებს დასკვნით ტექსტზე ხელის მოწერა დღის განმავლობაში შეუძლიათ: „გადაწყვეტილების გამოცხადების დღეა 16 ოქტომბერი, 16 ოქტომბერი შედგება რამდენიმე საათისგან, …

„მოსწავლეს თმაზე მოქაჩა“ – რატომ გაუშვეს მასწავლებელი ქობულეთის სკოლიდან

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს. როგორც სკოლის დირექტორი ნანი ცივაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, მასწავლებლის დათხოვნის მიზეზი ბავშვზე ძალადობაა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. „ორი კვირის წინ იყო ინციდენტი, საგაკვეთილო პროცესში ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თმა მოქაჩა მოსწავლეს და როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა, დაიწყო დისციპლინური მოკვლევა, მასწავლებელმა მოკვლევის დაწყებისთანავე დაწერა განცხადება …

ამჟამად რუსეთს არ აქვს ფართომასშტაბიანი შეტევის ძალა – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინის ფრონტზე და შეასუსტებს თუ არა ისრაელის მოვლენები დასავლეთის ყურადღებას უკრაინის მიმართულებით? – „ბათუმელები“ ამ თემაზე გადამდგარ გენერალს ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა.  ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია. ბატონო ვახტანგ, ბოლო დღეებია უკრაინული მედია წერს ანდრიივკასთან მიმდინარე მძიმე ბრძოლების შესახებ. დღეს სამხედრო …

უკრაინის მოქალაქეს სარფის საზღვარზე არ უშვებენ

უკრაინის მოქალაქეს, ოლექსანდრ იურევიჩს სარფის საბაჟოზე შემოსვლის უფლება არ მისცეს. როგორ მისი მეგობარი, ლიკა დიასამიძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ის და იურევიჩი 7 ოქტომბერს თურქეთში გადავიდნენ საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად, თუმცა იმავე დღეს, როცა უკან ბრუნდებოდნენ, მას საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება აღარ მისცეს. „ჩემი საქმრო ერთი კვირაა სარფის საბაჟოსთან დგას და არ უშვებენ. წვიმაში, ქარში გარეთ უწევს ყოფნა. …

ჩემი შვილი ესკალატორმა დააზიანა ბათუმის „გრანდ მოლში“ – მშობელი

სტატია განახლებულია.  ბათუმში, ახალგახსნილი სავაჭრო მოლის ესკალატორზე ცხრა წლის ბავშვი დაშავდა. როგორც ბავშვის დედა, ირა წივწივაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, ის შვილთან ერთად იმყოფებოდა შენობაში და მეოთხე სართულიდან ჩამოსვლის დროს ესკალატორმა ბავშვი დააზიანა. შემთხვევა 6 ოქტომბერს, სავაჭრო მოლის გახსნის დღეს მოხდა. „წიგნის მაღაზიაში ვიყავით და მეოთხე სართულიდან როცა ჩამოვდიოდით, მომესმა ხმა, რკინა როცა იღუნება, აი, ისეთი. ესკალატორის …

„ეს აღარაა საჯარო, ეს სამთავრობო სკოლაა“ – სად გააქრო სამინისტრომ დირექტორობის კანდიდატები

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, საჯარო სკოლებში ერთკანდიდატიანი „არჩევნები“ იმიტომ ტარდება, რომ თავად კანდიდატებმა გააკეთეს თითო სკოლაზე განაცხადი. თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ კანდიდატების საკმაოდ დიდ ნაწილს რამდენიმე სკოლაზე აქვს განაცხადი გაკეთებული, თუმცა სამინისტრომ მათი კანდიდატურები მითითებული სკოლებიდან არც ერთ სკოლაში არ წარადგინა. ასეთია, მაგალითად, გიორგი ჭაუჭიძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი და ასევე, დირექტორობის …

Exit mobile version