მთავარი,სიახლეები

შოკირებული ვარ რუსული ძალების მიერ გინტურის მკვლელობის გამო – ბრიტანეთის ელჩი

07.11.2023
შოკირებული ვარ რუსული ძალების მიერ გინტურის მკვლელობის გამო – ბრიტანეთის ელჩი

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება.

„შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული“ – წერს ელჩი X-ზე [ყოფილ ტვიტერზე].

გუშინ, 6 ნოემბერს, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალში ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს თამაზ გინტური.

სუს-ის ინფორმაციით, ამავე დღეს, გინტურის მკვლელობის შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: