„ბიჭები აღარ მიდიან ჯარში და გოგოს რა გინდა, – ბევრმა ასე მითხრა, როცა რეზერვში წავედი. მაგრამ, ვფიქრობ, მინიმალური თავდაცვის უნარები ნებისმიერ მოქალაქეს უნდა გააჩნდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამშობლოს დაცვაც შევძლოთ და საკუთარი თავისაც“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 20 წლის მარი აბაშიძე. მარი ბათუმის საზღვაო აკადემიაში საზღვაო ნავიგაციას ეუფლება. ახლა მესამე კურსზეა და სურვილი აქვს, გემის კაპიტანი …
Author Archives: ლელა დუმბაძე
14 წლის დეა მოულოდნელად ცუდად გახდა, მას სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში გადაყვანა
14 წლის დეა შაქარაძეს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. ის ერთი კვირაა ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში წევს. მოზარდი მოულოდნელად გახდა ცუდად. როგორც დეას მშობლები, ნესტან ხაბაძე და მამუკა შაქარაძე „ბათუმელებთან“ ამბობენ, მათ შვილს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება ღვიძლსა და ელენთაზე. „ცოტას ახველებდა, სხვა განსაკუთრებული ჩივილები არ ჰქონია. მოულოდნელად დაეწყო ღებინება. როგორც გვითხრეს, ღვიძლსა და ელენთაზეა პრობლემა და …
Continue reading “14 წლის დეა მოულოდნელად ცუდად გახდა, მას სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში გადაყვანა”
სკოლებში უფასო კვებისთვის აკაკიმ და გიორგიმ დიდი ძალისხმევა გაიღეს – პედაგოგები დაკავებულებზე
მასწავლებლების ნაწილი აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას, რომელთაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, სოლიდარობას უცხადებს. გთავაზობთ პედაგოგების წერილს, რომელიც დღეს, 29 იანვარს გავრცელდა. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლებას იქ შეკრებილი ადამიანები სამართლიანად უწევდნენ წინააღმდეგობას. აღსრულების პოლიციის წარმომადგენელთა მხრიდან გადამეტებულად აგრესიული მეთოდების გამოყენებას ბუნებრივად მოჰყვა იქ შეკრებილ მოქალაქეთა მხრიდან თავდაცვის მცდელობა. …
„14 წლის ვიყავი როცა ემიგრაციაში წავედი“ – რა გარემო დახვდა ზურა ქათამაძეს ესპანურ სკოლაში
თუკი წლების წინ, საქართველოდან ემიგრაციაში ძირითადად მშობლები, განსაკუთრებიც კი დედები მიდიოდნენ, ბოლო წლების ტენდენციის მიხედვით, ქვეყნიდან მიდიან ათ წლამდე და უფროსი ასაკის ბავშვებიც. ემიგრაცია ოჯახით, ახალ გამოწვევებს ქმნის ქვეყნის განვითარებაში, რადგან საქართველოს მომავალი თაობაც ტოვებს. როგორია ბავშვების ცხოვრება ემიგრაციაში, როგორ ადაპტირდებიან განსხვავებულ კულტურებში და როგორი განათლების სისტემა ხვდებათ ევროპაში? ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ზურა ქათამაძეს, …
ბაღში ბავშვის ცემის ეფექტურად არგამოძიების გამო სახელმწიფოს 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა – PHR
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა. საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე PHR-ის იურისტებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც …
გაყალბებული „არიელისა“ და „დომესტოსის“ გაყიდვის ფაქტზე 1 პირი პასუხისგებაში მისცეს
დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების ბრენდული სასაქონლო ნიშნით გაყიდვის ფატზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში და რუსთავში მდებარე სავაჭრო ობიექტებიდან ახდენდა დაბალხარისხიანი და იაფფასიანი სარეცხი საშუალებების რეალიზაციას Ariel-ის, Perwoll-ის, Fairy-ის, Alo-ს, Domestos-ის და Persil-ის სასაქონლო ნიშნების მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით“. რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა თბილისსა და …
საჯარო სკოლების 64%-ს არანაირი ლაბორატორია არ გააჩნია – კვლევა
არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებული საჯარო სკოლების უმრავლესობას სჭირდება მშენებლობა, რეაბილიტაცია ან რემონტი. 1561 სკოლიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლების 59 პროცენტს სჭირდება სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ან ახლის აშენება. მხოლოდ 28 პროცენტია ახლად აშენებული, გარემონტებული და რეაბილიტირებული. 9 პროცენტში დაგეგმილია რემონტი, რეაბილიტაცია ან მშენებლობა. ხოლო 4 …
Continue reading “საჯარო სკოლების 64%-ს არანაირი ლაბორატორია არ გააჩნია – კვლევა”
ბათუმში მეეზოვე ქალი დაიღუპა ავტომანქანის შეჯახების შედეგად
დღეს, 25 იანვარს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მეეზოვეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავტომანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული 43 წლის ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის …
Continue reading “ბათუმში მეეზოვე ქალი დაიღუპა ავტომანქანის შეჯახების შედეგად”
სოფელ გელაძეებსა და პაქსაძეებში გზა გაიპო – მეწყერი ხულოში
ხულოს რამდენიმე სოფელში მეწყერი განვითარდა. მეწყერმა დააზიანა სოფელ გელაძეებისა და პაქსაძეების დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. სოფელ პაქსაძეებში საფრთხე შეექმნა 7 ოჯახს. პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ხულოს საკრებულოში, ირაკლი ბოლქვაძე იმყოფებოდა სოფელ გელაძეებში, რომელიც ამბობს, რომ მეწყერი გელაძეების გარდა მის მომიჯნავე სოფელ კორტოხშიც არის განვითარებული. მიწის ჩამოშლილი მასა გელაძეებში. „სავალალო მდგომარეობაა ამ სოფლებში. მოსახლეობა შეშფოთებულია, რადგან მიწის დიდი …
Continue reading “სოფელ გელაძეებსა და პაქსაძეებში გზა გაიპო – მეწყერი ხულოში”
ბათუმში გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ
ბათუმში გაუჩინარებულ კაცს, ქიშო (ქიშვარდი) დოლაბერიძეს ეძებენ. როგორც გაუჩინარებულის მეუღლემ „ბათუმელებს“ უთხრა, ის ქმართან დაკონტაქტებას 23 იანვრის ნაშუადღევის შემდეგ ვეღარ ახერხებს. „23 იანვრის შემდეგ გაუჩინარებულია. ბოლოს 14:00 საათზე ჰქონდა ჩვენთან კონტაქტი და შემდეგ, 16:00 საათზე ჩვენს ნათესავთან. ამის შემდეგ კი მისი ტელეფონი გამორთულია“, – ამბობს ქალი. მისი თქმით, ქიშო (ქიშვარდი) დოლაბერიძე ბათუმში სამუშაოდ იმყოფებოდა. „ზუსტად …
Continue reading “ბათუმში გაუჩინარებულ ახალგაზრდა კაცს ეძებენ”
სკოლის ავტობუსი ისევ არ გვაკითხავს, მაისამდე ველოდოთ? – მშობელი
ლერი მალაყმაძე შშმ ბავშვის მშობელია. მისი ორი შვილი სალიბაურის მე-2 საჯარო სკოლაში სწავლობს, თუმცა მეცხრე დღეა ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. მშობლის თქმით, კომპანია, რომელსაც სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება ევალება, მძღოლებთან ხელშეკრულებას ისევ ვერ აფორმებს. „ანასტასია მე-7 კლასში სწავლობს. მას აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს და ფეხით გადაადგილება ამხელა გზაზეა არ შეუძლია. სკოლაში განცხადება დაწერილი მაქვს და იციან, რომ …
Continue reading “სკოლის ავტობუსი ისევ არ გვაკითხავს, მაისამდე ველოდოთ? – მშობელი”
რუსეთიდან ჩვენი არქივების სერვერებს უტევენ – „სოვლაბი“
საბჭოთა კვლევის ლაბორატორია [„სოვლაბი“] წერს, რომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს მათ წინააღმდეგ. „ამის პარალელურად, ორგანიზაციის ვებრესურსები რუსეთის მხრიდან კოორდინირებული შეტევის სამიზნეა“. სოვლაბის განცხადებით, მათი საზოგადოებრივი არქივის ვებგვერდის (archive.ge) სერვერზე მიმდინარეობს DDoS (distributed denial-of-service) შეტევები, რომლის მიზანია, დააზიანოს სერვერის გამართული მუშაობა. „ბოლო დღეებია, შეტევის ინტენსივობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, განსაკუთრებით რუსეთიდან. საიტზე შესვლის …
Continue reading “რუსეთიდან ჩვენი არქივების სერვერებს უტევენ – „სოვლაბი“”
დოკუმენტური კინო სკოლაში – „სინედოკბათუმის“ დამფუძნებელი პედაგოგი დანიაში გაემგზავრება
საქართველოდან CinéDOC-ში ჩართული რვა მასწავლებელი გაზაფხულზე ორ საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე გაემგზავრება. მათ შორისაა, ბათუმის მესამე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი მაია მენაბდეც, რომელიც თავის კოლეგასთან, მეგი კურტანიძესთან ერთად დანიაში, CPH:DOX-საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე დაგეგმილ ახალგაზრდულ ჩვენებებში მიიღებენ მონაწილეობას. CPH:DOX მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინოფესტივალია. ხოლო ექვსი პედაგოგი – …
„5-6 ბავშვი ზის კლასში“ – ბათუმის ზოგიერთ სკოლაში ბავშვების დიდი ნაწილი არ გამოცხადდა
დღეს, 22 იანვარს, ბათუმის ზოგიერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეების დიდი ნაწილი არ გამოცხადდა. ფაქტი უკავშირდება გუშინ, 21 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ტერორიზმის მუქარას. საუბარი იყო ბათუმის მე-3, მე-7, მე-8, მე-10 და 28-ე საჯარო სკოლებსა და რამდენიმე საჯარო სივრცეზე. „სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა მოსწავლეთა სწრებადობა დაბალია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აჭარის განათლების სამინისტრო. „ბათუმელები“ ბათუმის რესურსცენტრსაც ესაუბრა ამ …
„15 ათასი გირჩი დავჭერი ეკლესიის სახურავებისთვის“ – როგორ მუშაობს უსინათლო გია ბაკურიძე
შესაძლოა ვინმემ ადვილად ვერ წარმოიდგინოს, როგორ შეიძლება მუშაობდეს მხედველობისარმქონე ადამიანი ელექტროხერხთან, ჩარხთან, ბურღთან დამოუკიდებლად, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. 56 წლის გია ბაკურიძე ხეზე რამდენიმე წელია მუშაობს. პირველ ნამუშევარსაც გვაჩვენებს – ხის გემს. იქვე, ოთახის კუთხეში კი მასიური ხისგან გამოთლილი „ეკლესია“ აქვს. „ამ ნაკეთობაზე დიდი ხანი ვიმუშავე. 15 ათასი გირჩი დავჭერი სახურავისთვის და 2-მილიმეტრიანი ლურსმნებით ჩავამაგრე. …
რატომ ვერ წავიდა ბავშვების ნაწილი სკოლაში – რას ამბობენ მოსწავლეების გადამყვან კომპანიაში
15 იანვარს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა სკოლების გარკვეულ ნაწილში ბავშვები სასწავლო პროცესს ვერ დაესწრნენ, რადგან ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მათი ტრანსპორტით მომსახურება ვერ უზრუნველყო. „ბათუმელები“ რამდენიმე სკოლის დირექტორს ესაუბრა, სადაც გვითხრეს, რომ გუშინ ბავშვები ტრანსპორტს არ მიუყვანია სკოლაში, თუმცა რატომ – ზუსტი მიზეზი მათთვის უცნობია. „თოვლია და ალბათ მაგიტომ არ მოვიდა ტრანსპორტი“, – …
ვინ და რატომ დასცინის შშმ პირებს ბათუმში – ვიდეო
ვერც წინ წახვალ და ვერც უკან დაბრუნდები. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ პანდუსი არ მიდის შესასვლელთან და კარების გვერდით წყდება. გარდა ამ უცნაურობისა, თავად პანდუსი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რადგან მაღალი დახრილობა აქვს, ზედაპირი კი სრიალაა. არც დამცავი მოაჯირები აქვს და თუ ეტლით მოსარგებლე სხვისი დახმარების გარეშე, უკუსვლით შეეცდება ჩამოვიდეს პანდუსიდან, არსებობს უდიდესი ალბათობა, რომ ეტლიანად …
Continue reading “ვინ და რატომ დასცინის შშმ პირებს ბათუმში – ვიდეო”
განათლების მინისტრმა პირველ მოადგილედ მოქმედი მოსამართლე დაინიშნა
განათლების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. გიორგი ამილახვრის პირველი მოადგილე საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, ალექსანდრე წულაძე იქნება. ალექსანდრე წულაძეს გავლილი აქვს თსუს და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს Summa Cum Laude შეფასებით. ასევე მოპოვებული აქვს სხვადასხვა დასავლურ უნივერსიტეტში კვლევითი სტიპენდიები. ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ …
Continue reading “განათლების მინისტრმა პირველ მოადგილედ მოქმედი მოსამართლე დაინიშნა”
პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო – „რეალურად, ეს ფასადური კონკურსებია“
მასწავლებელმა თამარ ფაჩულიამ ფოთის პირველ საჯარო სკოლას სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო. ის გასულ წელს მონაწილეობდა კონკურსში, რომელიც სკოლამ ქართული ენისა და ლიტერატურის საათების დასაკავებლად გამოაცხადა. თამარ ფაჩულია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სასამართლომ კონკურსის მეორე ეტაპის – გასაუბრების ხელმეორედ ჩატარებაზე მიიღო გადაწყვეტილება. „წელიწადზე მეტია ეს დავა გრძელდება, რადგან სკოლას საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ჰქონდა ჩამოწერილი, რომ კონკურსანტს უნდა ჰქონოდა …
Continue reading “პედაგოგმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო – „რეალურად, ეს ფასადური კონკურსებია“”
მაქვს განცდა, რომ ძაღლის ცემას პოლიცია სათანადოდ არ იძიებს – მოქალაქე
„მაქვს განცდა, რომ პოლიცია პირნათლად არ იძიებს ძაღლზე ძალადობას და მგონია, რომ გამოძიება არ წავა წინ“, – ასე მოქალაქე რობინზონ ამაღლობელი ფიქრობს. ის იმ ძაღლზე გვესაუბრება, რომელიც 24 დეკემბერს, ბაღდათის ცენტრში ნაცემი იპოვეს. ძაღლი იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, რომ ოპერაცია დასჭირდა – თავის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და სხვა დაზიანებებიც აღმოაჩნდა. ძაღლს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ვერ …
Continue reading “მაქვს განცდა, რომ ძაღლის ცემას პოლიცია სათანადოდ არ იძიებს – მოქალაქე”
ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი მანდატურის სამსახურში გადადის
2024 წლის 1 იანვრიდან განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი, ინტეგრირებული კლასების და საგანმანათლებლო სერვისის ფუნქციონირების სუპერვიზიის ექსპერტები, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური კონსულტანტები, მანდატურის სამსახურში გადავლენ. „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში“ დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი იფუნქციონირებს ფსიქო – საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გამწევი სპეციალისტების სახით . საკანონმდებლო ინიციატივა …
Continue reading “ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი მანდატურის სამსახურში გადადის”
„მეწყერი ჩამოწვა, მოწყვეტილი ვართ გარესამყაროს“ – სოფელ კოკოტაურში მცხოვრები ქალი
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში მეწყერი ჩამოწვა და სოფლის ცენტრალური გზა მთლიანად ჩაკეტა. როგორც „ბათუმელებს“ სოფელში მცხოვრები ინოლა შაინიძე ეუბნება, ის გზა, რაც გასულ წელს მეწყრის შემდეგ გააკეთეს, მთლიანად დაფარა მიწის მასამ. „სამწუხაროდ, გაჩენილია ახალი ნაპრალები“, – გვითხრა მან. ამავე სოფელში ვესაუბრეთ ზურა ზოიძესაც, რომლის სახლიც გაზაფხულზე ჩამოწოლილმა მეწყერმა მთლიანად დაანგრია. „გაზაფხულზე ჩემი სახლი მიწასთან გაასწორა …
Continue reading “„მეწყერი ჩამოწვა, მოწყვეტილი ვართ გარესამყაროს“ – სოფელ კოკოტაურში მცხოვრები ქალი”
„თუ ხურჯინში ჩაეტევა, ბურთიც წამომიღე“ – ბათუმში ასამდე ღარიბი ბავშვი ელოდება საჩუქარს
ბათუმში 94 მზრუნველობამოკლებული ბავშვი საახალწლო საჩუქრებს ელოდება. ბავშვები დღის ცენტრის, „იალქნის“ ბენეფიციარები არიან. ცენტრმა მოგვაწოდა ბავშვების წერილები, სადაც ისინი თავიანთი ოცნებების ასრულებას ელოდებიან. ბავშვების ნაწილისთვის საჩუქრები შეგროვდა, თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც, შესაძლოა, საჩუქრის გარეშე დარჩნენ. ფონდი „იალქანი“ საზოგადოებას სთხოვს, გულთან მიიტანონ მზრუნველობამოკლებული ბავშვების საახალწლო ოცნებები და მათ საჩუქრების შეძენაში დავეხმაროთ. „ბათუმელები“ გაგაცნობთ ბავშვების საახალწლო სურვილები. …
დაიღუპა ძაღლი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს
დაიღუპა ძაღლი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი ავრცელებს. ძაღლი მოქალაქეებმა 24 დეკემბერს იპოვეს ბაღდათში, რომელსაც, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის ქალა ჰქონდა დაზიანებული. ოპერაციის შემდეგ ექიმებმა ძაღლს თავის ტვინიდან ჰემატომა ამოუღეს, თუმცა ამბობდნენ, რომ თავის ქალის ძვლები დალეწილი იყო და ტვინი დეკომპრესირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე …
Continue reading “დაიღუპა ძაღლი, რომელსაც ოპერაცია გაუკეთეს”
10 დღეა ქმარი დავასაფლავე და ქუჩა-ქუჩა ვარ ახეტებული, წასასვლელი არსად მაქვს – 65 წლის ქალი
65 წლის შუშანა დეკანაძეს წასასვლელი არსად აქვს. ათი დღეა, რაც მეუღლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაეცვალა და სრულიად მარტოდ დარჩა. შუშანა და მისი მეუღლე ოცი წელია ნაქირავებში ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ქირის გადახდა უჭირდათ. „ხან სად ვიყავით და ხან სად“, – ამბობს შუშანა. მარტოხელა და უსახლკარო ქალს არც სამუშაო აქვს, არც სოციალური შემწეობა და არც თავშესაფარი. …
„რიკოთზე მიწა ჩამოიშალა. მთელი ოჯახი მანქანაში ვიყავით, საშინელი შეგრძნება იყო“ – მგზავრი
„რიკოთზე ვართ და ქვემოდან ვხედავდით, როგორ წამოვიდა მიწის ნაწილი. არ იყო დიდი მასა და ჯებირი არ გადმოულახია, თუმცა მაინც საშინელი სანახავია, როცა მთელი ოჯახი მანქანაში ხარ და ბავშვიც გიზის. ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე“- ამბობს „ბათუმელებთან“ ქეთი ლაბაძე. ქეთის თქმით, რიკოთზე თოვლია, ცუდი ამინდია და ხილვადობაც შემცირებულია. „დიდი საცობები არ არის, სადღაც შვიდი წუთი მოგვიწია დგომა, …
გამოვიგონეთ რობოტი და ჭკვიანი ტანსაცმელი – ქართველი მოზარდები NASA-ში გაემგზავრებიან
გუნდ TerraTech-ის წევრები – დავით რუსია, საბა ხაბურზანია, თამარ გამგებელი, გიგი გამსახურდია და ლუკა კუკავა 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის მთავარი გამარჯვებულები არიან. გუნდმა მაღალტექნოლოგიური ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი შექმნა, რომელიც მაღაროელებს უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაში დაეხმარება. გამარჯვებული გუნდი აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, ტეხასში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება და იქ დაგეგმილ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას. …
მეგი გოგიტიძე ქობულეთელია და ამიტომ ვამღერებთ – ქობულეთის მერია
საახალწლო კონცერტებისთვის ქობულეთის მერიას ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. კონცერტებში როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორისაა მომღერალი მეგი გოგიტიძეც, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, მაინც მართავს მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში კონცერტებს. მეგი გოგიტიძეს რუსეთში კონცერტების გამართვაზე არც მაშინ უთქვამს უარი, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. გოგიტიძის რუსული …
Continue reading “მეგი გოგიტიძე ქობულეთელია და ამიტომ ვამღერებთ – ქობულეთის მერია”
ბავშვებზე პიროტექნიკის მიყიდვა 100-200 ლარით დაჯარიმდება – აკრძალვა, რომელიც არ მუშაობს
საახალწლო დღეების მოახლოებასთან ერთად, იზრდება პიროტექნიკის გაყიდვის რაოდენობაც. 2023 წელს, მარტო იანვრის თვეში, პიროტექნიკით დაშავდა 87 ადამიანი, მათ შორის 19 არასრულწლოვანი. კანონის მიხედვით, პიროტექნიკის მიყიდვა არასრულწლოვნებზე აკრძალულია და იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით. თუმცა ფაქტია, რომ კანონი ვერ სრულდება, რადგან პიროტექნიკას ქუჩებში ყველაზე ხშირად სწორედ არასრულწლოვნები აფეთქებენ. ბათუმის მერიამ …
წუხელ ბათუმში შუახნის კაცი მოკლეს
გუშინ, 21 დეკემბერს, გვიან ღამით, ბათუმში შუახნის კაცი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობა „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მოკლული საქართველოს მოქალაქეა. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა ვინმე ბრალდებული ამ საქმეში. შსს-ს თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„ახალი სკოლის მოდელი“ სამინისტროსგან არ ყოფილა სათანადოდ მხარდაჭერილი – რას ამბობს კვლევა
გამოქვეყნდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასება. კვლევა განათლების სამინისტროს დაკვეთით, „საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა“ ჩაატარა. კვლევაში შეფასებულია მესამე თაობის ესგ-ს და ახალი სკოლის მოდელის სკოლებში დანერგვის პროცესი. კვლევის მიხედვით, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის და ახალი სკოლის მოდელის შემქმნელთა მოსაზრებით, რეფორმის განხორციელების გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებას წარმოადგენდა ამ რეფორმის ლეგიტიმაციის ნაკლებობა. ეს გულისხმობს იმას, …
40 წელია ირანში არ ვყოფილვარ, არც მე მინდა რეჟიმი და არც მას ვუნდივარ – მოჰამადის ცხოვრება ბათუმში
„ასეთი ირანული ანდაზაა, კაცს ეკითხებიან, სადაური ხარო, კაცი ამბობს, ჯერ ცოლი არ მომიყვანია და არ ვიცი სადაური ვარო“ – ამ ანდაზით იწყებს საუბარს მოჰამად რიგი „ბათუმელებთან“, წარმოშობით ირანელი იურისტი, რომელიც 30-ზე მეტი წელია საქართველოში ქართველ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, რიგი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ამბობს, რომ თავისუფლებადაკარგულ ირანთან ნათესაობას ვეღარ …
ზამთრის არდადეგები სკოლებში 30 დეკემბრიდან იწყება
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 30 დეკემბერს დასრულდება. უწყების ინფორმაციით, სკოლებში ახალი სასწავლო წელი 2024 წლის 15 იანვარს განახლდება. წელს საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობდა. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს სამინისტრომ ავტორიზაცია ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 332 სკოლას მიანიჭა. აჭარაში, როგორც განათლების სამინისტროში გვითხრეს, ავტორიზაცია 22-მა საჯარო სკოლამ გაიარა. მთლიანობაში, საქართველოში …
Continue reading “ზამთრის არდადეგები სკოლებში 30 დეკემბრიდან იწყება”
ზოოკუთხის ადგილას არავითარი კორპუსები არ აშენდება – ბათუმის მერი
დღეს, 19 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა, ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს, ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებული ზოოკუთხის შესახებაც დაუსვეს კითხვები. ბათუმის მერის თქმით, ზოოკუთხის ადგილას არ იგეგმება კორპუსების აშენება და გამოთავისუფლებული ტერიტორია პარკის განვითარებას მოხმარდება. „ზოოპარკის გადატანისთვის გამოთავისუფლებულია შესაბამისი ადგილი და უახლოეს პერიოდში ჩვენ დავიწყებთ პროექტზე მუშაობას, თუ როგორი სახით, რა …
Continue reading “ზოოკუთხის ადგილას არავითარი კორპუსები არ აშენდება – ბათუმის მერი”
9 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც ხალხს ბათუმში ბინებს ჰპირდებოდა იაფად – თაღლითობა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, აწვდიდა ყალბ ინფორმაციას თავისი ოჯახის წევრების მიერ თითქოსდა წარმოებული სამშენებლო საქმიანობის შესახებ და ჰპირდებოდა თბილისსა და ბათუმში მშენებარე საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული …
Continue reading “9 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც ხალხს ბათუმში ბინებს ჰპირდებოდა იაფად – თაღლითობა”
„ბოდიში“ – ბათუმის მერი თავის მოხსენებაში რუსეთის რუკის გამოყენებაზე
დღეს, 19 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენამდე ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატურის სტატუსის მინიჭება მიულოცა. სწორედ ამ დროს სლაიდზე გამოჩნდა რუსეთის რუკა ევროკავშირის დროშის ფერებში. მოგვიანებით არჩილ ჩიქოვანმა ბოდიში მოიხადა ფაქტის გამო და შეცდომა ტექნიკურ გუნდს დაუკავშირა. „ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო, რაც ყველა ჩვენგანმა დავინახეთ ვიზუალიზაციის ნაწილში, თუმცაღა, რა …
Continue reading “„ბოდიში“ – ბათუმის მერი თავის მოხსენებაში რუსეთის რუკის გამოყენებაზე”