„ხალხი ემზადება დეკანოზის დასაცავად“ – სხალთელი ეპისკოპოსის ახალი სკანდალი

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა 9 სექტემბერს გამოაქვეყნა ბრძანება, სადაც წერია, რომ დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს აუკრძალა მღვდელმსახურება. მთავარეპისკოპოს სპირიდონის განცხადებით, დეკანოზმა მასთან შეთანხმების გარეშე ააშენა საკულტო ნაგებობა. „ტაძრის უხეში კანონიკური დარღვევით აშენება“, – წერია ბრძანებაში. ამავე ბრძანებაში ნათქვამია, რომ დეკანოზს იმ შემთხვევაში აღუდგება მღვდელმსახურების უფლება, თუკი ის შეინანებს. სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონს იმავე დღეს გამოეხმაურა ბიზნესმენი ლევან მჟავანაძე …

სტუდენტების სტიპენდია გაორმაგდება – მთავრობა

დღეს 11 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სტუდენტების სტიპენდიები გაიზრდება. „დღეიდან ყოველ სასწავლო წელს 2 500-ის ნაცვლად 5 000 წარმატებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ნიჭიერი სტუდენტი მიიღებს, 150 ლარის მაგივრად 300 ლარიან სტიპენდიას“- თქვა ღარიბაშვილმა. მან ამავე სხდომაზე ახსენა წინა ხელისუფლება და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, „მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი“, შვილებს ბიუჯეტიდან …

მესამე ცხედარიც ვიპოვეთ – შსს გურიაში მეწყერში დაღუპულებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 8 სექტემბერს, მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ორი მოზარდის. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. „გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით …

„გადავრჩით“ – ქობულეთის სოფელ კონდიდში მეწყერი სახლში შევარდა

ქობულეთში, სოფელ კონდიდში, მეწყერი ჩამოწვა და ერთი სახლი დააზიანა. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, გურამ გოგიტიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, დამეწყრილ სახლში სამი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ისინი წუხელ გამოიყვანეს მეწყერსაშიში ზონიდან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „სახლს მიადგა მეწყერი და შევიდა ერთ ოთახში. ახლა ამ სოფელში ვართ და ვსწავლობთ მდგომარეობას. წუხელვე გადავიყვანეთ ამ ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილას. …

სოფელ ჯუმათში ნაპოვნია 1 ბავშვის ცხედარი – შსს

შსს-ს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი გრძელდება საძიებო სამუშაოები. ოფიციალური ინფორმაციით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. „სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში …

ქობულეთი დაიტბორა – გურიაში კი მეწყერი ჩამოწვა და 3 დაკარგულს ეძებენ

ძლიერი წვიმის შედეგად გურიის რამდენიმე სოფელი და აჭარის რეგიონის ნაწილი დაიტბორა – ამ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილი დაიტბორა. მერიის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ამოტუმბვის და გაწმენდის სამუშაოები. მერიის ინფორმაციით, ქობულეთის „სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები“. რაც შეეხება გურიას, შსს-ს …

ბათუმში 10 წლის ბავშვს მაშხალა აუფეთქდა და მძიმედ დაზიანდა

ბათუმში 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა. დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირმა უთხრა, ბავშვმა გადაგდებული მაშხალა იპოვა და ანთების დროს აუფეთქდა ხელში. აფეთქების შედეგად ბავშვმა მძიმე დაზიანებები მიიღო სახის არეში, ერთი თვალი დაკარგა, მოხერხდება თუ არა მეორე თვალის გადარჩენა, ჯერჯერობით უცნობია. დღეს 10 წლის ბავშვს კიდევ ერთ ოპერაციას გაუკეთებენ. დაშავებული ბავშვი თბილისშია …

კაცი შეშას მოიტანს და დაჯდება, მე რომ მოვალ ჭალიდან, სახლში ვაგრძელებ საქმეს – ქალი ხულოდან

„სოფელში ქალები სულ შრომობენ. აი, ახლაც, როცა თქვენ გესაუბრებით, ჟოლოს ბაღში ვარ და ვკრეფ. დღეში 12-15 კილოც მომიკრეფია. ამხელა ბაღს მარტო ვუვლი, ჩემი ქმარი ხანდახან თუ მომეხმარება. პრეტენზიულია ჟოლო, არ არის ადვილი მოსავლელი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 32 წლის მადონა ხმალაძე. ოჯახი 18 წლის ასაკში შექმნა და ახლა ორი შვილი ჰყავს, – 5 და 12 წლის …

20 ათასის მითვისება ქობულეთში: ბუღალტერი ყოფილ მეეზოვეებს ხელფასს უწერდა და თავად ირიცხავდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, „სანდასუფთავების“ ყოფილმა ბუღალტერმა, საბიუჯეტო თანხები მიითვისა. შემთხვევა 2023 წლის მარტში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტვ 25-მა გაავრცელა. „ბათუმელებმა“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ქობულეთის მერიას მიმართა. თანხების მითვისების ფაქტი, როგორც ქობულეთის მერიაში გვეუბნებიან, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა. „თინათინ კონცელიძე იყო ბუღალტერი და ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ის, რომ მითვისებული თანხა, დაახლოებით 20 ათასი ლარი …

გამოვლინდა 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული

დღეს, 5 სექტემბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული გამოვლინდა. ესენი არიან: ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ინა იმედაშვილი – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ნინო ნიპარიშვილი – …

მოსწავლეებს FLEX-ის პროგრამაში აპლიკაციის შეტანა სექტემბრის ბოლომდე შეუძლიათ

მომავალ ლიდერთა ამერიკულ პროგრამაზე FLEX-ი, აპლიკაციების მიღება 28 სექტემბრამდე გაგრძელდება. FLEX-ის პროგრამა სკოლის მოსწავლეებს ერთი წლით, სრული დაფინანსებით ამერიკულ სკოლაში სწავლას სთავაზობს. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებული არიან 2007 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში. მონაწილე უნდა იყოს მე-9, მე-10 ან მე-11 კლასელი და უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. მოსწავლეს ბოლო …

ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება – რესურსცენტრი

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ახალი 2023-2024 სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდება. „ცვლილების შესახებ სამინისტროდან რაიმე ინფორმაცია არ მიგვიღია, ამიტომ, კანონის მიხედვით, 15 სექტემბერს იწყება სწავლა“, – ამბობს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა დავითაძე. მისი თქმით, ამ დროისთვის სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი სკოლებში უკვე შეტანილია, ნაწილს კი შაბათ-კვირამდე მიიღებენ. რესურსცენტრის თქმით, განსაკუთრებულ სიახლეებს სკოლებში ჯერჯერობით არ ელიან. ერთადერთი ცვლილება …

„კულას“ წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსულ წარწერას ეტიკეტიდან ამოიღებენ

კომპანია „კულა“, რომელიც ხილის წვენებს ამზადებს, ეტიკეტში რუსული წარწერის გამოყენების გამო მომხმარებელმა გააკრიტიკა. მოქალაქეების თქმით, კომპანიის პროდუქციას პროტესტის ნიშნად აღარ შეიძენენ. „შეისხით თქვენი იაბლოკო, თქვე რუსებო“, „ეტყობა, ისეთი „გავნო“ ჩამოასხით, რომ მხოლოდ რუსებისთვის გემეტებათ“, „ფორთოხალ-ვაშლის ოყნების ბოიკოტი მოღალატეებს“, – ამ შინაარსის კომენტარებით აპროტესტებენ მოქალაქეები რუსული წარწერების გამოჩენას ხილის წვენების შეფუთვაზე. როდის გამოჩნდა რუსული წარწერები ხილის …

სოფელ ლეღვაში მერის წარმომადგენელმა ქალს სცემა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, მერის წარმომადგენელმა ჯაბა სტამბოლიშვილმა, მაღაზიაში გამყიდველი ქალი სცემა. ფაქტის შესახებ „ბათუმელებს“ ქობულეთის მერიაში დაუდასტურეს. „ქალის ცემის გამო იყო დაკავებული და  ამ დროისთვის გათავისუფლებულია გირაოს სანაცვლოდ. სავარაუდოდ, მერის წარმომადგენელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ამ დროისთვის ჯაბა სტამბოლიშვილი მერის წარმომადგენლის პოსტიდანაც გათავისუფლებულია“, – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში. პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა პირველ სექტემბერს მოხდა.

ჩემს სოფელში ქალები დილის 5 საათზე დგებიან და იწყებენ მუშაობას – სოფელი ხულგუმო

„ჩემს სოფელში ქალები დილის ხუთ საათზე დგებიან, ზოგჯერ 4-ზეც. ათობით ძროხას წველიან და შემდეგ, დილის შვიდ საათზე, მინდვრებში უშვებენ საბალახოდ. შინ დაბრუნების შემდეგ კი სახლის საქმეებს იწყებენ. საუზმეს ამზადებენ ოჯახისთვის, ბავშვებს – სკოლისთვის, შემდეგ კი ბაღჩა-ბოსტანში მუშაობენ მთელი დღე. ღორი, ძროხა, ქათამი – ყველაფერს ქალმა უნდა მიხედოს. ძნელია სოფელში ცხოვრება, სადაც ფიზიკური შრომის გარდა არაფერი …

2 პოლიციელი ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული, 2 კი სიცოცხლის მოსპობის მუქარაში

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისსა და აჭარაში 4 სამართალდამცავი ძალადობაშია მხილებული. „დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.გ., რომელიც 2023 წლის 8 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტში ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ბრალდება მუქარისთვის წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა …

„ეს სიყალბეა“ – რატომ შექმნა სამინისტრომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ანალოგი

საქართველოს განათლების სამინისტრომ 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოაცხადა და „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ანალოგი კონკურსი დააარსა. სამინისტროს ცნობით, „ღვაწლმოსილი პედაგოგები“ ჯილდოს სახით სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშნის გარდა 10 ათას ლარსაც მიიღებენ. რატომ დასჭირდა სამინისტროს უკვე არსებული მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ანალოგის დაწესება? – მასწავლებლების ნაწილმა სამინისტროს ინიციატივას სიყალბე უწოდა, ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ჯილდოს დაწესების მიზანი …

პროპაგანდაა. ქართველი საბავშვო ავტორები რუსულ ფესტივალში არ ვმონაწილეობთ – ცუცქირიძე

მწერლების თქმით, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველი საბავშვო ავტორები მონაწილეობას მიიღებენ 30 აგვისტოს დაგეგმილ ფორუმზე მოსკოვში, რომელიც პირველი სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. „ბათუმელები“ ერთ-ერთ საბავშვო მწერალსა და ილუსტრატორს, ლელა ცუცქირიძეს ესაუბრა ამ საკითხზე. მისი თქმით, ქართველი საბავშვო ავტორებისთვის დღეს, ოკუპაციისა და უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, კატეგორიულად მიუღებელია რუსულ ღონისძიებებში რაიმე ფორმით საქართველოს მონაწილეობა ან …

ზღვარი მათემატიკაში 15.75 %-მა ვერ გადალახა – ეროვნული გამოცდების შედეგები

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა. ანალიზის მიხედვით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური – 60 ქულა 74-მა, 48 ქულა კი  მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო. 39 074 აბიტურიენტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 3.44 %-მა, ანუ 1344 აბიტურიენტმა. ცენტრის განმარტებით, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად მიიჩნევა, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15 -ზე. …

მთელი ღამე მთავრობის გვერდზე ვწერდით კომენტარებს, ისინი შლიდნენ – პედაგოგი ხელფასის მატებაზე

„სამთავრობო გვერდზე დავიწყეთ კამპანია ჰეშთეგით #ღირსეულიპენსიაპედაგოგებს და დაწერიდან ზუსტად 5 წუთში დაიწყეს კომენტარების წაშლა. მთელი ღამე, სადღაც 12 საათამდე, ვისხედით და ვწერდით კომენტარებს, ისინი კი შლიდნენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ ცანავამ. ის ინგლისური ენის პედაგოგია. გუშინ ათეულობით მასწავლებლებმა საქართველოს მთავრობის ფეისბუქის გვერდზე კომენტარი დაწერა ჰეშთეგით – „ღირსეულიპენსიამასწავლებლებს“, თუმცა პედაგოგების კომენტარები მთავრობის გვერდიდან მალევე წაშალეს. მასწავლებლები …

გამოცდების შედეგები 4 292-მა აბიტურიენტმა გაასაჩივრა

დღეს, 29 აგვისტოს, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ცენტრის ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების შედეგები მთლიანობაში 4 292-მა პირმა გაასაჩივრა. ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი – ფრანგული ენის გამოცდის შედეგი. გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით: ქართული ენა და ლიტერატურა – 1588; …

რატომ გადავწყვიტე სტუდენტობა 29 წლის ასაკში – 3 შვილის დედა ხულოდან

„ხშირად ქალები ჩრდილში ვდგავართ და ველოდებით, როდის დაგვანათებს მზე. მაგრამ მზე თავისით არ დაგვანათებს, თუ ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯებს საკუთარი თავის რეალიზაციისთვის და თავად არ გამოვალთ ამ ჩრდილიდან“, – ამბობს 29 წლის ლელა ვანაძე „ბათუმელებთან“. ლელა ვანაძე ხულოში ცხოვრობს. ის მეცხრე კლასში იყო, როცა სკოლა მიატოვა. რაღაც დროის შემდეგ ორი წელი სასულიერო სასწავლებელში ისწავლა, 18 …

ხულოელ სტუდენტს აჭარის მთავრობამ ევროპაში სწავლა არ დაუფინანსა – მინდა ვიმუშაო ისლამზე

ხულოში მცხოვრები მუსლიმი აქტივისტი ქალი და „სოლიდარობის თემის“ წევრი ლია დეკანაძე სწავლას ევროპაში, კერძოდ ესპანეთსა და ნიდერლანდებში გააგრძელებს. მან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა. შემოდგომა-ზამთრის სემესტრს ლია ნიდერლანდებში, გრონინგენის უნივერსიტეტში ისწავლის, გაზაფხულის სემესტრს კი ესპანეთში, კორდოვას უნივერსიტეტში გაატარებს. ლია დეკანაძე, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ სამაგისტრო საფეხურზე თეოლოგიის მიმართულებით აპირებს სწავლას და კვლევების გაკეთებას. „უკვე …

ზღვაში საკანალიზაციო სისტემა არ დაზიანებულა – „ბათუმის წყალი“

ბათუმის ზღვაში, საცხოვრებელი კომპლექსის „მაგნოლიის“ მოპირდაპირედ, ზღვაში წყლის ჭავლი ამოდის. ვიდეო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა გუშინ განათავსა. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ზღვაში საკანალიზაციო მილი გასკდა, რაც იწვევს ზღვის წყლის დაბინძურებას. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ბათუმელები“ კომპანია „ბათუმის წყალს“ დაუკავშირდა. კომპანიის განცხადებით, ზღვაში საკანალიზაციო სისტემა არ დაზიანებულა. „ამ დროისთვის არანაირ დაზიანებას ადგილი არ აქვს. შერიფ ხიმშიაშვილის 6 ნომერში …

დღეიდან მოსალოდენლია ძლიერი წვიმა, სეტყვა, წყალმოვარდნა – გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ამინდი მკვეთრად შეიცვლება. „25-26 აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში  მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი ელვა-ჭექა, სეტყვა და ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმამ საქართველოს მდინარეებზე  შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება …

ამერიკელი მოხალისე მასწავლებლები საქართველოში ისევ ჩამოვლენ

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელი მოხალისე მასწავლებლები საქართველოში ისევ ჩამოვლენ. განათლების სამინისტროსა და „მშვიდობის კორპუსის“ (Peace Corps) შეთანხმების თანახმად, ამერიკელი ინგლისური ენის მასწავლებლები საქართველოს რეგიონების სკოლებში იმუშავებენ. ისინი მოსწავლეებსა და ინგლისური ენის ადგილობრივ პედაგოგებს დაეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესის გაძლიერებაში. ასევე ხელს შეუწყობენ პროფესიული კოლეჯებისა და რესურსცენტრების თანამშრომლებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და …

სკოლა-ქოხი სოფელ ფარავანში – რას ჰყვება ქართულის მასწავლებელი

„სოფელი, სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ, ყოველთვის შავ-თეთრი იყო. თუმცა სიცოცხლე მაინც იგრძნობოდა. არც ახლა აქვს ფერები ჩემს სოფელს, თითქოს იმედი ქრება, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ ცხოვრებას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ქართული ენის მასწავლებელი მანუშაკ მკრტიჩიანი. ის ნინოწმინდაში, სოფელ ფარავანში ცხოვრობს და ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის. ამბობს, რომ ქართული ენით ბავშვობიდან დაინტერესდა, თუმცა სოფელში არ ჰყავდა მასწავლებელი, ვინც …

აშშ-ის სავაჭრო პალატა საქართველოში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სტიპენდიას სთავაზობს

„ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში“ (AmCham) სოციალურად დაუცველ 30-მდე სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის საფასურსა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებს ოთხი წლის განმავლობაში. 2250 ლარი წელიწადში სწავლის საფასურისთვის, ხოლო – 2 100 ლარი საცხოვრებლის ხარჯებისთვის. ორგანიზაციის განცხადებით, პროგრამა წელს პირველად ხორციელდება და სტიპენდია იმ სტუდენტებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს მიიღებენ. „ჩვენი სტიპენდია უზრუნველყოფს უნივერსიტეტში სწავლის …

იგეგმება დიდაჭარის კაშხლიდან წყლის გაშვება, აჭარისწყლის დონე 15-20 სმ-ით მოიმატებს

დღეს, 22 აგვისტოს, დაგეგმილია დიდაჭარის კაშხლის წყალსაცავიდან წყლის ტექნიკური გაშვება, რის გამოც მდინარე აჭარისწყალში წყლის დონემ შესაძლოა 15-20 სმ-ით მოიმატოს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ ადასტურებენ. იმისათვის, რომ მდინარეში წყლის დონის მატებამ საფრთხე არ შეუქმნას მდინარის კალაპოტთან ახლოს მყოფ პირებს – მოცურავეებს, ტურისტებს, მეთევზეებს ან პირუტყვს, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება. „მსგავს ტექნიკურ სამუშაოებს კომპანია წელიწადში …

ოქროს სამკაულები და კოლხური კერამიკული შედევრი – ახალი აღმოჩენები ფიჭვნარის სამაროვნებზე

ფიჭვნარის ბერძნულ და კოლხურ სამაროვნებზე ელინისტური ეპოქის არტეფაქტები აღმოაჩინეს. აღმოჩენებს შორისაა ოქროსა და ბრინჯაოს სამკაულები, მინისა და მინისებური პასტის მძივები და მძივსაკიდები. ასევე, თიხის ჭურჭელი და სააღაპო მოედნები [მიცვალებულის მოსახსენებელი პურისჭამა]. როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი, ამირან კახიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, წელს მე-60 გათხრა მიმდინარეობდა ფიჭვნარის სამაროვნებზე. „ჩვენს ერამდე ძვ.წ-აღ-ის მეხუთე საუკუნის ბერძნული ნეკროპოლის ტერიტორიაზე შევისწავლეთ ადრეული სამარხები, …

24 აგვისტოს ბათუმში, ევროპის მოედანზე, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. უკვე მეორე წელია უკრაინა ომის პირობებში აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 24 აგვისტოს, 17:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე,  ბათუმში მცხოვრები უკრაინელები ღონისძიებას გამართავენ. იქნება კონცერტი, გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხით უკრაინელი მებრძოლებისთვის პირველად სამედიცინო ინვენტარსა და მედიკამენტებს შეიძენენ. „ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით გამოსვლის საშუალებაც მიეცემათ, მათ შორის, უკრაინაში მებრძოლ …

ბათუმში ავტობუსის მძღოლს იარაღით დაემუქრნენ – დაიწყო გამოძიება

დღეს, 21 აგვისტოს, ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსის მძღოლსა და მგზავრს შორის ინცინდენტი მოხდა. ფაქტს ადასტურებს შს სამინისტროც. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მგზავრი ნასვამი იყო და მძღოლს ემუქრებოდა. მას თან ჰქონდა სასიგნალო პისტოლეტი. შსს-ს ინფორმაციით, მგზავრი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 151-ე, მუქარის მუხლით. ____________ ფოტოზე: კადრი ლია მგელაძის ვოდეოდან

როგორ ყიდულობენ რუსები სოფლებში მიწებს – რეესტრი „ბათუმელებს“ 12 000 ლარს სთხოვს ინფორმაციაში

უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა საქართველოში კანონით აკრძალულია, თუმცა უცხოელები სოფლებში მიწის ნაკვეთებს მაინც ყიდულობენ. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, აჭარის სოფლებში, კონკრეტულად კი ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მიწას ბოლო პერიოდში აქტიურად ყიდულობენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეები. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტები მხოლოდ აჭარის რამდენიმე სოფელს ეხება. სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოს …

შოვში მეწყერს რუსეთის მოქალაქე ემსხვერპლა – მედია

შოვში განვითარებული მეწყერის დროს, რუსეთის მოქალაქე, ქსენია ტრიჩევა  დაიღუპა, რომელიც პერმიდან იყო. მისი ცხედარი პროზექტურაში ერთ-ერთმა მეგობარმა ამოიცნო. ინფორმაციას ერთ-ერთ რუსულ სააგენტოზე დაყრდნობით „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 5 აგვისტოს ოფიციალური მონაცემებით, შოვში განვითარებული მეწყერის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. აქედან 5 ადამიანის ცხედარი დღეს,  5 აგვისტოს იპოვეს მაშველებმა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედრები ნანახია ერთი და …

ჩემი და კონტაქტზე არ გამოსულა, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება – სამირა ისაევას ძმა

შოვში, მეწყერის განვითარების დღეს, 18 წლის სამირა ისაევაც იმყოფებოდა სამ მეზობელთან ერთად. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამირა კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. „ბათუმელები“ სამირას ოჯახის წევრებს, მის ძმას და ბიძაშვილს ესაუბრა, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. „არ არის ეს ინფორმაცია სწორი, თითქოს სამირა თავის მასწავლებელს დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. კავშირის საშუალება რომ ჰქონოდა, …

„ნუ მაიმედებთ, მიხედეთ საქმეს, რომ დახოცილები მაინც ამოიყვანოთ“ – მარიტა გუტაშვილი

შოვში მცხოვრები მარიტა გუტაშვილი, რომელიც მეწყრის შემდეგ მისი ოჯახის ცხრა წევრს ამ დრომდე ეძებს, „მთის ამბების“ პირდაპირ ჩართვაში ამბობს, რომ შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის აშორება, ყოველწლიურად მთის და მდინარეების მდგომარეობაზე დაკვირვება და შესწავლა რომ ხდებოდეს და დამონტაჟებული იყოს წინასწარი შეტყობინების სისტემები. მისი თქმით, 2020 წელს, შოვში, იმავე ადგილზე და დაახლოებით იგივე დროს ჩამოწვა მეწყერი, თუმცა …

Exit mobile version