„ეს აღარაა საჯარო, ეს სამთავრობო სკოლაა“ – სად გააქრო სამინისტრომ დირექტორობის კანდიდატები

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, საჯარო სკოლებში ერთკანდიდატიანი „არჩევნები“ იმიტომ ტარდება, რომ თავად კანდიდატებმა გააკეთეს თითო სკოლაზე განაცხადი. თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ კანდიდატების საკმაოდ დიდ ნაწილს რამდენიმე სკოლაზე აქვს განაცხადი გაკეთებული, თუმცა სამინისტრომ მათი კანდიდატურები მითითებული სკოლებიდან არც ერთ სკოლაში არ წარადგინა. ასეთია, მაგალითად, გიორგი ჭაუჭიძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი და ასევე, დირექტორობის …

სექსუალური შევიწროება – სკოლამ მოსწავლეს არ გადასცა დისციპლინური წარმოების მასალები

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR წერს, რომ პერსონალური დაცვის ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო სკოლა, რომელმაც მოსწავლეს არ გადასცა მის მიმართ სექსუალური შევიწროების დისციპლინური წარმოების მასალები. „ლიკა [სახელი შეცვლილია] ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა. იგი 2021-2023 წლებში მასწავლებლის მხრიდან იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. შევიწროება გამოიხატებოდა შემდეგ ქმედებებში: გაკვეთილების დროს მხრებზე უკეთებდა მასაჟებს; სკოლის საერთო სივრცეში თითქმის …

„ჩემს კლასში დაფას ისევე წმენდს ბიჭი, როგორც გოგო“ – როგორია ნინო ფსუტურის გაკვეთილები

„ჩემ დროს გვეუბნებოდნენ – დაფა გაწმინდოს გოგონამ“ ან „გაკვეთილების შემდეგ დარჩნენ გოგონები და დაალაგონ საკლასო ოთახი. თითქოს ძალიან ელემენტარულია ხომ, მაგრამ ასეთი რამ ჩვენს საკლასო ოთახში არ ხდება. დაფას ისევე წმენდს ბიჭი, როგორც გოგო, ისევე ალაგებს ბიჭი საკლასო ოთახს, როგორც გოგო. დადგმულ აქტივობებს ყოველთვის სჯობს ბავშვებს თანასწორობა რეალურ ცხოვრებაში ვასწავლოთ“ – ამბობს ნინო ფსუტური, გორის …

რას ამბობს განათლების მინისტრი სკოლებში ერთკანდიდატიან „არჩევნებზე“

დღეს, 9 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სკოლის დირექტორების დანიშვნებზე კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტების კითხვაზე, ინიშნებიან თუ არა დირექტორები პოლიტიკური ნიშნით, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ საჯარო სკოლებში დირექტორების წარდგენა ღიად მიმდინარეობს და ამ პროცესში პოლიტიკური ზეწოლა უარყო. „კომისიაში არიან როგორც სამინისტროს, ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები და არავის, არც ერთ კონკურსანტს, არც ერთ ორგანიზაციას არ …

სკოლაში შესვლას შეძლებენ ბავშვები, რომლებიც 6 წლის გახდებიან 1-ელ დეკემბრამდე – მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, მომავალ, 2024 წელს, სკოლაში შესვლა შეეძლება ყველა ბავშვს, ვისაც 6 წელი შეუსრულდება პირველ დეკემბრამდე. ხოლო 2025-2026 სასწავლო წლებში პირველ კლასში შევლენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს, 9 ოქტომბერს, განაცხადა ბრიფინგზე. „ეს გადაწყვეტილება არის ნებაყოფლობითი და თუ მშობელი ან მეურვე მიიჩნევს, …

„ეს არ იქნება არჩევნები, ეს იქნება დანიშვნა“ – დირექტორების წერილი განათლების მინიტრს

საჯარო სკოლების ერთკანდიდატიან „არჩევნებს“ დირექტორების ნაწილი აპროტესტებს. რამდენიმე მათგანმა სერტიფიცირებული დირექტორების საინიციატივო ჯგუფის სახელით განათლების მინისტრს წერილობით მიმართა, სადაც ისინი დისკრიმინაციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ყველა სერტიფიცირებულ კანდიდატს არ ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მათი თქმით, პრობლემაა ის, რომ სკოლებს არც არაფერი აქვთ ასარჩევი, რადგან ისედაც თითო კანდიდატია სკოლებში წარდგენილი და ამის ფონზე, სამინისტრო ცალკეულ კადრებს …

„ბავშვი ვერ იქნება ცოლი“ – რამდენი დამნაშავე ჰყავს 14 წლის გოგოს მკვლელობას

28 წლის კაცმა 14 წლის ბავშვი გაიტაცა, შემდეგ კი მოკლა. შემთხვევა გუშინ, 6 ოქტომბერს მოხდა საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში. როგორც ითქვა, ბრალდებული 14 წლის ბავშვს აიძულებდა მისი ცოლი გამხდარიყო. კანონის შესაბამისად, 14 წლის ბავშვი ვერ იქნება მეუღლე, ცოლი, შესაბამისად, ბავშვის ჯერ გატაცებას და შემდეგ მკვლელობას დამნაშავე მხარეები ჰყავს. ვის უნდა დაეცვა არასრულწლოვანი და რატომ არ იმოქმედა …

შეშფოთებული ვართ უდანაშაულო ადამიანების დაკარგვით – ზურაბიშვილი ისრაელის მოვლენებზე

ისრაელზე ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“  შეტევის ფაქტს, საქართელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ში (ყოფილი twitter-ი) გამოეხმაურა. „ღრმად შეშფოთებული ვართ ისრაელში ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტებში. ტერორს და არაადამიანობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში“-წერს სალომე ზურაბიშვილი. დღეს, 7 ოქტომბერს, შეიარაღებულმა პირებმა სარაკეტო თავდასხმების პარალელურად ისრაელის საზღვარი …

ნიკა მელია თანამოაზრეებთან შეხვედრას მართავს

დღეს 7 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია თანამოაზრეებს ხვდება. შეხვედრა თბილისში, სასტუმრო ბილტომრში მიმდინარეობს. შეხვედრას ასობით ადამიანი ესწრება. როგორც თავად ნიკა მელიამ შეხვედრის დაწყებამდე განმარტა, ძირითადად თბილისის წარმომადგენლობა შეიკრიბა, რეგიონებიდან კი 150 თანამოაზრე იმყოფებოდა. „დღეს აქ ჩვენ შევიკრიბეთ თანამებრძოლები, თანამოაზრეები, მეგობრები, რომლებსაც არა უბრალოდ გვინდა უკეთესი ქართული სახელმწიფო, უკეთესი მომავალი, არამედ გვჯერა …

„ღვინის დღეები“ ბათუმში – კოლონადებთან ნანი ბრეგვაძე იმღერებს

დღეს, 7 ოქტომბერს, ბათუმში ღვინის ფესტივალი  იმართება „ღვინის დღეების“ ფარგლებში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ფესტივალი ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. გაიმართება ღვინის გამოფენა-გაყიდვა და შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაციაც. კვების სივრცეში მზარეული მოამზადებენ ტრადიციულ კერძებს. მომზადდება ფელამუში და ჩურჩხელა, საბავშვო სივრცეში კი ბავშვებს შეეძლებათ ძერწვა, თიხის მოხატვა. საღამოს 19:00-21:00 საათზე, კოლონადების მიმდებარედ დაგეგმილია კონცერტი, …

„დირექტორი ვიყავი და არა ოცნების აგიტატორი“ – არჩევნები 1 კანდიდატით და პროტესტი სკოლებში

განათლების სამინისტრომ იმ საჯარო სკოლების სია გამოაქვეყნა, სადაც ახალ დირექტორებს წარადგენენ. საქართველოს რამდენიმე სკოლაში უკვე გააპროტესტეს ერთკანდიდატიანი არჩევნები და აქციებიც გამართეს. „ბათუმელები“ იმ სკოლების დირექტორებს ესაუბრა, სადაც ბავშვები და მასწავლებლები მოქმედ დირექტორებს უჭერენ მხარს და უარს ამბობენ ერთკანდიდატიან არჩევნებში მონაწილეობაზე. მაგალითად, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა მხარს უჭერს მოქმედ დირექტორს და აქციას აანონსებს მის მხარდასაჭერად. სკოლას …

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ნინო ფსუტური გახდა

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეზე, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი გამოვლინდა. წლის მასწავლებლად ნინო ფსუტური დასახელდა, რომელიც გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელია. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 15 ათასი ლარით დაჯილდოვდება. მას ასევე შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსშიც. ფულადი პრიზი – 5-5 ათასი ლარი გადაეცემათ ხუთეულში მოხვედრილ პედაგოგებსაც. ხოლო …

ბავშვი 15 დღეა სკოლაში არ წასულა, არც არავის მოუკითხია – მოსწავლის დედა

ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელი მოსწავლე 15 დღეა სასწავლო პროცესს არ ესწრება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, „ბათუმელები“ არ ასახელებს არც ერთი რესპონდენტის ვინაობას. მოზარდის დედა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი შვილი კლასში მიზანმიმართულად ჩატოვეს, „ბავშვი ამ ფაქტს განიცდის, ტირის და ამბობს, რომ იმავე კლასში არ დაჯდება. გვითხრეს, რომ დამატებით გამოცდას დაუნიშნავდნენ, მაგრამ არავინ გვეხმიანება“, – გვეუბნება …

აქტივისტ სამირა ბაირამოვას კარზე რუსეთის დროშა და შავი ჯვარი მიუხატეს

სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას სახლის კარზე სტიკერი – „შინ ევროპისკენ“ გადაღებეს და კარზე შავი საღებავით – ჯვარი, კართან კი რუსეთის დროშა მიახატეს. შემთხვევა დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში მოხდა. სამირა ბაირამოვა ამ ფაქტს მასზე ზეწოლად აფასებს. „ბათუმელებთან“ სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ ჯერჯერობით პოლიციისთვის არ მიუმართავს. ეს მეორე შემთხვევაა, როცა უცნობი პირები სამირას საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ. „პირველი …

ბსუ-ს სტატუსის აღდგენაზე 1000 სტუდენტიდან მხოლოდ 108-მ მიმართა

1000 სტატუსშეჩერებული სტუდენტიდან, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტატუსის აღდგენაზე ჯერჯერობით მხოლოდ 108 სტუდენტმა მიმართა. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, არც ჰქონდათ იმის მოლოდინი, რომ სტატუსის აღდგენას ყველა სტუდენტი მოინდომებდა. რაზე შეთანხმდა ბსუ სახელმწიფოსთან? – ამ თემაზე უნივერსიტეტის კანცლერს, მერაბ დიასამიძეს ვესაუბრეთ. ბატონო მერაბ, როგორც ვიცით, მთავრობამ უმაღლეს სასწავლებლებს დაგავალათ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განულება. რაზე …

სუსის კადრებში არ არის დანაშაულის მტკიცებულება – საია „რევოლუციისთვის მზადებაზე“

„გავრცელებულ კადრებში არ ჩანს იმ დანაშაულის მტკიცებულება, რასაც სუსი იძიებს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნონა ქურდოვანიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. კადრები, რომლებიც სავარაუდოდ ერთ-ერთ ტრენინგზეა გადაღებული, სუსმა გუშინ, 2 ოქტომბერს, გაავრცელა. რა ჩანს სუსის მიერ გავრცელებულ კადრებში და რა მიზანი აქვს რეალურად ხელისუფლებას? ქალბატონო ნონა, სუსი აცხადებს, რომ ორგანიზაცია „კანვას საქართველო“ ახალგაზრდებს რევოლუციური სცენარისთვის ამზადებს. …

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთი დაიტბორა

დღეს, 3 ოქტომბერს, ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთი ისევ დაიტბორა. როგორც მოქალაქეები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობენ, ამ დროისთვის ქალაქში გადაადგილება შეფერხებულია. „მე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფები და ვერ გავდივარ გარეთ. ცოტა ხნის წინ იკლებდა წყლის დონე, თუმცა ახლა ისევ გაძლიერდა წვიმა და ალბათ კიდევ აიწევს წყალი“, – ამბობს ანჟელა ხაჯიშვილი. როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ისევ …

ბათუმში 12-ზე მეტ ქუჩაზე წყალი შეწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 3 ოქტომბერს, 20:00 საათამდე შესაძლოა წყლის მიწოდება შეეზღუდოთ გარკვეულ უბნებს ბათუმში. კომპანიის განცხადებით, უხვი ნალექის შედეგად სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო წყლის მიწოდება შეეზღუდებათ განთიადში, ფრიდონ ხალვაშის გამზირსა და ჩიხებში მცხოვრებებს. ასევე, ბენზეში, ბარცხანაში, ჩაისუბანსა და ორთაბათუმში, გოროდოკში, აღმაშენებელზე, ანგისასა და ჰელიმიშზე, მახინჯაურსა და აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებ აბონენტებს.

რას ჰყვება მწერალი ტრენინგზე, რომელიც სუსმა სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა

„თუ სახელმწიფოს შეუძლია იკადროს და 30 ადამიანს, 30 ხელოვანს დააბრალოს რევოლუციის, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, ესე იგი, მათ ყველაფრის კადრება შეუძლიათ“, – ამბობს მწერალი, რეჟისორი ივა ფეზუაშვილი „ბათუმელებთან“. „ბათუმელები“ ივა ფეზუაშვილს იმ კადრებზე ესაუბრა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს, სუს-მა გაავრცელა. სუს-ი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ ტრენინგზე, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა, სამოქალაქო აქტივისტებს „რევოლუციური სცენარისთვის“ ამზადებენ. ტრენინგს …

რა ღირს სწავლა კერძო სკოლებში და გახსნეს თუ არა რუსული სექტორები ბათუმში

განათლების სამინისტრომ კერძო სკოლების რეფორმა დააანონსა და გამოაქვეყნა იმ ცვლილებების ჩამონათვალი, რომლებიც მათ უკავშირდება. განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს არ განუმარტავს, როდის შევა ეს ცვლილებები ძალაში, თუმცა კერძო სკოლებს, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, მეტ-ნაკლებად მოსწონთ დაანონსებული ცვლილებები. მაგალითად, კერძო სკოლა „ნიკეს“ დირექტორი იზოლდა ტაკიძე ამბობს, რომ დოკუმენტი ამ ეტაპზე ცოტათი ბუნდოვანია და დაზუსტება სჭირდება, თუმცა მთლიანობაში, სკოლებს …

„ფარცხალაძე მომენტალურად უნდა დაეკავებინათ“ – უჩა ნანუაშვილი

„ფარცხალაძე მომენტალურად უნდა დაეკავებინათ და უნდა დაწყებულიყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, რადგან აგენტობა, ჯაშუშობა, საქართველოს კანონმდებლობით ისჯება“- ამბობს „ბათუმელებთან“ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. რა და რატომ დაარღვია იუსტიციის სამინისტრომ, როცა აშშ-სგან სანქცირებულ პირს ქონების გასხვისების საშუალება მისცა? – უჩა ნანუაშვილს სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ. ბატონო უჩა, რამდენად სწორად მოიქცა …

სამინისტრო სტუდენტების ვალების განულებას კერძო უნივერსიტეტებს ავალებს

დღეს, 21 სექტემბერს, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხზე ბრიფინგი გამართა. ამილახვრის თქმით, სამინისტრომ სტუდენტების სწავლის დავალიანების განულება კერძო უნივერსიტეტებს მოსთხოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რა პირობებს წაუყენებს სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტებს. „ბათუმელები“ ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს ესაუბრა, სადაც ვერ გვითხრეს, როგორ დაიფარება სტუდენტების დავალიანება – სახელმწიფო გადაიხდის, თუ, უბრალოდ, უნივერსიტეტი გაუნულებს მათ ამ …

„ცენზურის და ნგრევის მინისტრი“ – აქცია ბათუმში წულუკიანის წინააღმდეგ

„ჩვენ ვქმნით დღევანდელ კულტურას და არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეს კულტურა მოთვინიერებული და დაცენზურებული“ – აცხადებენ ხელოვანები, რომლებმაც დღეს, 20 სექტემბერს, ცენზურისა და საქართველოს კულტურის მინისტრის პოლიტიკის წინააღმდეგ აქცია გამართეს ბათუმში, ევროპის მოედანზე. „ბათუმელებთან“ საუბარში მსახიობი თინა ლაღიძე ამბობს, რომ ხელოვანები თავისუფალი ადამიანები არიან და სურთ აზრის და შემოქმედების თავისუფლება. „წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ვინმემ …

სამინისტრო ბავშვების კვებას უფულობის მიზეზით არ აფინანსებს, თავად კი 1 მილიონს ერთ დღეში ხარჯავს

განათლების სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებას ითვალისწინებს. ცვლილება შეეხება 2023 წელს გაჟღერებულ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესებას. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, „მასწავლებლის ეროვნული დღის“ აღნიშვნაზე სამინისტრო ბიუჯეტიდან წელს დახარჯავს 600 ათას ლარს, მომავალ წელს კი – 1  მილიონ ლარს. პროექტის მიხედვით, წელიწადში 10 მასწავლებელი უნდა დაჯილდოვდეს 10-10 ათასი ლარით, …

ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სქემაში ცვლილებები შევიდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებით ცვლილებები იგეგმება. ცვლილების მიხედვით, კერძო სკოლის მასწავლებლები გათავისუფლდებიან „პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში‘‘ ჩართვის ვალდებულებისგან. მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება კვირეული დატვირთვის 9-საათიანი შეზღუდვა. უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებს უცხო ქვეყანაში გაცემული უფლების აღიარების გზით. „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის‘‘ მხარდამჭერ ტრენინგებზე წვდომა თანაბრად ექნებათ …

კობახიძის ორმაგი სტანდარტი – როდის ახსენდება „ოცნებას“ უდანაშაულობის პრეზუმფცია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან თანამშრომლობის გამო დაასანქცირა. ფარცხალაძის სანქცირების ფონზე „ქართული ოცნების“ წევრები თავგამოდებით იცავენ ყოფილ მთავარ პროკურორს და ამბობენ, რომ ფარცხალაძე ქვეყნის უსაფრთხოებას ძირს არ გამოუთხრიდა. მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე, რომელიც მარტში, რუსული კანონის მიღების წინ ირწმუნებოდა, რომ სიტყვა „აგენტს“ ნეიტრალური მნიშვნელობა აქვს, ფარცხალაძესთან დაკავშირებით ამბობს, რომ …

„შვებულებაში ვართ, ვისვენებთ“ – როგორ აღმოჩნდნენ ჩინოვნიკები კვიპროსზე ანსამბლთან ერთად

მათი კვიპროსზე ვიზიტი რატომღაც დაემთხვა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ანსამბლების გასტროლებს ამავე ქვეყანაში და ჩინოვნიკებიც იმავე სუფრაზე აღმოჩნდნენ, სადაც ოფიციალურ ვიზიტში მყოფი მერი და ანსამბლის წევრები. გასულ კვირას ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ „ბათუმელებთან“ თქვა, რომ ის კვიპროსზე ოფიციალური მივლინებით იმყოფება. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მინდია დიასამიძე კი აცხადებს, რომ კვიპროსზე მეუღლესთან ერთად ისვენებს. თუკი პირადი ხარჯით …

სად იყო სუს-ი, როცა ფარცხალაძემ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო? – სულხან სალაძე

„ფარცხალაძის მიერ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობის მიღება არ არის უბრალო შემთხვევა. ამიტომაც სუს-ი იმაზე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, რომ „საკითხს შეისწავლის“, არამედ უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, როგორ დააზღვია მან რისკები, როცა ფარცხალაძემ საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო“ – ამბობს იურისტი სულხან სალაძე. მას „ბათუმელები“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებასა და ყოფილი მთავარი პროკურორის დასანქცირებაზე ესაუბრა. …

უნივერსიტეტები 30 000 სტატუსაღდგენილ სტუდენტს ვერ მიიღებენ – რა მიზანი აქვს ღარიბაშვილს

მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს დავალიანება გაუნულდება. საუბარია 40 მილიონამდე ლარზე. თუმცა ღარიბაშვილს სხდომაზე არც კვლევა, არც დაზუსტებული მონაცემები არ წარმოუდგენია, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო ეს გადაწყვეტილება. იმავე დღეს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კი განაცხადა, რომ ღარიბაშვილის ამ ინიციატივის შესახებ ახლა შეიტყო და აღდგენილი სტუდენტების სანაცვლოდ …

არც საქანელა გვაქვს, არც მოედანი – ბავშვები სვიშევსკის ქუჩიდან

სვიშევსკის ქუჩა ბათუმში, ე.წ გოროდოკის უბანში, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილია. ვიწრო ქუჩების ლაბირინთში ათობით ბავშვს შენიშნავთ ბურთით ხელში, რომლებიც ვიწრო შუკებში სათამაშო სივრცეებს ეძებენ, მაგრამ ამაოდ. სახელდახელოდ, პლასმასის წვრილი ჯოხებისგან შეკოწიწებულ ფეხბურთის კარებს აქეთ-იქით დაატარებენ და ბოლოს მაინც ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე იწყობენ „სტადიონს“. სახლებს შორის მოქცეული ათობით ბავშვის ყიჟინზე მეზობლებიც ღიზიანდებიან,  – ვიღაცას ბავშვი …

კომპენსაციის გადახდით შოვის ტრაგედიის გამოძიებას ვერ ჩაანაცვლებთ – PHR

დღეს, 15 სექტემბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შოვში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახების წევრებს სახელმწიფო კომპენსაციის სახით თითო გარდაცვლილზე 20-20 ათას ლარს გამოუყოფს. „მილიონიც რომ გადაუხადოს სახელმწიფომ თითოეულ გარდაცვლილზე დაღუპულთა ოჯახებს (თუკი ვინმე დათანხმდება ამის მიღებას, ეს მათი უფლებაა), ეს ვერ ჩაანაცვლებს ეფექტური გამოძიების წარმოების ვალდებულებას. სახელმწიფომ მაინც უნდა გამოიძიოს ეს …

55 ათასი პირველკლასელი – ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს, 15 სექტემბერს, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 55 ათასზე მეტი პირველკლასელი დაიწყებს სწავლას. ბათუმში, საჯარო სკოლებში 4 089 პირველკლასელი მივიდა. განათლების სამინისტროს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არ გამოუქვეყნებია ანგარიში, ქვეყნის მასშტაბით რამდენი სკოლა გარემონტდა ან ახალი აშენდა.

როდის ეყოლება სკოლებს სერტიფიცირებული დირექტორები

15 სექტემბერს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. საქართველოში სულ 2086 საჯარო სკოლაა. ამ დროისთვის საჯარო სკოლებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ. მიმდინარე წელს სკოლის დირექტორობის მსურველებმა სასერტიფიკატო გამოცდები ჩააბარეს. გამოცდაზე 1839 აპლიკანტი გავიდა, თუმცა მეორე ეტაპზე მხოლოდ 755 პირი გადავიდა. განათლების სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ბრძანება სერტიფიცირებული დირექტორების შესახებ. „ბათუმელებმა“ აჭარის განათლების სამინისტროს ჰკითხა, …

რატომ გაიაფდა თუთუნი – „ისეთ პირობებს გიქმნიან, რომ სოფლიდან წახვიდე“ | ვიდეო

ჯემალ მამულაძე ქედაში, სოფელ კოკოტაურში ცხოვრობს. ათას კვადრატზე თამბაქო აქვს გაშენებული და როგორც „ბათუმელებს“ უთხრა, პირველი ხარისხის თუთუნი მოჰყავს. მაგალითად, გასულ წელს 300 კილოგრამი სარეალიზაციო თუთუნი მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში თამბაქო ძალიან გაუფასურდა, გულს მაინც არ იცრუებს და მის წარმოებას აგრძელებს. „რაც მოვიყვანე, ყველა გავყიდე. ზოგი 40 ლარში, ზოგიც 30-ში. დაბალ კატეგორიას (ფილიჯს …

50 სოციალურად დაუცველ ბავშვს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი სჭირდება – აქცია

სოციალურად დაუცველი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ბათუმში მოქმედი დღის ცენტრი სასკოლო ნივთების შესაძენად თანხას აგროვებს. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, თეონა აბაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ამ დროისთვის აქციის ფარგლებში მხოლოდ 700 ლარის შეგროვება შეძლეს, თუმცა ეს თანხა არ არის საკმარისი ყველა ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. დახმარება სულ 50 ბავშვს სჭირდება. „ჩვენ გვყავს დღის ცენტრში მიუსაფარი ბავშვები. აქედან უმეტესობა არის …

ქობულეთში ძველი მეჩეთი დანგრევის პირასაა – რას ამბობენ მერიაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში ქვით ნაშენი მეჩეთი ინგრევა. შენობა დახავსებული და დაზიანებულია, არ აქვს ფანჯრები, სახურავი, რის გამოც კედლებს წყალი რეცხავს. მეჩეთში ჯერ კიდევ შემორჩენილია კედლის მხატვრობა და ორნამენტები. მეჩეთის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, მეჩეთი სოფელში მე-20 საუკუნის 10-იან წლებში აუგიათ. ლიკა ლაზიშვილი რელიგიის კვლევების მაგისტრია. ის ამავე სოფელში ცხოვრობს და …

Exit mobile version