ნიდერლანდების საელჩომ თომა კაკაბაძეს „ტიტა“ გადასცა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს თომა კაკაბაძეს ნიდერლანდების საელჩომ ჯილდო გადასცა – „საელჩოს ტიტა“. „თომა ყოველდღიურად დაუღალავად შრომობს აჭარაში შშმ პირების უფლებების დასაცავად. ის მრავალ აქტივობას ატარებს იმისთვის, რომ ბათუმი ეტლით მოსარგებლეებისთვის უფრო კომფორტული გახადოს. თომამ სოციალური კაფე დააარსა, სადაც შშმ პირების სოციალურ ინტეგრაციაზე ზრუნავენ. თომა სამაგალითო სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც თავის გარშემო შემოკრებილ ახალგაზრდებთან …

„საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის სუსი“ – სკოლის დირექტორი რეფორმასა და არჩევნებზე

„პროცესის პოლიტიზების მე არაფერი მინახავს ნამდვილად. არ შემიმჩნევია, რადგან არ არსებობს ასეთი რამ“ – ამბობს მარინა ბერიანიძე, წალკის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, რომელიც ამავე სკოლაში წელს მეორედ გახდა დირექტორი. „ბათუმელები“ მას, როგორც განათლების სამინისტროს მიერ წელს დაჯილდოებულ მასწავლებელს, სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრა. ქალბატონო მარინა, არის თუ არა ის რეფორმები თქვენთვის გასაგები და …

პიტბულის მიერ დაკბენილ ბავშვს დახმარება სჭირდება – მას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს

პიტბულის ჯიშის ძაღლის მიერ დაკბენილი ორწლინახევრის ლაზარე ნაკაშიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ესაჭირობა.. შემთხვევა გუშინ, 16 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მოხდა. „ბათუმელებს“ ლაზარეს ნათლია, ირინა ხოროშევა ესაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის ლაზარე თბილისში, იაშვილის კლინიკაში იმყოფება, თუმცა ხვალ კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ ოპერაციისთვის. „კარაპს მედლაინში“ უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია, მაგრამ რადგან კლინიკა კერძოა, …

დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოქალაქეები შეიკრიბებიან

 ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. დღეს, 15 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ამ მოვლენის აღსანიშნავად საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან. „15 დეკემბერს საბოლოოდ დადასტურდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომელიც უდიდესი მოვლენა იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გვინდა სიხარულით აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე, ჩვენს მეგობარ უკრაინელებთან, ბელარუსებთან და მოლდოველებთან ერთად. …

რა მოვთხოვოთ მშიერ ბავშვებს? – პედაგოგი განათლების რეფორმაზე

„ამ მიცემულ „თავისუფლებას“ მე პირადად მაშინ დავიჯერებ, როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დირექტორები, სკოლის მასწავლებლები, ბაღის თანამშრომლები სიებით არ ირბენენ, მაგიდის ქვეშ არ დასხდებიან და საეჭვო მასწავლებლების სია ცალკე არ ექნებათ, გარანტირებულად ხმის მიმცემების სია კი – ცალკე. ვიღაცებს ოჯახებში არ მიაკითხავენ საღამოობით და არ ეტყვიან: შენ ხომ ოჯახით გვაძლევ ხმას?“ – ამბობს სოფო გოგოხია, …

როგორი ქართველის შექმნა სურს სამინისტროს – ჯანაშია ამილახვრის რეფორმაზე

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ აპირებს შეცვალოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და დანერგოს ახალი, ეროვნული შეფასების სისტემა. პრეზენტაციის დროს მინისტრმა თქვა – „ჩვენ არ გვინდა ახალი მოქალაქის შექმნა, გვინდა ადამიანი იყოს ქართველი, რომელიც დაეფუძნება ქართულ იდენტობას“. რას ნიშნავს „ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული“ განათლების სისტემა და რატომ გააჩინა უამრავი კითხვის ნიშანი მინისტრის გამოსვლამ? – ამ თემაზე …

ვისაც სრული დატვირთვა არ აქვს, მას ხელფასი საათების მიხედვით გაეზრდება – ამილახვარი

დღეს, 12 დეკემბერს, განათლების მინისტრმა განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ის შეეხო მასწავლებლის პროფესიულ სქემასაც. ამილახვრის თქმით, სქემა კი არ გაუქმდება, არამედ გაუმჯობესდება. „მასწავლებლები ამბობენ, რომ სქემაში იმიტომ ერთვებიან, რომ სჭირდებათ მაღალი ხელფასი. ჩვენ ეს ორი პროცესი გვინდა გავყოთ და ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა და ცალკე – კარიერული განვითარება. ყველა პედაგოგს განესაზღვრება ღირსეული ანაზღაურება სტატუსის …

სკოლებში ახალი, ეროვნული შეფასება უნდა დაბრუნდეს – ამილახვარი

დღეს, 12 დეკემბერს, საქართველოს განათლების მინისტრმა განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზენტაცია გამართა. გიორგი ამილახვრის თქმით, სამომავლოდ სისტემა გადავა მასწავლებლის მოსმენასა და უკუკავშირზე. მინისტრის თქმით, სკოლებში უნდა დაბრუნდეს ეროვნული შეფასება. „ეს მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის, სისტემისთვის. ამიტომ დაწყებული გვაქვს აქტიურად პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ მე-6 და მე-9 კლასში ჩვენ გვინდა პირველ ეტაპზე შემოვიღოთ ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომლებიც სისტემას …

მასწავლებლები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ

დღეს, 12 დეკემბერს, პრეზიდენტის სასახლესთან პედაგოგების აქცია-მსვლელობა იგეგმება. აქცია 12:00 საათზე დაიწყება პირველი კლასიკური გიმნაზიიდან. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, პედაგოგი დათო ფერაძე კი თავის კოლეგებს მოუწოდებს, გამოვიდნენ და ღიად დაიცვან მასწავლებლის უფლება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია პედაგოგი მაია ეკალაძეც, რომელიც რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციას მართავს განათლების სამინისტროსთან. მან პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობასაც მიმართა, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების …

სასწავლო პროგრამა ძალიან დიდია – მასწავლებელი მათემატიკის სწავლებასა და PISA-ს შედეგებზე

რატომ ვერ იღებენ ქართველი ბავშვები მაღალ შეფასებას საერთაშორისო კვლევებში და რა უშლის ხელს მათემატიკის კარგად სწავლებას სკოლებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, ლალი ჯაყელს ესაუბრა. ქალბატონო ლალი, ალბათ იცით, რომ დიდი განხილვა მოჰყვა PISA-ს შედეგებს საქართველოში. ხომ არ გინახავთ ეს ტესტები, რაზეც ბავშვებმა იმუშავეს და თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის მიზეზები, …

ბათუმელი პედაგოგი სკოლებში მათემატიკის სწავლებისა და წაკითხულის გააზრების გაუარესებაზე

მოსწავლეთა შეფასების სისტემის – PISA-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს პოზიციები წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში კიდევ უფრო გაუარესდა. რატომ ვერ აღწევენ საჯარო სკოლები მაღალ შედეგებს და რა არის იმის მიზეზი, რომ ქართულ სკოლებში ბავშვებს უჭირთ როგორც კითხვა, ასევე მათემატიკა? ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მესამე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნინა ინაიშვილს ესაუბრა. ქალბატონო ნინა, თქვენი …

რატომ ასწავლიან ესტონურ სკოლებში ჩვენზე უკეთ – რას ჰყვება ქართველი პედაგოგი ესტონურ მოდელზე

საერთაშორისო კვლევის PISA-ს მიხედვით, ესტონეთი ერთ-ერთი მოწინავე ადგილს იკავებს მათემატიკისა და წაკითხულის გააზრებაში. როგორ აღწევენ ესტონური სკოლები წარმატებას და რა პრინციპით მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი? ამ თემაზე „ბათუმელები“ ესტონეთში ინგლისური ენის მასწავლებელს ვაკო გოგუაძეს ესაუბრა. ის რამდენიმე წელია უკვე ამ ქვეყანაშია და აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლაში მუშაობის გამოცდილება.  ბატონო ვაკო, შეგიძლიათ მოგვიყვეთ იმაზე, თუ …

საქართველოში მოსწავლე გოგონების შედეგები აღემატება ბიჭებისას – PISA-ს ახალი კვლევა

საერთაშორისო კვლევის, PISA-ს 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსწავლეთა მიღწევები მათემატიკაში 2018 წელთან შედარებით 8 ქულით შემცირდა, კითხვაში კი – 6 ქულით. მაჩვენებელი მხოლოდ საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით. „PISA 2022 წლის მონაცემებით, მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია OECD-ის ქვეყნების საშუალოზე (OECD-ის საშუალო: 69%). კითხვაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან …

შეძლებულმა მოსწავლეებმა მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს ღარიბ მოსწავლეებს – PISA

PISA 2022 წლის სოციალურ-ეკონომიკური ინდექსის თანახმად, 2015-2022 წლებში, საქართველოში სოციო-ეკონომიკურად შეძლებულმა მოსწავლეებმა [სოციო-ეკონომიკური სტატუსის მიხედვით ზედა 25%] მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს შეჭირვებულ მოსწავლეებს [ქვედა 25%]. ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკურად შეჭირვებული 15 წლის მოსწავლეების დაახლოებით 14%-მა მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო და მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლეების ზედა 25%-ში მოხვდა. „ეს მოსწავლეები შეიძლება ჩაითვალონ აკადემიურად მდგრადებად, რადგან მიუხედავად სოციოეკონომიკური …

ბათუმში 2 კაცი დაჭრეს

ბათუმში, „მაჭახელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი კაცი დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა 5 დეკემბერს, ღამით მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის სისხლის სამართლის 118-ე მუხლით დაკავებულია ერთი პირი. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ჭრილობები არ იყო მძიმე, ამიტომ სასწრაფო დახმარების გაწევის შემდეგ დაზარალებული პირები საავადმყოფოდან გაწერეს.

ღირსების გარეშე გაკვეთილზე შესვლის აზრს ვერ ვხედავ – სამინისტროსთან მოშიმშილე პედაგოგი

„ღირსების გარეშე გაკვეთილზე შესვლის ან ამ ქვეყანაში დარჩენის და ცხოვრების გაგრძელების აზრს ვერ ვხედავ“ – ამბობს პედაგოგი მაია ეკალაძე, რომელიც განათლების სამინისტროს წინ მეორე დღეა შიმშილობს. დღეს მას ორჯერ დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა მასწავლებელი ამბობს, რომ მას სხვა გზა აღარ დაუტოვეს სიმართლის დასაცავად. „ბათუმელები“ მაია ეკალაძეს ესაუბრა. ქალბატონო მაია, როგორც ვიცით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც …

„მე მჯერა მაგალითის“ – რისთვის გადაეცა ქართველ ინჟინერ ქალს გლობალური ჯილდო

46 წლის ინჟინერს, ანა ნაკაშიძეს, ახლახან გლობალური ჯილდო გადაეცა თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული მუშაობისთვის. ანა ამჟამად აზერბაიჯანში ცხოვრობს და „აზერტელეკომის“ გენერალური დირექტორია. რას ცვლიან ქალები ამ სფეროში და რა იწვევს გენდერულ დისკრიმინაციას კარიერულ გზაზე? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა მას „ბათუმელები“. ქალბატონო ანა, შეგიძლიათ მოგვიყვეთ ამ ჯილდოს შესახებ? რისთვის აიღეთ კონკრეტულად, რა საქმიანობისთვის? არსებობს ასეთი …

რატომ არ უნდა ვაჩუქოთ ბავშვს ქუჩაში ფული – ინტერვიუ

„ვიღაც შესაძლოა კეთილი განზრახვით ჩუქნის ბავშვს ფულს, მაგრამ გამოდის ისე, რომ ამ ბავშვს დამნაშავეს ვუგდებთ ხელში, თუნდაც იმით, რომ ვასაჯაროებთ ბავშვის ადგილმდებარეობას. უკვე იციან მისი სუსტი წერტილი, რაზე რეაგირებს კარგად ეს ბავშვი ხომ?! ჩვენ ჩავივლით, მაგრამ ბავშვი ხდება დაუცველი რისკებისგან“ – ამბობს ფსიქოლოგი სალომე ჩარკვიანი. ის „ბათუმელებთან“ საუბრობს, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს ისე, რომ …

ბათუმში რამდენიმე მარკეტი და აფთიაქი გაქურდეს

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რამდენიმე ობიექტი, მათ შორის, აფთიაქი გატეხეს. შემთხვევა 30 ნოემბერს, ღამით მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მარკეტიდან წაღებულია სიგარეტები. რა წაიღეს აფთიაქიდან, ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით – ქურდობა.

ბათუმში შტორმის დროს მოზარდი დაშავდა

ბათუმში 27 ნოემბერს ძლიერი შტორმის დროს ზღვასთან ახლოს, პირსზე მდგომი ორი მოზარდიდან ერთ-ერთი დაშავდა. ინფორმირებული წყაროს ცნობით, მოზარდმა ტალღის დარტყმის შედეგად მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა მიიღო. შტორმში მოხვედრილი მოზარდების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. კადრებში ნათლად ჩანს, ტალღის ძლიერი დარტყმის შედეგად როგორ ეცემა ძირს ორი ადამიანი. მოზარდები პირსის მოაჯირმა შეაკავა და ასე გადაურჩნენ ზღვაში ჩავარდნას. მოზარდის დაშავების …

ხელფასს არ ვუზრდით ფიზიკის მასწავლებელს, რომელიც გაქცევაზეა სკოლიდან?! – აფხაზავა

შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, განათლების მინისტრმა კი მასწავლებლის ხელფასების მატება, სწორედ საშვებულებო პერიოდს დაამთხვია. მან თქვა, რომ „შესაბამისი საკანონმდებლო ერთჯერადი ცვლილებაა საჭირო, სამართლებრივი საფუძველი გაჩნდეს, რომ დავარიგოთ ეს ხელფასები შვებულებაში“. რატომ არღვევს განათლების მინისტრი კანონს და რა პრინციპით უნდა გაზრდილიყო ხელფასები, რომ მასწავლებლის სოციალური მდგომარეობის …

ემიგრანტი ქალები შვილიშვილებისთვისაც აგრძელებენ შრომას ემიგრაციაში – კვლევა

„ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ ვითომ, მაგრამ ყველაზე მთავარს ვაფუჭებთ – შვილებს ვკარგავთ, ახლობლებს ვკარგავთ, მეგობრებს… ყველაფერს ვკარგავთ, აბსოლუტურად. ჩემი შვილი 14 წლის გათხოვდა – აი, ეს გააკეთა ჩემმა აქ წამოსვლამ… ამას ვერანაირი ფული ვერ აანაზღაურებს“- ციტირებს ერთ-ერთი ემიგრანტი ქალის ნათქვამს კვლევა, რომელიც წელს, 10 ნოემბერს გამოქვეყნდა. კვლევა ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – …

რკინა მოვიპარე, ჯართში ჩავაბარე და ფეხსაცმელი ვიყიდე სკოლაში რომ მევლო – 16 წლის მოზარდი

„თითქმის ერთი თვე ვერ დავდიოდი სკოლაში უფეხსაცმლოების გამო. არც არავინ იყო ისეთი, ვინც დამეხმარებოდა. მეგობარს ვთხოვე ფეხსაცმელი, მაგრამ მეც ერთი მაქვსო, მითხრა. არც სხვებს ჰქონდათ რაიმე. ვერც ოჯახი დამეხმარა. იმ პერიოდში დედა ავად იყო, ბაბუაც ახალგარდაცვლილი იყო და ფინანსური პრობლემები გვქონდა ოჯახში. მაგრად გაგვიჭირდა. მამამ მითხრა, როცა მექნება ფული, მერე გიყიდი ფეხსაცმელსო. რა უნდა მექნა? …

„მამამ მიგვატოვა, არავინ გვყავს, რომ დაგვეხმაროს“ – ქალი შვილის გადარჩენას ითხოვს

„ჯერ სახეში დამარტყა, მერე თმაში წამავლო ხელი და თმით მითრია. მაშინ ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი. ამის შემდეგ კიდევ იძალადა ჩემზე“, – ამბობს 31 წლის ქალი „ბათუმელებთან“, რომლის რეალურ სახელს მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ.  ხატია (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ ქმრის გარდა, სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა დედამთილისა და მულისგანაც. „აღარ მინდა სოციალურ ქსელებში შემომივარდნენ …

გუშინ ბათუმში 50 წლამდე კაცი დაჭრეს

გუშინ, 26 ნოემბერს, ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე 50 წლამდე კაცი დაჭრეს. თვითმხილველის თქმით, რომელიც წითელი ჯვრის თანამშრომელია და დაჭრილს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა, შემთხვევა საღამოს მოხდა. „მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში ვიყავი, როდესაც დაახლოებით 50 წლამდე კაცის ყვირილის ხმა შემოგვესმა. შენობის შიდა ეზოში შემოვარდა და ამბობდა, რომ ვიღაც მოსდევდა მოსაკლავად. მერე გვითხრა, რომ მისი მეგობარი იყო დაჭრილი …

წუხელ ბათუმში ავტომანქანები გატეხეს

წუხელ, 23 ნოემბერს, ბათუმში რამდენიმე ავტომობილი გახეტეს. „დაახლოებით 15-მდეო ასე თქვეს პოლიციის განყოფილებაში, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი მანქანა იყო“, – უთხრა „ბათუმელებს“ მოქალაქემ, ვისი მანქანაც წუხელ დაამტვრიეს. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. „ჩემს მანქანას წინა ფანჯარა აქვს ჩამტვრეული“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა. კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, …

ახალი სახელფასო ფორმულა 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება – ამილახვარი

დღეს, 24 ნოემბერს, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საჯარო სკოლის მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით, მასწავლებელთა ხელფასების გაზრდის ახალი ფორმულა 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. „2024 წლის ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა. ეს 6 თვის პირობებშიც კი პედაგოგებისთვის იქნება ოთხჯერ მეტი გაზრდილი შემოსავალი წლიურ ჭრილში, ვიდრე იანვრიდან გაზრდილი 125-ლარიანი დანამატი. სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, მასწავლებლებს …

ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომანქანა ბოძს დაეჯახა

ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომანქანა ბოძს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 24 ნოემბერს, მოხდა. თვითმხილველის თქმით, სწრაფად მოძრავმა ავტომობილმა გვერდი აუარა ქვეითს და ელექტროგადამცემ ბოძსა და ნაგვის ურნებს დაეჯახ, „მოგლეჯილია ბოძი“. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარება და პოლიცია.

ის, რომ შეფასება გაუქმდა, ასე არ არის – შეიცვალა თუ არა სინამდვილეში ესგ?

განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შეიტანა. ვებგვერდზე გამოაქვეყნა პუნქტების ჩამონათვალიც, სადაც წერია, რომ სკოლები თავისუფლდებიან გარკვეული ვალდებულებებისგან. არის თუ არა ეს ცვლილებები რეალურად სიახლე, რას ეთანხმებიან სკოლები და რას არა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის  №15 საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო მოდებაძეს ესაუბრა. ქალბატონო ნინო, როცა სამინისტრო წერს, რომ სკოლებში გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების …

454 აბორტი და 2 564 მშობიარობა მოზარდებში ბოლო 4 წელში – როგორ იცავს სახელმწიფო გოგოებს

2018 წლიდან 2022 წლის ივნისამდე არასრულწლოვნების 2564 მშობიარობა და 454 აბორტი აღირიცხა. ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან მიიღო ორგანიზაციამ – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ამ თემაზე „ბათუმელები“ ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელს თამარ გაბოძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ საზოგადოებრივ ჯანდაცვას არ აქვს ჩაშლილი სტატისტიკა, რაც ნათლად აჩვენებდა, თუ კონკრეტულად რა მიზეზებს უკავშირდება ნაადრევი მშობიარობა …

კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები მიატოვა ოჯახმა და სახელმწიფომაც – პედაგოგი

„მთავარი პრობლემა იწყება ოჯახიდან. ვისთანაც შეხება მქონია, ოჯახისგან მიტოვებული ბავშვები არიან და გარკვეულწილად, სახელმწიფოსგანაც“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მენტორი მასწავლებელი კახა გალდავა. ის 7 წელი სამტრედიის მე-15 საჯარო სკოლაში მუშაობდა, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი და ე.წ. რთული ქცევის ბავშვები სწავლობდნენ. პედაგოგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბავშვებზე სხვადასხვა დაწესებულებას აქვს პასუხისმგებლობა აღებული, ისინი მაინც დაკარგულ ბავშვებად …

ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელები ამბობენ, რომ 2 თვეა ხელფასი არ აუღიათ

ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელებს ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ. ფეხბურთელები აპირებენ პროტესტის ნიშნად 24 ნოემბერს არ გავიდნენ თამაშზე, თუკი ხელფასები უახლოეს ვადაში არ ჩაირიცხება. ფეხბუთელებმა განცხადებით ფედერაციასაც მიმართეს. „ბათუმელები“ „შუქურას“ ერთ-ერთ ფეხბურთელს, გია აფხაზავას ესაუბრა, რომელიც ადასტურებს გუნდში არსებულ პრობლემებს. „პრობლემა მოდის წინა სეზონიდან. გვქონდა დავალიანება სამი თვე, ასევე ეროვნულ ლიგაში გადასვლის პრემია გვქონდა ასაღები საჩემპიონო …

რატომ შექმნა ტარიელ ნაკაიძემ პარტია – მოსახლეობის 25 % უმცირესობაა, ჩვენ ამ სეგმენტზე ვიმუშავებთ

„რეგიონები საქართველოსთვის“ – ასე ჰქვია ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პარლამენტის წევრმა ტარიელ ნაკაიძემ თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა. „ბათუმელებთან“ ტარიელ ნაკაიძე იმედოვნებს, რომ ახალი პარტია იმ მოწყენილობას აღმოფხვრის, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზეა შექმნილი. პარტია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქტიურად იმუშავებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ხმის წარმოჩენაზე პოლიტიკაში. ბატონო ტარიელ, რატომ მიხვედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კიდევ ერთი პარტია …

ჩვენი მოთხოვნაა, ყველა პედაგოგს ხელფასი მოემატოს თანაბრად – მასწავლებელი

„დასრულდეს გაურკვევლობა და საბაზო ანაზღაურების მატება აისახოს 2024 წლის იანვრიდან“ – ამ მოთხოვნით, მასწავლებლები ხელმოწერებს აგროვებენ. მომზადდა პეტიციაც, რომელსაც ამ დროისთვის ორი ათსზე მეტი პედაგოგი აწერს ხელს. ხელისუფლების მიერ მასწავლებელთა ხელფასების მატების თემაზე „ბათუმელები“ ერთ-ერთ პედაგოგს თამარ ცანავას ესაუბრა, რომელმაც განათლების სამინისტროში 400-ზე მეტი მასწავლებლის ხელმოწერა შეიტანა იმ მოთხოვნით, რომ პედაგოგებს ხელფასები გაეზარდოთ თანაბრად და …

ბავშვებს 100 ლარი უნდა დაემატოთ, 600 ლარი სოცდაუცველ ოჯახებს – ენმ 2024 წლის ბიუჯეტზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მმართველ პარტიას 2024 წლისთვის, ალტერნატიულ სოციალურ პოლიტიკას სთავაზობენ. „ბათუმელებთან საუბარში უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები უკვე გადაუგზავნეს მმართველ პარტიას და სურვილის შემთხვევაში, მზად არიან ჩაერთონ დეტალების განხილვაში. „ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სამ სფეროზე, – სოციალური სფერო, სოფლის მეურნეობა და განათლება. …

„ოცნების“ დეპუტატი დეკლარაციაში ქონების ნაწილს მალავს – „გამჭვირვალობა“

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი 2023 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ხელფასისა და მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მალავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა დეკლარაციაში არ ასახა მის საკუთრებაში არსებული 36.5 კვ.მ. სასტუმროს ნომერი დაბა ბაკურიანში, ასევე, მეუღლის, არჩილ ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მცხეთაში 135.40 კვ.მ ფართის შენობა ნაგებობით და თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე …

Exit mobile version