კვარიათში, ზღვაში მეორე დღეა ორი ადამიანს ეძებენ. ერთ-ერთი დაკარგული, დღეს, 28 ივნისს იპოვეს მაშველებმა.
კაცი დაღუპულია.
ზღვაში დაკარგულ ქალს მაშველები ჯერ ისევ ეძებენ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალგაზრდები საქართველოს მოქალაქეები არიან.
ზღვაში ორი ადამიანის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება სამაშველო სამსახურში გუშინ, 27 ივნისს, დღის საათებში შევიდა.

![შეზლონგების „ღობე“ კვარიათის სანაპიროზე [ფოტო]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/08/04-1.jpg)




